ავტორიზაცია

რატომ თამაშობს ნეიმარი 10-ნომრიანი მაისურით? - საინტერესო ისტორია

რატომ თამაშობს ნეიმარი 10-ნომრიანი მაისურით? - საინტერესო ისტორია
თარიღი 19 Oct 2018, 17:05
"პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ 10-ნომრიანი მაისურით თანაგუნდელ დანი ალვეშის წყალობით თამაშობს.

"ჩემი კუმირი ყოველთვის რობინიო იყო, ამიტომაც "სანტოსში" 7-ნომრიანი მაისურით დავიწყე ასპარეზობა, რომელიც მას ეკუთვნოდა".

"როცა რობინიო კლუბში დაბრუნდა, პატივისცემა უნდა გამომეჩინა და ეს ნომერი მისთვის დამებრუნებინა".

"ამის შემდეგ 11 ნომერი ავიღე, რომელიც ჩემთვის მეორე ყველაზე საყვარელი ნომერია".

"როცა ლუის ფელიპე სკოლარი 2013 წლის კონფედერაციის თასის წინ ბრაზილიის ნაკრებში ნომრებს არჩევდა, ვუთხარი, რომ 7 და 11 ნომრები მომწონს".

"თუმცა, დანი ალვეშმა შემომხედა და მითხრა: "მოედანზე "ათიანი" ხარ, 10 ნომერი უნდა აიღო", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს UOL.

ამჟამად, მოგეხსენებათ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებსა და "პსჟ"-ში 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ასევე იხილეთ:

10 ნაკრები, რომელსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს 2018 წელს

3 მიზეზი, რის გამოც ნეიმარს პსჟ-ს დატოვება უნდა

ოფიციალურად: მილანმა ზამთრისთვის პირველი ტრანსფერი შეათანხმა