ჩელსი მანჩესტერის 100-წუთიანი მატჩი, არეულობა და გოლი 96-ე წუთზე [VIDEO]
![ჩელსი მანჩესტერის 100-წუთიანი მატჩი, არეულობა და გოლი 96-ე წუთზე [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2018-10/1540042680_capture.png)
პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრას "სტემფორდ ბრიჯმა" უმასპინძლა.
ჟოზე მოურინიო ყოფილ გუნდს ესტუმრა და წინასწარი პროგნოზებით, კარგი არაფერი ელოდა. "ჩელსი" გუნდში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ჯერჯერობით დაუმარცხებელი იყო, "იუნაიტედი" კი პირიქით, კარგ მატჩებს სრული კატასტროფით ანაცვლებდა და შედეგად, სატურნირო ცხრილის შუაშიც ამოჰყო თავი.
უკანასკნელ ტურში მანკუნიანელებმა "ნიუკასლთან" შეხვედრა 0-2-დან ამოატრიალეს და როგორც ჩანს, საჭიროდაც დაიმუხტნენ. "ჩელსისთან" შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა, რუდიგერის დახმარებით გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში მოედნაზე კვლავ სულ სხვა "მანჩესტერი" გავიდა, რაც ტაბლოზეც აისახა.
55 და 73 წუთებზე ორი გოლის გატანა ანტონი მარსიალმა მოახერხა და "ემიუ" ზედიზედ მეორე ქამბექს დააახლოვა, თუმცა, "ჩელსი" არ დანებდა და შეხვედრის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე, როს ბარკლის დახმარებით მოახერხა.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, "ჩელსის" ერთ-ერთმა წევრმა "მანჩესტერის" სათადარიგო სკამთან მიირბინა და გოლი მათ დასანახად აღნიშნა, რამაც ჟოზე მოურინიო ძალიან გააღიზიანა და მოედანზე სრული არეულობა გამოიწვია. საბოლოოდ, მატჩი მე-100 წუთზე დასრულდა.
შედეგად, "ჩელსი" პირველ მარცხს გადაურჩა და 21 ქულა დააგროვა. თავისი მატჩების მოგების შემთხვევაში, გუნდს "ლივერპულიც" და "სიტიც" ორი ქულით გაასწრებენ, "იუნაიტედმა" კი 14 ქულა დააგროვა და ამჟამად, მერვე პოზიციაზე იმყოფება.