Goal.Ge

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები


ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

ერთი თვის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ ნაწყვეტი რევაზ ძოძუაშვილის ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერიდან, რომელიც ლატვიაში გატარებულ პერიოდს ეხებოდა - ორი მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, რონალდინიოს დებიუტი და ა.შ.

რევაზი არ არის ერთადერთი ქართველი სპეციალისტი, რომელმაც ბალტიისპირეთს მიაშურა, არსებობს თამაზ პერტიაც. მისი ბიოგრაფია სავსეა სხვადასხვა საინტერესო ფაქტებითა და სკანდალებით.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

თავად ლატვიელები პერტიას შემდეგნაირად ახასიათებენ: "ყველაზე ქარიზმატული, არტისტული და ფეთქებადი დამრიგებელი ჩვენს ჩემპიონატში. საფირმო ჟესტიკულაციები, მუდმივი კამათი მსაჯებთან, განუმეორებელი ქართული აქცენტი - ეს ყველაფერი თამაზში სუფევს,"

პერტია უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბალტიისპირეთშია, როგორც მოთამაშე და მწვრთნელი. უკეთ გავიცნოთ იმ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ჩვენი ლეგიონერი, რომელსაც დღეს ვუპირისპირდებით.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

საფეხბურთო კარიერა

ლატვიაში გამგზავრებამდე პერტიამ საქართველოში ითამაშა "გურიაში", "მეტალურგსა" და "მერანში" (1991-1997). თამაზს აგრეთვე აქვს გატარებული ხანმოკლე პერიოდი უკრაინულ "ტემპში".

ამის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი წავიდა იქ, საიდანაც ფაქტიურად აღარც დაბრუნებულა - ლატვიაში. პერტიას თავისი კარიერის მანძილზე დაუცვამს არაერთი იქაური კლუბის ღირსება ("სკონტო", "ვენტსპილსი", "რიგა", "დინაბურგი", "არმა", "დიტონი").

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

მის რეზიუმეში აგრეთვე ფიგურირებს მინსკის "დინამო" და ტირასპოლის "შერიფიც". თამაზის ერთგვარი მენტორი ბალტიისპირეთში იყო ისევ და ისევ ძოძუაშვილი. სწორედ რევაზმა გადმოიბირა პერტია, მაშინ, როდესაც ლეგენდარული ქართველი "სკონტოს" ედგა სათავეში.

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ძოძუაშვილის თხოვნით შედგა ამხანაგური მატჩი ლატვიის ნაკრებსა და იქაურ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს შორის. თამაზი, რასაკვირველია მოედანზე იმყოფებოდა.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

სამწუხაროდ, პერტიას არ მიუღწევია მაღალი მწვერვალებისთვის, მას ეროვნულ გუნდშიც კი არ იძახებდნენ. 2007-ში, 33 წლის ასაკში მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, რის შემდეგაც თამაზის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი.

სამწვრთნელო კარიერა და სამუდამო დისკვალიფიკაცია

"პენსიაზე გასვლიდან" რამდენიმე თვეში ქართველმა სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი. მისი პირველი გუნდი იყო "დინაბურგი", რომელშიც ის თამაშობდა 2002, 2004-2005 წლებში.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 2009 წლის 5 ოქტომბერს პერტია სამუდამოდ მოკვეთეს ფეხბურთიდან, მასთან ერთად "დინაბურგის" პრეზიდენტიც ოლეგ გავრილოვი. თვითონ კლუბი ჩემპიონატიდან მოიხსნა, მოგვიანებით კი დაიშალა.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

სკანდალის მიზეზი აღმოჩნდა თამაზისა და გავრილოვის კავშირი ტოტალიზატორთან: "ჩვენმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გააფრთხილეს "დინაბურგის" ხელმძღვანელობა. 2007 წელს დისკვალიფიკაციითაც ვიმუქრებოდით, თუმცა პერტია და სხვები მაინც თანამშრომლობდნენ ტოტალიზატორებთან და მატჩების ჩაწყობით იყვნენ დაკავებულები,"

"ჩვენ გაგვაჩნია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მოგვაწოდა კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის უეფამაც," - ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება. აღსანიშნავია, რომ თავად ქართველი ყველაფერს უარყოფდა:

"არ ვაპირებ ჩემი თავის გამართლებას, რადგან ამის მიზეზი არ მაქვს. ღმერთი ყველაფერს ხედავს. "დინაბურგი" მუდმივად კონტროლის ქვეშ იყო, შესაბამისად ჩემს დროს მსგავსი არაფერი ხდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ამ სიტყვებს,"

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

ფეხბურთში დაბრუნება და ახალი სკანდალები

2010 წლის 2 ივნისს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა შეუმსუბუქა პერტიას სასჯელი. ქართველს მისცეს პირობითი დისკვალიფიკაცია ერთ-წლიანი გამოსასწორებელი ვადით, 2011 წლის 1 ივლისამდე.

თამაზმა მალევე ჩაიბარა "დაუგავა", მოგვიანებით - "ოლიმპი". მთავარი ვნებათაღელვა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პერტია დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო მისი გზა ბალტიისპირეთში - "სკონტოში".

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

თავდაპირველად თამაზს დუბლ-შემადგენლობა ანდეს, რამდენიმე თვეში კი პერტია მთავარ გუნდს ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა წყაროების თანახმად, პერტია იმ მომენტში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთანაც, "ჯვაროსნების" 21-წლამდელთა ნაკრების ჩასაბარებლად, თუმცა თამაზმა არჩევანი "სკონტოს" სასარგებლოდ გააკეთა.

პერტია 4 სეზონის მანძილზე ხელმძღვანელობდა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან გუნდს (2012-2016). რიგაში მოღვაწეობის პერიოდში ქართველს არაერთხელ უჩხუბია მსაჯებთან, სიტყვიერი შეურაცხყოფები და არბიტრების მუშაობის პროცესში ჩარევა, ამ ყველაფრის განუყოფელ ნაწილად რჩებოდა.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

თამაზი ჯავრს ფეხბურთელებზეც იყრიდა და მათ მამებზეც კი. დიახ, ერთხელ პერტიამ თავისი შეგირდის მშობელთან იჩხუბა, რის გამოც კლუბმა ის დააჯარიმა. 2013 წლის 4 ნოემბერს ქართველი სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდა "სკონტოს" კიდევ ერთ მოთამაშეს - იური კრივოშეის.

აღსანიშნავია, რომ ლატვიელი იმ მომენტში მხოლოდ 16 წლის იყო. რიგულ კლუბში მუშაობის დროს პერტიას რეგულარულად მოსდიოდა მუქარის შინაარსის შეტყობინებები, ამის გარდა ერთხელ თამაზს მანქანაც კი დაუზიანეს.

ქართველი აღნიშნულ სიტუაციას ღიმილით უყურებდა, პერტიამ ყველას გააგონა, რომ შიში მის ხასიათთან შეუთავსებელია: "ტყუილად ცდილობთ, ვერაფრით შემაშინებთ. თქვენ მხოლოდ ჩემი გაცინება შეგიძლიათ,"

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

...

სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელის კარიერა ხმაურიანი ინციდენტებით არის უფრო მდიდარი, ვიდრე ტიტულებით. ამის მიუხედავად თამაზი ლატვიური ფეხბურთისთვის უნიკალური მოვლენაა. მასზე ქარიზმატული და ენერგიული იქ არავინაა. შეიძლება ითქვას, რომ პერტია ჩვენი იურგენ კლოპია ბალტიისპირეთში.

ქართველი კლოპი ლატვიაში სკანდალური რეპუტაციით - სამუდამო დისკვალიფიკაცია და ჩხუბები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მისი მდგომარეობა ნაკრებსაც შეუქმნიდა პრობლემას", - რატომ არ არის იკარდი ნაკრებში?

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, განაცხადში მაურო იკარდის არყოფნაზე ისაუბრა.

დღეს, 18:17

ბეილი: "ტოტენჰემის ფანებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ბავშვობაში არსენალის თამაშის ყურება მიყვარდა"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, ბავშვობის საყვარელი გუნდი დაასახელა.

დღეს, 18:12

პედოფილიაში ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გამოუშვეს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 18:08

ინტერმა იკარდის შემცვლელი იპოვნა?!

"ინტერმა" სასურველი თავდამსხმელი იპოვნა.

დღეს, 18:03

ბეილი: "მქონდა თუ არა პრობლემა რონალდუსთან?"

მადრიდის "რეალის" თანაგუნდელმა ექს-თანაგუნდელთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

შვეიცარიის მწვრთნელი: "ვიცით, რომ საქართველო შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს"

საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 17:49

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რა მოხდა ჰოლანდიის ნაკრებში რონალდ კუმანის მოღვაწეობის პერიოდში? შეიქმნა გუნდი, რომელიც ტოლ-სწორად გრანდებს ეთამაშება.

დღეს, 17:48

ბეილი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია"

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა:

დღეს, 16:43

ფრანგული პრესა: ერნანდესის ტრანსფერი ჯერ შეთანხმებული არ არის

ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, ლუკას ერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოდან" მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ არ გადასულა.

დღეს, 16:30

ლესკოტი: "სიტიში ლივერპულის ერთ ფეხბურთელსაც არ წავიყვანდი"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოლეონ ლესკოტმა ერთმანეთს "ქალაქელები" და "ლივერპული" შეადარა:

დღეს, 16:10

ბაიერნის პრეზიდენტმა გვარდიოლა და სიტი დატროლა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტი" დატროლა:

დღეს, 15:58

ბეილმა რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა:

დღეს, 15:52

Marca: ინტერმა რეალსა და იუვენტუსს ულტიმატუმი წაუყენა

მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" მაურო იკარდის არ ეშვებიან.

დღეს, 15:05

ოთარ კაკაბაძე: "შვეიცარიასთან თანასწორად თამაშს შევძლებთ"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

დღეს, 15:00

Daily Mail: პსჟ გრიზმანში 100 მილიონს იხდის

Daily Mail-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას უმზადებს.

დღეს, 14:55

ვაისი ჩაკვეტაძეზე, შვეიცარიის დანაკლისზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე [სრული კომენტარი]

შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 14:49

ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა.

დღეს, 14:49

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი.

დღეს, 14:18

"ატლეტიკოც მიყვარს, ქომაგებიც და მწვრთნელიც", - გრიზმანი გუნდში რჩება?!

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, საკუთარ გუნდს სიყვარულში გამოუტყდა.

დღეს, 12:57

რუნი: "ლივერპულის ჩემპიონობა ნამდვილი კოშმარი იქნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ექს-ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:54

კურტუა: "მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ცოტათი ხელი მკრა"

მადრიდის "რეალის" და ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, რუსეთის ნაკრებთან დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.

დღეს, 12:51

რეალი და იუნაიტედი ვარსკვლავურ ფეხბურთელებს გაცვლიან?!

არაა გამორიცხული, ინგლისურმა და ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელები გაცვალონ.

დღეს, 12:47

ყველა გზა მბაპესკენ მიდის

პირველად, 10 წლის შემდეგ...

დღეს, 12:43

მილანი კესიეს და ბილიას დასჯის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები, ფრანკ კესიე და ლუკას ბილია, "ინტერთან" მატჩის შემდეგ დაისჯებიან.

დღეს, 12:37

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

დღეს, 12:33

აზარი: "კურტუას შეცდომა? ალბათ, მან ბევრ ჩემს ვიდეოს უყურა, მაგრამ ზედმეტად დიდია და ხალხს ვერ ატყუებს"

ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:25

ვარანმა რეალიდან შესაძლო წასვლა ინტერვიუშიც არ გამორიცხა

მადრიდის "რეალის" მცველმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:10

ესპანური პრესა: დე ლიგტსა და რაიოლას შორის კონფლიქტია, მიზეზი - ბარსელონა

Sport.es-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, მატეის დე ლიგტსა და მინო რაიოლას შორის კონფლიქტია.

დღეს, 11:58

ბუფონის აგენტი: "ჯიჯის პსჟ-ში დარჩენა უნდა"

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ თავისი კლიენტის პერსპექტივებზე ისაუბრა:

დღეს, 11:49

აზარი: "ზიდანს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მარტინესი მირჩევნია"

ლონდონის "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და რობერტ მარტინესი შეადარა:

დღეს, 11:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები