Goal.Ge

ეროვნული ლიგა - 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ქულები გათამაშების ლიდერებმა - "საბურთალომ" და "დინამომ" დაკარგეს.

დინამოელები "სიონს" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა უგოლოდ დაასრულეს, "საბურთალო" კი მოქმედ ჩემპიონ "ტორპედოსთან" 0:3 განადგურდა.

მცირე სენსაცია დაფიქსირდა ფოთში, სადაც ადგილობრივმა "კოლხეთმა" "ლოკომოტივი" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

GOAL.GE გთავაზობთ 25-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დინო ჰამზიჩი (ჩიხურა): მას შემდეგ, რაც "ჩიხურამ" "სამტრედიას" გაუტანა, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა ჰამზიჩი დამაჯერებელი იყო და მეორე ტაიმში ორი "მკვდარი ბურთი" მოიგერია.

გურამ გიორბელიძე (სიონი): ბოლნისელთა ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა "დინამოსთან" მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, ფლანგზე უშეცდომოდ იდგა, მეტოქის შემტევებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდა და შეტევებშიც კარგად ერთვებოდა.

მამუკა კობახიძე (ტორპედო): "ტორპედოს" მცველმა "საბურთალოს" შემტევებს სივრცეები შეუზღ​უდა და მეორე სართულზე უშეცდომო იყო , რის ხარჯზეც მოქმედმა ჩემპიონებმა გოლი არ გაუშვეს.

ლუკა ლოჩოშვილი (დინამო): მიუხედავად იმისა, რომ "დინამომ" ეს მატჩი ვერ მოიგო, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლოჩოშვილი "სიონთან" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. დაცვაში ის გაუვალი იყო და ბურთი იდეალურად ამოჰქონდა.

ირაკლი ციკოლია (კოლხეთი): ფოთელთა ცენტრალური მცველი ჩვენს სიმბოლურ გუნდში პირველად ხვდება. "ლოკომოტივთან" მან წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ლაზარ მარინი (ტორპედო): ფლანგიდან შეტევებში აქტიური იყო მარინი. ქუთაისელთა ლეგიონერის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.

ლევან კაკუბავა (ჩიხურა): გარდა საგოლე გადაცემისა კაკუბავამ დაცვაში საოცრად კარგად ითამაშა, დიდი სამუშაო გასწია და ცენტრალური მცველის ფუნქციები კარგად მოირგო.

კირილო დოროშენკო (კოლხეთი): "ლოკომოტივთან" მატჩში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე დოროშენკომ პენალტი შეუცდომლად შეასრულა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "კოლხეთს" პირველი სამი ქულა მოუტანა.

გიორგი ქიმაძე (ტორპედო): ქიმაძე "ტორპედოში" უნივერსალია. ის ყველა პოზიციას კარგად ერგება, რაც "საბურთალოსთანაც" გამოჩნდა. მე-14 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა.

ლეანდრო რიბეირო (დილა): ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი ჩვენს სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ ხვდება. "დილამ" 2:0 მოიგო, ლეანდრომ კვლავ გაიბრწყინა - პენალტი მოიპოვა და შემდეგ თავად შეასრულა. 

გიორგი გაბედავა (ჩიხურა): ჩემპიონატის ბომბარდირი კვლავ მოწოდების სიმაღ​ლეზეა. ამჯერად, გაბედავამ "სამტრედიას" ორი გოლი გაუტანა.

ეროვნული ლიგა - 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ურთულესი ბრძოლა და დოჰიოდან გადავარდნილი გიოჯი - ტოჩიმ ტაკეკაიშოსთან წააგო [VIDEO]

წლის ბოლოსწინა ბაშოზე ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა.

დღეს, 13:18

"სექსი ჯორჯინასთან თუ მაკრატელა იუვეს კარში?", - რონალდუმ საუკეთესო აირჩია

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტურინული გუნდის კარში გატანილი მაკრატელა სექსს შეადარა.

დღეს, 12:04

"უკრაინაში უკვე ბინა მაქვს ნაყიდი", - გვარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „შახტართან“ ხშირი შეხვედრების გამო, პრესკონფერენციაზე იხუმრა.

დღეს, 12:00

ტერ შტეგენი: "ბარსელონას გაუმართლა, როისს და დორტმუნდს - არც ისე"

„ბარსელონას“ მეკარემ, აღიარა, რომ მის გუნდს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში გაუმართლა.

დღეს, 10:29

ზიდანი: "არის თუ არა აზარი მზად პსჟ-სთან სათამაშოდ?"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, აღნიშნა, რომ გუნდის ვარსკვლავური ახალწვეული, ედენ აზარი, „პსჟ-სთან“ სათამაშოდ მზადაა.

დღეს, 10:15

იკარდი პსჟ-ში არგენტინელებმაც კი არ მიიღეს - ამას ორი მიზეზი აქვს

ახალი კლუბი, იგივე პრობლემები მაურო იკარდისთვის.

დღეს, 10:09

რეალის ფეხბურთელი, რომელსაც პსჟ-ს მწვრთნელი ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ მიიჩნევს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, კარიმ ბენზემას ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიიჩნევს.

დღეს, 09:59

ტერ შტეგენი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - გერმანელი მეკარე პენალტების მოგერიებაში პირველია

„ბარსელონას“ გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე ნიშნულს მიაღწია.

დღეს, 09:47

"ბევრს გაუკვირდა, მაგრამ...", - რონალდუმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია

ტურინის „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თავისი სამუდამო კონკურენტი შეაქო.

დღეს, 09:36

ჩემპიონთა ლიგა: დღე მეორე - რონალდუ ნაცნობ ქალაქში, ნაცნობ მეტოქესთან

დღეს, თბილისის დროით 20:55-სა და 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე დღე.

დღეს, 09:08

ბონუჩი: "სერია ა-ს ტიტულებს ჩემპიონთა ლიგაში არ გავცვლიდი"

ტურინის "იუენტუსის" იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:40

კასილასი ტერ შტეგენის საოცარ თამაშს ეხმაურება

"დორტმუნდთან" მატჩში "ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი გამორჩეული იყო.

დღეს, 03:36

ანჩელოტი კლოპს: "არაუშავს, აქ წაგების შემდეგ, შენი გუნდი ჩემპიონთა ლიგას იგებს ხოლმე"

მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლისთან" დამარცხდა.

დღეს, 03:32

ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდა

კატალონიის "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "დორტმუნდთან" 0:0 ითამაშა.

დღეს, 03:25

კლოპი: "პენალტი არ იყო"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ნაპოლისთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 01:51

შკრინიარი სლავიასთან ფრეზე: "ჩვენ უბრალოდ გვეძინა"

მილანის "ინტერის" მცველმა მილან შკრინიარმა პრაღის "სლავიასთან" მოულოდნელი ფრე შეაფასა:

დღეს, 01:34

მერტენსი: "ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით"

"ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ლივერპულთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 01:27

ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგაზე კატასტროფული შედეგი დააფიქსირა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსი" შინ "ვალენსიასთან" 0:1 დამარცხდა.

დღეს, 01:24

ბარსელონას სერია შეწყდა - პირველად 2018 წლის თებერვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, "დორტმუნდი" - "ბარსელონას" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:21

ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშიც შევიდა

წინა მატჩში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" ტალანტი ფატი "დორტმუნდთან" ძირითად შემადგენლობაში იყო.

დღეს, 01:19

ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "დორტმუნდისა" და "ბარსელონას" მატჩი უგოლოდ დასრულდა.

დღეს, 01:16

ჩელსის მაუნტი გამოაკლდა

"ვალენსიასთან" მარცხი ლონდონის "ჩელსის" ერთადერთი ცუდი ამბავი არ არის.

დღეს, 01:13

ლივერპულის მეკარემ წლის საუკეთესო სეივი გააკეთა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ნაპოლის" ესტუმრა და 0:2 წააგო.

დღეს, 01:10

18 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე რუნის და რაულის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ზალცბურგი" "გენკს" დაუპირისპირდა და 6:2 გაანადგურა.

დღეს, 01:04

ჩელსი შინ მოულოდნელად ვალენსიასთან დამარცხდა [VIDEO]

ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება მარცხით დაიწყო.

დღეს, 01:00

ნაპოლიმ მოქმედი ჩემპიონი შინ დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ნაპოლი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:55

ნულოვანი ფრე იდუნა პარკზე! ტერ შტეგენმა ბარსელონას ქულა გადაურჩინა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბარსელონა“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრა და გაუმართლა, რომ ქულის წამოღება მოახერხა.

დღეს, 00:54

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10