ავტორიზაცია

კოლინა: "VAR ჩემპიონთა ლიგაზე? ეს საჩქაროა!"

კოლინა: "VAR ჩემპიონთა ლიგაზე? ეს საჩქაროა!"
თარიღი 14 Oct 2018, 23:01
ცნობილმა იტალიელმა მსაჯმა, პერლუიჯი კოლინამ, ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოასისტენტის სისტემის დანერგვის საკითხი განიხილა.

"VAR? აუცილებელია, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება სწრაფად დავნერგოთ. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა.

ამ სისტემამ სახელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა და ახლა მას ბევრ ეროვნულ ჩემპიონატში იყენებენ.

ვფიქრობ, VAR-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამოყენება უკვე ამ სეზონიდანვე შეიძლება. ბევრი მსაჯი ამ სიტუაციას იცნობს და პრობლემები არ შეექმნება", - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო, 2019/20 წლების, სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე VAR იქნება გამოყენებული.

ასევე იხილეთ:

ვაისმა 2 ფორვარდი დაასახელა - ვინ დაემატება ნაკრებს ლატვიასთან?

რამდენი ქულა სჭირდება საქართველოს ჯგუფიდან გასასვლელად?

გასაოცარი შედეგი - როგორი იყო ბურთის ფლობა ანდორასთან მატჩში?