უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა


უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო დროინდელი წარმატებები შთამბეჭდავია. ქართველმა გაიმარჯვა ჩინეთის ღია პირველობაზე, ფინალში დამარცხებული იქნა ხუან მარტინ დელ პოტრო.

სექტემბრის დასაწყისში კი ნიკამ ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართა რაფაელ ნადალს ამერიკის ღია პირველობაზე. ბასილამ ესპანელს მე-3 სეტი მოუგო, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. დღეს ქართველი რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

ბასილაშვილის მიღწევები ჩვენი სპორტისთვის მართლაც უნიკალური მოვლენაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ქართული გვარი მსოფლიო ჩოგბურთში უფრო მასშტაბურადაც ჟღერდა.

ალექსანდრე მეტრეველი - ადამიანი, რომელმაც 3-ჯერ ითამაშა უიმბლდონის ფინალში, რეიტინგში კი მე-9 პოზიციამდე მიაღწია. ეს ყველაფერი ხდებოდა 70-იანებში, ანუ საბჭოურ პერიოდში, აქედან გამომდინარე ალექსი სამწუხაროდ გამოდიოდა სსრკ-ს სახელით და არა საქართველოს.

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მითუმეტეს ახალგაზრდა თაობისთვის. გთავაზობთ საინტერესო სტატიას ქართველი ჩოგბურთელის შესახებ, უკეთ გავიცნოთ ჩვენი ლეგენდა.

კარიერის დასაწყისი და დევისის თასზე დამყარებული რეკორდები

მეტრეველი 5 წლიდან თამაშობდა ჩოგბურთს. 1961-ში, ანუ 17 წლის ასაკში ალექსანდრე სსრკ-ს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ერთი წლის შემდეგ კი ქართველმა უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის ფინალამდე მიაღწია, სადაც სტენლი მეტიუსთან დამარცხდა.

იმავე პერიოდში ალექსი სსრკ-ს საუკეთესო ჩოგბურთელთა 10-ეულში შევიდა, 1966-1978 წლებში ქართველი პრაქტიკულად არავის უთმობდა პირველობას. ჯამში მეტრეველმა 29-ჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი.

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

1963 წლიდან ალექსანდრემ დაიწყო დევისის თასზე ასპარეზობა სსრკ-ს ნაკრების სახელით. ცნობისთვის, მან ჩაატარა 105 მატჩი აღნიშნულ ტურნირზე, რაც ითვლებოდა აბსოლიტურ რეკორდად საბჭოეთში.

ზოგადად კი მეტრეველზე მეტი თამაში დევისის თასზე გამართული აქვს მხოლოდ 3 ჩოგბურთელს - ნიკოლო პეტრანჟელის, ილიე ნასტასესა და მანუელ სანტანას. სამწუხაროდ, ქართველს არასდროს მოუგია თავისი საყვარელი ტურნირი, მისი მაქსიმუმი იყო 1/2 ფინალი.

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი

დიახ, ალექსი დევისის თასის ნამდვილი ლეგენდაა, თუმცა ყველაზე მასშტაბურ წარმატებას მეტრეველმა მიაღწია უიმბლდონზე, 1973 წელს. ქართველი ფინალამდე მივიდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა დიდებულ იან კოდეშთან.

მეტრეველმა 1/2 და 1/4 ფინალებში გამოაგდო ტურნირის ორი მთავარი ფავორიტი - ამერიკელები სენდი მეიერი და ჯიმი კონორსი, რის შემდეგაც ჟურნალისტთა 81% სწორედ ალექსანდრეს ტრიუმფს ვარაუდობდა, მაგრამ გადამწყვეტი დუელი მოულოდნელი სცენარით განვითარდა.

მეტრეველი-კოდეში 1:6,8:9,3:6



აღსანიშნავია, რომ 1973 წლის ფინალამდე ქართველს არაერთხელ დაუმარცხებია კოდეში, მათ შორის წინა უიმბლდონზეც. ეს ფაქტი კიდევ უფრო მკვეთრად უსვამდა ხაზს მეტრეველის ფავორიტობას, თუმცა ამის მიუხედავად ალექსი სულაც არ იყო თავდაჯერებული:

"ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების მატჩი და ბუნებრივია, დაძაბულობისგან ფსიქოლოგიურ სტრესს განვიცდიდი. ძალიან ვნერვიულობდი, იმდენად რომ საკუთარ თავს ვეღარც ვაკონტროლებდი. მთელი თამაში ჩემს თავს ვებრძოდი და არა კოდეშს,"

"იანმა მაჯობა, მაგრამ მეორე სეტში დაფიქსირებული 8:9 მან დიდი ხნით დაიმახსოვრა. ძალიან მეწყინა, რომ ვერ შევძელი ჩემი პოტენციალის სრულად რეალიზება იმ შეხვედრაში,"

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

ცნობისთვის, კოდეშთან ბრძოლამდე მეტრეველმა ორჯერ ითამაშა უიმბლდონის ფინალში, თუმცა შერეულ წყვილთა თანრიგში და არა ერთეულოვანში. ეს მოხდა 1968 და 1970 წლებში, ქართველის პარტნიორი იყო ოლგა მოროზოვა.

მსოფლიოს მე-9 ჩოგანი და სხვა წარმატებები

1974 წელს ალექსანდრემ მიაღწია კიდევ ერთ ფენომენალურ შედეგს - მეტრეველი გახდა მსოფლიოს მე-9 ჩოგანი. იმ პერიოდში ქართველი აქტიურად გამოდიოდა დიდი სლემის ტურნირებზე - საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობების 1/2 ფინალისტი, აშშ-ს ღია პირველობის 1/4 ფინალისტი.

ამის გარდა - ევროპის 16-გზის ჩემპიონი, შვედეთისა და სკანდინავიის ღია პირველობის გამარჯვებული, იტალიის ღია პირველობის 1/2 ფინალისტი, აზიის ჩემპიონი, ავსტრალიის 5 შტატის ტურნირის გამარჯვებული და კიდევ ბევრი სხვა.

მეტრეველი-მეიერი 6:3,3:6,6:3,6:4



Ford Mustang-ი თბილისის ქუჩებში

მეტრეველი იყო სსრკ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, თუმცა ცნობადობა ალექსანდრეს სულ სხვა ფაქტმა მოუტანა. ამერიკის ღია პირველობაზე ჩოგბურთელს აჩუქეს ახალი Ford Mustang-ი, რომელიც სპეციალურად მისთვის დამზადდა.

"ზღაპრული მანქანა იყო. კონდიციონერი, ავტომატური კოლოფი...არც მჯეროდა. ავტომობილი პეტერბურგში ჩამომივიდა, 4 დღეში უკვე საქართველოში ვიყავი. თბილისის ქუჩებში ყველა მცნობდა,"

"ასეთი მანქანა მთელს საბჭოეთში იყო მხოლოდ ორი. ერთი - ჩემი, მეორე კი რობერტ ბარძიმაშვილის, ლეგენდარულ ანსამბლ "ორერას" ხელმძღვანელის,"

უიმბლდონის ქართველი ფინალისტი, რომელიც თავის დროზე რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ევროპა ლიგის ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "გენტი" "ოლექსანდრიას" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.

დღეს, 01:50

არსენალმა სტანდარდთან თამაში შემოატრიალა და ევროპა ლიგის ფლეი ოფში გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის ეგიდით, "სტანდარდმა" "არსენალს" უმასპინძლა.

დღეს, 00:42

ოფიციალურად: კომანი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და იანვარში დაბრუნდება!

აღნიშნულ ინფორმაციას მიუნხენელთა პრესსამსახური ავრცელებს.

გუშინ, 23:47

ზალცბურგში დაადასტურეს - ჰოლანდმა 2 კლუბთან გამართა მოლაპარაკებები

"ზალცბურგის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი გერმანიაში იმყოფებოდა.

გუშინ, 23:37

შეთავაზება მზადაა - ნაპოლი არსენალის ნახევარმცველს უმიზნებს

"არსენალის" ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა "ნაპოლის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 23:19

ანჩელოტი? - არსენალში გადაწყვეტილება მიიღეს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 23:13

მილანმა იბრაჰიმოვიჩის ალტერნატიულ ვარიანტს მიაგნო

"მილანი" "იუვენტუსის" ფორვარდ მარიო მანჯუკიჩით ინტერესდება, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 22:21

შეხვედრა შედგა - ბარსელონა ჩელსის ექს-ფეხბურთელს უმიზნებს

Diario Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" "ჩელსის" ექს-ნახევარმცველის ყიდვას გეგმავს.

გუშინ, 22:12

ლამპარდს 150 მლნ ფუნტს გამოუყოფენ, ჩელსიში სამიზნეები შეარჩიეს

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გუშინ, 22:06

გატუზომ ნაპოლიში პირველი ტრანსფერი უკვე დაგეგმა

მოგეხსენებათ, გუშინ, ჯენარო გატუზო "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

გუშინ, 22:00

ბაიერნი ახლოვდება? - სანემ მანჩესტერ სიტის პასუხი შეუთვალა

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლეროი სანესადმი ინტერესს "ბაიერნი" იჩენს.

გუშინ, 21:25

გატუზომ ნაპოლიში პირველი ფეხბურთელი აითვალწუნა

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport ავრცელებს.

გუშინ, 21:08

უმძიმესი განაჩენი - ესპანელ ფეხბურთელებს 38-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს!

ესპანური "ანდრადინის" ფეხბურთელები არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო გაასამართლეს.

გუშინ, 21:04

25 ახალი წელი აჭარაბეთზე - მოიგე 100,000₾ ყოველდღე!

აჭარაბეთი მომხმარებელს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს.

გუშინ, 21:00

ვილიანმა საკუთარ მომავალს ფარდა კიდევ ერთხელ ახადა

"ჩელსის" თავდამსხმელი, ვილიანი საკუთარ მომავალზე კვლავ ალაპარაკდა.

გუშინ, 20:56

შეხვედრა შედგა - ვიდალის პოტენციური ახალი კლუბი ცნობილია

როგორც ჩანს, ნახევარმცველი, არტურო ვიდალი "ბარსელონადან" წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:53

ზიდანი: "თუ ლიგის ფლეი ოფში ლივერპულს შევხვდებით, გავანადგურებთ"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მზადაა "ლივერპულს" დაუპირისპირდეს.

გუშინ, 20:50

მოლაპარაკებები იწყება - ჰოლანდი რაიოლასთან ერთად დორტმუნდშია

"ზალცბურგის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდში ჩავიდა.

გუშინ, 20:47

ნაპოლის ჩაბარების წინ, გატუზომ 18 წინადადება იუარა

მოგეხსენებათ, "მილანის" ექს-თავკაცმა, ჯენარო გატუუზომ კარლო ანჩელოტის ადგილი დაიკავა.

გუშინ, 20:43

ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე კლოპი აღაფრთოვანა

"ზალცბურგის" თავდამსხმელი, ტაკუმი მინამინო შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს.

გუშინ, 20:05

მოურინიომ ჩლ-ის ფლეი ოფისთვის სასურველი მეტოქე დაასახელა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ბაიერნთან" (1:3) განცდილ მარცხზე ისაუბრა.

გუშინ, 20:00

ტულონის ყოფილი პრეზიდენტი: "ყველა იტყვის, რომ ჩემი საუკეთესო ტრანსფერი ვილკინსონია, მაგრამ მე - არა"

მიმდინარე თვეს ცნობილი გახდა, რომ "ტულონის" საკონტროლო პაკეტი ბიზნესმენმა მურად ბუჯელალმა ბერნარ ლემეტრის მიყიდა.

გუშინ, 19:58

"ეს ლა ლიგას უფრო თანაბარს და რთულს ხდის", - მესის აღიარება

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგაში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:54

შეთავაზება მზადაა - ინტერი საინტერესო ტრანსფერს გეგმავს

"ინტერის" ხელმძღვანელობა იანვარში საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

გუშინ, 19:48

ატალანტამ ჩლ-ის სადებიუტო სეზონში უკვე სოლიდური თანხა გამოიმუშავა

მოგეხსენებათ, "ატალანტა" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

გუშინ, 19:44

გაბრიელ ჟეზუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის რეკორდი დაამხო

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა საინტერესო რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 19:36

"ძალიან ვწუხვარ", - ნაპოლის პრეზიდენტი ანჩელოტის გათავისუფლებაზე

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტის გაშვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:32

გატუზომ ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელი დაასახელა

"ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:26

ვინ იქნება ბარსელონას მეტოქე 1/8 ფინალში? - ბუკმეიკერების პროგნოზი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი პოზიციით გავიდა.

გუშინ, 17:05

დემბელეს სერია ა-ში მსურველი ჰყავს

Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, ოსმან დემბელეს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 16:49

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10