Goal.Ge

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც


რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

იტალიელი "რეალს" ჯერ მოაწესრიგებს, შემდეგ კი, გაძლიერებას მოითხოვს.

ფლორენტინო პერესი თითქოს სულელი არ არის, მაგრამ, ზოგჯერ, მართლაც იდიოტურ საქციელებს სჩადის. უკანასკნელად, მსგავსი რამ ზაფხულის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც პრეზიდენტმა უბრალოდ მოპარა ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს პერესს არა ტოპ-მწვრთნელის გაფორმება, არამედ ესპანური მედიის გაოცება სურდა, რომლებიც ზიდანის შემცვლელად უამრავ კანდიდატს ასახელებდნენ, მაგრამ, ვერ გამოიცნეს.

თუმცა, მწვრთნელის შერჩევისას, როგორც ჩანს, პერესმა ვიკიპედია არ დაიხმარა. არადა, საჭირო იყო. იქ ნათლად წერია: "რეალთან" ერთად წარმატებას აღწევენ მხოლოდ ორი კატეგორიის მწვრთნელები: 1) რომლებიც გუნდის ბაზაზე გენიალური მწვრთნელის რანგით მოვიდნენ ან 2) რომლებიც წარსულში თავად იყვნენ ამ გუნდის სუპერვარსკვლავები. მაგალითი: დელ ბოსკე, კაპელო, მოურინიო, ანჩელოტი და ზიდანი - ზეწოლას გაუმკლავდნენ. კეირუში, კამაჩო, რემონი, ლუშემბურგუ და ბენიტესიც კი - ვერა. აშკარაა, რომ "ბლანკოსის" ფეხბურთელებს ყოველთვის სჭირდებათ ვინმე ავტორიტეტული და თანაც, უმჯობესია, საკუთარი ფილოსოფიაც გააჩნდეს.

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

ლოპეტეგი - აშკარად მეორე კატეგორიიდანაა, ანუ ლუზერი. ის ბრაზობს ტექნიკურ ზონაში, პრესკონფერენციებზე ბანალურად საუბრობს და იყენებს ისეთი მწვრთნელების რიტორიკას, რომელთაც გათავისუფლებამდე ცოტა აქვთ დარჩენილი. ფრაზა, რომელიც მან, სულ ახლახანს გამოიყენა: "სეზონის ბოლოსკენ ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით" - გულისხმობს გაგრძელებას, "მაგრამ უკვე ჩემს გარეშე". ბასკისთვის კარგად არის ცნობილი - უგოლო სერიამ ის უფსკრულის წინაშე დააყენა, ხოლო "ბარსელონა", დიდი ალბატობით, მას ამ უფსკრულში ჩააგდებს და მადრიდულ კარიერას საბოლოოდ დაუსრულებს.

ხულენი ზედმეტად გამოუცდელი და მოუმზადებელი გამოდგა ასეთი გამოწვევისთვის, მაგრამ, მას იმდროისთვის საუკეთესო კლუბის წინადადების უარყოფა არ შეეძლო. ამაში ესპანელის ბრალი არაფერია - უბრალოდ, მისი ირწმუნეს, მან კი ვერ გაამართლა. ასეც ხდება, განსაკუთრებით "რეალში", სადაც მოთმინება არავის უყვარს.

როგორც ჩანს, ხულენს ანტონიო კონტე შეცვლის - ეს კი, უკვე, გააზრებული და ადეკვატური გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში, ბაზარზე ამჟამად მასზე სოლიდური და ძლიერი არავინ მოჩანს. მეორე - "ჩელსიში" მომხდარი ისტორიის შემდეგ, იტალიელი ნაწყენი და გაბრაზებულია - ასეთ დროს, მოტივაცია, შრომისმოყვარეობაში და შესაბამისად, დიდებული იდეების გენერაციაში გადაიზრდება.

მესამე - კონტეს სტატუსის მხრივ სრული წესრიგი აქვს. შეუძლებელია არ სცემდე პატივს ადამიანს, რომელმაც მოიგო სერია ა, პრემიერ ლიგა და საკმაოდ ღირსეულად იმუშავა იტალიის ნაკრებშიც. მეოთხე - ანტონიო კონტე ცნობილი ტაქტიკოსია - აშკარად ვალვერდეზე ძლიერი და ალბათ, დაახლოებით სიმეონეს დონეზე მყოფი. "რეალისთვის" კი, ეს ფაქტორი - უმნიშვნელოვანესია. დროა, ესპანეთის უიშვიათესი ჩემპიონობის საკითხი დასრულდეს.

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ მოიქცევა კონტე ექსტრემალურ ვითარებებში, როდესაც არ არის არც წინასასეზონო მომზადება, არც სქემის შეცვლის და ფეხბურთელებთან შეჩვევის დროს. ტურინშიც და ლონდონშიც ის სეზონისთვის მშვიდად ემზადებოდა და დიდწილად სწორედ ამის გამო, შედეგი მალევე მოჰქონდა. განსაკუთრებით სასახელო იყო "ჩელსის" პირველი სეზონი, როდესაც კონტემ ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა ჰიპერ-ეფექტური 3-5-2, შემდეგ კი, სეზონის ბოლომდეც მშვიდად მივიდა და ჩემპიონიც გახდა.

"ბერნაბეუზე" ასეთი რამ ვერ გაჭრის: საჭიროა ფიქრი არა სტაბილურ სქემაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ უნდა უნდა გაიტანოს გოლები. თუმცა, "რეალი" მწვრთნელის შეცვლაზე ტრადიციულად კარგად რეაგირებს, ანუ კონტეს ყველანაირი შანსი აქვს იმისთვის, რომ უბრალოდ სიახლის ხარჯზე გადაურჩინოს გუნდს სეზონი, რომელიც სრული სვლით ჯოჯოხეთსა და სირცხვილისკენ მიემართება.

პრობლემები მოგვიანებით გამოჩნდება. ანტონიოს მთავარი მინუსი - ფეხბურთელებთან ურთიერთობაა: ერთი ნაწილისთვის ის ძმად და მასწავლებლად იქცევა (პირლო და ბონუჩი კონტეს საუკეთესოს უწოდებდნენ), სხვებისთვის კი - მტრად და მოღალატედ (დიეგო კოშტა და ვილიანი). ესპანეთის გამო, სადაც ნებისმიერ ცუდ მზერას და შეურაცხმყოფელ სიტყვას პრესაში ავრცელებენ, იტალიელს სტილის შეცვლა და დიპლომატიურობა მართებს. თუ ვერ შეძლებს - იმაზე უფრო მეტად მოსპობენ, ვიდრე ინგლისში.

ანტონიოს მეორე მინუსი - ტრანსფერებზე ჩაციკლვაა. "თქვენ მე ან არავის მყიდულობთ, ან მოგყავთ ის, ვინც საჭირო არ არის," - კონტეს საყვარელი პრეტენზიაა. "რეალშიც" ანალოგიურად იქნება: პერესი ახალგაზრდების მოწვევის იდეით არის შეპყრობილი, მწვრთნელს კი, ამჟამინდელი შედეგის მისაღწევად რომელიმე კრაუჩი ან ენდი კეროლი დასჭირდება (ასე იყო "ჩელსიში").

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

ამას მოჰყვება სკანდალი, გათავისუფლება, კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადახდილი თანხა. ანუ, ყველაფერი იტალიურად.

მაგრამ, კონტეს დანიშვნის მთავარი ინტრიგა - ჩემპიონთა ლიგაა. ერთის მხრივ, "რეალმა" ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს ტურნირი და შედეგებს წარდგენა არ სჭირდება. მეორე მხრივ კი - კონტე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც კი არასდროს გასულა და საერთოდ, ორმატჩიან დუელებს არც ისე კარგად ატარებს. მადრიდში ერთ-ერთი ტრენდი შეწყდება: ან ალენატორე ლონდონელი ჰეიტერების სასიხარულოდ, ნაადრევად გამოვარდება, ან კი აბრამოვიჩს დაუმტკიცებს, რომ მისმა "ჩელსიმ" ის მაურიციო სარიზე სულ ტყუილად გაცვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ალბა ენრიკეზე: "დასავიწყებელი არაფერია"

2-თვიანი პაუზის შემდეგ, ლუის ენრიკემ ხორდი ალბა ესპანეთის ნაკრებში დააბრუნა.

დღეს, 01:51

წურწუმიამ რუსი სპორტსმენი დაამარცხა, ოქროს მედალი მიიღო და მის წინ საქართველოს დროშით ირბინა [VIDEO]

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმიამ 55 კილოგრამამდე წონის კატეგორიაში რუსი სპორტსმენი ვიტალი კაბალოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მიიღო.

დღეს, 00:01

ოფიციალურად: რეალმა სოლარის 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანტიაგო სოლარის კლუბმა 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გუშინ, 23:26

ბალოტელიმ მანჩესტერს დასცინა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 23:03

რამდენი მილიონი აქვს მოურინიოს მანჩესტერში დახარჯული?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერის" დირექტორი გეგმავს, რომ მოურინიოს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ფუნტი გამოუყოს.

გუშინ, 22:57

ვიდიჩმა ყველაზე რთულად შესაჩერებელი ოპონენტი დაასახელა

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ნემანია ვიდიჩმა კლუბში ასპარეზობის პერიოდი და მეტოქეები გაიხსენა.

გუშინ, 22:53

ფიგუმ ნეიმარის რეალში ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:43

რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ მოურინიოს?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, რომ "მანჩესტერი" ჟოზე მოურინიოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაათავისუფლებს.

გუშინ, 22:36

სად ასპარეზობდა ჯო კოული ბოლო წლებში, რომელმაც დღეს კარიერა დაასრულა?

ალბათ, ფეხბურთის ბევრ მოყვარულს ჯო კოულის საფეხბურთო კარიერა აღარც ახსოვდა, თუმცა მან საბოლოოდ ბუცები კედელზე დღეს ჩამოკიდა.

გუშინ, 22:33

მანჩესტერი და ჩელსი ნაპოლის მცველისთვის იბრძვიან - GOAL

24 წლის მარჯვენა მცველი იტალიურ გუნდში 2015 წლიდან გამოდის, მანამდე კი "ემპოლიში" ირიცხებოდა.

გუშინ, 22:29

"ოზილს წელიწადში 36 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა არ წავიდა", - აგენტი

30 წლის გერმანელმა, კლუბთან კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა (2021 წლამდე).

გუშინ, 22:26

იანგმა მანჩესტერს ულტიმატუმი წაუყენა - ESPN

ამერიკული გამოცემა ESPN წერს, რომ ეშლი იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ულტიმატუმი წაუყენა.

გუშინ, 22:22

იუვენტუსი ხამესის ტრანსფერზე მუშობს - Calciomercato

იტალიური გამოცემა Calciomercato წერს, რომ "იუვენტუსს" ხამეს როდრიგესის დამატება სურს.

გუშინ, 22:18

ერიქსენის ბედი საბოლოოდ წყდება? - ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა

კრისტიან ერიქსენმა მის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:14

იუვენტუსს დორტმუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავი სურს - Calciomercato

იტალიური გამოცემა Calciomercato წერს, რომ "იუვენტუსი" "დორტმუნდთან" მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.

გუშინ, 22:09

ნასრის 18-თვიანი ბანი სრულდება - ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში განაახლებს - Sky Sports

2016 წელს, სამირ ნასრის დოპინგის მიღება დაუდგინდა, რის გამოც მას ფეხბურთში მოღვაწეობა 18 თვით აეკრძალა.

გუშინ, 22:06

ლამელამ ტოტენჰემის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა

ბრიტანული პრესა ერიკ ლამელას სავარაუდო ტრანსფერზე წერდა.

გუშინ, 22:03

Goal.com-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა - მესი სამეულში არც აქ არის

ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal.com-მა, წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული დაასახელა.

გუშინ, 21:16

რეალისა და კონტეს ჩავარნდილი მოლაპარაკებების მიზეზი ცნობილია - რას ითხოვდა იტალიელი კლუბისგან?

მადრიდის "რეალს" და ანტონიო კონტეს შორის ჩავარდნილი მოლაპარაკების ახალი დეტალები გაირკვა.

გუშინ, 19:52

ჯოკოვიჩი რონალდუზე: "მაგარია, რომ ჩოგბურთს ასეთი ფანი ჰყავს!"

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ჯონ იზნერთან გუშინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს კორტზე ყოფნა შეაფასა.

გუშინ, 19:37

ინიესტა: "მეწყინება თუ არა ნეიმარის რეალში გადასვლა?"

ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონურ კლუბში ასპარეზობს, ნეიმარის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:32

ATP ლონდონი: ანდერსონმა ნიშიკორის გადაუარა

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის მესამე სათამაშო დღე მოულოდნელი შედეგით დაიწყო.

გუშინ, 19:31

ფრანგი ჩოგბურთელი: "ფედერერი ავტორიტეტით სარგებლობს!"

36 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა, ჟულიენ ბენეტუმ, რომელმაც გაზაფხულზე დაასრულა კარიერა, ისაუბრა პრივილეგიებზე, რომლითაც როჯერ ფედერერი სარგებლობს.

გუშინ, 19:27

სანჩესი რეალში? აგენტმა ფეხბურთელი მადრიდელებს თავად შესთავაზა - AS

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, ალექსის სანჩესი, იმედს არ კარგავს, რომ ზამთარში გუნდს დატოვებს.

გუშინ, 19:26

"საზღვარგარეთ მუშაობა შესანიშნავი იქნებოდა", - ალეგრი იუვენან წასვლას აპირებს?

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიალიანო ალეგრიმ, საზღვარგარეთ მუშაობა არ გამორიცხა.

გუშინ, 19:21

"ნამდვილი ემოცია, 1000-ობით ქართველი ქომაგი", - რას წერს მსოფლიო რაგბი ჰიმნის შესრულებაზე?

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე საქართველო, კერძოდ კი თბილისი მოხვდა.

გუშინ, 19:16

იზნერი: "ჯოკოვიჩმა უბრალოდ უკანალი ამიწითლა"

მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა, ჯონ იზნერმა, ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან მარცხი შეაფასა.

გუშინ, 19:16

"იმედია, ერთ დღესაც ბარსელონაში დავბრუნდები", - ინიესტამ ბარსადან წასვლის მიზეზი დაასახელა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახვარმცველმა, იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც, კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

გუშინ, 19:15

იუვენტუსს გუნდში იტალიელ ფეხბურთელთა რაოდენობის გაზრდა სურს და 3 მოთამაშეს დაუმიზნა

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას გუნდში იტალიელთა საერთო რაოდენობის გაზრდა სურს.

გუშინ, 19:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები