Goal.Ge

დიდი 10: ლელო სარასენსმა არმიას ბონუსით სძლია, ხარებმა არმაზს აჯობეს


დიდი 10: ლელო სარასენსმა არმიას ბონუსით სძლია, ხარებმა არმაზს აჯობეს

დიდი 10-ის მეშვიდე ტური უჩვეულო განრიგით იმართება. ნოემბრის ტესტების გამო, ტურმა ამ კვირისთვის გადმოიწია და სამ დღედ იქნა გახლეჩილი: ორი მატჩი დღეს გაიმართა, კიდევ ორი შეხვედრა ხვალ ჩატარდება, ორშაბათს დიდი 10-ის თამაშების ხილვა კი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ტური შაბათს გორში დასრულდება, სადაც "აკადემია" პატარძეულის "ვეფხვებს" მიიღებს.

ტური დიღომში გაიხსნა, "ლელო არენაზე" ადგილობრივმა "ლელო სარასენსმა" "არმია" მიიღო და ბონუსით 33:5 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ თანაბრად დაიწყო. "არმია" ხაზით კარგად თამაშობდა, თუმცა მასპინძელთა დაცვაც კარგი იყო და სივრცეებს სწრაფად ხურავდა. შეხვედრის საწყის ნახევარ საათში გუნდებს ორ-ორჯერ მიეცათ ჯარიმის გატანის შანსი: "ლელო სარასენსიდან" სოსო მათიაშვილმა ორივე გაიტანა და 6 ქულა მოუპოვა თავის გუნდს, ხოლო ბახვა კობახიძეს ჯარიმები გაუცუდდა, თუმცა იოლი პოზიციიდან არცერთი დარტყმა არ ყოფილა და პირველ შემთხვევაში საერთოდ საკუთარი ნახევრიდან ურტყამდა ბახვა.

შეხვედრის მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო მერაბ კვირიკაშვილმა, რომელიც ბეჟან გავაშელიშვილმა შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია გამოცდილი მორაგბის დაზიანება.

"ლელომ" მეტოქის წინააღმდეგობა ტაიმის მიწურულს გატეხა: სტუმრებმა 36-ე წუთზე საკუთარ 22-თან მოწოდებული აუტი წააგეს, რასაც დიღმელთა სწრაფი შეტევა და დემე თაფლაძის ლელო მოჰყვა, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა. ხუთ წუთში მასპინძლებმა მეტოქის ლელოდან დაახლოებით 10 მეტრში მოაწოდეს აუტი, რომელიც მოიგეს და მოლი ჩამოაყალიბეს, საიდანაც მარგალიტაძემ მალევე გამოიტანა ბურთი, შემდეგ მარცხივ წაიღეს ბურთი და ბექა მამუკაშვილმა "არმია" მეორედ დაალელოვა, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი 20:0 მორჩა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მათიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო შემდეგ სამი გარდაუსახავი ლელო ვიხილეთ: ორი მასპინძელთა, ხოლო ერთი სტუმართა მხრიდან. 54-ე წუთზე ბახვა კობახიძემ ჯარიმა გაათამაშა და სტუმრებმა მარცხენა ფრთაზე ჩაიტანეს ბურთი, რაც საბოლოოდ ალექსანდრე მერკვილიშვილის ლელოთი დასრულდა.

59-ე წუთზე "არმიას" ბახვა კობახიძე გაუსინბინეს, რითაც მასპინძლებმა უმალ ისარგებლეს და ბურთი აუტში გადაიტანეს, საიდანაც მშვენიერი მოლი ააგორეს და ბურთი ლელოში გრიგორ ქერდიყოშვილმა შეიტანა. "ლელომ" ბონუსის მომტანი ლელო გაწითლებულ დროში გაიტანა: "არმია" უტევდა, მაგრამ მეტოქის 22-თან ბურთი გაუვარდათ, რომელიც მასპინძელთა ფრთამ აკაკი ტაბუცაძემ ჩაიგდო ხელში, საოცარი სისწრაფე განავითარა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 33:5.

აკაკი ტაბუცაძის ლელო



მეორე მატჩი რუსთავში ვიხილეთ, სადაც "ხარებმა" "არმაზი" დაძაბულ ბრძოლაში 17:10 დაამარცხეს.

"ხარებს" მე-16 წუთზე მეტოქეზე ჰაერში თამაშის გამო ზურა ქავთარაძე გაუსინბინეს, რეზი ჯინჭველაშვილმა კი ჯარიმიდან ბურთი აუტში გადაიტანა, 22-დან მოწოდებული აუტის შემდეგ, სტუმრებმა ბურთი მოიგეს და ხელდახელ მშვენიერი შეტევა ჩაათამაშეს, რომელიც იმით დასრულდა, რომ იოანე იაშაღაშვილმა ბურთი ძელებს შორის დაამიწა, ჯინჭველაშვილმა კი იოლი გარდასასხვა გაიტანა. 36-ე წუთზე "ხარების" 9 ნომერმა კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმით 3 ქულა გაქვითა და ტაიმი 3:7 მორჩა.

იოანე იაშაღაშვილის ლელო



მეორე ტაიმში "არმაზმა" დებიუტშივე ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ საპასუხოდ ორი გარდასახული ლელო მიიღო და 17:10 წააგო. 46-ე წუთზე მასპინძელთაგან პირველი ლელო გურამ ქანდაურაშვილმა დადო, ხოლო 67-ე წუთზე ამის გაკეთება კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ მოახერხა, გარდასახვები კი ბუჯიაშვილმა შეასრულა ზუსტად. "არმაზს" მცირე სხვაობით მარცხისთვის ნუგეშის ქულა ერგო.

ლელო სარასენსი - არმია 33:5 (20:0)

ხარები - არმაზი 17:10 (3:7)


სატურნირო მდგომარეობა

დიდი 10: ლელო სარასენსმა არმიას ბონუსით სძლია, ხარებმა არმაზს აჯობეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟოაო ფელიშისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

მოგეხსენებათ, "ბენფიკას" ამომავალი ვარსკვლავისთვის არაერთი გრანდი იბრძვის.

დღეს, 20:35

ზიდანი: "უკვე ვიცი, თუ როგორი იქნება რეალი მომდევნო სეზონში"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:30

ცნობილია თანხა, რომელსაც ტოტენჰემი პოჩეტინოს ტრანსფერებისთვის გამოუყოფს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 20:25

ატლეტიკომ სტუმრად ეიბარს სძლია და ჩემპიონობის შანსებს ინარჩუნებს [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურის ეგიდით, "ეიბარი" შინ "ატლეტიკოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

დღეს, 20:22

სარასენსმა მანსტერი უშანსოდ დაამარცხა და ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა

სარასენსმა მანსტერი უშანსოდ დაამარცხა და ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა

დღეს, 20:18

"ძალიან ორგანიზებული გუნდია", - ალისონმა ბარსელონას დამარცხების გზებზე ისაუბრა

"ლივერპულის" გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებებზე ისაუბრა.

დღეს, 20:00

ზიდანის ახალი სამიზნე - რეალი სუპერტრანსფერს გეგმავს

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კლუბის ხელმძღვანელობას მორიგი სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა.

დღეს, 19:55

პუიოლმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:50

პოჩეტინო: "სიტისთან შეხვედრაში ტოტენჰემი მეტს იმსახურებდა"

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემი" სტუმრად "სიტისთან" დამარცხდა - 0:1.

დღეს, 19:45

გვარდიოლა: "დღეს შეიძლებოდა სიტის პრემიერ ლიგა წაეგო"

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, "სიტიმ" შინ "ტოტენჰემი" დაამარცხა - 1:0.

დღეს, 19:40

ბაიერნმა 10-კაციან ვერდერს მინიმალური ანგარიშით მოუგო და პირველობა გაიმყარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ვერდერს" უმასპინძლა.

დღეს, 19:23

რეალი ზღაპრულ კონტრაქტს აფორმებს - საქმე 1,6 მილიარდს ეხება

მადრიდის "რეალი" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ კონტრაქტს აფორმებს.

დღეს, 19:10

პოგბა რეალში? - მადრიდული გრანდის პოზიცია ცნობილია

აქამდე დაიწერა, რომ "რეალი" შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას შეეშვას.

დღეს, 19:05

ფალკაო მილანში? - კოლუმბიელის განცხადება საკუთარ მომავალზე

"მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო ზაფხულში კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს.

დღეს, 19:00

მანჩესტერი დე ხეასა და პოგბას შენარჩუნებას ცდილობს - გეგმა შემუშავებულია

მოგეხსენებათ, პოგბასადმი და დე ხეასადმი ინტერესს ბევრი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორისაა "რეალიც".

დღეს, 18:55

სოლსკიაერი: "კრიტიკოსებმა არ იციან, თუ რა ხდება რეალურად კლუბში"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ახალგაზრდა ფეხბურთელების ძიების სისტემა შეაფასა.

დღეს, 18:50

საბურთალომ მოიგო და პირველი წრე ლიდერის სტატუსით დაასრულა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "სიონსა" და "საბურთალოს" შორის.

დღეს, 18:30

დიდი 10: ბათუმი ფინალშია

დიდი 10: ბათუმი ფინალშია და საკუთარ მოედანზე მეორე ფინალისტს ელის

დღეს, 18:29

ლევან მჭედლიძემ ემპოლიში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში იმართება საინტერესო მატჩი "ემპოლისა" და "სპალს" შორის.

დღეს, 18:24

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში ეტიჰადიდან ქულები წამოიღო

საკუთარ კედლებში გვარდიოლას გუნდი თითქმის აუღებელი ციხესიმაგრეა.

დღეს, 17:34

სიტიმ ტოტენჰემს 18 წლის ფოდენის გოლით მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგისგან სრულიად განსხვავებული მატჩი ვიხილეთ.

დღეს, 17:23

5 ტრავმა, 19 გაცდენილი კვირა - კევინ დე ბრუინის ტრავმების სრული ქრონოლოგია

მიმდინარე სეზონი კევინ დე ბრუინმა ტრავმებთან ბრძოლაში გაატარა.

დღეს, 16:50

დე ბრუინის პრობლემები გრძელდება - ბელგიელი კვლავ დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა

ბელგიელი ნახევარმცველის წარუმატებელი სეზონი გრძელდება.

დღეს, 16:45

მილანმა პარმასთან ქულები დაკარგა - ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება [VIDEO]

სერია ა-ს 33-ე ტურის ეგიდით, "პარმასა" და "მილანს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

დღეს, 16:37

ფეხბურთელები საუკეთესო ახალგაზრდასაც გამოავლენენ - წარდგენილია ექვსი მოთამაშე

საუკეთესო მოთამაშესთან ერთად, ფეხბურთელები საუკეთესო ახალგაზრდასაც აირჩევენ.

დღეს, 16:12

სალაჰის გარეშე! ინლისში სეზონის საუკეთესოს წოდებისთვის ექვსი ფეხბურთელი იბრძოლებს

ინგლისის საფეხბურთო ასოაციაციამ დაასახელა ექვსი ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

დღეს, 15:56

სიტი V ტოტენჰემი: ძირითადი შემადგენლობები - პოჩეტინომ უგო ლორისი არ დააყენა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩის ძირითადი შემადგენლობები გაირკვა.

დღეს, 14:37

ტოტენჰემი იძულებულია, რომ ერიქსენი გაყიდოს - AS

როგორც ჩანს, "დეზები" ერიქსენს ვერ შეინარჩუნებენ.

დღეს, 13:40

გვარდიოლა: "ორ სეზონში იმას მივაღწიეთ, რაც აქამდე, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას მისი გუნდის კრიტიკა აკვირვებს.

დღეს, 13:29

პირველი უარი ატლეტიკოს - ნაპოლის 100 მილიონის მიღება სურს

დიეგო სიმეონემ იტალიელ შემტევს დაუმიზნა.

დღეს, 13:23

ყველა სიახლე