სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი


სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

"ლესტერის" ჩემპიონობის შემდეგ პრემიერ ლიგის გრანდები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი სენსაცია აღარ განმეორდეს. ნისლიანი ალბიონის გიგანტების საკლუბო პოლიტიკა 3 პრინციპს ეფუძნება:

პირველი - მხოლოდ ტოპ-კლასის მწვრთნელები, მეორე - მაქსიმალური ყურადღების მიქცევა ყველაზე უმნიშვნელო სათამაშო ეპიზოდებისთვისაც, მესამე - გააზრებული ტრანსფერები.

სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

გასულმა ზაფხულმა გვაჩვენა, რომ ინგლისში ტრენდში არიან საყრდენი ნახევარმცველები. "ჩელსიმ" გადმოიბირა ჟორჟინიო, "ლივერპულმა" - ფაბინიო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიფორმა ფრედი, "არსენალმა" კი ტორეირა. კონკურენტებს ჩამორჩა "სიტი", "ქალაქელები" არ გაძლიერებულან აღნიშნულ პოზიციაზე.

ხოსეპ გვარდიოლას სურდა ჟორჟინიოსა და ფრედის შეძენა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კატალონიელ სპეციალისტს არ დაუტანებია ზედმეტი ძალები მათ დასაბევად. როდესაც "ემიუმ" და "არისტოკრატებმა" თანხა გაზარდეს, პეპი მოკრძალებულად გამოეყო აუქციონს.

სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

"სიტის" თავკაცმა თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: "თუ ფეხბურთელი თავიდანვე ორ კლუბს შორის აკეთებს არჩევანს, ესე იგი ის არ იქნება ერთგული. ჩვენ გვყავს ფერნანდინიო, გუნდოგანი და ახალგაზრდა ფოდენი - ვფრიქრობ, რომ საკმარისი ვარიანტები არსებობს,"

გვარდიოლამ უკვე ინანა თავისი შეცდომა - სექტემბრის მატჩებმა გვაჩვენა, რომ ილქაი ვერ ირგებს ჩამშლელის როლს, ის დაპროგრამირებულია ბურთის განაწილებასა და შეტევის წამოწყებაზე. ფილი კი ძალიან გამოუცდელია, მისი მაქსიმუმი ჯერჯერობით არის სათასო შეხვედრები და პრემიერ ლიგის აუტსაიდერების ბანალური დარბევა.

სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

რჩება 33-წლის ფერნანდინიო. ბრაზილიელმა კარგად ჩაატარა გასული სეზონი, თუმცა ერთ შუალედში მას ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა. უფრო კონკრეტულად კი ზამთარში, როდესაც "სიტიმ" 10 დღეში გამართა 3 მატჩი, სამხრეთ ამერიკელმა ფიზიურად ვერ გაუძლო დიდ დატვირთვას.

ფერნანდინიო უკვე ორი წელია, რაც პეპთან მუშაობს, მაგრამ მან ჯერ კიდევ ვერ აითვისა სრულფასოვნად კატალონიელის ფილოსოფია. ბრაზილიელს უჭირს თამაშის წაკითხვა და მისი შეცდომების გამო "ქალაქელები" პერიოდულად ისჯებიან.

სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

მაგალითად: "ლიონთან" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში სტოუნსი ნახევარმცველისგან ითხოვდა გახსნას, მაშინ, როდესაც ფრანგები აქტიურად ავიწროებდნენ მანჩესტერელ მცველებს. სამხრეთ ამერიკელმა ვერ შეძლო თავისუფალ ზონაში გადანაცვლება, რის შედეგადაც ბურთის მოშორების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდა.

სიტი-ლიონი 1:2



ამის გარდა, ბრაზილიელი სუსტია გადაცემის მიღების დროსაც. როდესაც ფერნანდინიო იჭერს ბურთს, ის ყოველთვის არის სახით თავისი კარისკენ, მობრუნების დროს კი 33-წლის შუახაზელი ახორციელებს ზედმეტად ბევრ შეხებას.

რაც შეეხება მოედნის ხედვას, პრობლემები აქაც გვხვდება. გავიხსენოთ შარშანდელი მატჩი "ლივერპულის" წინააღმდეგ - ფერნანდინიომ პასი მისცა მარჯვნივ მყოფ უოკერს, რომელსაც ორი "მერსისაიდელი" აზღვევდა, მარცხნივ კი განლაგებული იყო აბსოლიტურად თავისუფალი დე ბრუინი.

ბელგიელი დიდხანს ანიშნებდა ბრაზილიელს, მაგრამ კევინი მაინც ბურთის გარეშე დარჩა. "სიტის" შეტევა მომენტალურად ჩაიშალა, რამდენიმე წამში კი "წითლებმა" გოლიც გაიტანეს.

ლივერპული-სიტი 4:3



იგივე ჟორჟინიო ასეთ სიტუაციაში იყენებს რამდენიმე ხერხს - მაურიციო სარის შეგირდს თავისუფლად შეუძლია მეტოქის მოტყუება ან დრიბლინგის ჩართვა. ერთხელ რაჯა ნაინგოლანი გამოტყდა, რომ ექს-ნეაპოლელი ყველაზე უხერხული მეტოქეა მისთვის მოედანზე.

"ლიონთან" მატჩში გვარდიოლას სახლი სწორედ ფერნანდინიოს ზონაში ჩამოინგრა. "ლომებმა" ეფექტურად ისარგებლეს "ქალაქელთა" სუსტი წერტილით და ბრაზილიელს 90 წუთის მანძილზე არ მისცეს მოსვენების საშუალება.

სიტი უნაკლო არ არის, გვარდიოლას გუნდს სუსტი წერტილი გააჩნია - პრობლემა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც იჩინა თავი

ვერ ვიტყვით, რომ "სიტიმ" მხოლოდ ბრაზილიელი ჩამშლელის გამო წააგო "ოლიმპიკთან", თუმცა "ეტიჰადზე" დაფისქირებულ სენსაციაში ნამდვილად არის მისი დამსახურებაც, ვნახოთ, რა იქნება "ჰოფენჰაიმთან".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საოცრება მესტალიაზე! რეალი მარცხისგან კურტუას აქტიურობამ იხსნა [VIDEO]

პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში „ვალენსია" და მადრიდის „რეალი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დღეს, 01:56

4 ერის გასაფართოვებლად კარი კვლავ ღიაა

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა განაცხადა, რომ 4 ერის გათამაშების გასაფართოებლად კარი კვლავ ღიაა.

გუშინ, 23:14

ვასილ ლობჟანიძის ორივე ლელო იტალიური ძებრეს წინააღმდეგ [VIDEO]

ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის მატჩში ფრანგულმა "ბრივმა" იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

გუშინ, 23:09

დე ბრუინის ბენეფისი - სიტიმ არსენალი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "არსენალმა" "სიტი" მიიღო და 0:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:26

"სიტუაცია არ შეცვლილა", - დეშამმა ჟირუს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ოლივიე ჟირუზე ისაუბრა.

გუშინ, 21:26

ბარსელონა ტოდიბოს ყიდის და ფასიც დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:23

ზედიზედ მე-12 მატჩში გაშვებული გოლი - დე ხეამ ანტირეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" დაუპირისპირდა - 1:1.

გუშინ, 21:18

გადაწყვეტილება მიღებულია - ჰოლანდმა სასურველი კლუბი შეარჩია

"ზალცბურგის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 21:11

მორიგი სამიზნე - ჩელსი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

"ჩელსი" საინტერესო ტრანსფერს გეგმავს და მზადაა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

გუშინ, 21:06

რენატო სანჩესი: "პსჟ-სგან სერიოზული შემოთავაზება მქონდა"

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა თქვა, რომ გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 20:45

შეთავაზება მზადაა - მანჩესტერი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ავრცელებს.

გუშინ, 20:41

ბარსელონა ბაიერნისთვის კოუტინიოს ფასს აკლებს

"ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

გუშინ, 20:38

ვინ გაწვრთნის არსენალს? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

"არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტი შეარჩია.

გუშინ, 20:34

ბარსას ტიაგოს დაბრუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 20:29

მორიგი წარუმატებლობა! მილანმა შინ სასუოლოსაც ვერ მოუგო [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ ვერ მოუგო.

გუშინ, 20:14

რონალდუს დუბლი და ბონუჩის გოლი! იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა.

გუშინ, 20:04

ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონს კომპენსირებულ დროში მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

გუშინ, 20:00

მანჩესტერმა ჩელსის ფეხის დაცდენა სათანადოდ ვერ გამოიყენა და შინ ევერტონს დაუზავდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუზავდა.

გუშინ, 19:56

ზიდანი ბეილის შესახებ: "არაფერი შეცვლილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 18:55

"ის ახალი გიგზი უნდა გამხდარიყო", - ემიუს ყოფილი მოთამაშე კლუბის მთავარი იმედგაცრუების შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

გუშინ, 18:46

კლოპი: "გოლებს აღარ ავღნიშნავ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 18:33

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

გუშინ, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

გუშინ, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

გუშინ, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

გუშინ, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

გუშინ, 15:39

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10