ავტორიზაცია

ლებრონ ჯეიმსი: "თუ ირვინგს ჩემთან ერთად ერთ გუნდში თამაში არ სურდა, მაშინ ეს ჩემი პრობლემა არ არის"

ლებრონ ჯეიმსი: "თუ ირვინგს ჩემთან ერთად ერთ გუნდში თამაში არ სურდა, მაშინ ეს ჩემი პრობლემა არ არის"
თარიღი 23 Nov 2018, 03:20
"ლეიკერსის" ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კაირი ირვინგი "კლივლენდიდან" იმის გამო წავიდა, რომ ერთ გუნდში ჯეიმსთან ერთად თამაში არ უნდოდა.

"ეს ჩემი პრობლემა არ არის. თუ საქმე ნამდვილად ამაშია, მაშინ ეს ჩემი პრობლემა არ არის", - აცხადებს "მეფე".

"არასოდეს მიგვრძნია, რომ მასთან ერთად თამაში არ მსურდა".

"ყოველთვის ვცდილობდი მისთვის ყველაფერი მიმეცა, რაც შემეძლო, მეტიც კი", - ციტირებს ლებრონის სიტყვებს The Athletic.