Goal.Ge

სახლში დაბრუნება: მოურინიო ყოფილი გუნდის შეჩერებას ეცდება


სახლში დაბრუნება: მოურინიო ყოფილი გუნდის შეჩერებას ეცდება

სანაკრებო შესვენების შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგა სუპერ-შეხვედრით ბრუნდება - "სტემფორდ ბრიჯზე" ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირისპირდებიან.

გასულ უქმეებზე "ნიუკასლთან" შესრულებულმა ქამბექმა ჟოზე მოურინიოს შესაძლოა სამუშაო შეუნარჩუნა, ახლა კი პორტუგალიელი სპეციალისტი ბრუნდება იქ, სადაც მისი ინგლისური კარიერა დაიწყო და სადაც ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია.

ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი:

დასაწყისი: 15:30 საათი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი

მაურიციო სარიმ ლონდონში თავისი სათამაშო ფილოსოფია უკვე წარმატებით დანერგა და "ჩელსის" შესანიშნავად ათამაშებს, რასაც თან ბრწყინვალე შედეგებიც ახლავს. სეზონის პირველი მეოთხედი "არისტოკრატებმა" მარცხის გარეშე გაიარეს და 8 ტურის შემდეგ მოპოვებული 20 ქულით სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი თანალიდერები არიან.

სახლში დაბრუნება: მოურინიო ყოფილი გუნდის შეჩერებას ეცდება

"ჩელსი" ევროპა ლიგაზეც წარმატებით ასპარეზობს და ლიგის თასზეც გადალახა "ლივერპულის" ბარიერი. ასე, რომ სარი ჯერჯერობით იდეალურად მიიწევს წინ, ხოლო "ლურჯების" ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი, კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. "საუთჰემპტონთან" ბოლო შეხვედრაში (3:0) როს ბარკლიმ გაიბრწყინა. ინგლისელმა გოლი და ასისტი მიითვალა ანგარიშზე.

ლონდონელებისგან განსხვავებით ძალიან მძიმე სტარტი აიღო "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელიც გასულ უქმეებზე "ნიუკასლთან" შინ 0:2 აგებდა, მაგრამ ბოლო 20 წუთში 3 ბურთი გაიტანა და 4 მატჩიანი მოუგებელი სერია სასწაულებრივ შეწყვიტა. ალექსის სანჩესის გოლმა შესაძლოა ჟოზეც იხსნა გათავისუფლებისგან.

სახლში დაბრუნება: მოურინიო ყოფილი გუნდის შეჩერებას ეცდება

მანკუნიანელები 13 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ და დღევანდელი მატჩი "მანჩესტერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. "წითელ ეშმაკებს" აშკარად აკლიათ თავდაჯერებულობა და ასეთი "ჩელსის" გასვლაზე დამარცხება მართლაც დიდი ბიძგი იქნება.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

ანტონიო რუდიგერმა გერმანიის ნაკრები დაზიანების გამო დატოვა და მისი თამაში "მანჩესტერის" წინააღმდეგ ჯერ კიდევ საეჭვოა. როს ბარკლი სრულიად გამოჯანმრთელდა, შესაბამისად ლონდონელთა ლაზარეთში მხოლოდ ეთან ამპადუა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი, ანდერ ერერა, დაუბრუნდა. საეჭვოა ლუკ შოუს, დიოგო დალოტის, ჯეიმს მაკტომინეის, ნემანია მატიჩისა და მარუან ფელაინის თამაში. ჯესი ლინგარდი და მარკოს როხო კი ტრავმირებულები არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, ლუისი, ალონსო; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი; ვილიანი, ჟირუ, აზარი.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ; ფრედი, ფელაინი, პოგბა; რეშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი.

ფაქტები და სტატისტიკა

"ჩელსის" ინგლისის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული ბოლო 16 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (10 მოგება, 5 ფრე) - 2:3 2012 წლის ოქტომბერში.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი წაგება სწორედ "ჩელსის" წინააღმდეგ აქვს - 18.

"წითელ ეშმაკებს", ყველა ტურნირზე ერთად, "სტემფორდ ბრიჯზე" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მოუგიათ (1 ფრე, 5 წაგება) და ბოლო 3 შეხვედრა საერთოდ გატანილი გოლის გარეშე დაასრულეს.

"ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრებში 232 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები - პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

"ჩელსის" პრემიერ ლიგაში უკვე 8 ტური აქვს გავლილი მარცხის გარეშე. "არისტოკრატებმა" ეროვნული ჩემპიონატი 9 მატჩიანი მოუგებელი სერიით მხოლოდ ორჯერ დაიწყეს და ორივეჯერ ჩემპიონები გახდნენ - 2005/06 და 2014/15 წლების სეზონებში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონში გამართული ბოლო 13 პრემიერ ლიგის მატჩიდან 8 წააგო (4 მოგება, 1 ფრე) - იმდენი, რამდენიც მანამდე 39 შეხვედრიდან (18 მოგება, 13 ფრე, 8 წაგება).

ჟოზე მოურინიოს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამართული ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან 4 აქვს წაგებული, მათ შორის სამივე გასვლა "სტემფორდზე" "მანჩესტერის" თავკაცის რანგში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანჩელოტი: "კალაძეს ზეედორფი ეზიზღებოდა"

"იუვენტუსი"-"მილანის" მატჩის შემდეგ, გამოცემა "Sports.ru"-მ გაიხსენა მასიმილიანო ალეგრის მოღვაწეობა "როსონერიში".

დღეს, 02:37

რეალის მორიგი მარცხი: მადრიდელებმა სტუმრად წააგეს, მაგრამ მაინც გავიდნენ [VIDEO]

ესპანეთის თასის 1/8 ფინალში ერთმანეთს "ლეგანესი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:37

პოჩეტინო კეინის ტრავმას გამოეხმაურა

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განმარტა მოახდენს თუ არა ჰარი კეინის დაზიანება კლუბის გეგმებზე გავლენას.

გუშინ, 23:54

კოვაჩმა ხამესის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გუნდში ხამეს როდრიგესის მდგომარეობა შეაფასა.

გუშინ, 23:42

ბექა მიქელთაძემ კვიპროსის თასზე გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის თასზე გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ანორთოსისსა" და "პარალიმნის" შორის.

გუშინ, 23:38

რევანში შედგა - რონალდუმ იუვენტუსს სუპერთასი მოაგებინა [VIDEO]

საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ტიტული გათამაშდა - ტურინის "იუვენტუსმა" "მილანი" მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

გუშინ, 23:27

რეალის ყოფილი პრეზიდენტი: "რონალდუს გაშვება არ შეიძლებოდა!"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ვისენტე ბოლუდამ, კრიშტიანუ რონალდუს გაშვების გამო "სამეფო კლუბი" გააკრიტიკა.

გუშინ, 23:15

დორტმუნდის ბორუსია ბაიერნში მოთამაშეებს აღარ გაუშვებს

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო - "ყვითლები" უახლოეს წლებში მოთამაშეებს მიუნხენის "ბაიერნში" არ გაუშვებენ.

გუშინ, 23:10

[ინტერვიუ] ლევან ხარაბაძე: "ციურიხის მწვრთნელთან საუბარი დღეს მქონდა და ჩემით კმაყოფილია"

გასულ კვირას ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე "ციურიხში" ითამაშებს.

გუშინ, 23:09

ოფიციალურად: რუსთავს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან "რუსთავს" ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გუშინ, 22:52

ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს

ინგლისელმა მეზღვაურებმა ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში შავი ზღვისპირა ქალაქ ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რის შემდეგაც საქართველოში ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა

გუშინ, 20:48

ბუფონი: "რონალდუსთან ერთად თამაშს ვისურვებდი"

ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში სურს.

გუშინ, 20:37

"დე იონგსა და დე ლიგტს რჩევა მივეცი", - რომელი კლუბი ურჩია კუმანმა ახალგაზრდებს?

"აიაქსის" ფეხბურთელებისადმი ინტერესს "ბარსელონა" და "პსჟ" იჩენენ.

გუშინ, 20:12

აზარის უარი ჩელსის

"ჩელსის" ლიდერს, ედენ აზარს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, კლუბში დარჩება თუ "რეალში" გადავა.

გუშინ, 20:01

"ნეიმარის დაბრუნება?", - ბარსელონას პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

ხოსეპ მარია ბართომეუმ "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:56

დიდი პრობლემა - ბეილმა "ბრექსიტის" გამო შესაძლოა რეალი დატოვოს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 19:48

ატლეტიკო მზადაა ჩელსის მორატას სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი დაუთმოს

"ატლეტიკოს" "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას დამატება უნდა.

გუშინ, 19:40

ვან დერ ვაარტი: "თუ ეს ფეხბურთელი სასტარტოში არ არის, რეალის თამაშებს თვალყურს არ ვადევნებ"

"რეალის" ექს-ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" მწვრთნელებს აკრიტიკებს.

გუშინ, 19:35

"ასეთია ცხოვრება", - კავანი პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს

ედინსონ კავანის "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება.

გუშინ, 19:17

ბარსელონას პრეზიდენტმა ვალვერდეს მომავალს ნათელი მოჰფინა

ხოსეპ მარია ბართომეუმ ერნესტო ვალვერდეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:13

მესი ლა ლიგაში გატანილ თავის მე-400 გოლს ეხმაურება

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავის მორიგ რეკორდზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 19:08

ალბამ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ხორდი ალბას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

გუშინ, 18:35

დი მარია მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზზე ალაპარაკდა

ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2014/15 წლების სეზონში იცავდა.

გუშინ, 18:29

არსენალმა ოზილის შემცვლელი ბაიერნში იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, მესუთ ოზილმა ამ ზამთარს "არსენალი" დატოვოს.

გუშინ, 18:19

მალკომს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

გუშინ, 18:12

მოლაპარაკებები შედგა! - მორატა ლა ლიგას უახლოვდება

"ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა პრემიერ ლიგიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 18:00

დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედს პირობა წაუყენა

"მანჩესტერი" გუნდის კიპერის, დავიდ დე ხეას შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს.

გუშინ, 17:34

ბარსელონა დე იონგისთვის ბრძოლაში დამარცხდა?! - ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, "აიაქსის"-ს ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კლუბს დატოვებს.

გუშინ, 17:28

იუვენტუსი მოდრიჩს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"იუვენტუსი" "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩისადმი იჩენს ინტერესს.

გუშინ, 17:21

რეალის მთავარმა სამიზნემ სასურველი კლუბი შეარჩია

"ჯენოას" თავდამსხმელს, კშიშტოფ პიონტეკს კლუბის დატოვება უნდა.

გუშინ, 17:11

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები