ავტორიზაცია

ჯოვანი სიმეონე: "თითოეული არგენტინელის სურვილია, რომ ნაკრები მამაჩემმა ჩაიბაროს"

ჯოვანი სიმეონე: "თითოეული არგენტინელის სურვილია, რომ ნაკრები მამაჩემმა ჩაიბაროს"
თარიღი 15 Oct 2018, 23:13
"ფიორენტინასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, მამის ეროვნულ გუნდში შესაძლო მუშაობაზე კომენტარი გააკეთა.

"დიეგო არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცის როლში? მამა ყოველთვის ამბობს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ ძალიან მინდა მისი ამ ამპლუაში ხილვა.

ვფიქრობ, რომ თითოეული არგენტინელის სურვილი სწორედ ეს არის, რადგან ის ძალიან კარგი მწვრთნელია", - განაცხადა 23 წლის ჯოვანიმ.

48 წლის არგენტინელი სპეიალისტი, დიეგო სიმეონე, უკვე 7 წელია მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი.

ასევე იხილეთ:

ხაბიბმა მეივეზერს მიმართა - მზად ვარ, ვიჩხუბო! რატომაც არა?

50 Cent-მა ხაბიბის წინადადება მიიღო

ახალი კონტრაქტის თანახმად, მესი 2020 წელს ბარსელონას უფასოდ დატოვებას შეძლებს