Goal.Ge

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?


მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება მილანური დერბი, იგივე "დერბი დელა მადონინა". მთავარ როლებში: ლუჩანო სპალეტის "შავ-ლურჯები" და მათი "შავ-წითელი" მეზობლები ჯენარო გატუზოს მეთაურობით.

ეს იქნება რიგით 222-ე ოფიციალური დაპირისპირება, ჯამში კი 293-ე. დღეისათვის ურთიერთშეხვედრების ისტორია შემდეგნაირად გამოიყურება: "ინტერი" - 78 მოგება, "მილანი" - 76. დარჩენილი 67 მატჩი ფრედ დასრულდა. გადავავლოთ თვალი ორივე კლუბის შიდა სამზარეულოს.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

რა მდგომარეობაშია ინტერი?

კატასტროფული სტარტის შემდეგ "ნერიაძურიმ" თითქოს დაიბრუნა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის სახელი. სპალეტის შეგირდებმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს სერია ა-ში და სატურნირო ცხრილში ფსკერიდან პირდაპირ "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" შემდეგ მოექცნენ.

ცნობისთვის გუშინ, "ბებერმა ქალბატონმა" პირველი ქულები დაკარგა მიმდინარე სეზონში, კარლო ანჩელოტის კოლექტივმა კი იმარჯვა - ეს იქნება დამატებითი სტიმული ლომბარდიის ორივე მკვიდრისთვის, მაგრამ უფრო "ინტერისთვის", რადგან "შავ-ლურჯები" პოზიციურად უფრო ახლოს იმყოფებიან 1-2 ადგილოსნებთან.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

"ნერიაძურის" ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად მისდის საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ სპალეტის გუნდი ე.წ. "სიკვდილის ჯგუფშია" განწესებული, იკარდისა და კომპანიას 2-დან 2 მოგება აქვთ.

ოთხშაბათს "ინტერი" უპირისპირდება "ბარსელონას". შესაძლოა ამ გარემოებამ თავისი როლი ითამაშოს დღევანდელ დერბიში. მეტოქე მართლაც მრისხანეა, აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ ლუჩანომ ძალების გამოზოგვის ხერხს მიმართოს. ბოლოს კი კარგი ამბავი - "შავ-ლურჯების" ლაზარეთი ცარიელია.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

რა მდგომარეობაშია მილანი?

"როსონერი" ნამდვილად არ გამოირჩევა შესაშური სტაბილურობით. დიახ, გატუზოს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ფაქტი დიდად არ ცვლის საერთო სურათს.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

ჯენარო მატჩიდან მატჩამდე ებღაუჭება მთავარი მწვრთნელის სავარძელს, უპრინციპულესი მეტოქის დამარცხება "რინოსთვის" კარგი ალიბი იქნება მომავალი 3-4 შეხვედრისთვის. როგორც ვხედავთ, დერბიში მოტივაციის ნაკლებობას არავინ უჩივის. "მილანი" მოგების შემთხვევაში სანატრელ ოთხეულს მიუახლოვდება.

"შავ-წითლების" შემადგენლობაში დანაკლისი არსებობს, მაგრამ არა სერიოზული. ტრავმის გამო "სან სიროზე" ვერ ვიხილავთ რიკარდო მონტოლივოს, ივან სტრინიჩსა და ანდრეა კონტის.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი - ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, ვრსალკო, ასამოა, ბროზოვიჩი, ვესინო, ნაინგოლანი, პოლიტანო, პერიშიჩი, იკარდი

მილანი - დონარუმა, რომანიოლი, მუსაკიო, კალაბრია, როდრიგესი, ბილია, კესიე, ბონავენტურა, ჩალხანოღლუ, სუსო, იგუაინი

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

იკარდი თუ იგუაინი?

მილანური კლუბების მთავარი ვარსკვლავები არგენტინელი ფორვარდები არიან. მაურო "ნერიაძურის" სტაჟიანი ბომბარდირია, რომელიც მუდმივად ეძებს გოლის გატანის შესაძლებლობას. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჯერჯერობით 5 ბურთია.

იკარდის დუბლი სპალის კარში



რაც შეეხება "პიპიტას", მან მარტივად აუღო ალღო ახალ გარემოცვას. გონსალომ უკვე მოასწრო 6 გოლის შედგება "შავ-წითელ" მაისურში. იგუაინს სურს დაამტკიცოს რომ, ის არაფრით ჩამოუვარდება თანამემამულე ახალგაზრდა გოლეადორს სამეზობლოდან.

"მესის საუკეთესო მეგობარს" პარალელურად სხვა შინაგანი კონფლიქტი აქვს, ალბათ ხვდებით...კრიშტიანუ რონალდუ, "იუვედან" გაშვება და ა.შ. ერთი სიტყვით, გონსალო სხვებზე ორჯერ მეტად დაგეშილი იქნება ჰანდანოვიჩის კარის აღებაზე.

იგუაინის დუბლი კიევოს კარში



დერბის წინ ვარსკვლავური თავდამსხმელები ერთმანეთს შეადარა ლეგენდარულმა ერნან კრესპომ, რომელმაც თავის დროზე ორივე მილანური კლუბის მაისურით თამაში მოასწრო:

"იკარდი თითქმის არ აფუჭებს მომენტებს, ის დაუნდობელია საჯარიმოში. იგივეს თქმა შემიძლია იგუაინზეც. ამის გარდა გონსალოს მხარეს არის უფრო მეტი გამოცდილება. მე ვიყავი ორივე მათგანის ნაზავი. შეტევის დაგვირგვინების მხრივ მაურო უფრო მგავს, პოზიციურ თამაშში კი "პიპიტა." - ხმამაღალი განცხადებაა, ვერაფერს დავამატებთ.

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

ფეხბურთელი ყურადღების ცენტრში

დიეგო ლაქსალტი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომლის მხრებზე დგას "მილანი" (ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში), თუმცა მის კარიერაში გვხვდება ერთი საინტერესო ფაქტი - 2013 წელს ურუგვაელი სწორედ "ინტერმა" გადმოიბირა "დეფენსორ სპორტინგიდან" პერსპექტიული ახალგაზრდას სტატუსით.

სამხრეთ ამერიკელმა ვერ მოახერხა "ნერიაძურიში" დამკვიდრება, რის შედეგადაც მან მოგვიანებით "ჯენოაში" იპოვა საკუთარი თავი. დღეს - ლაქსალტი უკვე "მილანის" ფეხბურთელია. საინტერესოა, როგორი ემოციებით იქნება დიეგო "ჯუზეპე მეაცაზე".

მილანური დერბი - ვინ არის იკარდისა და იგუაინის ნაზავი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მოურინიოს პროგნოზი

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს.

დღეს, 19:43

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის გუნდი შეადგინა.

დღეს, 19:35

კაპელო: "რეალი ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონს უმზადებს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:00

ჩელსიმ აზარს ფასი დააკლო - რეალში ტრანსფერი ახლოვდება

"ჩელსი" მზადაა ნახევარმცველ ედენაზარს ფასი დააკლოს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

დღეს, 18:55

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

ყველა კლუბს ჰყავს შეუმჩნეველი თანამშრომელი, რომელზეც ყველა გიჟდება.

დღეს, 18:31

რამდენი აქვს დახარჯული ტრანსფერებში სიტის გვარდიოლასთან ერთად?

მოგეხსენებათ, გუშინ, "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან "ტოტენჰემმა" გამოთიშა.

დღეს, 18:30

"რომელ გუნდს გავწვრთნი?", - კონტეს განცხადება საკუთარ მომავალზე

"იუვენტუსისა" და "ჩელსის" ექს-მწვრთნელი, ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:25

ჩელსიმ აზარის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს.

დღეს, 18:20

სალაჰს ლივერპულიდან წასვლა უნდა? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" დატოვება სურს.

დღეს, 18:15

ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი

მსოფლიოს ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გამოცემა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საუკეთესო 10 მომენტს გამოყოფს.

დღეს, 18:05

რა აერთიანებს მანჩესტერის ლურჯ და წითელ ნაწილს? - სიძულვილი ჩაკირის მიმართ

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" 1/4 ფინალური დაპირისპირება ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

დღეს, 17:51

როცა აიაქსი ბოლოს ნახევარფინალში გავიდა, ამ გუნდის 4 ფეხბურთელი დაბადებულიც არ იყო

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "აიაქსმა" "იუვენტუსი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 17:04

ნაპოლიმ კულიბალის ფასი დაადო

"ნაპოლის" 27 წლის ცენტრალურ მცველზე, კალიდუ კულიბალზე დიდი მოთხოვნაა და მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს.

დღეს, 16:59

დიეგო სიმეონემ მესი დაიცვა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლეო მესი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

დღეს, 16:56

სილვა: "ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან ტოტენჰემს 3 დღეში კვლავ ვხვდებით"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 4:3 მოუგო, თუმცა სტუმრად გაშვებული გოლების გამო ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 16:52

ვან დეიკი: "ნამდვილად არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 16:49

პოჩეტინო: "როდესაც VAR-ი შენს წინააღმდეგ არის, უნდა შეეგუო"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ სიტის" გაუქმებულ გოლზე ისაუბრა:

დღეს, 16:47

სიმეონე: "გუნდს იმ სტილით ვათამაშებ, რაც შეესაბამება"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებენ.

დღეს, 16:44

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი თავის გუნდზე: "მათ 4 ტრანსფერი სჭირდებათ"

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოვენ ჰარგრივზმა თავისი ყოფილი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:41

ანჩელოტი: "რონალდუ 40 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე ითამაშებს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ შეაქო.

დღეს, 16:36

რონალდუს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს?!

La Repubblica-სა და Diario Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსში" განხეთქილებაა.

დღეს, 16:24

რეალის 4 სატრანსფერო სამიზნე

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ედენ აზარის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 15:31

მანე: "მინდა, რომ ლეგენდა გავხდე, არა მხოლოდ ლივერპულის"

"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ თავის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 15:20

რეშფორდის ულტიმატუმი - ხელფასის მომატება ან ბარსელონაში გადასვლა

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.

დღეს, 15:09

ლივერპულმა ახალი ფორმა წარადგინა

"ლივერპულმა" 2019-2020 წლის სეზონისთვის ახალი ეკიპირება წარადგინა.

დღეს, 14:57

ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა

De Telegraaf-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა. ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

დღეს, 14:49

Marca: რეალი პოგბას თავს ანებებს?!

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას შეძენა შესაძლოა გადაიფიქროს.

დღეს, 14:43

საქართველოს თასი - ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალების ყველა მატჩი დასრულდა.

დღეს, 14:20

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" წყვილში ბევრი სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინის დუელს ელოდა.

დღეს, 14:08

ყველა სიახლე