Goal.Ge

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

16 ოქტომბერს სტარტს იღებს NBA-ს 2018-2019 წლის სეზონი, რომელიც სავსე იქნება დამაინტრიგებელი მოვლენებითა და ეპიკური დაპირისპირებებით. გთავაზობთ 10 მიზეზს, რის გამოც აუცილებლად უნდა უყუროთ მორიგ საკალათბურთო ბლოკბასტერს.

ცუდი ბიჭი ამჯერად ვაშინგტონიდან

დუაიტ ჰოვარდი უკვე 14 წელია, რაც ლიგაშია, თუმცა მან ჯერ კიდევ ვერ გაიგო თუ რატომ არ სწყალობენ მას. ალბათ იმიტომ, რომ ის გამუდმებით ითხოვს ბურთს ჯიუტი ბავშვივით და როდესაც იღებს, აკეთებს მორიგ სისულელეს, რის შემდეგაც კვლავ წუწუნებს ბურთის მიღებაზე.

ყოველი სეზონის დაწყების წინ ჰოვარდი დებს სიტყვას, რომ ის აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ რეალურად მის თამაშში ახალი არაფერი შეინიშნება. ზაფხულში 32 წლის ცენტრმა გამოიცვალა რიგით მეხუთე კლუბი თავის კარიერაში და "უიზარდს" შეუერთდა.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ერთი შეხედვით "ჯადოქრებსა" და ჰოვარდს სჭირდებათ ერთმანეთი - ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც აკლდა გამოცდილი მოთამაშე ცენტრის ამოსავსებად. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დუაიტი "ვაშინგტონის" გაძლიერებას. ეს თუ არ მოხდა, გულს ნუ გაიტეხთ, ჰოვარდი კვლავ სხვა გუნდში გადავა.

გოლდენ სტეიტი - იმპერიის დაცემა თუ მორიგი შთამბეჭდავი სეზონი?

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული - ფრაზა, რომელსაც გულშემატკივრები ადრე თუ გვიან აუცილებლად შეუსაბამებენ "უორიორსს". შესაძლოა ეს მოახლოებულ სეზონშიც კი მოხდეს. რაც არ უნდა იყოს ფაქტია - 4 წელიწადში მოპოვებული 3 ჩემპიონობა არის შედეგი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ქართველი ქომაგებისთვის "გოლდენ სტეიტი" არის განსაკუთრებული მოვლენა, მიზეზი - ზაზა ფაჩულია. ჩვენმა კალათბურთელმა მოიპოვა ორი საჩემპიონო ბეჭედი "მეომრების" შემადგენლობაში, თუმცა მომავალ სეზონში ზაზას უკვე "დეტროიტ პისტონსის" რიგებში ვიხილავთ.

საინტერესოა, გაყვნენ ქართველი გულშემატკივრები მას ემინემის მშობლიურ ქალაქში თუ ისინი კარისა და დურანტის ერთგულნი დარჩნენ? "უორიორსის" ასპარეზობა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ყურადღების ცენტრში, დემარკუს კაზინსი ამის 100%-იან გარანტიას იძლევა.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ოკლაჰომას ერთი მსახიობის თეატრის მორიგი სეზონი

"ტანდერსში" უცვლელი რჩება ორი რამ - მარადიული ლიდერი და დანარჩენების რწმენა მის მიმართ. რასელ უესტბრუკი უკვე 10 წელია, რაც "ოკლაჰომაში" ბრწყინავს, სხვა გუნდში მისი წარმოდგენა მართლაც შეუძლებელია. ვნახოთ, ამჯერად რას შემოგვთავაზებს რასელის ბანდა.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

იანგი დონჩიჩის წინააღმდეგ

ტრეი იანგი მიეკუთვნება მოთამაშეთა იმ კატეგორიას, რომელთა მთავარი კოზირი არის ინტელექტი და არა ხელი. ზოგადად მისი თამაში რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს დიდ ინტერესს.

პირველი - მას აქვს ფენომენალური პასი და მზადყოფნა შორეული დისტანციებიდან ბურთის ჩასაგდებად. მეორე - "ატლანტა ჰოუკსს" სურს მის გარშემო თავისი "გოლდენ სტეიტის" აშენება.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

იანგს მთელი თავისი კარიერის მანძილზე შეადარებენ ლუკა დონჩიჩს, რომელზეც ტრეი გაიცვალა გასულ ზაფხულს. ევროპის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა და მისი ოკეანის გაღმელი ვიზავი - საფუძვლიანი ანალოგიაა.

ენტონი დევისი ყველას წინააღმდეგ

გასულმა სეზონმა გვაჩვენა - დევისი მზად არის იმისთვის, რომ გახდეს MVP-ი. არავინ შრომობს მოედნის ორივე ნახევარზე იმდენს, რამდენსაც ენტონი. ვერ ვიტყვით, რომ "ნიუ ორლეან პელიკანსი" განსაკუთრებულად გაძლიერებულიყოს, თუ არ ჩავთვლით ელფრიდ პეიტონის გადმოსვლას. დევისს კვლავ თავის ზურგზე მოუწევს სამხრეთელების თრევა.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ნიკოლა იოკიჩი - ლიდერი

სერბის მთავარი პრობლემა მდგომარეობს პასუხისმგლებლობის თავიდან არიდებაში. როდესაც "დენვერ ნაგეტსში" მოვიდა პოლ მილსეპი მან პირველივე ვარჯიშზე აუხსნა იოკიჩს, რომ ეს მისი გუნდია და მორიდებას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ნიკოლა მთელი სეზონის მანძილზე ებრძოდა თავის კომპლექსებს, ჩემპიონატის ბოლოსკენ მილსეპის სიტყვებმა შედეგი გამოიღო. ახალი კონტრაქტი კი არის კიდევ ერთი სტიმული მაღალი მიზნების მისაღწევად.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

იუტა - დასავლეთის ტოპ გუნდის როლში

დონოვან მიტჩელი გაიბრწყინებს, რიკი რუბიო გაგვაოცებს თავისი ინტელექტუალური თამაშით, გრეისონ ალენი ვინმეს დაასახიჩრებს, კუინ სნაიდერი დაჭკვიანდება, რუდი გობერი კი არავის მიუშვებს ფართან - საკმარისია.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ტორონტო ყველას შეაყვარებს თავს

ხალხი იყოფა ორი კატეგორიად: ოპტიმისტები და პესიმისტები. ოპტიმისტები - მათ სჯერათ ლამაზი ისტორიების, ისინი აძლევენ მესამე და მეხუთე შანსს ადამიანებს, რომლებიც უიმედოდ არიან ჩაფლულნი ჭაობში.

პესიმისტები - არაფრისგან ჰქმნიან ნეგატივს. გარშემო ყველაფერი არის ბნელი, მომავალი კი ბუნდოვანი. რა შუაშია ეს ყველაფერი "რაპტორსთან"? კავაი ლეონარდმა ყველაზე გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი აქცია აუტანელ პესიმისტებად.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ლეონარდი მიუახლოვდეს MVP-ის წოდებას - მწვრთნელმა-ექსპერიმენტატორმა ნიკ ნერსმა ჩამოაყალიბოს საუკეთესო შეტევა NBA-ში. იბაკი, ვალანჩუნასი და მონრო როგორც იქნა გახდნენ სასარგებლოები. კავაი კი იყოს "ტორონტოს" ერთგვარი სიმბოლო.

ეს ყველაფერი ფანტასტიკაა, თუმცა აღნიშნული ზღაპრის რეალობად ქცევის შემთხვევაში, კანადელები მართლაც არავის დატოვებენ გულგრილს.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ბოსტონი - გოლდენ სტეიტის მთავარი მეტოქე

NBA-ს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ "უორიორსის" ჰეგემონია დაამხოს. თავად განსაჯეთ - დაბალანსებული შემადგენლობა, ფართო სათადარიგოთა სკამი, საუკეთესო დაცვა ლიგაში, ტოპ კლასის მწვრთნელი და პერსპექტიული ახალგაზრდები. "სელტიკსს" მართლაც შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც 2008 წლის შემდეგ დავიწყებას მიეცა.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ლებრონის ახალი გამოწვევა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კალათბურთელი მივიდა გუნდში, რომლის მიზანია დაკარგული პოზიციების დაბრუნება. რა ელის ჯეიმსს ლოს ანჯელესში? ჯოჯოხეთური ბრძოლა დასავლეთ კონფერენციაში, ახალი როლი, "კლივლენდის" მოჩვენება, კობის სული "ლეიკერსის" გასახდელში, სიბერე.

შეუძლებელია ამ 82 ეპიზოდიანი სერიალის გამოტოვება, ეს იქნება უდიდესი შოუ NBA-ის ისტორიაში.

NBA-ს ახალი სეზონი ჰოლივუდის ფილმივით იქნება - 10 მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიაში პირველად - მადაგასკარი საერთაშორისო ტურნირზე გავიდა

კამერუნი, მადაგასკარი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი - ეს ნაკრებები ტურნირზე მიემგზავრებიან.

დღეს, 03:15

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანიის ნაკრებს მსგავსი კოშმარული წელი ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა მიეჩვია "ბუნდესთიმის" სტაბილურობას,

დღეს, 03:04

"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ESPN-თან ისაუბრა, რა დროსაც კარიერაც გაიხსენა.

დღეს, 02:52

ვიდალმა ჩხუბის დროს მამაკაცს არყის ბოთლი ესროლა, რის გამოც 800 000-ით დაჯარიმდა

იქ იყვნენ ვიდალის ძმა და სიძეც და ისინი ჯამში 60 000 ევროთი დაჯარიმდნენ.

დღეს, 02:48

"რობინიო ჩემი კუმირი იყო, ალვეშმა კი 10 ნომერი მომცა", - ნეიმარის ისტორია

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა ისაუბრა თუ როგორ ერგო მას ბრაზილიის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური.

დღეს, 02:45

არდა თურანმა სტამბულში გაისროლა, ოღონდ იარაღიდან და პატიმრობა ემუქრება

"ბარსელონას" ფეხბურთელს არდა თურანს, რომელიც "ბასაკშეჰირშია" განათხოვრებული პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 02:41

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში - რონალდუ სათავეში, ჯეკო 10-ეულში

ევროპის ერთა ლიგის მატჩში ბოსნიამ ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა, სადაც ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:32

რომელ ფეხბურთელებს აქვთ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ მიღებული?

ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა.

დღეს, 02:27

ნეიმარმა კაკას და პელეს გადაასწრო

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა, სადაც მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღო.

დღეს, 02:25

როგორი იყო ესპანეთის შემადგენლობა, როცა ბოლოს ოფიციალურ მატჩში დამარცხდა?

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები მიიღო და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 02:20

ლაუდრუპმა რეალს თავისი თავი შესთავაზა

ასევე, ის საფეხბურთო კარიერის დროს "ბარსელონაში" გამოდიოდა და ამ კლუბის ლეგენდაც არის, თუმცა შემდეგ "რეალში" გადავიდა.

დღეს, 02:13

რეალის საუკეთესო მეპასე, რომელიც სკამზე ზის

წყარო წერს, რომ "სამეფო კლუბში" ყველაზე კარგი საგოლე გადაცემების სტატისტიკა სწორედ მას აქვს.

დღეს, 02:10

რეალი ლა ლიგის ინიციატივის წინააღმდეგ

"ამას ველოდი", - ეს კომენტარი გააკეთა ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, როდესაც "რეალის" პოზიცია გაიგო.

დღეს, 02:04

მილოულის ფანს ნოტინგემის ფანის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

2017 წლის 4 აგვისტოს, "ნოტინგემ ფორესტმა" "მილოული" 1:0 დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ კი ფანებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

დღეს, 02:01

"როგორც მამა, ჩაფლავდა, 12 წელია არ მინახავს", - ლუკას ერნანდესი

საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" მცველმა, ტეო ერნანდესმა მამამისზე ისაუბრა.

დღეს, 01:53

ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლა ლიგაში, 2018 წლის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

დღეს, 01:50

"იანვარში ვბრუნდები", - რომელ გუნდს გაწვრთნის არსენ ვენგერი?

22-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს, "არსენალმა" არსენ ვენგერი დაითხოვა.

დღეს, 01:47

600 მილიონი უემბლის სანაცვლოდ - პაკისტანელმა უარი მიიღო

"ფულჰემის" მფლობელს შადჰიდ ხანს "უემბლის" სტადიონის შეძენა სურდა, რათა იქ საკუთარ კლუბს საშინაო მატჩები გაემართა.

დღეს, 01:43

საქართველოს ქალთა ნაკრები 16:0 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 00:37

შოტლანდია ნოემბრისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის 40 მორაგბე გამოიძახა.

გუშინ, 23:48

საფრანგეთმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა ნოემბრის ტესტებისთვის 31 მორაგბეს უხმო.

გუშინ, 23:27

ირლანდიელი ფანი: "მეგონა, რომ კონორს მოკლავდნენ"

UFC-ს ერთგულმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა, დევიდ მარტინმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:16

მეივეზერი: "ხაბიბს ჩემს სამფლობელოში ველოდები"

ლეგენდარულმა მოკრივემ, დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო და ახლა რუს მებრძოლს თავად ითრევს ბრძოლაში.

გუშინ, 23:09

ახალი გამოწვევა კონორს - მასთან ბრძოლა UFC-ს ლეგენდას სურს

UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხების შემდეგ კონორ მაკგრეგორი თავის მომავალი ბრძოლისთვის მოწინააღმდეგეს ეძებს.

გუშინ, 23:04

ხაბიბის მენეჯერი: "მაკგრეგორი მეძავია!"

UFC-ს ჩემპიონის მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, კონორ მაკგრეგორს შეურაცხჰყოფა მიაყენა.

გუშინ, 22:56

ნაინგოლანი: "რონალდუს გუნდი სჭირდება, მესი კი მატჩებს მარტო იგებს"

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 21:49

რატომ აირჩია ანრიმ მონაკო?

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განმარტა თუ რატომ მიიღო "მონაკოს" წინადადება.

გუშინ, 21:41

"ეს უპრეცენდენტო შანსია" - ინიესტა ბარსელონას წინააღმდეგ?

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, თავის მშობლიურ კლუბთან თამაშზე თანახმაა.

გუშინ, 21:30

ობლაკის დადანაშაულების გამო სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

სლოვენიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

გუშინ, 21:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები