» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

მატჩის წინ: "პსჟ" - "ლევერკუზენი"



ამ წყვილის ბედი პირველივე მატჩში გადაწყდა, როცა პარიზელებმა გერმანიაში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. ოთხშაბათი, 23:45 წთ პარიზი, "პარკ დე ფრენსი" მსაჯი: ივო ბებეკი (ხორვატია) სამწუხაროა, პირველივე მატჩში რომ გადაწყდება შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი, თუმცა "პარი სენ ჟერმენმა" ყველას დაანახა, რომ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას. ამ მატჩში ერთადერთი ამოცანა ლევერკუზენელებისთვის ღირსეული თამაში და ,თუ შესაძლებელი იქნება, გამარჯვებაა. ლორან ბლანი მთელი სეზონის განმავლობაში მიმართავს როტაციას. საფრანგეთის ჩემპიონატი და იქ მყოფი გუნდების დონე პარიზელებს ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს. დღევანდელი საღამოც ისეთია, რომ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების უფლება შეიძლება ქონდეთ. მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა პირდაპირ განაცხადა, ვან დერ ვილს, ვერატის და მატუიდის არ დავღლიო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. შვედმა თავისი საქმე გერმანიაში უკვე გააკეთა. დღეს მისი თამაშიც არაა საჭირო, თუმცა ის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის, ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ თავად მოსთხოვს ლორან ბლანს ძირითადში დამაყენეო. სემი ჰიუპიას გუნდს მცირე კრიზისი აქვს. "პსჟ"-სთან მარცხის შემდეგ "ბაიერმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. გუნდში ტრავმიანობაა, თანაც ძირითად შემადგენლობაში. "ბაიერი" კრუზესა და ჰეგელერს მოისაკლისებს. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ვერც სპაჰიჩი. სავარაუდო შემადგენლობა: "პსჟ" სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი. "ლევერკუზენი": ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, ვოლშაიდი, ჩანი, კასტრო, როლფესი, რაინარტცი, სემი, კისლინგი, სონი. ტრავმირებულები: იბრაჰიმოვიჩი(საეჭვოა) — ბენდერი, თოპრაკი, რაინარცი(ყველანი საეჭვოა), ჰეგელერი, კრუზე დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი (ბაიერი) [poll id="39"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი მილანი ლილთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში "მილანი" ესტუმრა "ლილს" და ფრანგ მოწინააღმდეგესთან 1:1 ითამაშა.

გუშინ, 23:56

არსენალმა სოლსკიაერის ყოფილი კლუბი არ შეიმჩნია - დამაჯერებელი გამარჯვება სტუმრად [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში ლონდონის "არსენალი" ესტუმრა "მიოლდეს" და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:50

"გრძელვადიანი გეგმები გვაქვს", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე ალაპარაკდნენ

"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:40

ფოტო: ევროპა ლიგის მატჩის წინ, ნაპოლის ფანებმა სტადიონთან მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ნაპოლი" დღეს შინაურ კედლებში "რიეკას" უმასპინძლებს.

გუშინ, 22:59

"არასოდესაა გვიანი პრემიერ ლიგაში გადასვლა", - ბერბატოვმა რამოსს კლუბი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა სერხიო რამოსს რჩევა მისცა.

გუშინ, 22:50

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

გუშინ, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

გუშინ, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

გუშინ, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

გუშინ, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

გუშინ, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

გუშინ, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

გუშინ, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

გუშინ, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

გუშინ, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

გუშინ, 19:14
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10