ავტორიზაცია

ბენიტესი შესაძლოა კლარკმა შეცვალოს

ბენიტესი შესაძლოა კლარკმა შეცვალოს
თარიღი 01 მარ 2013, 15:41
"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მენეჯერს "ჩელსიში" რაფაელ ბენიტესის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებენ. ახლა უკვე სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში ესპანელი სპეციალისტი "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს. სწორედ ამიტომ, მის სავარაუდო შემცვლელებზე აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციებს. ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სტივ კლარკი ითვლება, რომელიც "ჩელსიში" ფეხბურთელის სახით დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ახლა კი "ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელია. "ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ადრეა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს შესაძლო დანიშვნაზე საუბარი. არსებობს ძალიან ბევრი კანდიდატურა, რომლებიც ჩემს კანდიდატურაზე უფრო მისაღებია",-მოკრძალებული კომენტარი გააკეთა ზემოთმოხსენიებულ თემასთან დაკავშირებით სტივ კლარკმა.