Goal.Ge

NBA. ფაჩულიას მორიგი გამარჯვება, ლეიკერსი კვლავ დამარცხდა, ბოსტონმა ნიუ იორკს მოუგო [VIDEO]


NBA. ფაჩულიას მორიგი გამარჯვება, ლეიკერსი კვლავ დამარცხდა, ბოსტონმა ნიუ იორკს მოუგო [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 10 შეხვედრა გაიმართა.

დღის ცენტრალური შეხვედრა ლოს ანჯელესში შედგა, სადაც ადგილობრივმა "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც საბოლოო ჯამში "როკეტსმა" მოიგო - 115:124.

რა თქმა უნდა, მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, "მეფემ" საკუთარ გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

სტუმრებს, თავის მხრივ, 36 ქულით, 7 მოხსნით, 5 გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა.

ასე და ამგვარად, "ლეიკერსი" რეგულარული ჩემპიონატის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მორიგი მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა". "პისტონსი" "ჩიკაგოს" ესტუმრა და 2-ქულიანი სხვაობით სძლია - 116:118.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 5 ქულა (7-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.

"დეტროიტიდან" ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, მან "ბულსს" 33 ქულა ჩაუგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან და 5 გადაცემაც მიითვალა.

თავის მხრივ, "ჩიკაგოდან" საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, ამ უკანასკნელმა 33 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 3 გადაცემაც წაამატა.

თავისი შეხვედრა მოიგო "ბოსტონმაც". "სელტიკსი" "ნიუ იორკს" ეწვია და საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში 101:103 იმარჯვა.

ორმაგი დუბლი დადო ჯეისონ ტატუმმა - 24 ქულა, 14 მოხსნა. ახალგაზრდა კალათბურთელმა სტუმრებს ულიდერა.

მასპინძლების რიგებიდან საუკეთესო 24 ქულით ტიმ ჰარდევეი იყო, რომელსაც 3 ქულა და 3 გადაცემაც ჰქონდა.

სიახლე ეტაპობრივად განახლდება...

იხილეთ მატჩების შედეგები და ვიდეომიმოხილვები

"ინდიანა" 132-112 "ბრუკლინი"


"პეისერსი": ოლადიპო (25 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, 4 ჩაჭრა), ო'ქუინი (16 ქულა, 8 მოხსნა).

"ნეტსი": ლევერტი (19 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება), ჯო ჰარისი (19 ქულა, 2 მოხსნა, 3 გადაცემა).



"ნიუ იორკი" 101-103 "ბოსტონი"


"ნიქსი": ჰარდევეი (24 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა), კანტერი (17 ქულა, 15 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება).

"ბოსტონი": ტატუმი (24 ქულა, 14 მოხსნა), ირვინგი (16 ქულა, 1 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა).



"ფილადელფია" 116-115 "ორლანდო"


"სიქსერსი": ემბიდი (32 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა), რედიკი (31 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა, 1 ჩაჭრა).

"მეჯიქი": ფურნიე (31 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (27 ქულა, 13 მოხსნა, 12 გადაცემა, 2 ჩაჭრა).



"დალასი" 140-136 "მინესოტა"


"მავერიქსი": დონჩიჩი (26 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება), დეანდრე ჯორდანი (22 ქულა, 10 მოხსნა, 1 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 5 დაფარება).

"ტიმბერვულვსი": თაუნსი (31 ქულა, 5 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება), როუზი (28 ქულა, 5 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 გადაცემა).



"პორტლენდი" 121-108 "სან ანტონიო"


"ტრეილ ბლეიზერსი": ლილარდი (29 ქულა, 2 მოხსნა, 9 გადაცემა), მაკალუმი (24 ქულა, 2 მოხსნა, 2 გადაცემა).

"სპურსი": დეროზანი (28 ქულა, 3 მოხსნა, 9 გადაცემა, 2 ჩაჭრა), ფორბსი (17 ქულა, 2 მოხსნა, 3 გადაცემა).



"ლეიკერსი" 115-124 "ჰიუსტონი"


"ლეიკერსი": ჯეიმსი (24 ქულა, 5 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება), მაკგი (16 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა, 5 დაფარება).

"ჰიუსტონი": ჰარდენი (36 ქულა, 7 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება), პოლი (28 ქულა, 7 მოხსნა, 10 გადაცემა, 1 ჩაჭრა).



"ვაშინგტონი" 113-117 "ტორონტო"


"ვიზარდსი": ბილი (32 ქულა, 3 მოხსნა, 6 გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება), უოლი (25 ქულა, 4 მოხსნა, 6 გადაცემა, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება).

"რაპტორსი": ლოური (28 ქულა, 3 მოხსნა, 12 გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება), იბაკა (16 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება).



"ჩიკაგო" 116-118 "დეტროიტი"


"ბულსი": ლავინი (33 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა), ჯასტინ ჰოლიდეი (19 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა).

"დეტროიტი": გრიფინი (33 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა, 1 დაფარება), ჯექსონი (18 ქულა, 1 მოხსნა, 6 გადაცემა).



"დენვერი" 119-91 "ფინიქსი"


"ნაგეთსი": იოკიჩი (32 ქულა, 12 მოხსნა, 11 გადაცემა, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება), ჯამალ მარი (26 ქულა, 3 მოხსნა, 5 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება).

"სანსი": ბუკერი (25 ქულა, 2 მოხსნა, 7 გადაცემა, 1 ჩაჭრა), უორენი (16 ქულა, 3 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 დაფარება).


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მისი მდგომარეობა ნაკრებსაც შეუქმნიდა პრობლემას", - რატომ არ არის იკარდი ნაკრებში?

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, განაცხადში მაურო იკარდის არყოფნაზე ისაუბრა.

დღეს, 18:17

ბეილი: "ტოტენჰემის ფანებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ბავშვობაში არსენალის თამაშის ყურება მიყვარდა"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, ბავშვობის საყვარელი გუნდი დაასახელა.

დღეს, 18:12

პედოფილიაში ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გამოუშვეს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 18:08

ინტერმა იკარდის შემცვლელი იპოვნა?!

"ინტერმა" სასურველი თავდამსხმელი იპოვნა.

დღეს, 18:03

ბეილი: "მქონდა თუ არა პრობლემა რონალდუსთან?"

მადრიდის "რეალის" თანაგუნდელმა ექს-თანაგუნდელთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

შვეიცარიის მწვრთნელი: "ვიცით, რომ საქართველო შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს"

საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 17:49

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რა მოხდა ჰოლანდიის ნაკრებში რონალდ კუმანის მოღვაწეობის პერიოდში? შეიქმნა გუნდი, რომელიც ტოლ-სწორად გრანდებს ეთამაშება.

დღეს, 17:48

ბეილი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია"

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა:

დღეს, 16:43

ფრანგული პრესა: ერნანდესის ტრანსფერი ჯერ შეთანხმებული არ არის

ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, ლუკას ერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოდან" მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ არ გადასულა.

დღეს, 16:30

ლესკოტი: "სიტიში ლივერპულის ერთ ფეხბურთელსაც არ წავიყვანდი"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოლეონ ლესკოტმა ერთმანეთს "ქალაქელები" და "ლივერპული" შეადარა:

დღეს, 16:10

ბაიერნის პრეზიდენტმა გვარდიოლა და სიტი დატროლა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტი" დატროლა:

დღეს, 15:58

ბეილმა რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა:

დღეს, 15:52

Marca: ინტერმა რეალსა და იუვენტუსს ულტიმატუმი წაუყენა

მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" მაურო იკარდის არ ეშვებიან.

დღეს, 15:05

ოთარ კაკაბაძე: "შვეიცარიასთან თანასწორად თამაშს შევძლებთ"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

დღეს, 15:00

Daily Mail: პსჟ გრიზმანში 100 მილიონს იხდის

Daily Mail-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას უმზადებს.

დღეს, 14:55

ვაისი ჩაკვეტაძეზე, შვეიცარიის დანაკლისზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე [სრული კომენტარი]

შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 14:49

ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა.

დღეს, 14:49

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი.

დღეს, 14:18

"ატლეტიკოც მიყვარს, ქომაგებიც და მწვრთნელიც", - გრიზმანი გუნდში რჩება?!

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, საკუთარ გუნდს სიყვარულში გამოუტყდა.

დღეს, 12:57

რუნი: "ლივერპულის ჩემპიონობა ნამდვილი კოშმარი იქნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ექს-ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:54

კურტუა: "მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ცოტათი ხელი მკრა"

მადრიდის "რეალის" და ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, რუსეთის ნაკრებთან დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.

დღეს, 12:51

რეალი და იუნაიტედი ვარსკვლავურ ფეხბურთელებს გაცვლიან?!

არაა გამორიცხული, ინგლისურმა და ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელები გაცვალონ.

დღეს, 12:47

ყველა გზა მბაპესკენ მიდის

პირველად, 10 წლის შემდეგ...

დღეს, 12:43

მილანი კესიეს და ბილიას დასჯის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები, ფრანკ კესიე და ლუკას ბილია, "ინტერთან" მატჩის შემდეგ დაისჯებიან.

დღეს, 12:37

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

დღეს, 12:33

აზარი: "კურტუას შეცდომა? ალბათ, მან ბევრ ჩემს ვიდეოს უყურა, მაგრამ ზედმეტად დიდია და ხალხს ვერ ატყუებს"

ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:25

ვარანმა რეალიდან შესაძლო წასვლა ინტერვიუშიც არ გამორიცხა

მადრიდის "რეალის" მცველმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:10

ესპანური პრესა: დე ლიგტსა და რაიოლას შორის კონფლიქტია, მიზეზი - ბარსელონა

Sport.es-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, მატეის დე ლიგტსა და მინო რაიოლას შორის კონფლიქტია.

დღეს, 11:58

ბუფონის აგენტი: "ჯიჯის პსჟ-ში დარჩენა უნდა"

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ თავისი კლიენტის პერსპექტივებზე ისაუბრა:

დღეს, 11:49

აზარი: "ზიდანს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მარტინესი მირჩევნია"

ლონდონის "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და რობერტ მარტინესი შეადარა:

დღეს, 11:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები