Goal.Ge

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?


რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური სერია ა-ს ბინადრებისთვის ტრიუმფალურად დასრულდა, კალჩოს ოთხივე წარმომადგენელმა გამარჯვება მოიპოვა. "იუვენტუსმა" დაამარცხა "იანგ ბოიზი" (3:0), "რომამ" - "პლზენი" (5:0), "ნაპოლიმ" "ლივერპულს" აგემა პირველი მარცხი სეზონში (1:0), "ინტერმა კი გასვლაზე "პსვ"-ს სძლია (1:2).

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

როგორც ვხედავთ იტალიაში ამაღლებული განწყობა სუფევს და უნდა ითქვას, რომ სრულიად სამართლიანადაც, რადგან მსგავსი რამ ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. უფრო კონკრეტულად კი 2005 წლის 22-23 ნოემბერს, ანუ 13 წლისა და თითქმის ორი თვის უკან. როგორი იყო ჩემპიონთა ლიგა იმ პერიოდში?

სერია ა-ს კვარტეტს წარმოადგენდნენ შემდეგი გუნდები: "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი" და "უდინეზე". აღსანიშნავია, რომ "როსონერი" ვიცე-ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა, რამდენიმე თვით ადრე "შავ-წითლები" "ლივერპულთან" დამარცხდნენ სწორედ იმ ეპოქალურ სტამბულურ ფინალში. "უდინეზე" კი დებიუტანტის როლში იყო.

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

რაც შეეხება უშუალოდ ჯგუფურ ეტაპს, "ბებერი ქალბატონის" მეტოქეები იყვნენ "ბაიერნი", "ბრიუგე" და "რაპიდი". გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული ოთხეულიდან პლეი-ოფში გავიდნენ "იუვე" და მიუნხენური გრანდი.

"ბიანკონერიმ" თავისი გამარჯვება "ბრიუგეს" წინააღმდეგ მოიპოვა (1:0), მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ალესანდრო დელ პიერომ. ცნობისთვის, ტურინელებს იმ პერიოდში ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდათ ჯანლუიჯი ბუფონი. ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს ცვლიდა მისი კოლეგა "მილანიდან" - კრისტიან აბიატი.

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

თავად "როსონერის" კი ჯგუფში ჰყავდა "შალკე", "პსვ" და "ფენერბახჩე". დიახ, სწორედ მაშინ მოუწიათ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს ერთმანეთის პირისპირ თამაში. კობიმ ჰეტ-ტრიკიც კი გაიფორმა, მაგრამ ეს მოხდა არა "შავ-წითლებთან" არამედ "ეინდჰოვენთან".

მაშინ, როდესაც "იუვენტუსი" ამარცხებდა "ბრიუგეს", "მილანი" ანდრეი შევჩენკოს პოკერის წყალობით სტუმრად ანადგურებდა "ფენერბახჩეს" (0:4). "როსონერი" მარტივად გავიდა ჯგუფიდან, მასთან ერთად კი სამწუხაროდ "პსვ"-ც და არა კობიაშვილის "შალკე".

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

მივუახლოვდით მეორე მილანურ გუნდს - "ინტერს". "ნერიაძურის" მეტოქეები იყვნენ "პორტო", "რეინჯერსი" და სლოვაკური "არტმედია". აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს იმ პერიოდში წვრთნიდა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისი.

სწორედ სლოვაკელების წინააღმდეგ მოიპოვეს "შავ-ლურჯებმა" თავისი გამარჯვება (4:0). ადრიანომ ჰეტ-ტრიკი გაიფორმა, ერთი გოლი კი ლუიშ ფიგუმაც გაიტანა. აღნიშნული ჯგუფიდან გავიდნენ "ინტერი" და "რეინჯერსი". ვაისის გუნდმა კი "პორტოს" აჯობა და მოგვიანებით უეფას თასზე გააგრძელა ბრძოლა.

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

რაც შეეხება კალჩოს მეოთხე წარმომადგენელს - "უდინეზეს", "ზებრები" მოხვდნენ "ბარსელონასთან", "ვერდერსა" და "პანათინაიკოსთან". ცნობისთვის, სწორედ მაშინ დაიწყო ლიონელ მესის ტრიუმფალური სვლა მსოფლიო ფეხბურთის ოლიმპზე, არგენტინელმა ამ ჯგუფში გაიტანა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

მესის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პანათინაიკოსის კარში



"ბლაუგრანა" "ვერდერს" გაუსწორდა (3:1), ლეოს იმ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. "უდინეზემ" კი "პანათინაიკოსი" დაამარცხა სტუმრად (1:2). "შავ-თეთრებს" იმ პერიოდში წვრთნიდა "ინტერის" ამჟამინდელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი.

"ბარსა" უმარტივესად გავიდა ჯგუფიდან და მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა. რაც შეეხება მეორე ადგილოსანს, ის აღმოჩნდა ბრემენული კლუბი, რომელმაც მხოლოდ ურთიერთშეხვედრების საფუძველზე აჯობა სპალეტის "უდინეზეს".

რა ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ, როდესაც უკანასკნელად იმარჯვა ოთხივე იტალიურმა გუნდმა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"როგორც კი პსჟ ბარსელონას დათანხმდება, რეალი საქმეში 10 წამში ჩაერთვება"

ესპანური ტელეარხ El Chiringuito-ს წამყვანმა, ხოსეპ პედრელოლმა, ექსკლუზივი შემოგვთავაზა.

დღეს, 15:41

რიბერის ახალი გუნდი Sky Sports-ის ავორიტეტულმა ჟურნალისტმაც დაადასტურა

Sky Sports-ის ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ფრენკ რიბერის ახალი გუნდი დაადასტურა.

დღეს, 15:38

ნახევარმცველი, რომელიც მაურიციო სარის გეგმებში არ შედის

სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „იუვენტუსს“ ბლეზ მაუტიდი დატოვებს.

დღეს, 15:34

"დედაჩემი ატირდა", - ბალოტელიმ მშობლიური ქალაქის გუნდში გადასვლაზე ისაუბრა

იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, მშობლიურ „ბრეშიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

იუნაიტედმა პოლ პოგბას თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაიცვა, რომელიც „ვულვზთან“ პენალტის გაცუდების შემდეგ, რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.

დღეს, 15:19

რობენმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-შემტევმა, არიენ რობენმა, ისაუბრა იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა.

დღეს, 15:14

ვაკო გვილია პოლონეთში საუკეთესოთა შორის მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლეგია" "ზაგლემბეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 15:00

სოლსკიაერი: "შევცვლი თუ არა გუნდში პენალტების შემსრულებლებს?"

„ვულვერჰემპტონთან“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში პოლ პოგბას მიერ გაფუჭებულ პენალტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერმაც ისაუბრა.

დღეს, 14:10

ნევილი: "რატომ გააკეთა ეს პოგბამ? ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან"

„მანჩსტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, გარი ნევილმა, პოლ პოგბა გააკრიტიკა.

დღეს, 14:04

აზარი დადგენილზე ადრე დაბრუნდება?

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ედენ აზარის დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორიც თავიდან ჩანდა.

დღეს, 13:50

იუვენტუსის ლეგენდამ ჩინურ გუნდს უარი იმის გამო უთხრა, რომ ისინი ინტერის მფლობელებიც არიან

„იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ, ჩინურ გუნდში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 13:46

პულიშიჩმა იუნაიტედს უარი ჟოზე მოურინიოს გამო უთხრა

ლონდონის „ჩელსის“ ამერიკელ შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

დღეს, 13:40

ბენზემა: "რაულის ადგილს დავიკავებ"

4 სექტემბერს გამოდის დოკუმენტური ფილმი კარიმ ბენზემას შესახებ.

დღეს, 12:02

სუარესი: "ვითამაშებ თუ არა ბეტისთან?"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

დღეს, 11:51

დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული თავდამსხმელი დიდიე დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება.

დღეს, 11:39

კონორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

დღეს, 11:31

ლუკაკუ სანჩესს: "მილანი მანჩესტერზე ლამაზი ქალაქია"

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:22

ობამეიანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება, მაგრამ ერთი პირობით

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

დღეს, 10:56

კიდევ ერთი ჩილელი ინტერს - სანჩესის შემდეგ ვიდალიც?!

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 10:44

სანტოსის ექს-პრეზიდენტი: "ნეიმარი რეალზე გიჟდებოდა"

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:34

მაკგრეგორი: "მინდა ვიყო მსოფლიო ჩემპიონი ვისკის წარმოებაში"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავის ბიზნესზე ისაუბრა:

დღეს, 10:26

მუსტაფის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, შკოდრან მუსტაფი ლონდონის "არსენალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 10:17

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10