Goal.Ge

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში


გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანიის ნაკრებს მსგავსი კოშმარული წელი ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა მიეჩვია "ბუნდესთიმის" სტაბილურობას, რომელიც ნათლად ასახავდა გარი ლინეკერის ცნობილ ფრაზას: "ფეხბურთს თამაშობს ყველა, თუმცა იგებენ გერმანელები,"

2018 წელს ვეტერანი ინგლისელის შელოცვა აღარ მოქმედებს. "არწივები" ძალიან ხშირად აგებენ, უფრო კონკრეტულად - 2017 წლის 10 ნოემბრიდან იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა ჩაატარეს 13 მატჩი, რომელშიც მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვეს. ფაქტია, რომ გერმანიაში კრიზისია. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო იმპერიის დაცემა.

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

მაისში ლიოვმა დაასახელა სამუნდიალო შემადგენლობა, სადაც ვერ მოხვდა ერთბაშად 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. პირველი - სანდრო ვაგნერი, "ბუნდესნაკრების" თვითაღიარებული საუკეთესო ფორვარდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის გამო ცხარე ცრემლებით იტირა.

მეორე - მარიო გიოტზე. დიახ, დორტმუნდის "ბორუსიას" 10-იანი აღარ არის ისეთი, როგორც 2011-2015 წლებში, თუმცა მას უდიდესი წვლილი მიუძღვის "მანშაფტის" ტრიუმფში ბრაზილიის მუნდიალზე. ის არის გერმანიის ერთგვარი სიმბოლო, ასე რომ მარიო ნამდვილად იმსახურებდა შანსს.

გიოტცეს საჩემპიონო გოლი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან



მესამე - ლეროი სანე. ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერული მანქანის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც გასულ სეზონში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა "ბუნდესნაკრებიდან". მის ნაცვლად ლიოვმა წაიყვანა იულიან ბრანდტი.

მუნდიალზე გაირკვა, რომ აღნიშნული ფეხბურთელების ათვალწუნებით, იოაჰიმმა შეცდომა დაუშვა, თუმცა ამით გერმანელი სპეციალისტის "ცოდვების წიგნი" არ დასრულებულა.

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

ლიოვი მორიგი დილემის წინაშე დადგა - ნოიერი თუ ტერ შტეგენი. ერთი წლის უთამაშებელი კაპიტანი და "ბარსელონას" "Messerschmitt Bf-110". იოაჰიმმა არჩევანი მიუნხენის "ბაიერნის" მეკარეზე შეაჩერა. იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სანანებელი - თავად განსაჯეთ.

საკადრო არეულობის პარალელურად "მანშაფტში" იფეთქა პოლიტიკურმა კონფლიქტმა. მესუტ ოზილი და ილქაი გუნდოგანი ჩავიდნენ თურქეთში და სურათი გადაიღეს თავიანთი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან - რეჯეფ ერდოღანთან.

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანულმა პუბლიკამ ფეხბურთელები აღნიშნული ქმედების გამო მწვავედ გააკრიტიკა, რის შედეგადაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ, "არწივების" კულისებს მიღმა დაძაბულობა სუფევდა.

შემდეგ დაიწყო თვითონ მუნდიალი, სადაც "ბუნდესნაკრებმა" ფიასკო განიცადა. ყველას გვახსოვს - მარცხი მექსიკასთან, კბილებით გამოგლეჯილი გამარჯვება შვედეთთან და გამოვარდნა სამხრეთ კორეასთან. 1938 წლის შემდეგ გერმანია პირველად დარჩა პლეი-ოფის მიღმა.

გერმანია-კორეა 0:2



როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთ სიტუაციაში აქტუალური გახდა სხვადასხვა შეთქმულების თეორიები - გერმანელები გათენებამდე თამაშობდნენ "PlayStation"-ს, ანტონიო რუდიგერი ეწეოდა ჩილიმს, ოზილი და გუნდოგანი კი კვლავ მოხვდნენ კრიტიკის ტალღის ქვეშ.

თურქული სერიალი მესუტის ნაკრებიდან წასვლით დასრულდა. 30-წლის ფლეიმეიქერმა მოგვიანებით გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერა "მანშაფტიდან" წასვლის მიზეზები. ოზილმა მთავარ არგუმენტად დისკრიმინაცია დაასახელა, რითაც კიდევ უფრო განარისხა გერმანული საზოგადოება.

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ "ბუნდესნაკრებში" ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ "არწივების" თამაშში კვლავ რუსეთის ექო ისმის. ლიოვის შეგირდებს ერთი ოფიციალური მატჩიც არ მოუგიათ, ერთა ლიგის ჯგუფში კი ბოლო ადგილზე განისვენებენ.

პირველად, 2002 წლის შემდეგ გერმანიამ წააგო ჰოლანდიასთან (3:0). საფრანგეთთან მარცხამდე (2:1) "მანშაფტი" 3 ოფიციალური შეხვედრის მანძილზე ვერ ახერხებდა გოლის გატანას.

საფრანგეთი-გერმანია 2:1



"ბუნდესნაკრებს" კიდევ ორი მატჩის გამართვა დარჩა წლის ბოლომდე - ამხანაგური სპარინგი რუსეთთან და საპასუხო შეხვედრა ჰოლანდიასთან. დიდი ალბათობით, სწორედ აღნიშნული თამაშების შემდეგ გაირკვევა ლიოვის ბედი.

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი.

დღეს, 14:18

"ატლეტიკოც მიყვარს, ქომაგებიც და მწვრთნელიც", - გრიზმანი გუნდში რჩება?!

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, საკუთარ გუნდს სიყვარულში გამოუტყდა.

დღეს, 12:57

რუნი: "ლივერპულის ჩემპიონობა ნამდვილი კოშმარი იქნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ექს-ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:54

კურტუა: "მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ცოტათი ხელი მკრა"

მადრიდის "რეალის" და ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, რუსეთის ნაკრებთან დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.

დღეს, 12:51

რეალი და იუნაიტედი ვარსკვლავურ ფეხბურთელებს გაცვლიან?!

არაა გამორიცხული, ინგლისურმა და ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელები გაცვალონ.

დღეს, 12:47

ყველა გზა მბაპესკენ მიდის

პირველად, 10 წლის შემდეგ...

დღეს, 12:43

მილანი კესიეს და ბილიას დასჯის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები, ფრანკ კესიე და ლუკას ბილია, "ინტერთან" მატჩის შემდეგ დაისჯებიან.

დღეს, 12:37

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

დღეს, 12:33

აზარი: "კურტუას შეცდომა? ალბათ, მან ბევრ ჩემს ვიდეოს უყურა, მაგრამ ზედმეტად დიდია და ხალხს ვერ ატყუებს"

ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:25

ვარანმა რეალიდან შესაძლო წასვლა ინტერვიუშიც არ გამორიცხა

მადრიდის "რეალის" მცველმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:10

ესპანური პრესა: დე ლიგტსა და რაიოლას შორის კონფლიქტია, მიზეზი - ბარსელონა

Sport.es-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, მატეის დე ლიგტსა და მინო რაიოლას შორის კონფლიქტია.

დღეს, 11:58

ბუფონის აგენტი: "ჯიჯის პსჟ-ში დარჩენა უნდა"

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ თავისი კლიენტის პერსპექტივებზე ისაუბრა:

დღეს, 11:49

აზარი: "ზიდანს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მარტინესი მირჩევნია"

ლონდონის "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და რობერტ მარტინესი შეადარა:

დღეს, 11:41

ვალვერდემ ბარსელონაში დარჩენილ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ დაუძახა, მაგრამ არავინ მოვიდა

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონაში" ერთგვარი კურიოზი მოხდა.

დღეს, 11:34

დეშამი: "ადრე თუ გვიან ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, "მამლებს" ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს:

დღეს, 11:27

იკარდი დაბრუნდა

მაურო იკარდი "ინტერს" დაუბრუნდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

დღეს, 06:23

ვარანი რეალს ტოვებს? - ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ რაფაელ ვარანს "რეალის" დატოვება და კარიერაში ახალი თავგადასავალი სურს.

დღეს, 06:20

რეშფორდმა ტრავმა მიიღო

რომელუ ლუკაკუს, ანტონი მარსიალისა და ლუკ შოუს ტრავმების შემდეგ, "იუნაიტედის" ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა.

დღეს, 06:18

რეალმა აზარის შემცვლელი შეარჩია - Sky Sports

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალი" ედენ აზარის დამატებას გეგმავს, თუმცა აბრამოვიჩი ბელგიელს არ უშვებს.

დღეს, 06:15

"სიტი 55 მილიონს იხდის, რეალსაც და ბარსელონასაც უნდათ", - შკრინიარის აგენტი

"ინტერის" ფეხბურთელის, მილან შკრინიარის აგენტმა, მიჰატ ჰალისი დაადასტურა, რომ მისი კლიენტი რამდენიმე კლუბს სურს.

დღეს, 06:12

ბარსელონა და რეალი ერთი ფეხბურთელისთვის იბრძვიან

ის 2014 წლიდან ესპანეთის ნაკრებშიც გამოდის, სადაც 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

დღეს, 06:08

117 მილიონი სანჩოს სანაცვლოდ?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოს დამატებას გეგმავს.

დღეს, 06:06

ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი მანჩესტერს - ბარსელონამ ბილეთები გააგზავნა

10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერი" "ბარსელონას" მიიღებს, "კამპ ნოუზე" კი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.

დღეს, 06:04

გოგა ბითაძემ მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში საუკეთესო იყო [VIDEO]

ევროლიგის 28-ე ტურში "ბუდუჩნოსტი" "ეფესს" დაუპირისპირდა და 84:91 დამარცხდა.

დღეს, 03:05

გურამ კაშია: "ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც დადებითი განწყობაა"

შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა.

დღეს, 02:58

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 21 მარტს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა.

დღეს, 02:25

გატუზო: "ეს ოცნება მწვრთნელის რანგშიც უნდა ავიხდინო"

"მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თავის მომავალ მიზნებზე საუბრობს.

დღეს, 02:17

დადასტურდა: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესი არგენტინის ნაკრებში პირველად ითამაშებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი ნაკრებში პირველად ითამაშებს.

დღეს, 02:09

რუნი: "რაშფორდს ერთი სისუსტე აქვს"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უიენ რუნიმ "მანჩესტერის" ერთ-ერთ ლიდერზე, მარკუს რაშფორდზე ისაუბრა.

დღეს, 02:07

პიონტეკმა ნაკრებშიც გაიბრწყინა და პოლონეთს მოაგებინა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა საინტერესო მატჩი პოლონეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 01:58

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები