Goal.Ge

დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა


დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა

დიდი 10-ის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი კლუბი, რომელიც ამ ტურამდე ცხრილის სათავეში იდგა, მოქმედ ჩემპიონს, მეორეადგილოსან "ლოკომოტივს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სამქულიანი სხვაობით აჯობა.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 80 წუთმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და "ლოკომოტივს" ბოლო წამამდე შეეძლო თამაშის გარდარჩენა, თუმცა აჭარლებმა თავის დაცვა კარგად მოახერხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს.

შეხვედრის პირველი ლელო ძალიან მალე გავიდა: მეოთხე წუთზე გიორგი ბეგაძემ მოედნის ცენტრთან რაქიდან გამოიტანა ბურთი და მარჯვნივ გაიტანა, რომელიც კარგად ჩაათამაშეს და იოანე ხელაიას გაუტანეს ბურთი, მან კი ზურაბ ძნელაძეს 22-თან შიგნით შეუბრუნა ბურთი და "ტურბოს" შეჩერება ვეღარავინ მოახერხა, ბექა წიკლაურის გარდასახვა ზუსტი არ იყო.

"ბათუმმა" პირველი ქულები 22-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც მამუკა ნინიძემ ახლო მანძილიდან იოლი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ლელო 29-ე წუთზე დადეს - გოგოლაძემ ბურთი ფეხით გაიგდო წინ და ლელოსაც დადებდა, მაგრამ გოგოლაშვილმა დაასწრო და ფეხით აუტში გადააგდო, რომელიც მამრიკიშვილმა კარგად მოაწოდა და მოლი შეიკრა, რომლის შეჩერებაც თბილისელებმა ვერ შეძლეს და ბურთი ლელოში საბა შუბითიძემ დაამიწა, გარდასახვა მამუკა ნინიძემ შეასრულა ზუსტად და ტაიმი 10:5 დასრულდა.

36-ე წუთზე დაშავდა მასპინძელთა კაპიტანი გიორგი თხილაიშვილი, რომელიც ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და შეძლებს თუ ვერა ნოემბრის ტესტებზე თამაშს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი დაზიანება მიიღო სტუმართა შუამარბმა გიორგი ტალახაძემ, რომლის ნაცვლად გიგა გაგოშვილი ჩაერთო.

43-ე წუთზე კი "ლოკომოტივმა" საშინლად ითამაშა, საკუთარ 22-ში მოყოლებით ერთმანეთზე უარესი პასები გააკეთა და დურმიშხან ჯაბნიძეს ლელო აჩუქა. აღსანიშნავია, რომ განმეორებაში გამოჩნდა, რომ ჯაბნიძემ ბურთი თითქოს ვერ დაამიწა, მაგრამ ამ თამაშში ვიდეორეფერი არ იყო და ლელო ჩაითვალა, რომელიც ნინიძემ გარდასახა.

"რკინიგზელებმა" საპასუხო ლელო ორიოდე წუთში გაიტანეს, ზურაბ ძნელაძემ მამუკა ნინიძეს მოედნის ცენტრთან პასი ჩაუჭრა, თავად გაირბინა ლელომდე და დუბლი გაიფორმა, წიკლაურს კი რეალიზაცია კვლავ გაუცუდდა. 52-ე წუთზე კი თბილისელებმა წონასწორობა აღადგინეს, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, გიორგი ბეგაძემ ლელოდან ორიოდე მეტრის მოშორებით დაჩი კოპაძეს დაატყმევინა და ამ უკანასკნელმაც ლელო დადო, წიკლაურმა კი პირველი გარდასახვა გაიტანა.

58-ე წუთზე ნინიძემ ჯარიმა გაიტანა და კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი, ხოლო სამ წუთში წიკლაურმა ანალოგიურად უპასუხა და ტაბლოზე კვლავ თანაფარდობა აღდგა. "ბათუმმა" გადამწყვეტი ჯარიმა 66-ე წუთზე გაიტანა: მეტოქის 22-თან საკუთარ შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ნინიძემ 3 ქულად აქცია.

შეხვედრის ბოლო წუთებზე მატჩი ძალიან დაიძაბა: 74-ე წუთზე მოედანზე ორიოდე წუთით ადრე შესულმა ნუკრი ფერსელიძემ დაჩი კოპაძე უხელებოდ შებოჭა და ყვითელი ბარათი მიიღო. "ლოკომოტივმა" ბოლო წუთებზე კარიდან დაახლოებით 45 მეტრში ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ კარში დარტყმას და შესაძლო ფრეს, მოგება და ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ "ბათუმმა" სტუმართა ყველა მიძალებას გაუძლო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 23:20.

"ბათუმმა" 28 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, "ლოკომოტივს" 4 ქულით გაუსწრო.

დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა

დღის მეორე მატჩი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "ჯიქი" ქუთაისის "აიას" დაუხვდა და ძალზე დასანანი მარცხი განიცადა. გორელები 55-ე წუთამდე მეტოქეს 20:5-ს უგებდნენ, თუმცა დასკვნით 15 წუთში ორი გარდასახული ლელო გაუშვეს, 78-ე წუთზე კი დაჯარიმდნენ, რომელიც ლაშა ლომიძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა - 20:22.

აღსანიშნავია, რომ გორელებმა ორი ჯარიმა და ორი გარდასასხვა ააცილეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

"აიამ" კი სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ქუთაისელები 18 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ, ხოლო "ჯიქი" 12 ქულით მეშვიდეა. ტურის დასკვნითი შეხვედრა შაბათს გორში გაიმართება, სადაც "აკადემია" პატარძეულის "ვეფხვებს" დაუპირისპირდება.

ჯიქი - აია 20:22 (10:5)

ბათუმი - ლოკომოტივი 23:20 (10:5)


სატურნირო მდგომარეობა

დიდი 10: ბათუმმა ჩემპიონი დაამარცხა და დამაჯერებლად გალიდერდა

ბათუმი - ლოკომოტივი: ივანე ბაკურაძის ფოტო

ჯიქი - აია: გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიგაზე ისაუბრა: სვანიძემ საინტერესო იდეა გაამხილა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიგაზე ისაუბრა: სვანიძემ საინტერესო იდეა გაამხილა

დღეს, 04:57

ჰარლექუინსმა საერთაშორისო დონის ოთხი მორაგბე დაიმატა

ჰარლექუინსმა საერთაშორისო დონის ოთხი მორაგბე დაიმატა

დღეს, 04:43

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტრავმირებულია

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გიიომ გირადო ტრავმირებულია.

დღეს, 04:17

დღის ფოტო - მაკგრეგორი მანჩესტერის მაისურში

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია.

დღეს, 04:00

ხავი: "მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები ბევრია"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავი ფიქრობს, რომ 48 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი კარგი არ იქნება.

დღეს, 03:58

იბრაჰიმოვიჩი: "პრემიერ ლიგა ზედმეტად გადაფასებულია"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ პუბლიკის ნაწილი პრემიერ ლიგას მეტისმეტად აქებს.

დღეს, 03:55

მოურინიო: "ინტერი ლიგაზე ოცნებობდა, 50 წელი არ ჰქონდა მოგებული"

ჟოზე მოურინიომ "ინტერთან" ერთად, 2010 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა.

დღეს, 03:50

დუგლას კოშტა მანჩესტერსა და პსჟ-ს სურთ

ფრანგული გამოცემა Le10Sport წერს, რომ დუგლას კოშტასთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენი" იბრძვიან.

დღეს, 03:46

ტოტენჰემის სკაუტები სან სიროზე გამოჩნდნენ

სერია ა-ს გასულ ტურში, "მილანმა" "ინტერი" მიიღო და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 03:44

მაკგრეგორი: "მანჩესტერმა სოლსკიაერს სამუდამო კონტრაქტი უნდა გაუფორმოს"

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია და მან საყვარელ გუნდზე ისაუბრა.

დღეს, 03:41

ნეიმარი კერძო თვითმფრინავით მადრიდში ჩავიდა

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი, ნეიმარი კერძო თვითმფრინავით მადრიდში ჩავიდა, თუმცა მან "რეალს" არ ჩააკითხა.

დღეს, 03:39

კასილასი: "40 წლამდე აქ ვითამაშებ"

"რეალის" ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ ის "პორტოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

დღეს, 03:35

არბელოა: "რეალის გაუმჯობესება რთული იქნება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო არბელოამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

დღეს, 03:33

კროოსი 80 მილიონად პსჟ-ში?

ესპანური გამოცემა OK Diario წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტონი კროოსის დამატებას შეეცდება.

დღეს, 03:30

პსჟ ევრას ჰომოფობიაში ადანაშაულებს: "პიდა***ები ხართ"

"პარი სენ ჟერმენი" პატრის ევრას ჰომოფობიაში ადანაშაულებს.

დღეს, 03:27

რაბიო ზიდანს სურს?

ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ ზინედინ ზიდანი ადრიენ რაბიოს დამატებაზე მალულად მუშაობს.

დღეს, 03:23

მოურინიოს 2006 წლის ტაქტიკა გამჟღავნდა, სადაც ის მესის შეჩერების მხოლოდ 1 ხერხს ხედავდა

2005-2006 წლების სეზონში, "ბარსელონამ" "ჩელსი" 1/8 ფინალში, ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:20

ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ, სამოასთან ტესტ-მატჩი დაადასტურა

ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ, სამოასთან ტესტ-მატჩი დაადასტურა

დღეს, 00:57

ანტონ ფეიქრიშვილი საფრანგეთში დაბრუნდა

ანტონ ფეიქრიშვილი საფრანგეთში დაბრუნდა

დღეს, 00:47

კლერმონს დავით ზირაქაშვილი გამოაკლდა

კლერმონს დავით ზირაქაშვილი გამოაკლდა

დღეს, 00:25

გიორგი ქვილითაია: "ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა"

საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, 25 წლის გიორგი ქვილითაიამ მცირე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:40

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

გუშინ, 22:33

ზიდანმა მოდრიჩის შემცვლელიც იპოვნა

მადრიდის "რეალში" დაბრუნებულმა ზინედინ ზიდანმა შეარჩია ფეხბურთელი, რომელიც ახალი სეზონიდან ლუკა მოდრიჩის ალტერნატივა იქნება.

გუშინ, 22:22

ბარსელონა: 60 მილიონი 21 წლის სერბი ტალანტის სანაცვლოდ

კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულში უნიჭიერესი სერბი ვინგერის დამატებას აპირებს.

გუშინ, 22:05

ბერნარდესკი: "რონალდუს სასჯელი? ეს სიგიჟე იქნება!"

ტურინის "იუვენტუსის" ახლგაზრდა შემტევმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:58

მათეუსი: "გერმანიის ნაკრების მეკარე ტერ შტეგენი უნდა იყოს"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, იოახიმ ლიოვი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:31

გიგზმა იბრაჰიმოვიჩს უპასუხა: "შენ ალბათ ჩვენზე მეტი იცი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი უელსელი ნახევარმცველი, ლეგენდარული, რაიან გიგზი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამამ განცხადებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:27

კასილასმა მილიტაოს რეალში ტრანსფერი შეაფასა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, იკერ კასილასმა, თავისი თანაგუნდელი ედერ მილიტაოს "სამეფო კლუბში" გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 21:22

ლივერპულის ყოფილი მოთამაშე: "სალაჰი რონალდუსა და მესის ბაძავს"

"ლივერპულისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ, მოჰამედ სალაჰის მთავარი პრობლემა დაასახელა.

გუშინ, 21:17

"ამაზე არ ვფიქრობ" - აზარმა რეალში შესაძლო გადასვლა შეაფასა

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 20:57

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები