Goal.Ge

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა


10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ხშირია შემთხვევა, როდესაც წარსულში ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი ტოპ-მენეჯერი ხდება (მოურინიო, ფერგიუსონი, ალეგრი და ა.შ.). აგრეთვე გვხვდება მაგალითები, როცა დიდებული მოთამაშეები მთავარი მწვრთნელის პოსტზეც აგრძელებენ თავიანთ წარმატებულ მოღვაწეობას (ზიდანი, გვარდიოლა, ანჩელოტი და ბევრი სხვა).

დღეს, ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო მოვლენაზე. გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელები უხეირო სამწვრთნელო რეზიუმეთი. საინტერესოა, აღმოჩნდება თუ არა ტიერი ანრი მათ რიცხვში...

10. ფრანკ დე ბური

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლანდიელი მოთამაშე. "აიაქსის", "ბარსელონასა" და "ნარინჯისფერთა" ნაკრების კაპიტანი და ლეგენდა.

მწვრთნელი: აღსანიშნავია, რომ დე ბურის სამენეჯერო კარიერა საკმაოდ იმედისმომცემად იწყებოდა - ფრანკმა "აიაქსს" მოაგებინა ზედიზედ 4 ერედივიზია. შემდეგ იყო კოშმარული პერიოდი "ინტერსა" და "კრისტალ პალასში", რის გამოც ჰოლანდიელი ამოშალეს ტოპ-მწვრთნელთა სიიდან.

9. როი კინი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: სიმამაცისა და ბრუტალურობის სიმბოლო პრემიერ ლიგაში. ფერგიუსონის "მანჩესტერის" ხერხემალი, რომელიც არასდროს აბედინებდა მეტოქეს რაიმე ზედმეტს.

მწვრთნელი: კარიერის დასრულების შემდეგ ირლანდიელმა მალევე მოსინჯა ძალები დამრიგებლობაში, მაგრამ აღნიშნული მცდელობა კრახით დასრულდა - ისედაც ჩაძირული "სანდერლენდი" და "იფსვიჩი" კინის ხელში კიდევ უფრო ღრმა ფსკერზე დაეშვა.

8. გარი ნევილი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: კიდევ ერთი კაპიტანი და ლეგენდა "ოლდ ტრაფორდიდან", ტიტულებით სავსე 19-წლიანი კარიერით. 600-ზე მეტი მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში, უამრავი პრემიერ ლიგის თასი და ბევრი სხვა.

მწვრთნელი: ნევილის მენეჯერობა იმდენად წარუმატებელი იყო, რომ მისი მოღვაწეობა სიცილის მეტს არაფერს იწვევდა. 2015 წელს ინგლისელმა ჩაიბარა "ვალენსია", რომელიც მის ხელში ლა ლიგის აუტსაიდერად იქცა. გარი დროულად რომ არ შეეჩერებინათ, "ღამურები" აუცილებლად აღმოჩნდებოდნენ სეგუნდაში.

7. რუდ გულიტი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: ოქროს ბურთის მფლობელი მოთამაშე, არიგო საკის დიდებული "მილანის" უმნიშვნელოვანესი ნაწილი. დიახ, გულიტმა ნამდვილი ისტორია დაწერა.

მწვრთნელი: სამწუხაროდ, ჰოლანდიელის მიღწევები მხოლოდ ფეხბურთელობით შემოიფარგლა. გუნდები მისი თავკაცობით მომენტალურად ინგრეოდნენ ("ჩელსი", "ნიუკასლი", "ფეიენოორდი", "გალაქსი"). რუდის სამწვრთნელო კარიერის კუბოს ბოლო ლურსმანი ჩეჩნური "ტერეკი" აღმოჩნდა, საიდანაც გულიტი 6 თვეში გაუშვეს.

6. ლოთარ მათეუსი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. დიეგო მარადონას გამჩერებელი როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე სერია ა-შიც. "ბუნდესნაკრების" რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (150 შეხვედრა).

მწვრთნელი: მათეუსი იმდენად ცუდი დამრიგებელი იყო, რომ მას არც კი ჰქონია ტოპ-კლუბში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა. 10-წლიანი სამწვრთნელო მოღვაწეობის მანძილზე ლოთარის რეზიუმეში ფიგურირებდა: "რაპიდი", "პარტიზანი", უნგრეთის ნაკრები, "ატლეტიკო პარანაენსე"...მოკლედ, ყველაფერი გასაგებია.

5. ხრისტო სტოიჩკოვი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო წარმომადგენელი. იოჰან კრუიფის ლეგენდარული "ბარსელონას" მთავარი გოლეადორი, რომელმაც ბულგარეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალამდე მიიყვანა.

მწვრთნელი: სტოიჩკოვის კარიერაში არ ყოფილა ე.წ. ეპიკური ფეილები, ის უბრალოდ არ შედგა როგორც მენეჯერი. ხრისტო მოღვაწეობდა სამშობლოში, სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთში ("სელტაში").

4. ოლეგ ბლოხინი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: საუკეთესო მოთამაშე სსრკ-სა და კიევის "დინამოს" ისტორიაში. საბჭოთა ნაკრების აბსოლიტური რეკორდსმენი და ოქროს ბურთის მფლობელი.

მწვრთნელი: ბლოხინმა გაიყვანა უკრაინის ნაკრები 2006 წლის მუნდიალზე, თუმცა ამის მიუხედავად ოლეგის მუშაობას მაინც უარყოფით კონტექსტში იხსენებენ. მიზეზი - მუდმივი წუწუნი და კონფლიქტი ფეხბურთელებთან.

3. მიქაელ ლაუდრუპი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: ნომერ პირველი ვიკინგი. საუკეთესო მოთამაშე სკანდინავიიდან, რომელსაც აღნიშნულ ტიტულში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ შეეცილება. უამრავი ინდივიდუალური და საკლუბო ჯილდოს მფლობელი ფეხბურთელი.

მწვრთნელი: ლაუდრუპის მოღვაწეობის მწვერვალი ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის აუტსაიდერების ჩაბარებაა. ესპანეთისა და ინგლისის გარდა მიქაელის დოსიეში ფიგურირებს რუსეთი და ყატარი.

2. მარკო ვან ბასტენი

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და უბრალოდ ეპოქალური მოთამაშე, რომელსაც თავის დროზე მძიმე ტრავმებმა შეუშალა ხელი. მსოფლიო ჩემპიონობის გარდა ვან ბასტენის კოლექციაში ყველანაირი ჯილდო ფიგურირებს. "აიაქსის", "მილანისა" და ჰოლანდიის ლეგენდა.

მწვრთნელი: ვარსკვლავებით სავსე "ნარინჯისფერთა" ნაკრებმა 2006 წლის მუნდიალზე ვერაფერი გააკეთა მარკოს ხელში. შემდეგ იყო "აიაქსი", "ჰეერენვენი" და "ალკმაარი", თუმცა აღნიშნული პერიოდის გახსენება არავის უნდა.

1. დიეგო მარადონა

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ფეხბურთელი: "უგვირგვინო მეფე", მსოფლიო ჩემპიონი, მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლის ავტორი. ყველამ კარგად ვიცით თუ ვინ არის მარადონა, მისი საფეხბურთო მემკვიდრეობა უკვდავია.

მწვრთნელი: ცოცხალი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს დამრიგებელი. მან შეარცხვინა არგენტინა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი არაადეკვატური გადაწყვეტილებებითა და სამწვრთნელო კლასის არ ქონით. მისი საეჭვო ხასიათის თავგადასავლები აზიაში, ბელორუსიასა და მექსიკაში კი ცალკე განხილვის თემაა.

აგრეთვე გამოსარჩევია: ზიკო, ალან შირერი, ედგარ დავიდსი, ჯანფრანკო ძოლა, ტონი ადამსი, პოლ ინსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მამუკა გორგოძე ბრუნდება!

მამუკა გორგოძე სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება!

დღეს, 04:40

ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფლეი-ოფში?

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი 16 ქულით დაიკავა და საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

დღეს, 04:28

ჩაკვეტაძის არანორმალური სტატისტიკა: რამდენ გოლში მიიღო მონაწილეობა ქართველმა ტალანტმა ერთა ლიგაზე?

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 04:15

საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფის მატჩს შინ გამართავს

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

დღეს, 04:06

მთელი სტადიონი ფეხზე დგას: ასე გააცილეს გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან [VIDEO]

ყაზახეთთან მატჩის გამორჩეული მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე გადაცემაა.

დღეს, 03:59

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი გაანადგურა

ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა" რუსებს იოლად სძლიეს

დღეს, 01:14

საქართველო - ყაზახეთი - ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 00:57

დვალი: "ცენტრალური მცველისთვის ფლანგზე თამაში რთულია, მაგრამ კარგად ვითამაშე"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა მარცხენა მცველის ფუნქციები კარგად შეითავსა.

დღეს, 00:51

ყაზაიშვილი: "რატომ არ დავარტყი? მინდოდა, კაჭარავას გაეტანა"

მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა გააკეთა.

დღეს, 00:43

კაშია: "ბედნიერი ვარ მე, რომ "დინამო არენაზე" ასეთ ატმოსფეროში შემიძლია თამაში"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ყაზახეთთან მოგებულ 2:1 მატჩს აფასებს.

დღეს, 00:35

მერებაშვილი: "გოლის ასეთი აღნიშვნა მათ მიმართ იყო, ვინც მაკრიტიკებდა"

ყაზახეთთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი ერთ-ერთი გოლის ავტორმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

დღეს, 00:25

ლორია: "სად ანდორაში, უბანში თამაში და სად აქ, სავსე ტრიბუნებზე"

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი მეკარის მეკარემ გიორგი ლორიამ გააკეთა.

დღეს, 00:08

ყაზახეთის მწვრთნელი: "პირველ ნახევარში საქართველოს მომენტი არ შევაქმნევინეთ"

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

შეუჩერებელი ჩაკვეტაძე: ქართველი ტალანტის გოლი, საგოლე გადაცემა და მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი "დინამო არენაზე" საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის შედგა.

გუშინ, 22:51

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩში

სულ ცოტა ხანში დაიწყება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის.

გუშინ, 19:34

რეალმა მოდრიჩის შემცვლელი იპოვნა - Sport

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.es საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:02

პულიშიჩს 3 ინგლისური გრანდი უმიზნებს, დორტმუნდში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

20 წლის ამერიკელს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 17:41

გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი დაასახელა

ამ ეტაპზე, "მამლებს" სათავეში დიდიე დეშამი უდგას, რომლის ხელმძღვანელობითაც მათ 2018 წლის მუნდიალი მოიგეს.

გუშინ, 17:29

რაკიტიჩის ტრავმაზე უახლესი ცნობებია

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრავმა იმაზე ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

გუშინ, 17:00

რამდენი ხნით გამოაკლდა რეალს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა? - ექიმების დიაგნოზი

"რეალის" ნახევარმცველი, კაზემირო გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

გუშინ, 16:54

"ამ წელს ბევრი კარგი კანდიდატია", - მბაპემ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა

"პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს თქმით, "ოქროს ბურთის" გამოკითხვის შედეგები გამჭირვალე იქნება.

გუშინ, 16:48

იუვენტუსი მორიგ მეგა ტრანსფერს გეგმავს?!

იტალიური გამოცემა Calciomercato საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 16:37

კავანის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 16:30

საქართველო - ყაზახეთი - მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო - ყაზახეთის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

გუშინ, 16:06

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, წინ პლეი-ოფია. სანამ ეს მოხდება, გავიხსენოთ ყველაფერი ის,

გუშინ, 15:25

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები