Goal.Ge

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში



საფეხბურთო სამყაროში გავრცელებულია აზრი, რომ კრიშტიანუ რონალდუს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა მადრიდის "რეალში" და არა სადმე სხვაგან. აღნიშნული მოსაზრება ნამდვილად არ არის ლოგიკას მოკლებული.

პორტუგალიელმა "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში მოიგო 4 ჩემპიონთა ლიგა, 4 ოქროს ბურთი და კიდევ უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო. რონის ბომბარდირული მაჩვენებლები ყველანაირ საზღვრებს სცდებოდა, 438 მატჩში გატანილი 450 გოლი არის შედეგი, რომლის სიტყვებით აღწერა რთულია.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

კრიშტიანუს "რეალში" ყოფნა დაემთხვა "ბარსელონას" აღმასვლას იქ, სადაც "ბლაუგრანა" არასდროს ყოფილა. გვარდიოლას ლეგენდარული ტიკი-ტაკა, ხავიესტა, უცხოპლანეტელი სახელად ლიონელ მესი - პორტუგალიელი ამ ყველაფერს 9 სეზონის მანძილზე ებრძოდა და უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში წარმატებულადაც.

რონალდუმ სამუდამო კვალი დატოვა "სანტიაგო ბერნაბეუზე", მისმა ასტრონომიულმა შედეგიანობამ ყველას დაავიწყა რაულისა და დი სტეფანოს გოლების ფეერია. ყველაფრის მიუხედავად, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, საუკეთესო კრიში იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" და არა მადრიდში.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

უფრო კონკრეტულად კი 2007-2008 წლის სეზონში, როდესაც პორტუგალიელმა 49 მატჩში გაიტანა 42 გოლი. იმ წელს კრიშტიანუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ოქროს ბუცი და მოგვიანებით ოქროს ბურთიც. გავიხსენოთ ის დიდებული პერიოდი რონის კარიერაში.

2006-2007 წლის სეზონმა აჩვენა, რომ "მანჩესტერი" აღარ იყო ის გუნდი, რომელიც ევროთასებისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპიდანვე ეთიშებოდა. "წითელმა ეშმაკებმა" იპირველეს სამშობლოში, ჩემპიონთა ლიგაზე კი სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები 1/2 ფინალამდე მივიდნენ, სადაც დამარცხდნენ მომავალ ტრიუმფატორთან - "მილანთან".

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

ცხადია, შემდეგ სეზონს "იუნაიტედის" გულშემატკივრები უფრო მეტი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ, რადგან გუნდი იყო ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. "ემიუს" არავინ დაუკარგავს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, თუ არ ჩავთვლით ჟერარდ პიკეს, თუმცა იმ დროს ესპანელის ადგილი ნამდვილად არ იყო "ოლდ ტრაფორდზე".

რატომ? იმიტომ, რომ ფორმის პიკში მყოფი ვიდიჩი-ფერდინანდის ძირითადიდან ამოგდება შეუსრულებელ მისიად ითვლებოდა. ლეგენდარული მცველების დუეტის გვერდით თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდნენ რუნი, ვან დერ სარი, ევრა, ტევესი და ძველი გვარდიის წარმომადგენლები: სქოულზი, გიგსი და ნევილი.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

რაც შეეხება რონალდუს, მან საბოლოოდ მოიშორა "უბრალოდ ტექნიკური პორტუგალიელი ვინგერის" ყელსაბამი და გახდა გაცილებით მეტი, ვიდრე კუარეშმას ან სიმაოს ანალოგი. ასეთი იყო "მანჩესტერი" სეზონის დაწყების წინ, პრინციპში მერეც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.

აღსანიშნავია, რომ სტარტი გამოდგა საკმაოდ არადამაჯერებელი - პრემიერ ლიგის 3 ტურის შემდეგ, "ეშმაკებს" მოგროვებული ჰქონდათ მხოლოდ 2 ქულა (ფრე "რედინგსა" და "პორტსმუტთან", მარცხი "სიტისთან").

"პომპეების" წინააღმდეგ "იუნაიტედმა" საერთოდ 3 მატჩით დაკარგა რონალდუ. პორტუგალიელი წამოეგო რიჩარდ ჰიუზის პროვოკაციას, რის შედეგადაც კრიშტიანუმ თავი დაარტყა ოპონენტს და მატჩი წითელი ბარათითა და დისკვალიფიკაციით დაასრულა.

რონალდუს გაძევება პორტსმუტთან



აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რონიმ ჭკუა ისწავლა, მან განაცხადა, რომ ის აღარასდროს აყვებოდა მეტოქეების გამოხტომებს. "მანჩესტერი" თავის მხრივ კრიშტიანუს გარეშე საჭირო რელსებზე დადგა, ფერგიუსონის შეგირდებმა გამოაცხეს თითქმის 3-თვიანი წაუგებელი სერია.

"მანიუ" 10 ტურის მანძილზე იყო შეუჩერებელი (9 მოგება, 1 ფრე). მოგვიანებით გუნდს დაუბრუნდა პორტუგალიელი შვიდიანიც, რომელიც დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, მთელი სეზონის მანძილზე არბევდა მეტოქეებს.

რონალდუს ულამაზესი ჯარიმა პორტსმუტის კარში



2007 წლის დასასრულისკენ რონალდუს უკვე 13 გოლი ჰქონდა გატანილი პრემიერ ლიგაში. ინგლისის პირველობის პარალელურად, კრიშტიანუ არც ჩემპიონთა ლიგასა და ასოციაციის თასზე ირცხვენდა თავს.

პორტუგალიელმა პერსონალურად ჩატოვა ჯგუფში მშობლიური ლისაბონის "სპორტინგი", რომელსაც მან ორივე მატჩში გაუტანა გოლი. ამის გარდა, რონიმ 3-ჯერ აიღო კიევის "დინამოს" კარი, ეს ყველაფერი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ "მანჩესტერი" პირველი ადგილით გასულიყო პლეი-ოფში.

რონალდუს ულამაზესი ჯარიმა სპორტინგის კარში



წლის ბოლოს კრიშტიანუ ოქროს ბურთის მოპოვების კანდიდატთა სამეულში მოექცა, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა. პირველ ადგილზე კაკა გავიდა, მეორეზე - მესი, რონალდუ კი მხოლოდ მე-3 პოზიციას დასჯერდა. ერთი წლის შემდეგ, პორტუგალიელი აღარავის დაუთმობს ამ ჯილდოს.

მთავარი ინდივიდუალური პრიზის გარეშე დარჩენამ კრიშში კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გააღვიძა. 2018 წლის იანვარში "მანჩესტერის" შვიდიანმა შეასრულა პირველი და უკანასკნელი ჰეტ-ტრიკი წითელი მაისურით, მსხვერპლის როლში "ნიუკასლი" აღმოჩნდა.

რონალდუს ჰეტ-ტრიკი ნიუკასლის კარში



აღსანიშნავია, რომ "კაჭკაჭების" განადგურების შემდეგ, "იუნაიტედი" როგორც იქნა მოექცა პრემიერ ლიგის სათავეში. "ნიუკასლის" დარბევიდან ზუსტად ორ თვეში, მოხდა ფაქტი, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა "ემიუს" ისტორიაში.

"ბოლტონთან" სათამაშოდ "ეშმაკები" გაიყვანა სწორედ რონალდუმ. კაპიტნის სამკლავურის ქონა დადებითად აისახა პორტუგალიელის პერფომანსზე, მან დუბლი შეასრულა.

რონალდუს დუბლი ბოლტონის კარში



სემ ელერდაისის კლუბის კარის აღებით, პორტუგალიელმა უკან ჩამოიტოვა ჯორჯ ბესტი. ლეგენდარულ ჩრდილოეთ ირლანდიელს ეკუთვნოდა რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (32). კრიშტიანუმ კი თავის მხრივ 33-ე ბურთი შეუგდო "ბოლტონს", რითაც 1968 წელს დაფიქსირებული მიღწევა გააუქმა.

ჩემპიონატის დასვნით ნაწილში საინტერესო არაფერი მომხდარა, რონალდუ გაუჩერებლად იტანდა, "მანჩესტერი" კი ლიდერობას არავის უთმობდა. "ეშმაკებმა" 87 ქულით დაასრულეს სეზონი და თავის ისტორიაში მე-17 ჩემპიონობასაც გამოჰკრეს ხელი.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

პორტუგალიელი 31 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან უახლოესი მდევარი ფერნანდო ტორესი 7 ბურთით ჩამოიტოვა. კრიშტიანუმ მოგვიანებით ევროპის ოქროს ბუციც მოიგო. სხვათაშორის, რონი გახდა პირველი ვინგერი და არა ფორვარდი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "იუნაიტედმა" მარტივად გადალახა "ლიონის", "რომასა" და "ბარსელონას" ბარიერი. დიახ, იმ დროს "ბლაუგრანაც" კი მარტივი მოსათვინიერებელი იყო ფერგიუსონის გუნდისთვის.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

ფინალში "მანჩესტერს" ელოდებოდა ლონდონის "ჩელსი" და უნდა ითქვას, რომ იმ მატჩში, კრიშტიანუ ძალიან ახლოს იმყოფებოდა კატასტროფასთან. პორტუგალიელი გახდა შეხვედრის მთავარი გმირი და ანტი-გმირიც.

"არისტოკრატების" კარები სწორედ რონალდუმ აიღო, თუმცა პენალტების სერიაში კრიშმა ვერ გამოიყენა თავის შანსი, რითაც "იუნაიტედი" სერიოზული საფრთხის წინაშე ჩავარდა. ვინ იცის, რომ არა ჯონ ტერის მოსრიალება, როგორ დაგვირგვინდებოდა მოსკოვური საღამო.

რონალდუს გოლი და გამოუყენებელი პენალტი ჩელსისთან



საბოლოოდ ყველაფერი ჰეპი ენდით დასრულდა - "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგაც მიაყოლა, რონალდუმ კი 2008 წლის ბოლოს ოქროს ბურთი მოიპოვა. ფერგიუსონი იძახდა: "კრიშტიანუ ნომერ პირველია, მასზე წინ არავინაა." - იმ დროს ნამდვილად ასე იყო.

რა მოხდა შემდეგ, კარგად გვახსოვს - მორიგი ფინალი, მაგრამ ამჯერად წაგება "ბარსელონასთან", ეპოქალური ტრანსფერი "რეალში" და უამრავი ტიტული/რეკორდი. რონალდუ ახლაც აგრძელებს თავის ტრიუმფალურ სვლას, თუმცა უკვე ტურინის "იუვენტუსის" მაისურით.

"ის საუკეთესოა, მასზე წინ არავინაა" - რონალდუს ლეგენდარული 42-გოლიანი სეზონი მანჩესტერში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მისი მდგომარეობა ნაკრებსაც შეუქმნიდა პრობლემას", - რატომ არ არის იკარდი ნაკრებში?

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, განაცხადში მაურო იკარდის არყოფნაზე ისაუბრა.

დღეს, 18:17

ბეილი: "ტოტენჰემის ფანებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ბავშვობაში არსენალის თამაშის ყურება მიყვარდა"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა, ბავშვობის საყვარელი გუნდი დაასახელა.

დღეს, 18:12

პედოფილიაში ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გამოუშვეს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ადამ ჯონსონი, სამი წლის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 18:08

ინტერმა იკარდის შემცვლელი იპოვნა?!

"ინტერმა" სასურველი თავდამსხმელი იპოვნა.

დღეს, 18:03

ბეილი: "მქონდა თუ არა პრობლემა რონალდუსთან?"

მადრიდის "რეალის" თანაგუნდელმა ექს-თანაგუნდელთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

შვეიცარიის მწვრთნელი: "ვიცით, რომ საქართველო შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს"

საქართველოსთან მატჩის წინ კომენტარი შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 17:49

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რა მოხდა ჰოლანდიის ნაკრებში რონალდ კუმანის მოღვაწეობის პერიოდში? შეიქმნა გუნდი, რომელიც ტოლ-სწორად გრანდებს ეთამაშება.

დღეს, 17:48

ბეილი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია"

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა:

დღეს, 16:43

ფრანგული პრესა: ერნანდესის ტრანსფერი ჯერ შეთანხმებული არ არის

ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, ლუკას ერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოდან" მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ არ გადასულა.

დღეს, 16:30

ლესკოტი: "სიტიში ლივერპულის ერთ ფეხბურთელსაც არ წავიყვანდი"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოლეონ ლესკოტმა ერთმანეთს "ქალაქელები" და "ლივერპული" შეადარა:

დღეს, 16:10

ბაიერნის პრეზიდენტმა გვარდიოლა და სიტი დატროლა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტი" დატროლა:

დღეს, 15:58

ბეილმა რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა

მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობა გაიხსენა:

დღეს, 15:52

Marca: ინტერმა რეალსა და იუვენტუსს ულტიმატუმი წაუყენა

მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" მაურო იკარდის არ ეშვებიან.

დღეს, 15:05

ოთარ კაკაბაძე: "შვეიცარიასთან თანასწორად თამაშს შევძლებთ"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

დღეს, 15:00

Daily Mail: პსჟ გრიზმანში 100 მილიონს იხდის

Daily Mail-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას უმზადებს.

დღეს, 14:55

ვაისი ჩაკვეტაძეზე, შვეიცარიის დანაკლისზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე [სრული კომენტარი]

შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 14:49

ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ადამ ჯონსონი ციხიდან გამოვიდა.

დღეს, 14:49

ერთხელ შვეიცარიაში - რაკიტიჩი პირველ ნაბიჯებს ყაველაშვილის გვერდით დგამდა

ივან რაკიტიჩი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნახევარმცველი.

დღეს, 14:18

"ატლეტიკოც მიყვარს, ქომაგებიც და მწვრთნელიც", - გრიზმანი გუნდში რჩება?!

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, საკუთარ გუნდს სიყვარულში გამოუტყდა.

დღეს, 12:57

რუნი: "ლივერპულის ჩემპიონობა ნამდვილი კოშმარი იქნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ევერტონის" ექს-ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:54

კურტუა: "მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ცოტათი ხელი მკრა"

მადრიდის "რეალის" და ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, რუსეთის ნაკრებთან დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.

დღეს, 12:51

რეალი და იუნაიტედი ვარსკვლავურ ფეხბურთელებს გაცვლიან?!

არაა გამორიცხული, ინგლისურმა და ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელები გაცვალონ.

დღეს, 12:47

ყველა გზა მბაპესკენ მიდის

პირველად, 10 წლის შემდეგ...

დღეს, 12:43

მილანი კესიეს და ბილიას დასჯის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველები, ფრანკ კესიე და ლუკას ბილია, "ინტერთან" მატჩის შემდეგ დაისჯებიან.

დღეს, 12:37

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

დღეს, 12:33

აზარი: "კურტუას შეცდომა? ალბათ, მან ბევრ ჩემს ვიდეოს უყურა, მაგრამ ზედმეტად დიდია და ხალხს ვერ ატყუებს"

ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 12:25

ვარანმა რეალიდან შესაძლო წასვლა ინტერვიუშიც არ გამორიცხა

მადრიდის "რეალის" მცველმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:10

ესპანური პრესა: დე ლიგტსა და რაიოლას შორის კონფლიქტია, მიზეზი - ბარსელონა

Sport.es-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, მატეის დე ლიგტსა და მინო რაიოლას შორის კონფლიქტია.

დღეს, 11:58

ბუფონის აგენტი: "ჯიჯის პსჟ-ში დარჩენა უნდა"

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ თავისი კლიენტის პერსპექტივებზე ისაუბრა:

დღეს, 11:49

აზარი: "ზიდანს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მარტინესი მირჩევნია"

ლონდონის "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ლიდერმა ედენ აზარმა ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და რობერტ მარტინესი შეადარა:

დღეს, 11:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები