Goal.Ge

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ


პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

ოთხშაბათის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქში, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" მიიღებს "ნაპოლის". გუნდები აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს.

ეს მოხდა 1992-1993 წლის სეზონში, უეფას თასის მე-2 რაუნდში. "პსჟ"-მ პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა დაპირისპირების ბედი და იტალიური კლუბი თავის მოედანზე 0:2 დაამარცხა. მეორე თამაშში უგოლო ფრე დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემდეგ ეტაპზე გავიდნენ პარიზელები.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

"ნაპოლი" იმსხვერპლა ლეგენდარულმა ჯორჯ ვეამ, რომლის შვილი ტიმოტი დღეს აუცილებლად ეცდება მამის საქმის გაგრძელებას, თუ რა თქმა უნდა ტომას ტუხელი მისცემს მას მოედანზე გამოსვლის საშუალებას.

იმის შემდეგ გავიდა 25 წელი და პარიზის ელიტა კვლავ უპირისპირდება ნეაპოლის პორტს. მიმოვიხილოთ ორივე კლუბში არსებული სიტუაცია.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

რა მდგომარეობაშია პსჟ?

შეიძლება ითქვას, რომ "დედაქალაქელებს" უკვე ჯიბეში აქვთ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული (როგორი მოულოდნელია, არა?). ნეიმარისა და კომპანიის ანგარიშზე 10-დან 10 მოგებაა, უახლოეს მდევართან სხვაობა კი 8 ქულას შეადგენს.

რაც შეეხება სერიოზულ ტურნირზე ასპარეზობას, აქ ყველაფერი არც ისე კარგადაა. ტუხელის შეგირდები დამარცხდნენ "ლივერპულთან", შემდეგ კი ფრანგებმა მიწასთან გაასწორეს "ცრვენა ზვეზდა" ანგარიშით 6:1.

პსჟ-ცრვენა ზვეზდა 6:1



აღნიშნულმა მატჩმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. ევროპული პრესა წერდა, რომ სხვადასხვა ტოტალიზატორებში ჯამში შემოვიდა 5 მილიონზე დიდი თანხა პარიზელთა სწორედ 6:1-ით გამარჯვებაზე. უეფამ გამოძიებაც კი დაიწყო.

ჩაწყობასთან დაკავშირებული სპეკულაციების გარდა, "პსჟ" კიდევ სხვა მიზეზის გამოა სპორტული გამოცემების პირველ გვერდებზე, საუბარია ნეიმარზე. ბრაზილიელი სელებრითის ტრანსფერი კვლავ აქტუალური თემაა, მის სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ, საიდანაც "სელესაოს" ლიდერი რეკორდულ ფასად წავიდა.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

"ნაპოლისთან" მატჩში "პარი სენ-ჟერმენს" ვერ დაეხმარებიან ჯანლუიჯი ბუფონი, ტიაგო სილვა, დანი ალვეში და ლევენ კურზავა. ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯერ კიდევ დისკვალიფიკაციას იხდის მადრიდის "რეალთან" გამართული შარშანდელი თრილერის გამო, დანარჩენებს კი ტრავმა აწუხებთ.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

რა მდგომარეობაშია ნაპოლი?

"ლურჯები" უკვე რამდენიმე წელია, რაც სტაბილურად არიან ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მდევრები სერია ა-ში. სიტუაცია არც მიმდინარე სეზონში შეცვლილა, "ბებერი ქალბატონი" პირველია, "ნაპოლი" - მეორე.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კარლო ანჩელოტის გუნდი "სიკვდილის ჯგუფშია" განწესებული, აქედან გამომდინარე "სამხრეთელებისთვის" ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ადევს. სწორედ ამიტომ იყო ორმაგად დასანანი ფრე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერთან - "ცრვენა ზვეზდასთან".

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

"ლივერპულის" დამარცხებით "ნაპოლიმ" მაინც მოახდინა რეაბილიტირება გულშემატკივრების თვალში, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ ცვლის იმას, რომ "ლურჯებს" უმძიმესი ბრძოლები ელით წინ.

"პსჟ"-თან შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს ერთბაშად 5 ნეაპოლელი: ფაუზი გულამი, ამინ იუნესი, ვლად კირიკეში, სებასტიანო ლუპერტო და ალექს მერეტი.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ - არეოლა, მარკინიოსი, კიმპემბე, მენიე, ბერნატი, ვერატი, რაბიო, დი მარია, მბაპე, ნეიმარი, კავანი

ნაპოლი - ოსპინა, ალბიოლი, კულიბალი, ჰიუსაი, რუი, ალანი, ზილინსკი, ჰამშიკი, კალეხონი, ინსინიე, მერტენსი

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

ძველი მეგობრების შეხვედრა

შეიძლება ითქვას, რომ "პარი სენ-ჟერმენის" აღზევება გარკვეულწილად უკავშირდება იტალიელებს, სერია ა-სა და კერძოდ "ნაპოლის". ნასერ ალ-ხელაიფის პარიზში გამოჩენის შემდეგ "დედაქალაქელთა" პირველი ტოპ-კლასის მწვრთნელი თანამედროვე ისტორიაში გახდა ანჩელოტი.

კარლომ პირველად, 1994 წლის შემდეგ "პსჟ" ჩემპიონი გახადა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა კალჩოდან გადმობირებული ფეხბურთელების უშუალო მონაწილეობით.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

პარიზში მოვიდნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა, მარკო ვერატი, ტიაგო მოტა, ხავიერ პასტორე, მარკინიოსი და ბევრი სხვა. "ნაპოლიდან" შეძენილი მოთამაშეები კი საერთოდ ცალკე თემაა, საუბარია ედინსონ კავანისა და ეზეკილ ლავეციზე.

ურუგვაელი და არგენტინელი საკულტო ფიგურები იყვნენ "სტადიო სან პაოლოზე", ისეთები, როგორიც მარეკ ჰამშიკი. აურელიო დე ლაურენტისი ცოცხალი თავით არ აპირებდა გუნდის ლიდერების დათმობას, თუმცა 94.5-მა მილიონმა ევრომ (კავანი 64.5, ლავეცი 30) ყველაფერი გადაწონა.

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

ედინსონი "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (176 გოლი). ცნობისთვის, "ნაპოლიში" ურუგვაელს აღნიშნულ მიღწევამდე 11 ბურთი აშორებდა (კავანის 104 გოლი, მარადონას 115-ის წინააღმდეგ). დღეს, ეს ტიტული უკვე ჰამშიკმა მიისაკუთრა.

როგორც ვხედავთ, ანჩელოტი უპირისპირდება გუნდს, რომელიც მან თავად შექმნა "რეალში" წასვლამდე. კარლო შეხვდება ძველ შეგირდებს, კავანი კი თანაგუნდელებს. მატჩის დაწყების დრო - 23:00, ადგილი - "პარკ დე პრენსი".

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბითაძემ რეალს ორმაგი დუბლი შეუსრულა და დაამარცხა

ბითაძის ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში

დღეს, 00:05

უელსელმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, 6 ერი სრულად აღარ გამოტოვოს

ფალეტაუს ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი გამოდგა

გუშინ, 23:27

პიონტეკის მილანში გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია - Sky Sports-ის ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

გუშინ, 21:40

რეალმა თვალი ხუთ ფორვარდს დაადგა - AS

ესპანურმა პრესამ მადრიდის "რეალს" ხუთი თავდამსხმელი დაუკავშირა.

გუშინ, 21:28

რეალის მორიგი პრობლემა - სევილიასთან მატჩის წინ, გუნდს მეკარე არ ჰყავს

"სევილიასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, მადრიდის "რეალის" განკარგულებაში არც ერთი ძირითადი გუნდის მეკარე არ არის.

გუშინ, 21:20

კლოპი: "მას პატივს ვცემ, მაგრამ, ასე არ შეიძლება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსას გარშემო აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:12

კოპა დელ რეის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა.

გუშინ, 20:24

გვარდიოლა: "მეგობრები არ მყავს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დღეს 48 წლის გახდა.

გუშინ, 20:14

მოკვეთენ თუ არა ბარსელონას კოპა დელ რეიდან? - ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ლევანტეს" საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 20:05

გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტი 3-4 ფეხბურთელს აკვირდება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ტრანსფერი დაანონსა.

გუშინ, 19:49

ესპანეთის თასიდან ბარსელონას შესაძლო მოკვეთას ლა ლიგის პრეზიდენტიც გამოეხმაურა

ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" მხრიდან ესპანეთის თასის რეგლამენტის დარღვევაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:43

სოლარიმ კოპა დელ რეიდან ბარსელონას შესაძლო მოკვეთაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" შესაძლოა ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთონ.

გუშინ, 19:15

ოფიციალურად: ლორია გერმანულ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

გუშინ, 19:07

ტერიმ 2009 წელს მანჩესტერ სიტიში გადასვლა იუარა - ექსკლუზიური დეტალები

10 წლის წინ, "ჩელსის" ექს-კაპიტანს "მანჩესტერ სიტი" სარფიან წინადადებას სთავაზობდა.

გუშინ, 19:06

რეალს იანვრისთვის დაგეგმილი ტრანსფერი ჩაეშალა

ფეხბურთელის აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:52

რონალდუ და ხაბი ალონსო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი და ესპანელი ფისკალურ თაღლითობაში არიან ბრალდებულნი.

გუშინ, 18:42

უთანხმოება მილანში - რატომ დაიბლოკა ოზილის შესაძლო ტრანსფერი?

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

გუშინ, 18:26

ვინ რამდენი დახარჯა 2017 წელს ხელფასებში? - რეიტინგის ლიდერი რეალია

უეფას ოფიციალური საიტი საინტერესო რეიტინგს აქვეყნებს.

გუშინ, 17:50

ერიქსენისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 17:36

დორტმუნდმა პსჟ-ს ვაიგლის ფასი დაუსახელა

"დორტმუნდი" მზადაა ნახევარმცველ იულიან ვაიგლის თაობაზე წინადადებები განიხილოს.

გუშინ, 17:30

მილანმა იგუაინის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, ხვალ, გონსალო იგუაინის "ჩელსიში" ტრანსფერის გაოფიციალურება იგეგმება.

გუშინ, 17:24

მოურინიო: "აბრამოვიჩმა არ იცოდა, თუ ვინ იყო დროგბა"

ჟოზე მოურინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაარწმუნა რომან აბრამოვიჩი დიდიე დროგბას შეძენაში.

გუშინ, 17:18

რეალმა ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა - Marca

მადრიდის "რეალი" "პორტუდან" ბრაზილიელ მცველს ყიდულობს.

გუშინ, 15:43

ოფიციალურად: ლევანტემ ფედერაციაში იჩივლა

"ლევანტემ" ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

გუშინ, 15:26

სოლსკიაერი: "არ ვფიქრობ, რომ მოურინიოს ახალი კლუბის ძიებაში პრობლემები შეექმნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, პორტუგალიელი სპეციალისტის მომავალზე იმსჯელა.

გუშინ, 15:22

მადრიდის რეალმა იანვრის ტრანსფერებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ.

გუშინ, 14:42

ტოჩინოშინის გარეშე, გაგამარუსთან ერთად - ქართველის მეოთხე გამარჯვება ჯურიოს დივიზიონში [VIDEO]

ჰაცუ ბაშო ტოჩინოშინის გარეშე, მაგრამ გაგამარუსთან ერთად გრძელდება.

გუშინ, 14:35

ვალვერდე: "ჩუმის დისკვალიფიკაციის შესახებ ვიცოდით"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სამეფო თასიდან შესაძლო დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.

გუშინ, 13:07

ნიკოლოზ ბასილაშვილი ციციპასთან მარცხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 12:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები