Goal.Ge

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე


საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

როდესაც ვახსენებთ შერეულ ორთაბრძოლებს ან გნებავთ ბრძოლას წესების გარეშე, პირველი რაც გვაგონდება არის UFC - ამერიკული სპორტული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია MMA-ს მოჩხუბრების პრომოუშენით.

დღეს, UFC-ი პირველია პოპულარობის მხრივ, თუმცა იყო დრო, როდესაც წამყვანი პოზიციები ეკავათ სულ სხვა ორგანიზაციებს. 2000-იანების დასაწყისის შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი ფლანგმანი იყო Fighting Network Rings-ი, ან შემოკლებით უბრალოდ RINGS-ი.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

ეს არის იაპონური საპრომოუშენო კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავდა თავის ივენთებს, მათ შორის საქართველოშიც ("Rings: Rings Georgia", 1999 წლის 8 ოქტომბერი).

RINGS-ში იბრძოდა უამრავი ცნობილი მოჩხუბარე, მაგალითად: რენდი კუტიური, დენ ჰენდერსონი, ანტონიუ ნოგეირა, ალისტარ ოვერიმი, რიკარდუ არონა და ბევრი სხვა. MMA-ს ყველა დროის ნომერ პირველმა მებრძოლმა ფიოდორ ემელიანენკომ თავისი კარიერა სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში დაიწყო.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

"უკანასკნელმა იმპერატორმა" გამართა 11 ბრძოლა RINGS-ის ეგიდით, ერთ-ერთი ჩხუბი ემელიანენკოს ჰქონდა ქართველ ლევან ლაგვილავასთან. ეს მოხდა 2000 წლის 16 აგვისტოს, ღონისძიებაზე სახელად "RINGS Russia: Russia vs. Georgia".

სახელწოდებიდან გამომდინარე მივხვდებით, რომ აღნიშნულ ივენთზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საუკეთესო მოჩხუბრები რუსეთსა და საქართველოდან. ღონისძიება გაიმართა ქალაქ ტულაში, მისი წამყვანი იყო ცნობილი მსახიობი ამირან ამირანაშვილი. მაყურებელმა იხილა 8 ბრძოლა, გავიხსენოთ ეს მოვლენა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

ზაზა ტყეშელაშვილი მაგომედხან "ვოლკ ჰან" გამზათხანოვის წინააღმდეგ

მათი დაპირისპირებების ისტორია საკმაოდ მდიდარია. "Russia vs. Georgia"-მდე ზაზა ორჯერ შეხვდა დაღესტნელს და ორივეჯერ დაამარაცხა მეტოქე. ტყეშელაშვილმა "Rise 4th"-ზე იმარჯვა, შემდეგ კი "Rings Georgia"-ზე.

ტყეშელაშვილი-ვოლკ ჰანი (Rise 4th)



ტულაში გამართული ღონისძიების Main Event-ი სწორედ მათი ბრძოლა გამოდგა, რომელშიც მოგებული ამჯერად გამზათხანოვი გამოვიდა, "ვოლკ ჰანმა" მოგუდა ქართველი მეტოქე. იმის შემდეგ ზაზასა და მაგომედხანის გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად "Rings Lithuania: Bushido Rings 2"-ზე, იმარჯვა კვლავ დაღესტნელმა.

ტყეშელაშვილი-ვოლკ ჰანი (Russia vs. Georgia)



ლევან ლაგვილავა ფიოდორ ემელიანენკოს წინააღმდეგ

ლეგენდარული დუელი. MMA-ს მეფე ჯერ კიდევ ახალბედას როლში იყო, რომელსაც აქამდე მოგებული ჰქონდა მხოლოდ ერთი ბრძოლა. ემელიანენკომ დაამარცხა ქართველი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულად.

ლაგვილავა-ემელიანენკო



ლაგვილავა 7 წუთის მანძილზე ტანჯავდა "მომავალ იმპერატორს", მაგრამ ბოლოს ყველაფერი მოგუდვით დასრულდა. იმის შემდეგ ფიოდორმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია, ლევანი კი სამუდამოდ დარჩა ისტორიას როგორც მებრძოლი, რომელიც ფიოდორმა კარიერის სტარტზე ძლივს დაამარცხა.

