კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?


კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

"ტოტენჰემი"-"ბარსელონას" გარდა, დღეს ჩვენ ვიხილავთ ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩს - "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე მიიღებს "ლივერპულს". "მერსისაიდელები" ბრწყინვალედ გამოიყურებიან როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე შიდა პირველობაზეც.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

იურგენ კლოპის შეგირდები გაერიენ ტიტულისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგაში, ევროსარბიელზე კი "წითლები" ისედაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, შარშანდელი ფინალი ამის ნათელი მაგალითია.

წლევანდელ სეზონში "ენფილდის" მკვიდრებმა აჩვენეს საკმაოდ წარმატებული სტარტი - პირველ ტურში დამარცხებული იქნა "პარი სენ-ჟერმენი". "The Beatles"-ის ქალაქში ყველა ბედნიერია და უნდა ითქვას, რომ სავსებით სამართლიანადაც.

ლივერპული-პსჟ 3:2



რაც შეეხება "ნაპოლის", კარლო ანჩელოტის გუნდს ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ ტიტულების მაძიებელს. ტურინის "იუვენტუსთან" ჩამორჩენა სერია ა-ში უკვე 6 ქულას შეადგენს, ამის გარდა "ლურჯებმა" ვერ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის - "ცრვენა ზვეზდას" დამარცხება.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

რაც არ უნდა იყოს, იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. ცნობისთვის, აღნიშნული გუნდები უკვე შეხვედრილან ერთმანეთს ახლო წარსულში.

ეს მოხდა 2010 წელს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, მეორეში კი "ლივერპულმა" სტივენ ჯერარდის ჰეტ-ტრიკის წყალობით იმარჯვა ანგარიშით 3:1. ვნახოთ, რა იქნება დღეს.

ლივერპული-ნაპოლი 3:1 (ევროპა ლიგა/2010 წელი)



რა მდგომარეობაშია ნაპოლი?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, "სტადიო სან პაოლოს" მკვიდრები არ გამოირჩევიან სტაბილურობით, რის გამოც ნომინალური ფავორიტის სტატუსი "ლივერპულმა" მოირგო. ამის მიუხედავად "სამხრეთელთა" არ დაფასება ყოველთვის სავალალო შედეგებს იწვევს. "ნაპოლი" კვლავ ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ანჩელოტის გუნდი არ განიცდის სერიოზულ საკადრო პრობლემებს. მართალია ლაზარეთში იმყოფება ფაუზი გულამი, თუმცა ალჟირელი განაპირა მცველი მშვენივრად ჩაანაცვლა ახალწვეულმა მარიო რუიმ.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

რა მდგომარეობაშია ლივერპული?

"მერსისაიდელების" შესახებ შეიძლება მხოლოდ დადებითის თქმა. კლოპის კოლექტივში პრობლემები არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრავმას, თუმცა ინგლისელის ლაზარეთში ყოფნას უკვე ყველა მიეჩვია.

არსებობს ერთი რთული გარემოება, რომელიც არ უკავშირდება ფეხბურთელების ჯანმრთელობას. "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ 4 დღეში "ლივერპულს" ელის უპრინციპულესი დუელი პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ კლოპმა ძალების დაზოგვის მეთოდსაც კი მიმართოს.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი - ოსპინა, ალბიოლი, კულიბალი, ჰიუსაი, რუი, ალანი, ზილინსკი, ჰამშიკი, კალეხონი, ინსინიე, მერტენსი.

ლივერპული - ალისონი, ვან დეიკი, გომესი, არნოლდი, რობერტსონი, ჰენდერსონი, მილნერი, კეიტა, მანე, სალაჰი, ფირმინო.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

რა მოგონებები აკავშირებს კლოპს ნაპოლისთან?

გერმანელი მწვრთნელის უკანასკნელი ვიზიტი იტალიის სამხრეთში წარუმატებლად დასრულდა - მისმა დორტმუნდის "ბორუსიამ" წააგო, თავად იურგენს კი წითელი ბარათი უჩვენეს. ამის მიუხედავად კლოპმა მაინც სასიამოვნოდ გაატარა დრო "სტადიო სან პაოლოზე".

მიზეზი, რის გამოც გააგდეს კლოპი



გთავაზობთ "ნაპოლის" არენაზე მომუშავე ერთ-ერთი ადამიანის, ვინჩენცო სერონეს საინტერესო ისტორიას: "მოედნიდან გაძევების შემდეგ მეგონა, რომ იურგენი ცენტრალური ტრიბუნისკენ წავიდოდა, თუმცა ის გასახდელისკენ მიმავალ გზას დაადგა,"

"სწორედ იქ შემხვდა გერმანელი. მე მას ყავა შევთავაზე, რის შემდეგაც ჩვენ მოვწიეთ სიგარეტი და ბევრი ვისაუბრეთ. მატჩის დასრულებისას კი კლოპმა თავად მომიტანა მარკო როისის მაისური," - სერონე.

კლოპის უკანასკნელი ვიზიტი ნეაპოლში გაძევებითა და სიგარეტის მოწევით დასრულდა - რა მოხდება დღეს?

იურგენმა იცის თუ როგორ გაერთოს "სტადიო სან პაოლოზე" რთულ მომენტში. შეგახსენებთ, რომ მატჩი დაიწყება თბილისის დროით 23:00 საათზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

3 დარტყმა, 3 გოლი - მილიკის შთამბეჭდავი შედეგი

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" სახლში "გენკი" 4:0 გაანადგურა. "ლურჯების" მხრიდან ჰეტ-ტრიკი არკადიუშ მილიკმა გაიფორმა.

დღეს, 02:50

"ლევერკუზენს თუ ვერ მოუგებთ, გცემთ", - სარი თავის შეგირდებს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ლევერკუზენის "ბაიერთან" მოახლოებული მატჩი შეაფასა:

დღეს, 02:42

ვალვერდე: "არადა, ინტერი 1/8 ფინალში თამაშს იმსახურებდა"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერმა" მოსაგები თამაში ვერ მოიგო, "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

დღეს, 02:41

პერესის ბრწყინვალე შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" სტუმრად მილანის "ინტერი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:33

აზარს ოპერაცია სჭირდება? - ზიდანი კომენტარს აკეთებს

ბელგიელი შემტევი ედენ აზარი მძიმე ტრავმის გამო მადრიდის "რეალის" რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 02:32

ჰოლანდის წარმატებული სერია შეწყდა - პირველად მიმდინარე სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, "რედ ბულ ზალცბურგი" სახლში "ლივერპულთან" დაამარცხა.

დღეს, 02:26

კლოპი: "ლივერპულს მინიმუმ 7 გოლი უნდა გაეტანა"

"ზალცბურგთან" მოგებული 2:0 მატჩი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა.

დღეს, 02:24

მატჩის შემდეგ, მანემ დამარცხებულ გუნდს ბოდიში მოუხადა

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულმა" "ზალცბურგი" 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა.

დღეს, 02:21

ანჩელოტიმ ნაპოლის მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა - Sky Sport

Sky Sport Italia-ს თუ დავუჯერებთ, კარლო ანჩელოტიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა.

დღეს, 02:20

სალაჰის ბრწყინვალე შედეგი, რითიც მხოლოდ მესის ჩამორჩება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ზალცბურგს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:14

ანსუ ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა და 1:2 იმარჯვა.

დღეს, 02:08

17-წლის ფატიმ ინტერს ჯგუფიდან გასვლის ბოლო იმედი მოუკლა [VIDEO]

მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში სახლში "ბარსელონა" მიიღო.

დღეს, 02:03

ჩელსიმ შინ იმარჯვა, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა [VIDEO]

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ლილი" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:00

დორტმუნდმა სლავიას მოუგო და ჯგუფიდან გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "დორტმუნდი" ჩეხურ "სლავიას" დაუპირისპირდა.

დღეს, 01:57

პირველი 1/8 ფინალისტები - ლივერპულმა და ნაპოლიმ ბოლო ტურში იმარჯვეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალისტები ცნობილია.

გუშინ, 23:43

ინტერი ზამთარში ბარსელონას ფეხბურთელების ყიდვას აპირებს - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 23:08

"პატივისცემა უნდა გამოიჩინოს", - ტუხელმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:37

იანგმა ახსნა, თუ რატომ ამჯობინა სიტისა და ლივერპულს მანჩესტერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ეშლი იანგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:45

ჩელსისა და მანჩესტერ სიტის შორის სატრანსფერო ბრძოლა იწყება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:38

მორიგი კანდიდატი - ვინ გახდება არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი?

მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 20:56

მუშაობა დაწყებულია - ბაიერნი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

როგორც ჩანს, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 20:52

ოფიციალურად: დიდიე დეშამის მომავალი გაირკვა

აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გუშინ, 20:48

აბრამოვიჩი მზადაა ჩელსი გაყიდოს და ფასიც დაასახელა

"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა ლონდონური კლუბი გაყიდოს.

გუშინ, 20:07

ბრძოლა ოქროს ბუცისთვის - ლიდერი იმობილეა, ათეულში მესიც გამოჩნდა

"ლაციოს" ფორვარდი, ჩირო იმობილე ევროპის საუკეთესო ბომბარდირების დავას ლიდერობს.

გუშინ, 20:03

მარკოს ალონსოს იანვრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, მარკოს ალონსომ ზამთარში "ჩელსის" რიგები დატოვოს.

გუშინ, 19:43

მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას შემცვლელის ძიება დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ხოსეპ გვარდიოლას შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 19:40

მბაპემ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 19:36

ბარსელონა იანვარში ინტერის ორი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონა" "ინტერის" ფეხბურთელების დამატებას აპირებს.

გუშინ, 19:32

სოლსკიაერს საული სურს - ატლეტიკო უზარმაზარ თანხას ითხოვს

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს.

გუშინ, 19:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10