ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ უიქენდის 7 ტოპ-მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
"ვალენსია" - "ატლეტიკი" (კვირას, მესტალია 23:55)
საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის "მესტალიაზე", სადაც ადგილობრივი "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. დიდ ინტერესს იწვევს "ატლეტიკის" ფორვარდის ადურიზის თამაში, რომელიც ერთ დროს "ვალენსიას" ღირსებას იცავდა. ესპანელი ფორვარდი ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში შევიდა. გასულ ტურში ადურიზმა "გრანადას" წინააღმდეგ (4:0) ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, პიცი თვლის, რომ მისი გუნდი ყველა ტურში მხოლოდ შეტევაზეა ორიენტირებული. მასპინძლებს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აწუხებთ. ტრავმის გამო მატჩს რიკარდო კოშტა გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში, "ვალენსიას" მთავარი მიზანი ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრაა, ხოლო "ბილბაოს" ფეხბურთელები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ვალვერდეს გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება 50 ქულით და მდევარ "ვილიარეალს" 6 ქულით უსწრებს. საინტერესოა, შეძლებს კი "ბილბაო" კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას ოთხეულისკენ?
"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" (შაბათს, ვოლკსვაგენ არენა 18:30)

ახალი წლის შემდეგ "ვოლფსბურგმა" ბრწყინვალე ფორმაში ჩადგომა მოახერხა. "მგლებმა" ზედიზედ სამი მატჩის მოგება მოახერხეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ოთხეულისკენ, თუმცა ბოლო ტურში საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ განადგურდნენ (2:6). მასპინძლებს საკადრო პრობლემები აქვთ. მატჩში მონაწილეობას ყოფილი "ბავარიელი" ლუიზ გუსტავო ვერ მიიღებს, იგი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. გუარდიოლას გუნდს ამ მატჩის შემდგომ თამაში ჩემპიონთა ლიგაზე უწევს. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" "
არსენალის" წინააღმდეგ სტუმრადვე მოიპოვა ორბურთიანი ჰანდიკაპი, მატჩში რაღაც ინტრიგა მაინცაა შემორჩენილი. ამიტომაც ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგისთვის რამოდენიმე მოთამაშეს დაასვენებს.
"დინამო" - "ცსკა" (კვირას, არენა ხიმკი 13:30)
რუსული ფეხბურთის კლასიკა. მოსკოვური დერბი, რომელსაც ყოველთვის მოყვება ფანების აგრესია. ძველად მოსკოვურ დერბის უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვიდრე ეს ახლა ხდება. ბოლო პერიოდში ამ დერბს გამოეყო ფავორიტი "დინამოს" სახით. ურთიერთშეხვედრებში ბოლო 5 მატჩია, რაც "ცსკა" "დინამოს" ვერ ამარცხებს. მატჩს დიდი ინტერესს სატურნირო მდგომარეობაც მატებს. მოსკოვის "დინამო" მეოთხე ადგილზე იმყოფება 35 ქულით, ხოლო "ცსკა" კი მეხუთე ადგილს იკავებს და "დინამოს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. "ცსკამ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ერთპიროვნული ლიდერი, კეიცუკე ჰონდა დაკარგა და თან ისე, რომ მისი შემცვლელი არ მოუყვანიათ. საინტერესოა, მოახერხებს კალაპოტში ჩავარდნილი "ცსკა" კვლავ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას?
"ჩელსი"- "ტოტენჰემი" (შაბათს, სტემ ფორდ ბრიდჯი 21:30)
"მამლებს" სტემ ფორდ ბრიჯზე 24 წელია რაც არ მოუგიათ. ამასთანავე მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდი არის ერთადერთი, რომელიც საკუთარ კედლებში არ დამარცხებულა. "დეზებს" მატჩში მთავარი გოლის შემქმნელი კრისტიან ერიკსენი დააკლდებათ. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ჩელსი" გამარჯვების შემთხვევაში პრემეირ-ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდება. "ტოტენჰემი" კი ოთხეულისთვის იბრძვის და დამარცხების შემთხვევაში თითქმის გამოეთიშება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: "ტოტენჰემმა" "ჩელსი" ბოლოს უაით ქართ ლეინზე 2010 წლის 17 აპრილს დაამარცხა, მას შემდგომ კი ლონდონური დერბი ან ფრედ ან "
ჩელსის" გამარჯვებით სრულდება. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა "ტოტენჰემი" "სტემ ფორდ ბრიჯზე" ისტორიული გამარჯვების მოპოვებას?
"არსენალი" - "ევერტონი" (კვირას, ემირეითი 16:45)

"ემირეითზე" ინგლისის ლიგის თასის ეგიდით ადგილობრივი "არსენალი" მერსისაიდულ "ევერტონს" უმასპინძლებს. რობერტო მარტინესმა გასულ წელს ფა ქაფი "უიგანთან" ერთად მოიგო. მან თავის ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ინგლისის თასი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. არსენ ვენგერის გუნდს ამ მატჩის შემდგომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი უწევს, ამიტომაც ფრანგი სპეციალისტი ძირითადი გუნდის მოთამაშეებს დაასვენებს. "
არსენალის" ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ ისინი ფა ქაფის მოგებას აუცილებლად შეეცდებიან. მიუხედავად ამისა, მათ გამარჯვების მოპოვება აარონ რემზის, ტეო უოლკოტისა და ჯეკ უილშირის გარეშე მოუწევთ. ამ უკანასკნელმა დაზიანება სანაკრებო მატჩში მიიღო და თავის გუნდს 8 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "ევერტონს" "მეთოფეებთან" თამაში ძალიან უჭირთ. მერსისაიდელებმა არსენ ვენგერის გუნდი ბოლოს 2007 წელს დაამარცხეს.
"იუვენტუსი" - "ფიორენტინა" (კვირას, იუვე არენა 15:30)
ტურინელები სკუდეტოს ტიტულს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. გასულ ტურში "ბებერმა ქალბატონმა" "მილანი" დაამარცხა (0:2). ანტონიო კონტეს გუნდს დაუბრუნდებიან არტურო ვიდალი და ჯორჯო კიელინი, თუმცა ყვითელი ბარათების მოგროვების გამო ამ მატჩში "იუვეს" მაესტრო ანდრეა პირლო ვერ დაეხმარება. რაც შეეხება "ფიორენტინას" ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აქტიურად იბრძვიან, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო მესამე ადგილოსან "
ნაპოლის" 7 ქულით ჩამორჩებიან. "იებმა" სერია ა-ს ბოლო 3 ტურიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს, 2 მატჩი წააგეს ხოლო 1 კი ფრედ დაასრულეს. "
იუვენტუსის" წინააღმდეგ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ბორხა ვალერო და ტომოვიჩი ვერ მოახერხებენ.
"ნაპოლი" - "რომა" (კვირას, სტადიო სან პაოლო 23:45)

იტალიაში საფეხბურთო ზეიმია. "რომასა" და "
ნაპოლის" შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. "რომა" კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს და მდევარ "ნაპოლის" 6 ქულით უსწრებს. რაფაელ ბენიტესის გუნდმა გასულ ტურში "ლივორნოს" წინააღმდეგ პეპე რეინას ავტოგოლის წყალობით ქულები დაკარგა. ასეა თუ ისე, "მგლები" ჩემპიონობის შანსებს კვლავ ინარჩუნებენ. ამიტომაც დედაქალაქურ კლუბს ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვების მოპოვება სჭირდება. მიუხედავად ამისა, ხვალინდელ მატჩში დედაქალაქურ კლუბს შეიძლება ფრანჩესკო ტოტი და დე როსი გამოაკლდეს. "ნაპოლი" ამ მატჩს დანაკლისების გარეშე ხვდება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, პირველ წრეში "იებმა" ტურინელების დამარცხება მოახერხეს (4:2), თუმცა მანამდე "ფიორენტინას" ფეხბურთელები "იუვეს" დამარცხებას 2008 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებდნენ.
ავტორი: ნიკა ნოზაძე