"ბევრი ბრძოლა მოვიგე, თუმცა ხალხს აინტერესებს მხოლოდ ემელიანენკოსთან ჩხუბი. ისე მოხდა, რომ მის ხარჯზე მეც ცნობილი გავხდი. დიახ, წავაგე, მაგრამ მითხარით - ვინ არ დამარცხებულა ფიოდორთან?" - ლაგვილავა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

ამირან ბიწაძე ანდრეი რეზნიკის წინააღმდეგ

პირველი ქართული გამარჯვება ტულაში მოიპოვა ბიწაძემ, რომელმაც ნოკაუტში გაუშვა რუსი მეტოქე. სამწუხაროდ, აღნიშნული ბრძოლის ვიდეო მასალა არ მოიპოვება.

რაც შეეხება უშუალოდ ამირანის კარიერას, 90-იანებში ის საკმაოდ ცნობილი მებრძოლი იყო, რომელმაც RINGS-ის 5 ივენთში მიიღო მონაწილეობა. ფართო მასისთვის კი ბიწაძე ერთი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ გახდა ცნობილი - რამდენიმე წლის წინ ის გაიტაცეს და სასტიკად აწამეს.

ამირან ბიწაძის გატაცება



ცნობისთვის, ამირანის ძმა ტარიელი აგრეთვე MMA-ს მოჩხუბარე იყო, რომელმაც 13 ბრძოლა ჩაატარა RINGS-ის ეგიდით, 7 დაპირისპირება ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ტარიელ ბიწაძე-ტონი ჰოლმი



ბაკურ გოგიტიძე მიხაილ ილიუხინის წინააღმდეგ

"Rings Georgia"-ზე გოგოტიძემ მოგუდა ილიუხინი, თუმცა ტულაში ანალოგიური რამ გააკეთა უკვე რუსმა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბაკური აგრეთვე დაუპირისპირდა ლეგენდარულ დენ ჰენდერსონს. ბრძოლა დაძაბული და თანაბარი იყო, მაგრამ გამარჯვებული გამოვიდა ამერიკელი ათლეტი.

გოგიტიძე-ჰენდერსონი



გეგა გეგეშიძე ახმედ საგიდგუსეინოვის წინააღმდეგ

ღონისძიების ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა. მოჩხუბრები 20 წუთის მანძილზე უტევდნენ ერთმანეთს, მოგებულის ვინაობა კი მსაჯებმა გამოავლინეს, გამარჯვებული გახდა ქართველი.

2016 წელს გეგეშიძე აირჩიეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად, მან მიიღო 46 ხმა. არჩევნების პერიოდში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გეგას ბრალი დასდო სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებაში. მისი ძმა ვლადიმერი საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა ნაკრების წევრია.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2000 წელს გამართული ლეგენდარული ბრძოლა წესების გარეშე

თენგიზ თედორაძე რომან კოსტენიკოვის წინააღმდეგ

კიდევ ერთი ქართული გამარჯვება. 7 წუთისა და 30 წამის შემდეგ რომანი დანებდა თედორაძეს. აღსანიშნავია, რომ მომავალში თენგიზი იქცა წარმატებულ მებრძოლად საერთაშორისო არენაზე, თუმცა სამწუხაროდ, ის უკვე ინგლისის სახელით გამოდიოდა. მის ანგარიშზე არის 23 გამარჯვება, 15 - ნოკაუტით.

თედორაძემ დაამარცხა ისეთი ცნობილი მეტოქეები, როგორც ჯონ უირი, ადრიან უაილდი, ჯაროდ სპიდი, მაიკ უორდი, ჯეიმს ტომპსონი და ბევრი სხვა.

თედორაძე-ბატერბინი



სხვა ბრძოლები

ვეფხვო ბარდანაშვილი ახმედ ლაბასანოვის წინააღმდეგ (რუსის გამარჯვება), ილია ტლაშაძე ვასილი გორბონოსის წინააღმდეგ (ქართველის გამარჯვება), ლევან ებანოიძე ვიქტორ იეროხინის წინააღმდეგ (რუსის გამარჯვება).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

NBA. მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

"გოლდენ სტეიტმა" ახალი სეზონის პირველ მატჩში "ოკლაჰომა თანდერს" უმასპინძლა.

დღეს, 09:38

NBA-მ სტარტი აიღო! - გახსნით მატჩში ბოსტონი ფილადელფიაზე ძლიერი აღმოჩნდა [VIDEO]

დღეს ნბა-ს 2018/19 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო.

დღეს, 08:15

რა მოხდება თუ საქართველო კოსოვოს შეხვდება, რომელსაც სახელმწიფოდ არ აღიარებს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 03:06

"ტრადიციულად, ნაკრებმა მე-4 ტურის შემდეგ ინტრიგა მოგვიკლა", - ჯანელიძის კურიოზული პოსტი

იუმორისტმა გიორგი ჯანელიძემ საქართველოს ნაკრებზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

დღეს, 02:41

რა მოხდება თუ აზერბაიჯანი და სომხეთი ჯგუფიდან გავლენ?

უეფას ერთა ლიგის, D ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 02:16

აბურჯანია: "ასეთი ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადავდგით, რაც სასიხარულოა"

ჯაბა კანკავას ტრავმის შემდეგ, მოედანზე გიორგი აბურჯანია შევიდა, რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო.

დღეს, 01:57

დავით ხოჭოლავა: "ოთხივე მატჩი იდეალურად ჩავატარეთ"

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:51

ეს რეკორდი არ არის - გავიხსენოთ, ზედიზედ 5 მოგებული მატჩი 1998 წლიდან

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, ჯგუფში კი ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

დღეს, 01:47

მერებაშვილი: "გილოცავთ, ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღ​ე იყო!"

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:43

ლუკა ზარანდია სადებიუტო მატჩის შემდეგ: "მადლობა ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს"

ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ლუკა ზარანდიამ გააკეთა.

დღეს, 01:35

საქართველოს ნაკრების გასაოცარი სტატისტიკა 2018 წელს

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებიც დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 01:34

"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ", - ჩაკვეტაძე მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფში გავიდა.

დღეს, 01:25

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ოფიციალურად აღზევდა - ვნახოთ ჩვენი მეტოქეები 2024-წლისთვის

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:11

როდის გამართავს საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალურ მატჩს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:59

ვაისი: "ეს საუკეთესო მატჩი იყო, რაც ამ ნაკრებთან ერთად მქონია"

ლატვიასთან მოგებული 3:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 00:58

ვინ არის ჩვენი სავარაუდო მეტოქე 1/2 ფინალში?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:54

ყაზახეთმა გამოიღვიძა, თუმცა მატარებელმა უკვე ჩაიარა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ანდორის ნაკრები მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:46

ისტორიული შედეგი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა! [გოლები]

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს ლატვიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:45

ბელგიისა და ჰოლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბელგიის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრები მიიღო და დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

დღეს, 00:42

გრიზმანის დუბლი და კვლავ დამარცხებული გერმანია [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები მიიღო და იოჰამ ლიოვის გუნდს მორიგი მარცხი აგემა.

დღეს, 00:38

ბრაზილიამ არგენტინა ბოლო წუთზე დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

დღეს, 00:34

მხითარიანის ბენეფისი - სომხეთმა ლიდერი მაკედონია 4:0 გაანადგურა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთმა მაკედონია მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა, სადაც ჰენრიკ მხითარიანმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 00:30

ჩაკვეტაძის სასწაული გადაცემა და ვაკო გვილიას გოლი [VIDEO]

ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვაკო გვილიას სასწაული გადაცემა გაუკეთა, რომელიც მან გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა.

გუშინ, 23:23

ჯაბა კანკავამ ლატვიას ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

გუშინ, 23:01

ვის იწვევს გუნდში ხაბიბის მამა ფლოიდთან ბრძოლისთვის?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ და მწვრთნელმა დაასახელა ლეგენდარული სპორტსმენი, რომლის თავის გუნდში ხილვას ისურვებდა თუ მისი ვაჟი ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

გუშინ, 22:37

"ნოკაუტში ჩაგაგდებ!" - გუსტაფსონი ჯონსს ემუქრება

UFC-ს შვედმა მებრძოლმა, ალექსანდრ გუსტაფსონმა, წლის ბოლოს ჯონ ჯონსთან საპასუხო შეხვედრის წინ მოწინააღმდეგეს გამომწვევად მიმართა.

გუშინ, 22:32

დეშამმა კოსელნის უპასუხა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ლორან კოშელნის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:20

ლივერპულმა სანაკრებო პაუზის პერიოდში მე-4 მოთამაშე დაკარგა

"ლივერპულს" სანაკრებო პაუზის პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა.

გუშინ, 22:15

გაფრთხილება ვალვერდეს: "მან შეიძლება თავი მოგაჭამოს!"

გამოცდილმა ესპანელმა სპეციალისტმა და ამჟამად "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, გააფრთხილა.

გუშინ, 22:05

მანჩესტერის ლეგენდა: "სანჩესი არ გვჭირდებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ალექსის სანჩესის ტრანსფერი მწვავედ გააკრიტიკა.

გუშინ, 21:59

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები