Goal.Ge

სენსაცია ჩემპიონთა თასზე: ჩემპიონი საფრანგეთში დამარცხდა [VIDEO]


სენსაცია ჩემპიონთა თასზე: ჩემპიონი საფრანგეთში დამარცხდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. მოქმედი ჩემპიონი "ლენსტერი" "სტად ერნესტ ვალონზე" ადგილობრივ "ტულუზთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

"ტულუზი" კარგი და ძლიერი გუნდია, თუმცა "ლენსტერი" იმდენად მაგარ ფორმაში გახლავთ, რომ მისი დამარცხება ნამდვილად მოულოდნელობა გახლდათ.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და საწყის ათ წუთში ტომას რამოსმა ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მე-13 წუთზე მასპინძელთა 9 ნომერმა სებასტიან ბეზიმ მეტოქის ლელოდან 5-მეტრის მოშორებით, გრძელი პასით რამდენიმე მოთამაშე გამოტოვა და ფრთაზე მაქსიმ მედარს გაუტანა ბურთი, რომლის შეჩერება ირლანდიელებმა ვერ შეძლეს და პირველი ლელო მიიღეს, გარდასახვა ზუსტი არ იყო.

ამის შემდეგ "ლენსტერიც" გამოცოცხლდა და ჯონათან სექსტონმა ორი ზუსტი ჯარიმა დაარტყა, ხოლო 32-ე წუთზე ჯეკ კონანმა ბრწინვალედ ითამაშა, ხაზი გაჭრა და ბოლოს შონ ო'ბრაიანს დაადებინა ლელო, რომელიც სექსტონმა გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ტაიმის ბოლოს კი კვლავ ფრანგებმა იყოჩაღეს: 37-ე წუთზე სელევასიო ტოლოფუამ მშვენივრად ითამაშა, სოფიან გუტონის 22-თან ბრწყინვალე ოფლოუდი ამოუგდო, რომელმაც ერთი მოთამაშე გააბითურა და ლელო დადო, რომელიც ტომას რამოსმა გარდასახა და ტაიმი 21:13 დასრულდა.

მეორე ნახევარი ირლანდიელებმა კარგად დაიწყეს და მალევე ლელო გაიტანეს: 45-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქის 5-იანთან აუტი მოაწოდეს, რომელიც მოიგეს და მოლი შეკრეს, რომლის შეჩერებაც ფრანგებმა შეძლეს და "აიღე და მიეძალე" გაჩაღდა. მასპინძლებმა რამდენიმე ფაზას გაუძლეს, მაგრამ საბოლოოდ ჯეიმს რაიანის შეჩერება ვეღარ მოახერხეს და მან ბურთი ლელოში გადადო, სექსტონი კი ისევ ზუსტი იყო. ხუთიოდე წუთში ირლანდიელებმა კვლავ მძლავრად შეუტიეს, ჯონათან სექსტონმა შონ კრონინს შიგნით შეუბრუნა ბურთი, რომელიც ლელოში შევარდა და ოვალი ძელებს შუა დაამიწა, იმის მიუხედავად, რომ მის შეჩერებას სამი კაცი ცდილობდა. რასაკვირველია, სექსტონმა იოლი გარდასახვა გაიტანა და საკუთარი გუნდი 6 ქულით გაიყვანა წინ.

"ლენსტერი" შეტევებს განაგრძობდა, რა დროსაც საბედისწერო შეცდომა დაუშვეს: 68-ე წუთზე თამაში "ტულუზის" 22-თან მიმდინარეობდა, რა დროსაც 9 ნომერს ლუკ მაკგრეთს ლუი მედოლმა ბურთი ჩაუჭრა და თავადვე წამოიღო მოედნის ცენტრამდე, შემდეგ ჰუჟეს გაატანა ბურთი, რომელმაც პლასინს ამოუგდო ოვალი, ამ უკანასკნელმა კი ბეზის უპასა, რომელმაც მედარდს გადააწოდა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ბრწყინვალე შეტევა ლელოთი დააგვრიგვინა, ტომასმა გარდასახვა კვლავ გაიტანა და "ტულუზმა" შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა - 28:27.



კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა შედგა "კინგსტონ პარკზე", სადაც "ნიუკასლ ფალკონსმა" "მონპელიე" უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა. გაწითლებულ დროს ცხრა წუთით (!) გადაცდა, როდესაც ინგლისელებმა მთელი 40-ფაზიანი (!) შეტევა კალუმ ჩიკის ლელოთი დასრულდა და მასპინძლებმა 23:20 იმარჯვეს. "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში ბურჯების პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა იყვნენ. ჩილაჩავა 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნარიაშვილმა მე-60 წუთამდე ითამაშა.



დღის კიდევ ერთი მატჩი "კარდიფ არმს პარკზე" შედგა, სადაც ადგილობრივი "კარდიფ ბლუზი" "გლაზგო უორიორსთან" 12:29 დამარცხდა.



შაბათს ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა "სარასენმა" საკუთარ მოედანზე "ლიონი" დამაჯერებლად 29:10 დაამარცხა.



საფრანგეთის ჩემპიონმა "კასტრმა" ინგლისის ვიცე-ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" მიიღო და იმის მიუხედავად, რომ 45 წუთის განმავლობაში ფრანგები 14 იყვნენ, მაინც იმარჯვეს - 29:25.



"ედინბურგმა" "მარიფილდზე" კრიზისში მყოფ "ტულონს" დიდი ანგარიშით 40:12 სძლია.



ირლანდიურმა "მანსტერმა" კი შინ "გლოსტერს" 36:22 მოუგო.

დააჭირეთ მიმოხილვის სანახავად

დარჩენილ სამ მატჩზე კი უკვე ვისაუბრეთ.

სატურნირო მდგომარეობა

სენსაცია ჩემპიონთა თასზე: ჩემპიონი საფრანგეთში დამარცხდა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მოურინიოს პროგნოზი

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს.

დღეს, 19:43

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის გუნდი შეადგინა.

დღეს, 19:35

კაპელო: "რეალი ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონს უმზადებს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:00

ჩელსიმ აზარს ფასი დააკლო - რეალში ტრანსფერი ახლოვდება

"ჩელსი" მზადაა ნახევარმცველ ედენაზარს ფასი დააკლოს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

დღეს, 18:55

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

ყველა კლუბს ჰყავს შეუმჩნეველი თანამშრომელი, რომელზეც ყველა გიჟდება.

დღეს, 18:31

რამდენი აქვს დახარჯული ტრანსფერებში სიტის გვარდიოლასთან ერთად?

მოგეხსენებათ, გუშინ, "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან "ტოტენჰემმა" გამოთიშა.

დღეს, 18:30

"რომელ გუნდს გავწვრთნი?", - კონტეს განცხადება საკუთარ მომავალზე

"იუვენტუსისა" და "ჩელსის" ექს-მწვრთნელი, ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:25

ჩელსიმ აზარის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს.

დღეს, 18:20

სალაჰს ლივერპულიდან წასვლა უნდა? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" დატოვება სურს.

დღეს, 18:15

ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი

მსოფლიოს ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გამოცემა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საუკეთესო 10 მომენტს გამოყოფს.

დღეს, 18:05

რა აერთიანებს მანჩესტერის ლურჯ და წითელ ნაწილს? - სიძულვილი ჩაკირის მიმართ

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" 1/4 ფინალური დაპირისპირება ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

დღეს, 17:51

როცა აიაქსი ბოლოს ნახევარფინალში გავიდა, ამ გუნდის 4 ფეხბურთელი დაბადებულიც არ იყო

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "აიაქსმა" "იუვენტუსი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 17:04

ნაპოლიმ კულიბალის ფასი დაადო

"ნაპოლის" 27 წლის ცენტრალურ მცველზე, კალიდუ კულიბალზე დიდი მოთხოვნაა და მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს.

დღეს, 16:59

დიეგო სიმეონემ მესი დაიცვა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლეო მესი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

დღეს, 16:56

სილვა: "ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან ტოტენჰემს 3 დღეში კვლავ ვხვდებით"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 4:3 მოუგო, თუმცა სტუმრად გაშვებული გოლების გამო ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 16:52

ვან დეიკი: "ნამდვილად არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 16:49

პოჩეტინო: "როდესაც VAR-ი შენს წინააღმდეგ არის, უნდა შეეგუო"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ სიტის" გაუქმებულ გოლზე ისაუბრა:

დღეს, 16:47

სიმეონე: "გუნდს იმ სტილით ვათამაშებ, რაც შეესაბამება"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებენ.

დღეს, 16:44

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი თავის გუნდზე: "მათ 4 ტრანსფერი სჭირდებათ"

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოვენ ჰარგრივზმა თავისი ყოფილი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:41

ანჩელოტი: "რონალდუ 40 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე ითამაშებს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ შეაქო.

დღეს, 16:36

რონალდუს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს?!

La Repubblica-სა და Diario Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსში" განხეთქილებაა.

დღეს, 16:24

რეალის 4 სატრანსფერო სამიზნე

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ედენ აზარის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 15:31

მანე: "მინდა, რომ ლეგენდა გავხდე, არა მხოლოდ ლივერპულის"

"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ თავის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 15:20

რეშფორდის ულტიმატუმი - ხელფასის მომატება ან ბარსელონაში გადასვლა

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.

დღეს, 15:09

ლივერპულმა ახალი ფორმა წარადგინა

"ლივერპულმა" 2019-2020 წლის სეზონისთვის ახალი ეკიპირება წარადგინა.

დღეს, 14:57

ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა

De Telegraaf-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის მომავალი გაირკვა. ამსტერდამის "აიაქსის" მწვრთნელი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

დღეს, 14:49

Marca: რეალი პოგბას თავს ანებებს?!

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას შეძენა შესაძლოა გადაიფიქროს.

დღეს, 14:43

საქართველოს თასი - ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალების ყველა მატჩი დასრულდა.

დღეს, 14:20

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" წყვილში ბევრი სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინის დუელს ელოდა.

დღეს, 14:08

დავით ხოჭოლავა უკრაინის თასის ფინალშია

უკრაინის თასის ნახევარფინალში დონეცკის "შახტარი" "დნიპრო 1"-ს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 14:06

ყველა სიახლე