7 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:00 საათზე შედგება ყველაზე გახმაურებული ბრძოლა UFC-ის ისტორიაში - კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ. აღნიშნული დაპირისპირების შესახებ უკვე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა ჩვენ ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ წლის მთავარი სანახაობის შესახებ.
როგორ არის მოწყობილი ბრძოლა?UFC-ის სატიტულო დაპირისპირებები 5 რაუნდისგან შედგება, თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა კი 5 წუთს შეადგენს. ერთი შეხედვით MMA ნამდვილად ჰგავს ბრძოლას წესების გარეშე, თუმცა რამდენიმე შეზღუდვა მაინც არსებობს.
მაგალითად: დარტყმა არ შეიძლება წელს ქვემოთ, ყელში, კეფასა და ხერხემალში. აგრეთვე აკრძალულია კბენა და მეტოქის თვალების დაზიანება თითების საშუალებით. უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცულია, ბრძოლის დროს ოქტაგონის მახლობლად მორიგეობს ექიმთა ბრიგადა.

დღესდღეობით MMA ითვლება ყველაზე სანახაობრივ ორთაბრძოლის სახეობად. ცნობისთვის, UFC-ის მოჩხუბრები განსაკუთრებულად ეფექტური და დასამახსოვრებელი ბრძოლისთვის საჩუქრდებიან დამატებითი 50 ათასი დოლარით. რაც შეეხება ცალკე ჰონორარს, ის ყველასთვის სხვადასხვანაირია.
ვინ არიან კონორი და ხაბიბი?ნურმაგომედოვი UFC-ის ამჟამინდელი ჩემპიონია მსუბუქ წონით კატეგორიაში, მაკგრეგორი კი ყოფილი. მათმა სიძულვილის ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია შერეული ორთაბრძოლების პოპულარიზაციაზე.
სხვა მოჩხუბრები ხშირ შემთხვევაში იგონებენ კონფლიქტის მიზეზს იმისთვის, რომ მათი დუელი უფრო სანახაობრივი გახდეს, თუმცა კონორისა და ხაბიბის შემთხვევაში ყველაფერი რეალურია.

ნურმაგომედოვს სურს მეტოქის არა მხოლოდ დამარცხება, არამედ მისი დასახიჩრებაც. მაკგრეგორი კი პირდაპირი ტექსტით აყენებს შეურაცხყოფას თავის ვიზავის, ეს ირლანდიელის საფირმო ჟესტია.
გთავაზობთ საუკეთესო ციტატას კონორის ბოლო დროინდელი გამოხტომებიდან:
"ხაბიბი არის დაღესტნელი ლაჩარი ვირთხა. მე მას თავს მოვაძრობ და საჩემპიონო ქამართან ერთად ავწევ," - პრინციპში, ამით ყველაფერია ნათქვამი.
რატომ სძულთ მათ ერთმანეთი?მაკგრეგორი და ნურმაგომედოვი უკვე დიდი ხანია ტროლავენ ერთმანეთს, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში. გასულ აპრილს კი დაძაბულობის გრადუსმა საგრძნობლად იმატა.
ხაბიბი ფიზიკურად გაუსწორდა კონორის მეგობარსა და მისი გუნდის წევრს, რუსული წარმოშობის ირლანდიელ მოჩხუბარეს არტიომ ლობოვს. წარსულში ლობოვმა საკმაოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენია დაღესტნელი, რის გამოც UFC-ის ამჟამინდელმა ჩემპიონმა ვერ შეიკავა თავი პასუხის გაცემისგან.
ნურმაგომედოვისა და ლობოვის კამათიმეორე დღეს საქმეში ჩაერთო მაკგრეგორიც. "ნოტარიუსმა" დაარბია ავტობუსი, რომელშიც იმ მომენტში იმყოფებოდა ნურმაგომედოვი. შუშის ნამსხვრევების გამო ტრანსპორტში მსხდომმა ადამიანებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს, თუმცა რუსი მებრძოლი გადარჩა.
აღსანიშნავია, რომ ხაბიბი ავტობუსიდან არ გადმოსულა. მოგვიანებით დაღესტნელმა განაცხადა, რომ ის აპირებდა გარეთ გამოსვლას, თუმცა დაცვამ მას არ მისცა კონორთან დატაკების საშუალება. სიმართლე უნდა ითქავს, რომ ნურმაგომედოვის ნათქვამი არავინ დაიჯერა.
კონორი არბევს ხაბიბის ავტობუსსახლა რუს მოჩხუბარეს სურს დაამტკიცოს, რომ მას სულაც არ ეშინია ირლანდიელის და ის ნებისმიერ დროს არის მზად მეტოქესთან შესახვედრად. რაც შეეხება მაკგრეგორს, ხალხს აინტერესებს კონორი მართლაც ნატრულობს ხაბიბის განადგურებას თუ ტრანსპორტის დარბევა მხოლოდ შოუს ნაწილი იყო?
როგორ გახდა ნურმაგომედოვი ჩემპიონი?2016 წელს ჩემპიონის ქამარი ეკუთვნოდა "ნოტარიუსს", ირლანდიელმა დაამარცხა ედი ალვარესი და გახდა ნომერ პირველი მსუბუქ წონით კატეგორიაში. იმის შემდეგ მაკგრეგორმა გადაწყვიტა შვებულების აღება, რაც შვილის დაბადებითა და ფლოიდ მეიუეზერთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.

კონორს არ ეცალა UFC-ისთვის, ირლანდიელი ერთ წელზე მეტხანს არ გამოჩენილა ოქტაგონზე, რის გამოც აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩამოართვა მას ჩემპიონის ტიტული. ქამრის ახალი მფლობელის ვინაობა კი 2018 წლის აპრილში უნდა გარყვეულიყო ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხაბიბს სულ სხვა მეტოქე ხვდა წილად. ფერგიუსონმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ჩაანაცვლეს ელ იაკვინტათი - ნიუ-იორკელი უძრავი ქონების აგენტით, რომელიც UFC-ის ტოპ 10-შიც კი არ შედიოდა.
დაღესტნელმა დაამარცხა იაკვინთა და ერთ დროს მაკგრეგორის კუთვნილი ქამარიც მოირგო. 7 ოქტომბერს კონორი წართმეულის დაბრუნებას ეცდება, ნურმაგომედოვი კი ტიტულის დაცვას.
ნურმაგომედოვი იაკვინტას წინააღმდეგრამდენ ფულს მიიღებენ მებრძოლები?ზუსტი თანხა არ სახელდება, თუმცა UFC-ის პრეზიდენტი დეინ უაიტი იძახის, რომ კონორი-ხაბიბის დუელი ყველა რეკორდს მოხსნის, მათ შორის ფინანსურსაც. აქამდე რუსი მოჩხუბარის მაქსიმალური ჰონორარი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენდა, ირლანდიელის კი 3.6-ს (მეიუეზერთან ბრძოლის შემდეგ მიღებულ 80 მილიონს თუ არ ჩავთვლით).
რაც შეეხება ბილეთებისა და ტრანსლაციების გაყიდვის შედეგად შემოსულ ფულს, აქ სრული ფურორია. 17 აგვისტოს დაიწყო მოსაწვევების გაყიდვა, თუმცა 3 წუთში ერთი ბილეთიც აღარ იყო დარჩენილი. ბილეთის ფასი იწყებოდა 205 დოლარიდან, ყველაზე ძვირი მოსაწვევების ღირებულება კი 2505-ს შეადგენდა.

5 აგვისტოს მონაცემების თანახმად, უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა იყიდა მაკგრეგორი-ნურმაგომედოვის ბრძოლის ტელე-ტრანსლაციის ყურების უფლება. როგორც ვხედავთ, უაიტის პროგნოზი მართლდება.
ვის ვუგულშემატკივროთ?ეს უკვე გემოვნების საკითხია. ორივე მებრძოლი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, თუმცა ოქტაგონის გარეთ კონორიც და ხაბიბიც პერიოდულად ხდებიან გულშემატკივართა სიძულვილის მთავარ სამიზნეებად.
მაკგრეგორი ცნობილი პროვოკატორია. ის დასცინის აბსოლიტურად ყველას და ყველაფერს. პრეს-კონფერენციებზე ირლანდიელი ჩნდება ვისკის ბოთლით და გამიზნულად აგვიანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
კონორისა და ხაბიბის პრეს-კონფერენციაპათოსი კონორის იმიჯის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. "ნოტარიუსში" ის იმდენია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჟოზე მოურინიოსაც კი შეშურდებათ. გადაავლეთ თვალი მის ინსტაგრამს და თავადაც დარწმუნდებით.
ხაბიბი შედარებით უფრო მოკრძალებულად იქცევა პუბლიკაზე და იშვიათად აკეთებს რეზონანსულ კომენტარებს. ის არ იწვევდა აგრესიას იმ დრომდე, სანამ მან არ ატვირთა ვიდეო, რომელზეც მისი ძმა ფულის სანაცვლოდ ამცირებს უსახლკარო ღატაკებს.
ხაბიბის ძმაგასულ სექტემბერში კი ნურმაგომედოვი აუმხედრდა რუსული ჰიპ-ჰოპის სამყაროს. ხაბიბმა აკრძალა თანამემამულე რეპერების კონცერტები დაღესტანში, თავისი გადაწყვეტილება კი "არწივმა" იმით ახსნა, რომ აღნიშნული მუსიკა ცუდ გავლენას ახდენს ახალგაზრდა თაობაზე.
UFC-ის ჩემპიონის შავ სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები როგორებიც არიან Тимати და Егор Крид-ი. "Black Star Inc"-ი დიდი ხნის მანძილზე ედავებოდა ნურმაგომედოვს, თუმცა დაღესტნელმა თავის პრინციპებს არ გადაუხვია. აღნიშნული ინციდენტის გამო ხაბიბი მწვავედ გააკრიტიკეს რუსეთში.
რას უნდა ველოდოთ?კონორი სიურპრიზებს გვპირდება. მართალია იგი არ აპირებს Тимати-ს მუსიკის ფონზე გამოსვლას, მაგრამ ფაქტია - ეს არ იქნება სტანდარტული ბრძოლა. რამდენიმე თვის წინ მაკგრეგორმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ ირლანდიელი ეუფლება ჭიდაობის ილეთებს, ანუ ითვისებს, იმას, რაც არის ხაბიბის ყველაზე ძლიერი მხარე.
კონორი ჭიდაობსდიახ, ნურმაგომედოვი გამორჩეული მოჭიდავეა, კონორი კი თავის მხრივ დარტყმებსა და ნოკაუტზე არის ორიენტირებული. ექსპერტები ვარაუდობენ - თუ მაკგრეგორი დაეცემა, ის განწირული იქნება.
დიდი ალბათობით ჩხუბი შემდეგი სცენარით წარიმართება - ირლანდიელი ეცდება ხაბიბის ნოკაუტში ჩაგდებას, დაღესტნელის მიზანი კი იქნება ოპონენტთან ახლოს მისვლა და შემდეგ უკვე ჭიდაობის ჩართვა საქმეში. შეხვედრის ადგილი - "T-Mobile Arena", დრო - 08:00.