ავტორიზაცია

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი
თარიღი 21 Oct 2018, 15:21
როდის მოიგო ბოლოს მადრიდის "რეალმა"? რამდენიმე თვის წინ ეს კითხვა იქნებოდა ალოგიკური და სასაცილოც კი, თუმცა დღეს ყველაფერი სერიოზულად არის - "სამეფო კლუბის" უკანასკნელი გამარჯვება თარიღდება 22 სექტემბერით.

ფაქტია, რომ "ბლანკოსში" კრიზისია. ბრალი ამაში მიუძღვის აბსოლიტურად ყველას, ხელმძღვანელობით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. ისედაც ნათელი იყო, ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალში" დასრულდებოდა დიდი ეპოქა, მორიგი ეტაპის დასაწყებად კი მადრიდელებს დასჭირდებოდათ ახალი სისხლი.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ფლორენტინო პერესს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ აღნიშნული მექანიზმი ჩართულიყო. ყველას ეგონა, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ააფეთქებდა სატრანსფერო ფანჯარას კრიშტიანუს საქმის გამგრძელებელის გადმობირებით, თუმცა ფლო მხოლოდ მარიანო დიასის შეძენით დაკმაყოფილდა.

მიუხედავად იმისა, რომ დომინიკელი ასპარეზობს 7-ნომრიანი მაისურით, ის ერთი კრიტერიუმითაც არ არის რონალდუს შემცვლელი, არც პოზიციურად და მითუმეტეს არც კლასით. ერთი სიტყვით, დიასი კარიმ ბენზემას დუბლიორი უფროა კოპა დელ რეის მატჩებში, ვიდრე ლეგენდარული პორტუგალიელის მემკვიდრე.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

პერესმა მაინც განახორციელა ერთი ხმაურიანი შენაძენი. საუბარია ტიბო კურტუაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეზე. ბელგიელს დიდი ხნის მანძილზე უწინასწარმეტყველებდნენ "სანტიგო ბერნაბეუზე" გადმობარგებას.

ფლორენტინომ მაინც მიაღწია საწადელს, თუმცა გუნდის ჩავარდნის ფონზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ დგას კარში. დღეს, "რეალის" თამაშში თვალშისაცემია მოუგებელი სერია და უკანასკნელ 5 მატჩში გატანილი მხოლოდ 1 გოლი.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

სეზონის დაწყების წინ ყველა იძახდა, რომ კრიშტიანუს წასვლის შემდეგ "ბლანკოსი" გახდება უფრო გუნდური და პერესი აღარ ააშენებს კლუბს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გარშემო. როგორც ვხედავთ, გუნდურობა არ მუშაობს.

ვისი ბრალია ეს, თუ არა ხულენ ლოპეტეგის? ესპანელი ნამდვილად არ არის პირენეელი დევიდ მოიესი (ან არის), თუმცა ფაქტია, რომ მისი სამწვრთნელო ოსტატობა და ავტორიტეტი არ შეესაბამება კოლექტივს, რომელმაც მოიგო ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალს" მთლიანად უნდა ეცვალა სახე - ახალი ვარსკვლავები, ფილოსოფია და გამოწვევები. ჩვენ კი მივიღეთ ეპიკური სერიალის კიდევ ერთი არაფრისმომცემი ბოლო სეზონი.

ისეთი შეგრძნებაა თითქოს ფლომ დროებით დანიშნა ლოპეტეგი იმ დრომდე, სანამ "სამეფო კლუბში" ახალი ეპოქა დაიწყება. არა, მადრიდში კვლავ ვარსკვლავთცვენაა, მაგრამ გვერდითი მოვლენებით.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

მცველებს არ ესმით ხულენის ჩანაფიქრები. თუ არ გჯერათ, კიდევ ერთხელ უყურეთ "ლევანტესთან" მატჩს. კროოსის თამაშის ხარისხმა იკლო, ბეილსა და ისკოს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მოდრიჩი კი მოტივაციის ნაკლებობას უჩივის.

რჩება ბენზემა, თუმცა კარიმი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" თავის ზურგზე ათრევს. იგივე ეხება ასენსიოსაც, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მარკო ჯერ არ არის მზად საამისოდ. ისინი, ვისაც მართლა შეეძლოთ კრიშტიანუს შეცვლა, რატომღაც თავიანთ კლუბებში დარჩნენ.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ახლა კი უშუალოდ "ლევანტესთან" განცდილი ფეილის შესახებ. VAR-ი რომ არა, "ბლანკოსი" დიდი ალბათობით ამ თამაშს მოიგებდა. მადრიდელებმა 3-ჯერ აიღეს ვალენსიელთა კარები, აქამდე ეს ყოველთვის საკმარისი იყო ხოლმე გამარჯვების მოსაპოვებლად.

ვიდეო გამეორების მეშვეობით ასენსიოსა და მარიანოს გოლები გაუქმდა, ანუ "რეალს" ორჯერ მოუწია ყველაფრის 0-დან დაწყება. ეს ფაქტი სულაც არ ამართლებს ლოპეტეგის შეგირდებს, რადგან "ლევანტე" მიეკუთვნება მეტოქეთა იმ კატეგორიას, რომელიც "სამეფო კლუბმა" ნებისმიერ გარემოებაში უნდა დაამარცხოს.

რეალი-ლევანტე 1:2



ამ ყველაფრის ფონზე არარეალური ხდება მოდრიჩის ოქროს ბურთის მოპოვება. ლუკა კვლავ სასარგებლოა, თუმცა ვის რაში სჭირდება პასების 93%-იანი სიზუსტე მაშინ, როდესაც გუნდი ჭაობშია. საინტერესოა, როგორ და როდის აპირებს პერესი თავისი ქმნილების ფეხზე დაყენებას...

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი