Goal.Ge

დიდი 10: "ხარები" სიურპრიზებს განაგრძობს


დიდი 10:

დიდი 10-ის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა რუსთავის "ხარებმა". მამუკა მინდორაშვილის შეგირდებმა წინა გასვლა "ბათუმს" მოუგეს, ამჯერად კი გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი "აია" დაამარცხეს სტუმრად.

"აიასთვის" მატჩის დებიუტი ძალიან კარგი გამოდგა და ქუთაისელებმა ლელოს გატანა მეორე წუთზევე მოახერხეს: მასპინძლებმა მეტოქის 22-თან დანიშნული შერკინებიდან ბურთი გამოიტანეს და მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს, სადაც თორნიკე მანაგაძემ მაღალ სისწრაფეზე შემოსულ გიორგი აბრამიძეს, მშვენიერი, დროული გადაცემით გააყოლა ბურთი და პირველი ლელოც დაიდო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

"ხარებმა" მეტოქეს ანალოგიურად 11-ე წუთზე უპასუხეს: 5-იანიდან აუტი ბოლოსწინა კაცზე იქნა მოწოდებული და მოგებული, შეკრული მოლის შეჩერება კი ვერ მოხერხდა და ნიკა კევლიშვილმა ბურთის ლელოში დამიწება, ხოლო ზურა ქავთარაძემ გარდასახვა მოახერხა.

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა საბა აბულაშვილმა მე-19 წუთზე 10-მეტრიანი ზონის დარღვევისთვის "აიას" ჟორჟ სალდაძე გაუსინბინა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და 24-ე წუთზე მშვენიერი ლელო გაიტანეს: მეტოქის ნახევარზე არსებული წყვეტილი ხაზიდან შეტევის მიმართულება შეცვალეს და ფრთაზე ჩაათამაშეს ბურთი, რომელიც ზურა ქავთარაძის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა არაზუსტი იყო.

26-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა შეასრულა ზუსტად და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო 34-ე წუთზე რუსთაველებმა იმერელთა ლელო მესამედ აიღეს: 5-იანთან დანიშნული შერკინებიდან გამოტანილი ბურთი გიგა ქვლივიძემ კობა ბუჯიაშვილს გაატანა და 9 ნომერმაც საკუთარ გუნდს მორიგი 5 ქულა მოუტანა, გარდასახვა კვლავ უზუსტო იყო და ტაიმი 10:17 დასრულდა.

"აიასთვის" მეორე ნახევარი ცუდად დაიწყო და 52-ე წუთზე კიდევ ერთი გარდაუსახავი ლელო მიიღო: რუსთაველებმა ლელოდან დაახლოებით 15 მეტრში მოაწოდეს აუტი, რომელიც მოიგეს და მარცხენა ფრთიდან შეუტიეს, სადაც ლექსო მელიქიშვილმა იყოჩაღა და ქუთაისელები ზედ კიდესთან დაალელოვა. მასპინძლებმა მეორე ლელოს გატანა 65-ე წუთზე შეძლეს, რუსთაველთა ლელოდან 7-8 მეტრის მოშორებით მოწოდებული აუტის შემდეგ, დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომლის შეჩერება "ხარებმა" ვერ შეძლეს და გოგა კობახიძემ ბურთი ლელოში დაამიწა, გარდასახვისას აბჟანდაძეს ბურთი აეჭრა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ქუთაისელებს ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, 79-ე წუთზე უხეში თამაშისთვის სტუმრებს გიგა გულორდავა გაუსინბინეს, თედო აბჟანდაძემ ბურთი აუტში გადაიტანა, თუმცა მასპინძლებმა საკუთარი დერეფანი წააგეს და შესაბამისად, თამაშის გადარჩენის შანსიც დაკარგეს - 15:22.

"აიას" 7 ქულაზე მეტით არ წაგებისთვის ბონუსი ერგო, ხოლო "ხარებმა" 4 ქულა ჩაიწერა აქტივში. ორივე გუნდს 14-14 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

დღის მეორე მატჩი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "ჯიქი" დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში "ლელო სარასენსთან" დამარცხდა.

დიდი 10: "ხარები" სიურპრიზებს განაგრძობს

შეხვედრის მთავარმა მსაჯმა თორნიკე გვირჯიშვილმა 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. გორელთაგან რობერტ სუთიძე, ნიკა სუხაშვილი და რატი ხუციშვილი გაასინბინა, ხოლო დავით კლდიაშვილს ზედმეტი საუბრისთვის წითელი ბარათი აუფრიალა. თბილისელთაგან 10-10 წუთით არჩილ ბეჟიაშვილი და ცისკარა ბერიაშვილი იქნენ გასინბინებულები.

სანამ უშუალოდ შეხვედრის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, ყურადღება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ერთ ეპიზოდზე, რომელიც დღევანდელ მატჩში მოხდა. თეიმურაზ ჭიჭინაძემ მე-7 წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და იმის გამო, რომ მოედანზე ნორმალური სამედიცინო შტაბი და სამედიცინო მანქანა არ იყო თამაში ნახევარი საათით შეწყდება. გარდა იმისა, რომ გუნდების სამედიცინო შტაბს ასეთი ტრავმისთვის საჭირო მედიკამენტი არ აღმოაჩნდა, მოედანზე ნორმალური საკაცეც არ იყო, რომლითაც ჭიჭინაძეს გაიყვანენ. ამას ისიც დაემატა, რომ მოსულ სასწრაფო დახმარებასაც არ ჰქონდა ტრავმისთვის საჭირო ტკივილგამაყუჩებელი... მოკლედ, ასეთ რამ დიდ 10-ში რომ არ უნდა ხდებოდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს! გუნდებს და ჩემპიონატის ორგანიზატორებს ნამდვილად მეტი ყურადღება მართებთ, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს, რადგან იმასთან ერთად, რომ თამაში ასეთი მიზეზების გამო ნახევარი საათით არ უნდა შეწყდეს, მოთამაშეების უსაფრთხოებაა უპირველესად გასათვალისწინებელი, რადგან ისეთი კონტაქტური სპორტი, როგორიც რაგბია, აუცილებლად საჭიროებს სათანადო სამედიცინო შტაბს თამაშების დროს!

რაც შეეხება თამაშს, მერაბ კვირიკაშვილს მე-3 წუთზე იოლი პოზიციიდან შეეძლო ჯარიმის გატანა, მაგრამ პირველი დარტყმა გაუცუდდა და ბურთი ძელმა მოიგერია. მეკომ შეცდომა მე-9 წუთზე გამოასწორა და ჯარიმით ანგარიში გახსნა, ზუსტად ამ დროის კი თეიმურაზ ჭიჭინაძე დაშავდა და თამაში როგორც ვთქვით, 30 წუთით შეწყდა.

სანამ კვირიკაშვილი ანგარიშს გახსნიდა შეხლა-შემოხლისთვის მოედნიდან ცისკარა ბერიაშვილი და რატი ხუციშვილი გააძევეს 10-10 წუთით, ხოლო თამაშის განახლებისთანავე მსაჯმა რობერტ სუთიძე გაასინბინა, რაც აშკარად გადამეტებული სასჯელი გახლდათ.

29-ე და 39-ე წუთზე მასპინძელთა მგეზავმა ირაკლი ნინიძემ ორი ჯარიმა გაიტანა და გორელები გააწინაურა, თუმცა ტაიმი მაინც "ლელო სარასენსმა" მოიგო: გაწითლებულ დროში მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ჯერ ძალიან რთული ბურთი მიიღო, შემდეგ კი ნახევარ გუნდს შემოუარა, ბოლოს ოვალის დაქნევით დიტო კიკნაძე გააბითურა და ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო გაიტანა, რომელიც თავად გარდასახა და ტაიმი 6:10 დასრულდა.

52-ე წუთზე მეკომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც სვანიძემ ორ წუთში ასევე ჯარიმით უპასუხა. "ჯიქმა" 73-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა: ლაშა საჯაიამ მეტოქის ლელოდან 10-12 მეტრის მოშორებით აუტი მოაწოდა და მთელ დერეფანს გადააცილა ბურთი, რომელიც იქვე ჩასაფრებულმა ერთი წუთით ადრე შემოსულმა სანდრო ფურცხვანიძემ აიტაცა, მაღალი სისწრაფით შევარდა ლელოში და ძელთან ახლოს დაამიწა. სვანიძემ უმარტივესი გარდასახვა ძელს გაარტყა, რისთვისაც "ჯიქი" მკაცრად დაისაჯა: 75-ე წუთზე შეტევის განზრახ შეყოვნებისთვის სუხაშვილი გაასინბინეს, ხოლო კარის წინ დანიშნული ჯარიმა კვირიკაშვილმა აქცია 3 ქულად და თბილისელებმა ურთულეს მატჩში იმარჯვეს - 14:16.

"ლელო სარასენსი" 12 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო "ჯიქი" 6 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

ჯიქი - ლელო სარასენსი 14:16 (6:10)

აია - ხარები 15:22 (10:17)


სატურნირო მდგომარეობა


დიდი 10: "ხარები" სიურპრიზებს განაგრძობს

აია - ხარები: მინდია ჩარქსელიანის ფოტო

ჯიქი - ლელო: გოგიტა ბუხაიძის ფოტო





ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიაში პირველად - მადაგასკარი საერთაშორისო ტურნირზე გავიდა

კამერუნი, მადაგასკარი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი - ეს ნაკრებები ტურნირზე მიემგზავრებიან.

დღეს, 03:15

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანიის ნაკრებს მსგავსი კოშმარული წელი ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა მიეჩვია "ბუნდესთიმის" სტაბილურობას,

დღეს, 03:04

"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ESPN-თან ისაუბრა, რა დროსაც კარიერაც გაიხსენა.

დღეს, 02:52

ვიდალმა ჩხუბის დროს მამაკაცს არყის ბოთლი ესროლა, რის გამოც 800 000-ით დაჯარიმდა

იქ იყვნენ ვიდალის ძმა და სიძეც და ისინი ჯამში 60 000 ევროთი დაჯარიმდნენ.

დღეს, 02:48

"რობინიო ჩემი კუმირი იყო, ალვეშმა კი 10 ნომერი მომცა", - ნეიმარის ისტორია

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა ისაუბრა თუ როგორ ერგო მას ბრაზილიის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური.

დღეს, 02:45

არდა თურანმა სტამბულში გაისროლა, ოღონდ იარაღიდან და პატიმრობა ემუქრება

"ბარსელონას" ფეხბურთელს არდა თურანს, რომელიც "ბასაკშეჰირშია" განათხოვრებული პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 02:41

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში - რონალდუ სათავეში, ჯეკო 10-ეულში

ევროპის ერთა ლიგის მატჩში ბოსნიამ ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა, სადაც ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:32

რომელ ფეხბურთელებს აქვთ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ მიღებული?

ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა.

დღეს, 02:27

ნეიმარმა კაკას და პელეს გადაასწრო

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა, სადაც მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღო.

დღეს, 02:25

როგორი იყო ესპანეთის შემადგენლობა, როცა ბოლოს ოფიციალურ მატჩში დამარცხდა?

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები მიიღო და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 02:20

ლაუდრუპმა რეალს თავისი თავი შესთავაზა

ასევე, ის საფეხბურთო კარიერის დროს "ბარსელონაში" გამოდიოდა და ამ კლუბის ლეგენდაც არის, თუმცა შემდეგ "რეალში" გადავიდა.

დღეს, 02:13

რეალის საუკეთესო მეპასე, რომელიც სკამზე ზის

წყარო წერს, რომ "სამეფო კლუბში" ყველაზე კარგი საგოლე გადაცემების სტატისტიკა სწორედ მას აქვს.

დღეს, 02:10

რეალი ლა ლიგის ინიციატივის წინააღმდეგ

"ამას ველოდი", - ეს კომენტარი გააკეთა ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, როდესაც "რეალის" პოზიცია გაიგო.

დღეს, 02:04

მილოულის ფანს ნოტინგემის ფანის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

2017 წლის 4 აგვისტოს, "ნოტინგემ ფორესტმა" "მილოული" 1:0 დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ კი ფანებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

დღეს, 02:01

"როგორც მამა, ჩაფლავდა, 12 წელია არ მინახავს", - ლუკას ერნანდესი

საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" მცველმა, ტეო ერნანდესმა მამამისზე ისაუბრა.

დღეს, 01:53

ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლა ლიგაში, 2018 წლის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

დღეს, 01:50

"იანვარში ვბრუნდები", - რომელ გუნდს გაწვრთნის არსენ ვენგერი?

22-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს, "არსენალმა" არსენ ვენგერი დაითხოვა.

დღეს, 01:47

600 მილიონი უემბლის სანაცვლოდ - პაკისტანელმა უარი მიიღო

"ფულჰემის" მფლობელს შადჰიდ ხანს "უემბლის" სტადიონის შეძენა სურდა, რათა იქ საკუთარ კლუბს საშინაო მატჩები გაემართა.

დღეს, 01:43

საქართველოს ქალთა ნაკრები 16:0 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 00:37

შოტლანდია ნოემბრისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის 40 მორაგბე გამოიძახა.

გუშინ, 23:48

საფრანგეთმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა ნოემბრის ტესტებისთვის 31 მორაგბეს უხმო.

გუშინ, 23:27

ირლანდიელი ფანი: "მეგონა, რომ კონორს მოკლავდნენ"

UFC-ს ერთგულმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა, დევიდ მარტინმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:16

მეივეზერი: "ხაბიბს ჩემს სამფლობელოში ველოდები"

ლეგენდარულმა მოკრივემ, დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო და ახლა რუს მებრძოლს თავად ითრევს ბრძოლაში.

გუშინ, 23:09

ახალი გამოწვევა კონორს - მასთან ბრძოლა UFC-ს ლეგენდას სურს

UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხების შემდეგ კონორ მაკგრეგორი თავის მომავალი ბრძოლისთვის მოწინააღმდეგეს ეძებს.

გუშინ, 23:04

ხაბიბის მენეჯერი: "მაკგრეგორი მეძავია!"

UFC-ს ჩემპიონის მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, კონორ მაკგრეგორს შეურაცხჰყოფა მიაყენა.

გუშინ, 22:56

ნაინგოლანი: "რონალდუს გუნდი სჭირდება, მესი კი მატჩებს მარტო იგებს"

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 21:49

რატომ აირჩია ანრიმ მონაკო?

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განმარტა თუ რატომ მიიღო "მონაკოს" წინადადება.

გუშინ, 21:41

"ეს უპრეცენდენტო შანსია" - ინიესტა ბარსელონას წინააღმდეგ?

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, თავის მშობლიურ კლუბთან თამაშზე თანახმაა.

გუშინ, 21:30

ობლაკის დადანაშაულების გამო სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

სლოვენიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

გუშინ, 21:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები