Goal.Ge

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?


ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

სერია ა-ს 8 ტურის შემდეგ "ჯენოა" სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არის დამკვიდრებული. ამაში უჩვეულო არაფერია, ერთი დეტალის გარდა - "გრიფონების" შესახებ მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს.

ეს ყველაფერი მოხდა გენუელთა პოლონელი ფორვარდის, კრისტოფ პიონტეკის დამსახურებით, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი დაუგროვდა 8 შეხვედრაში. დიახ, სანამ რონალდუ კეტრინ მაიორგას ედავება, მესი კი ვალვერდეს ფილოსოფიაში ჩაწვდომას ცდილობს, ძველ კონტინენტს 23-წლის ნოუნეიმი აფეთქებს.

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

პიონტეკი იტანს სერია ა-ს თითოეულ მატჩში. ბოლოს მსგავსი მიღწევით იკვეხნიდა ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტა 1994-1995 წლის სეზონში, ანუ მაშინ, როდესაც პოლონელი ჯერ დაბადებულიც არ იყო.

"ხალხი გაოგნებულია, მაგრამ მე არა. ვიცი, რომ მეტიც შემიძლია, რადგან ბევრი შრომის შემთხვევაში ფეხბურთელის შესაძლებლობები უსაზღვრო ხდება." - როგორც ვხედავთ, კრისტოფი საკმაოდ მშვიდი და თავდაჯერებულია.

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

პოლონური მედია "ჯენოას" ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის ადარებს, თუმცა თავად პიონტეკის ფავორიტები სხვა შემსრულებლები არიან: რონალდო ("ფენომენი"), ფილიპო ინძაგი და გორან პანდევი.

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

ბრაზილიელ ლეგენდას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კრისტოფის შესახებ. ვეტერანი მაკედონიელი კი მისი თანაგუნდელია, შესაბამისად მან კარგად იცის პოლონელის შესაძლებლობები. რაც შეეხება პიპოს, იტალიელმა უკვე შეაფასა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი:

"პიონტეკი ძალიან ძლიერია, მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ვულოცავ კრისტოფს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში." ცნობისთვის, ინძაგის "ბოლონია" სწორედ პოლონელის გოლით დამარცხდა "ჯენოასთან".

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

23-წლის თავდამსხმელი სერია ა-ში "კრაკოვიადან" მოხვდა, რომლის შემადგენლობაში მან 65 შეხვედრაში შეაგდო 32 ბურთი. "პიონტეკში 4.5 მილიონი ევრო გადავიხადეთ. მერწმუნეთ, რამდენიმე სეზონში ის 20-ჯერ უფრო ძვირი ეღირება." - ენრიკო პრეციოზი, "ჯენოას" პრეზიდენტი.

კრისტოფმა უკვე აუღო იტალიურ ფეხბურთს ალღო, თუმცა არაა გამორიცხული, რომ იანვარში პოლონელმა კვლავ შეიცვალოს გეოლოკაცია. პიონტეკით ინტერესდება აბსოლიტურად ყველა კლუბი ევროპის ტოპ-5 ლიგიდან.

ფორვარდი, რომელმაც ყველა დაჩრდილა - ვინ არის პიონტეკი?

სხვებზე ხშირად "გრიფონების" ფორვარდის სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ: "მსმენია ამის შესახებ, მაგრამ არ მჯერა, რომ "ბლაუგრანას" ჩემი შეძენა სურდეს." - მორიდებით აცხადებს პოლონელი.

პიონტეკის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული, შესაბამისად მისი პრაისი მომავალში მოიმატებს. ცნობისთვის დღეს, "ბარსა" ეთამაშება "სევილიას", კრისტოფის "ჯენოა" კი რონალდუს "იუვენტუსს". შეიძლება ითქვას, რომ ხვალისთვის უფრო ზუსტად გვეცოდინება სჭირდება თუ არა რეალურად "ბლაუგრანას" პოლონელი.

პიონტეკის გოლები მიმდინარე სეზონში


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მოურინიოს პროგნოზი

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს.

დღეს, 19:43

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის გუნდი შეადგინა.

დღეს, 19:35

კაპელო: "რეალი ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონს უმზადებს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:00

ჩელსიმ აზარს ფასი დააკლო - რეალში ტრანსფერი ახლოვდება

"ჩელსი" მზადაა ნახევარმცველ ედენაზარს ფასი დააკლოს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

დღეს, 18:55

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

ყველა კლუბს ჰყავს შეუმჩნეველი თანამშრომელი, რომელზეც ყველა გიჟდება.

დღეს, 18:31

რამდენი აქვს დახარჯული ტრანსფერებში სიტის გვარდიოლასთან ერთად?

მოგეხსენებათ, გუშინ, "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან "ტოტენჰემმა" გამოთიშა.

დღეს, 18:30

"რომელ გუნდს გავწვრთნი?", - კონტეს განცხადება საკუთარ მომავალზე

"იუვენტუსისა" და "ჩელსის" ექს-მწვრთნელი, ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:25

ჩელსიმ აზარის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს.

დღეს, 18:20

სალაჰს ლივერპულიდან წასვლა უნდა? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" დატოვება სურს.

დღეს, 18:15

ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი

მსოფლიოს ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გამოცემა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საუკეთესო 10 მომენტს გამოყოფს.

დღეს, 18:05

რა აერთიანებს მანჩესტერის ლურჯ და წითელ ნაწილს? - სიძულვილი ჩაკირის მიმართ

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" 1/4 ფინალური დაპირისპირება ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

დღეს, 17:51

როცა აიაქსი ბოლოს ნახევარფინალში გავიდა, ამ გუნდის 4 ფეხბურთელი დაბადებულიც არ იყო

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "აიაქსმა" "იუვენტუსი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 17:04

ნაპოლიმ კულიბალის ფასი დაადო

"ნაპოლის" 27 წლის ცენტრალურ მცველზე, კალიდუ კულიბალზე დიდი მოთხოვნაა და მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს.

დღეს, 16:59

დიეგო სიმეონემ მესი დაიცვა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლეო მესი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

დღეს, 16:56

სილვა: "ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან ტოტენჰემს 3 დღეში კვლავ ვხვდებით"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 4:3 მოუგო, თუმცა სტუმრად გაშვებული გოლების გამო ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 16:52

ვან დეიკი: "ნამდვილად არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 16:49

პოჩეტინო: "როდესაც VAR-ი შენს წინააღმდეგ არის, უნდა შეეგუო"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ სიტის" გაუქმებულ გოლზე ისაუბრა:

დღეს, 16:47

სიმეონე: "გუნდს იმ სტილით ვათამაშებ, რაც შეესაბამება"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებენ.

დღეს, 16:44

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი თავის გუნდზე: "მათ 4 ტრანსფერი სჭირდებათ"

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოვენ ჰარგრივზმა თავისი ყოფილი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:41

ანჩელოტი: "რონალდუ 40 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე ითამაშებს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ შეაქო.

დღეს, 16:36

რონალდუს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს?!

La Repubblica-სა და Diario Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსში" განხეთქილებაა.

დღეს, 16:24

რეალის 4 სატრანსფერო სამიზნე

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ედენ აზარის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 15:31

მანე: "მინდა, რომ ლეგენდა გავხდე, არა მხოლოდ ლივერპულის"

"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ თავის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 15:20

რეშფორდის ულტიმატუმი - ხელფასის მომატება ან ბარსელონაში გადასვლა

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.

დღეს, 15:09

ლივერპულმა ახალი ფორმა წარადგინა

"ლივერპულმა" 2019-2020 წლის სეზონისთვის ახალი ეკიპირება წარადგინა.

დღეს, 14:57

ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა

De Telegraaf-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა. ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

დღეს, 14:49

Marca: რეალი პოგბას თავს ანებებს?!

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას შეძენა შესაძლოა გადაიფიქროს.

დღეს, 14:43

საქართველოს თასი - ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალების ყველა მატჩი დასრულდა.

დღეს, 14:20

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" წყვილში ბევრი სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინის დუელს ელოდა.

დღეს, 14:08

ყველა სიახლე