Goal.Ge

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი


ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

როდის მოიგო ბოლოს მადრიდის "რეალმა"? რამდენიმე თვის წინ ეს კითხვა იქნებოდა ალოგიკური და სასაცილოც კი, თუმცა დღეს ყველაფერი სერიოზულად არის - "სამეფო კლუბის" უკანასკნელი გამარჯვება თარიღდება 22 სექტემბერით.

ფაქტია, რომ "ბლანკოსში" კრიზისია. ბრალი ამაში მიუძღვის აბსოლიტურად ყველას, ხელმძღვანელობით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. ისედაც ნათელი იყო, ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალში" დასრულდებოდა დიდი ეპოქა, მორიგი ეტაპის დასაწყებად კი მადრიდელებს დასჭირდებოდათ ახალი სისხლი.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ფლორენტინო პერესს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ აღნიშნული მექანიზმი ჩართულიყო. ყველას ეგონა, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ააფეთქებდა სატრანსფერო ფანჯარას კრიშტიანუს საქმის გამგრძელებელის გადმობირებით, თუმცა ფლო მხოლოდ მარიანო დიასის შეძენით დაკმაყოფილდა.

მიუხედავად იმისა, რომ დომინიკელი ასპარეზობს 7-ნომრიანი მაისურით, ის ერთი კრიტერიუმითაც არ არის რონალდუს შემცვლელი, არც პოზიციურად და მითუმეტეს არც კლასით. ერთი სიტყვით, დიასი კარიმ ბენზემას დუბლიორი უფროა კოპა დელ რეის მატჩებში, ვიდრე ლეგენდარული პორტუგალიელის მემკვიდრე.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

პერესმა მაინც განახორციელა ერთი ხმაურიანი შენაძენი. საუბარია ტიბო კურტუაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეზე. ბელგიელს დიდი ხნის მანძილზე უწინასწარმეტყველებდნენ "სანტიგო ბერნაბეუზე" გადმობარგებას.

ფლორენტინომ მაინც მიაღწია საწადელს, თუმცა გუნდის ჩავარდნის ფონზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ დგას კარში. დღეს, "რეალის" თამაშში თვალშისაცემია მოუგებელი სერია და უკანასკნელ 5 მატჩში გატანილი მხოლოდ 1 გოლი.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

სეზონის დაწყების წინ ყველა იძახდა, რომ კრიშტიანუს წასვლის შემდეგ "ბლანკოსი" გახდება უფრო გუნდური და პერესი აღარ ააშენებს კლუბს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გარშემო. როგორც ვხედავთ, გუნდურობა არ მუშაობს.

ვისი ბრალია ეს, თუ არა ხულენ ლოპეტეგის? ესპანელი ნამდვილად არ არის პირენეელი დევიდ მოიესი (ან არის), თუმცა ფაქტია, რომ მისი სამწვრთნელო ოსტატობა და ავტორიტეტი არ შეესაბამება კოლექტივს, რომელმაც მოიგო ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალს" მთლიანად უნდა ეცვალა სახე - ახალი ვარსკვლავები, ფილოსოფია და გამოწვევები. ჩვენ კი მივიღეთ ეპიკური სერიალის კიდევ ერთი არაფრისმომცემი ბოლო სეზონი.

ისეთი შეგრძნებაა თითქოს ფლომ დროებით დანიშნა ლოპეტეგი იმ დრომდე, სანამ "სამეფო კლუბში" ახალი ეპოქა დაიწყება. არა, მადრიდში კვლავ ვარსკვლავთცვენაა, მაგრამ გვერდითი მოვლენებით.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

მცველებს არ ესმით ხულენის ჩანაფიქრები. თუ არ გჯერათ, კიდევ ერთხელ უყურეთ "ლევანტესთან" მატჩს. კროოსის თამაშის ხარისხმა იკლო, ბეილსა და ისკოს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მოდრიჩი კი მოტივაციის ნაკლებობას უჩივის.

რჩება ბენზემა, თუმცა კარიმი ნამდვილად არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" თავის ზურგზე ათრევს. იგივე ეხება ასენსიოსაც, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მარკო ჯერ არ არის მზად საამისოდ. ისინი, ვისაც მართლა შეეძლოთ კრიშტიანუს შეცვლა, რატომღაც თავიანთ კლუბებში დარჩნენ.

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ახლა კი უშუალოდ "ლევანტესთან" განცდილი ფეილის შესახებ. VAR-ი რომ არა, "ბლანკოსი" დიდი ალბათობით ამ თამაშს მოიგებდა. მადრიდელებმა 3-ჯერ აიღეს ვალენსიელთა კარები, აქამდე ეს ყოველთვის საკმარისი იყო ხოლმე გამარჯვების მოსაპოვებლად.

ვიდეო გამეორების მეშვეობით ასენსიოსა და მარიანოს გოლები გაუქმდა, ანუ "რეალს" ორჯერ მოუწია ყველაფრის 0-დან დაწყება. ეს ფაქტი სულაც არ ამართლებს ლოპეტეგის შეგირდებს, რადგან "ლევანტე" მიეკუთვნება მეტოქეთა იმ კატეგორიას, რომელიც "სამეფო კლუბმა" ნებისმიერ გარემოებაში უნდა დაამარცხოს.

რეალი-ლევანტე 1:2



ამ ყველაფრის ფონზე არარეალური ხდება მოდრიჩის ოქროს ბურთის მოპოვება. ლუკა კვლავ სასარგებლოა, თუმცა ვის რაში სჭირდება პასების 93%-იანი სიზუსტე მაშინ, როდესაც გუნდი ჭაობშია. საინტერესოა, როგორ და როდის აპირებს პერესი თავისი ქმნილების ფეხზე დაყენებას...

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბითაძემ რეალს ორმაგი დუბლი შეუსრულა და დაამარცხა

ბითაძის ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში

დღეს, 00:05

უელსელმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, 6 ერი სრულად აღარ გამოტოვოს

ფალეტაუს ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა

გუშინ, 23:27

პიონტეკის მილანში გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია - Sky Sports-ის ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

გუშინ, 21:40

რეალმა თვალი ხუთ ფორვარდს დაადგა - AS

ესპანურმა პრესამ მადრიდის "რეალს" ხუთი თავდამსხმელი დაუკავშირა.

გუშინ, 21:28

რეალის მორიგი პრობლემა - სევილიასთან მატჩის წინ, გუნდს მეკარე არ ჰყავს

"სევილიასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, მადრიდის "რეალის" განკარგულებაში არც ერთი ძირითადი გუნდის მეკარე არ არის.

გუშინ, 21:20

კლოპი: "მას პატივს ვცემ, მაგრამ, ასე არ შეიძლება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსას გარშემო აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:12

კოპა დელ რეის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა.

გუშინ, 20:24

გვარდიოლა: "მეგობრები არ მყავს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დღეს 48 წლის გახდა.

გუშინ, 20:14

მოკვეთენ თუ არა ბარსელონას კოპა დელ რეიდან? - ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ლევანტეს" საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 20:05

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი 3-4 ფეხბურთელს აკვირდება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ტრანსფერი დაანონსა.

გუშინ, 19:49

ესპანეთის თასიდან ბარსელონას შესაძლო მოკვეთას ლა ლიგის პრეზიდენტიც გამოეხმაურა

ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" მხრიდან ესპანეთის თასის რეგლამენტის დარღვევაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:43

სოლარიმ კოპა დელ რეიდან ბარსელონას შესაძლო მოკვეთაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" შესაძლოა ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთონ.

გუშინ, 19:15

ოფიციალურად: ლორია გერმანულ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

გუშინ, 19:07

ტერიმ 2009 წელს მანჩესტერ სიტიში გადასვლა იუარა - ექსკლუზიური დეტალები

10 წლის წინ, "ჩელსის" ექს-კაპიტანს "მანჩესტერ სიტი" სარფიან წინადადებას სთავაზობდა.

გუშინ, 19:06

რეალს იანვრისთვის დაგეგმილი ტრანსფერი ჩაეშალა

ფეხბურთელის აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:52

რონალდუ და ხაბი ალონსო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი და ესპანელი ფისკალურ თაღლითობაში არიან ბრალდებულნი.

გუშინ, 18:42

უთანხმოება მილანში - რატომ დაიბლოკა ოზილის შესაძლო ტრანსფერი?

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

გუშინ, 18:26

ვინ რამდენი დახარჯა 2017 წელს ხელფასებში? - რეიტინგის ლიდერი რეალია

უეფას ოფიციალური საიტი საინტერესო რეიტინგს აქვეყნებს.

გუშინ, 17:50

ერიქსენისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 17:36

დორტმუნდმა პსჟ-ს ვაიგლის ფასი დაუსახელა

"დორტმუნდი" მზადაა ნახევარმცველ იულიან ვაიგლის თაობაზე წინადადებები განიხილოს.

გუშინ, 17:30

მილანმა იგუაინის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, ხვალ, გონსალო იგუაინის "ჩელსიში" ტრანსფერის გაოფიციალურება იგეგმება.

გუშინ, 17:24

მოურინიო: "აბრამოვიჩმა არ იცოდა, თუ ვინ იყო დროგბა"

ჟოზე მოურინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაარწმუნა რომან აბრამოვიჩი დიდიე დროგბას შეძენაში.

გუშინ, 17:18

რეალმა ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა - Marca

მადრიდის "რეალი" "პორტუდან" ბრაზილიელ მცველს ყიდულობს.

გუშინ, 15:43

ოფიციალურად: ლევანტემ ფედერაციაში იჩივლა

"ლევანტემ" ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

გუშინ, 15:26

სოლსკიაერი: "არ ვფიქრობ, რომ მოურინიოს ახალი კლუბის ძიებაში პრობლემები შეექმნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალზე იმსჯელა.

გუშინ, 15:22

მადრიდის რეალმა იანვრის ტრანსფერებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ.

გუშინ, 14:42

ტოჩინოშინის გარეშე, გაგამარუსთან ერთად - ქართველის მეოთხე გამარჯვება ჯურიოს დივიზიონში [VIDEO]

ჰაცუ ბაშო ტოჩინოშინის გარეშე, მაგრამ გაგამარუსთან ერთად გრძელდება.

გუშინ, 14:35

ვალვერდე: "ჩუმის დისკვალიფიკაციის შესახებ ვიცოდით"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სამეფო თასიდან შესაძლო დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.

გუშინ, 13:07

ნიკოლოზ ბასილაშვილი ციციპასთან მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 12:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები