Goal.Ge

შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს


შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

"სევილიასთან" შეხვედრაში, "ბარსელონას" მოუვიდა უარესი, რაც კი შეიძლებოდა, რომ მოსვლოდა...

ლიონელ მესი ფრანკო ვასკესთან ბრძოლაში მოედანზე წარუმატებლად დაეცა და მარჯვენა ხელი აიტკივა, სტადიონი შეძრწა. ექიმები დაახლოებით 10 წუთს ეხვეოდნენ თავს არგენტინელს და მხოლოდ ამის შემდეგ, გადახვეული ხელითა და გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით, მესიმ გასახდელისკენ მიეშურა. მან ამ შეხვედრაში 17 წუთი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოუტინიოზე საგოლე გადაცემა გაეკეთებინა და თავადაც გაეტანა.

ზოგადად, "სევილიასთან" მატჩის 20 წუთში გულშემატკივარმა უამრავი ქმედება იხილა. მათ პატივი მიაგეს 6 ოქტომბერს გარდაცვლილ მომღერალს, მონსერატ კაბალიეს, შემდეგ ორი, შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გატანილი გოლი, "სევილიას" ძელი და მესის ტრავმა. დარჩენილ დროში კი, იყო მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" ხილვის საშუალება. ამან პირველი კითხვა გამოიწვია.

რად ღირს "ბარსელონა" მესის გარეშე?

გუნდის არგენტინელზე დამოკიდებულების შემოწმების საშუალება არც ისე ხშირად ხდება გვეძლევა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში "ბარსას" ეს შესაძლებლობა მიეცა და ტესტმა შემდეგი რამ დაადგინა: გუნდი + მესი = 2:0 "სევილიასთან", თანაც, 20 წუთში. ხოლო მესის გარეშე დარჩენილმა გუნდმა, 70 წუთში, "სევილიასთან", ფრე, 2:2 ითამაშა. დამოკიდებულებაზე კითხვები კიდევ არსებობს?

თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ გოლების რაოდენობით და მატჩის შედეგით არ ისაზღვრება. არგენტინელის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ორივე გუნდს მინიმუმ 5-5 გოლის გატანა შეეძლო. საბოლოო ანგარიში - უკვე ცალკეული დეტალებია. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეოს გარეშე, ფეხბურთელები არამარტო გოლების ნაკლებობას განიცდიან.

შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

მას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ძალიან ცოტას დარბის, მაგრამ, მესიმ ძალიან კარგად იცის, როდის უნდა ჩაერთოს თამაშში და აქცენტი ნახევარდაცვიდან შეტევაზე გადაიტანოს. მას შეუძლია ღრმად, ბურთის ამოსატანად დაბრუნებაც კი, როდესაც ნახევარმცველებს წინსვლის და ბურთის კონტროლის პრობლემა აქვთ.

მესიზე საუბრისას, ჩვენ ხშირად გვავიწყდება მეორეხარისხოვანიფ აქტორები, ისეთი, როგორიცაა მოედნის ხედვა, პრესინგის მიუხედავად პასის გაკეთების შესაძლებლობა, ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანის ცოდნა და მხოლოდ ერთი მოძრაობით თამაშის ასწრაფების საშუალებაც. ეს არის წვრილმანები, რომლებიც საგრძნობლად იკარგება გოლების და საუკეთესოობისათვის ბრძოლის ფონზე. აქედან გამომდინარეობს ცუდი ამბავიც: მესის გარეშე "ბარსა" კარგავს არამარტო გოლეადორს და ასისტენს, არამედ საუკეთესო თვისებების მქონე ფეხბურთელსაც.

სხვა სიტყვებით, "ბარსელონას" ბურთის კონტროლის ხარისხი ეკარგება, მის გარეშე, ბურთის ფლობა სტერილური ხდება. სივრცეების შექმნისთვის, გუნდს გახსნა და გარისკვა უწევს. მესისთან ერთად, ფეხბურთელებს სივრეები გარანტირებული აქვთ, მის გარეშე კი, თითოეულ მოთამაშეს, მეტოქესთან ერთი ერთზე ბრძოლით უწევს სივრცეების გამონახვა.

როგორ უნდა მოთავსდნენ მოედანზე ერთად, კოუტინიო და დემბელე?

როდესაც მესი მოედანზეა, კოუტინიოს და დემბელეს ერთად დაყენება - უდიდესი რისკია. ასეთ შემთხვევაში, ბურთის დაკარგვის შემდეგ, "ბარსა" საგრძნობლად სუსტდება. ანუ, ტოპ-მატჩებისთვის ეს ზედმეტად დიდი რისკია. დემბელე ნახევარმცველი კი არა, ვინგერია, კოუტინიო კი, ცენტრალური ნახევარმცველისთვის, პოზიციას საკმაოდ ხშირად კარგავს, იმისთვის, რომ ბუსკეტსის და რაკიტიჩის გვერდით მშვიდა დდააყენო. მთავარი ისაა, რომ დემბელეც და კოუტინიოც ხშირად ერთ ფლანგზე გადადიან და ასეთ დროს, ეს ფლანგი მეტოქის კონტრშეტევისთვის იდეალურია.

ამიტომ, ვალვერდეს მიერ დემბელეს სკამზე დატოვების გადაწყვეტილება - აბსოლუტურად გასაგებია. ასე, ის მოედნის ცენტრში კიდევ ერთ დისციპლინირებულ ფეხბურთელს იღებს, კოუტინიოს კი მის საყვარელ პოზიციაზე - შეტევის მარცხენა ნახევარფლანგზე აყენებს. ასე ყველაფერი იდეალურადაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დემბელეს შეძენის საჭიროება კვლავ არ არის აშკარა.

ნეიმარის დაკარგვის შემდეგ, პრესაში შეიძლებოდა იმის წაკითხვა, რომ დემბელეს ტრანსფერი, ეგრედწოდებული პანიკური შენაძენია. მაშინ ეს უფრო სპეკულაციებს ჰგავდა, მაგრამ, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და შეკითხვა, თუ რისთვის სჭირდება დემბელე გუნდს - კვლავ არარითორიკულია. ის, რა თქმა უნდა საჭიროა, თუნდაც ისეთი ლამაზი გოლებისთვის, როგორიც მან ჩემპიონთა ლიგაზე, "პსვ-ს" კარსი გაიტანა, მაგრამ, ღირს ეს 100 მილიონი? ასეთი ფულის სანაცვლოდ შესაძლებელია საკვანძო ფეხბურთელის შეძენა, იმის, ვინც თამაშის შეცვლას მოახერხებს.

სიტუაციის წარმოდგენა, რომლის შემთხვევაშიც, დემბელე გუნდში საკვანძო როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ, ამას დიდი ცვლილებები სჭირდება: მაგალითად, სქემის შეცვლა, ეს კი, კიდევ ერთ შეკითხვას იწვევს.

რატომ დაუბრუნდა ვალვერდე 4-3-3-ს?

"ბასკი" - კონსერვატორია. მას უყვარს 4-4-2 სქემა, რომელსაც, ბურთის ფლობის დაკარგვის შემთხვევაში, ნაკლები რისკი მოაქვს. გასულ სეზონში, მისი "ბარსელონა", გასულ სეზონში, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი სწორედ 4-4-2 სქემით ითამაშა, რომელიც, შეტევის დროს, პაულინიოს გადაადგილების ხარჯზე, 4-3-3-ად იქცეოდა. სწორედ მაშინ გაირკვა, რაში სჭირდებოდა გუნდს დემბელე.

არტურო ვიდალის ტრანსფერი გვანიშნებდა, რომ მიმდინარე სეზონშიც იგივე გაგრძელდებოდა. ვიდალი - პაულინიოს იდეალური შემცვლელია, მეტიც, ბრაზილიელთან შედარებით ის გაძლიერებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მსგავს სტილში უკვე მრავალი წლის მანძილზე, თანაც, ტოპ-დონეზე თამაშობს. თუმცა, ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ 4-3-3-ზე გადასვლა, რამაც დემბელეს და კოუტინიოს მოედანზე ერთად გამწესების პრობლემა გამოიწვია. "ბარსელონა" ეპიზოდურად წააგავს წინა სეზონის საუკეთესო ვერსიას, მაგრამ, იშვიათად და არასტაბილურად. შედეგი მესის მოაქვს. ჩვენ იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ ახლა, "ბარსელონა" უფრო დაბალანსებული გუნდია, ვიდრე ლუის ენრიკეს გუნდში ყოფნის ბოლო სეზონში. ვიდალი კი, საერთოდაც, პრობლემად იქცა.

შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

რატომ არ თამაშობს არტურო ვიდალი?

ჩილელი სკამზე ჯდომით იმდენად დაიღალა, რომ უკვე სიბრაზის გამოჩენა დაიწყო. კი, მან მოიბოდიშა, კლუბი მას გაესაუბრა, ვალვერდემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა შეიგნო, რომ საკუთარ თავს უფრო ავნო, ვიდრე ვინმ სხვას და ეს სწორია. მაგრამ, ეს არ გვცემს პასუხს იმაზე, თუ რატომ არ თამაშობს ვიდალი.

შესაძლოა, ივან რაკიტიჩმა ერნესტო ვალვერდეზე რაღც საიშუმლო იცის. სხვაგვარად, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ თამაშობს 30 წლის ხორვატი, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დამღლელი როლი აკისრია, თითქმის ყველაზე მეტს. რაკიტიჩი შესანიშნავია, საუბარი არ არის, მაგრამ, ცოტა არ იყოს გასაკვირია როტაციის არ არსებობა, როდესაც ერთ პოზიციაზე ორი მშვენიერი ფეხბურთელია გუნდში. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ "სევილიასთან" შეხვედრაში, პირველივე წუთებიდან მოედანზე არტური გამოჩნდა, მეორე ტაიმში კი, მის ნაცვლად მოედანზე ვიდალი არ გამოჩენილა. თუ არ ჩავთვლით მესის იძულებით ცვლილებას, ვალვერდემ მოედანზე სერხი რობერტო და მუნირი შეიყვანა - ორივე, როდესაც შედეგი უკვე ეჭვებს არ იწვევდა. შეიძინო ტოპ-ფეხბურთელი, უმნიშვნელოვანესი პოზიციისთვის და მისი აღზრდით დაკავდე, იმის ნაცვლად, რომ ათამაშო? გასაკვირია.

მიმდინარე სეზონის სტარტზე, "ბარსელონას" ხშირად ძალიან არ უმართლებდა. როდესაც გუნდი მატჩებს ვერ იგებდა, თითქმის ყოველთვის, დომინირებდა და იმდენ საგოლე მომენტს ქმნიდა, მინიმუმ გამარჯვებისთვის რომ საკმარისი ყოფილიყო. "ბარსა" - ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ, გუნდს ისეთი მიზნები აქვს, რომლის შესრულებასაც არა დიდი სიძლიერე, არამედ იდეალურობა სჭირდება...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი 10: არმიამ ბოლო ადგილს თავი დააღწია, ექვსეულისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება

დიდი 10: არმიამ ბოლო ადგილს თავი დააღწია, ექვსეულისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება

გუშინ, 23:12

ვინ გახდა საქართველოს საუკეთესო მოთამაშე შვეიცარიასთან მატჩში?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო შვეიცარიას დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

გუშინ, 21:37

გიორგი ქვილითაია: "ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და ირლანდიაზე გადავერთვოთ"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შვეიცარიასთან მატჩი შეაფასა.

გუშინ, 21:31

გიორგი ლორია: "ირლანდიასთან შანსები 50-50-ზეა, დანარჩენი მოედანზე გაირკვევა"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 21:25

გურამ კაშია: "მარცხენა ფლანგი ჩემი პოზიცია არ არის და რაც შემეძლო, ის გავაკეთე"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან წაგებული შეხვედრა შეაფასა.

გუშინ, 21:18

კაკაბაძე: "ირლანდიაში აუცილებლად მოსაგებად ჩავალთ"

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

გუშინ, 21:11

საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან მცველი გამოაკლდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები მიიღო და 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 21:05

ვაისი: "სამწუხაროდ 90 წუთს შვეიცარიის დონის გუნდთან მაღალ დონეზე ვერ ვატარებთ"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები მიიღო და...

გუშინ, 20:50

ვაისი: "კვერკველიამ თვითონ იცის, რატომ არ ვათამაშე"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები მიიღო და 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 20:35

შვეიცარიის მწვრთნელი: "საქართველოს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები მიიღო და...

გუშინ, 20:29

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი წაგებით დაიწყო [VIDEO]

ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დასრულდა, სადაც საქართველომ შვეიცარიას უმასპინძლა.

გუშინ, 19:56

საქართველოს ნაკრების სასრტარტო 11-ეული შვეიცარიასთან

რამდენიმე წუთში დაიწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის.

გუშინ, 17:25

აზარმა თავისი საყვარელი ფეხბურთელები დაასახელა

"ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:09

ვინ შეცვლის სარის? - ჩელსიში ორი მთავარი კანდიდატი შეარჩიეს

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მაურისიო სარის მუშაობით უკმაყოფილოა.

გუშინ, 17:06

ბერნარდესკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

"იუვენტუსის" შემტევის, ფედერიკო ბერნარდესკის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

გუშინ, 17:03

რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია ა-ში?

არ არის გამორიცხული, ნაჩო ფერნანდესმა ზაფხულში "რეალი" დატოვოს.

გუშინ, 17:00

დე ლიგტმა სასურველი კლუბი საბოლოოდ აირჩია

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 16:57

კოვაჩიჩი რეალში დაბრუნდება? - ხორვატის პოზიცია ცნობილია

მოგეხსენებათ, მატეო კოვაჩიჩი "რეალის" საკუთრებაა და "ჩელსიში" იჯარის წესით თამაშობს.

გუშინ, 16:52

ხავიმ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ესპანელმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 16:41

ძანიოლოსთვის 4 ევროპული გრანდი იბრძვის

"რომას" ნახევარმცველმა, ნიკოლო ძანიოლომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 16:33

რაბიოსთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო, დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:26

მანჩესტერმა სანჩესის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, ზაფხულში ალექსისმა "იუნაიტედი" დატოვოს.

გუშინ, 16:18

არსენალი მხითარიანის გაყიდვაზე ფიქრობს

"მეთოფეებმა" შესაძლოა სომეხი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენონ.

გუშინ, 15:50

ალენია: "ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ამ ფაქტს და მესის თამაშით დავტკბეთ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, კარლოს ალენიამ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 14:55

ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ინგლისის ნაკრების ისტორიაში

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 14:50

ვის შეხვდება ბასილაშვილი მაიამის ტურნირის 1/16 ფინალში?

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

გუშინ, 14:40

პირველი რამ, რაც ზიდანმა რეალში დაბრუნების შემდეგ გააკეთა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი მარკო ასენსიოზე დიდ იმედებს ამყარებს.

გუშინ, 13:46

კურტუა: "საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ"

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ, აღნიშნა, რომ საკუთარი თავი ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიაჩნია.

გუშინ, 13:34

ტოჩინოშინმა მოიგო! - ხვალ ქართველს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის

ჰარუ ბაშოს მე-14 დღეს, ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა მორიგი ბრძოლა გამართა.

გუშინ, 12:56

რამდენი ბილეთია გაყიდული მატჩამდე 5 საათით ადრე?

დღეს, 18 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების წლის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.

გუშინ, 12:35

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები