Goal.Ge

ფრთხილი "რეკორდმაისტერი" - "ბაიერნი" 1-1 "არსენალი"



ვინც მხოლოდ ანგარიში ნახა, სავარაუდოდ იფიქრებდა, რომ „არსენალმა“ იბრძოლა. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, რეალურად „ბაიერნი“ ვერ გამოიყურებოდა ისე, როგორც სჩვევია. გუარდიოლა საქმეს პრაგმატულად მიუდგა და სასურველი შედეგი დადო, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იყო საუკეთესო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნხენელებმა 2014 წლის ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ოფიციალური შეხვდრა გამართეს. ესპანელი თავკაცი არატრადიციული სათამაშო სქემით ათამაშებდა საკუთარ ფეხბურთელებს, კერძოდ, ლამი ძველ პოზიციაზე დააბრუნა, ხოლო მოედნის ცენტრში 2 საყრდენი, შვაინშტაიგერი და ალკანტარა დააყენა. ეს მიუნხენელთა შარშანდელი ტაქტიკაა, თუმცა ამ ტაქტიკით „რეკორდმაისტერი“ მაშინ თამაშობს, როცა პეპი მეტოქეს უფრთხის. მიუხედავად ამისა, თამაში მაინც „ბაიერნის“ კარნახით წარიმართა. მასპინძლებმა რამდენიმე მომენტიც შექმნეს, აღსანიშნავია ტრამვის შემდეგ დაბრუნებული შვაინშტაიგერის კარგი თამაში. 55 წუთზე სწორედ მან გაიტანა გოლი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. მაგრამ ეს შთაბეჭდილება წამიერი აღმოჩნდა, ზუსტად 2 წუთში უცნაური ფაქტი მოხდა მიუნხენელთა საჯარიმოში. კერძოდ, ფილიპ ლამი, გუნდის კაპიტანი, რომელსაც არასოდეს სჩვევია სიმულიანტობა, ბურთთან უფრო მალე მივიდა ვიდრე პოდოლსკი. ამ უკანასკნელმა თანამემამულეს ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. გამეორებაზე კარგად ჩანს პოდოლსკის ხელის მოძრაობა. საბოლოო ჯამში ბურთით სწორედ იგი დარჩა. „ბაიერნი“ გაჩერდა, ვინაიდან ჯარიმა აშკარა იყო, თუმცა მსაჯმა არ დაუსტვინა და ნოიერმაც ახლო კუთხეში გაუშვა. ამ ეპიზოდში მსაჯის საქციელის განხილვას არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა ჩანდა, გასაკვირია, თუ რატომ გაჩერდა მთელი „ბაიერნი“, როცა მსაჯს ჩასტვენილი არც კი ჰქონდა. კიდევ ერთი პრობლემა მიუნხენურ გრანდში პენალტის შემსრულებელია. ეს „ბაიერნს“ დიდი ხანია დაღს ასვამს. გავიხსენოთ წინა მატჩში ალაბას გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში რობენის დარტყმა, ამასთან იმავე თამაშში „ჩელსისთან“, პენალტების უაზროდ წაგებული სერია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ბაიერნი“ მაინც რჩება ლიგის ფავორიტად, ვინაიდან, საბოლოო ჯამში თამაში მათი კარნახით მიმდინარეობდა. ერთი რამ კი ცხადია, მიუნხენელებს შესაძლოა პენალტების სერიამაც მოუწიოს ნებისმიერ მეტოქესთან დუელში, მხოლოდ მანუელ ნოიერი კი საფეხბურთო ლატარეას ვერ მოაგებინებს გუნდს. მიუნხენელებმა უნდა ივარჯიშონ, რათა პენალტის დარტყმისას მაყურებელი გოლში დარწმუნებული იყოს და თითოეულ თერთმეტმეტრიანს შიშის თვალით არ უყურებდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჭიაბრიშვილი: "ჩემი გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზადაა"

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი "საბურთალოს" თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუს გვთავაზობს.

დღეს, 01:16

ბაიერნთან მატჩში აზარს უცნაური ნომრის მაისური ეცმევა

დღეს გამთენიისას გაიმართება საინტერესო შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის.

დღეს, 01:11

ლევანდოვსკი: "მაღალ დონეზე კიდევ 4 წელი უნდა ვითამაშო"

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ მან მომდევნო წლებშიც ტოპ დონეზე უნდა ითამაშოს.

დღეს, 01:03

ვან დეიკი: "დრო მოვიდა, ოქროს ბურთი მცველმა მოიგოს"

"ლივერპულის" ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 00:57

ფაბრეგასი: "აზარი რეალს უფრო მოერგება, ვიდრე ბარსელონას"

ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ედენ აზარის მადრიდის "რეალში" გადასვლა შეაფასა.

დღეს, 00:52

ტუხელმა დემბელეს პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ოსმან დემბელე კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.

დღეს, 00:49

126-მილიონიანმა ფელიქსმა 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნიდან გაიყვანეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "ატლეტიკომ" 126 მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა და ჟოაო ფელიქსი დაიმატა.

დღეს, 00:46

ლუკას მოურა ფინალს ვერ ივიწყებს: "უკეთ უნდა გვეთამაშა"

"ტოტენჰემის" ფეხბურთელი ლუკას მოურა გასულ სეზონს იხსენებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხს ვერ ივიწყებს.

დღეს, 00:43

დათო კირკიტაძის გოლი გულშემატკივრებმა ივნისის თვის საუკეთესოდ აირჩიეს [VIDEO]

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ატარებს გამოკითხვას, სადაც ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლი უნდა აირჩიოთ.

დღეს, 00:33

4 ერი: არგენტინას დიდი ისტორიის დაწერამდე ხუთიოდე მეტრი დააკლდა

4 ერი: არგენტინას დიდი ისტორიის დაწერამდე ხუთიოდე მეტრი დააკლდა

დღეს, 00:25

მესიმ კონმებოლს ბოდიში მოუხადა!

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესის კონმებოლს ბოდიში მოუხადა.

გუშინ, 23:37

ნაპოლიმ ხამესის 3 ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" "რეალის" ნახევარმცველის, ხამესის დამატებას ცდილობს.

გუშინ, 23:30

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რუსეთი და ინგლისი დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რუსეთი და ინგლისი დაამარცხა [VIDEO]

გუშინ, 21:55

3 ფეხბურთელი, რომელსაც რომამ კარისკენ მიუთითა

„რომას“ პორტუგალიელმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, დაასახელა 3 ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდი უნდა დატოვონ.

გუშინ, 21:34

4 ერი: სამხრეთ აფრიკამ ავსტრალია დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

4 ერი: სამხრეთ აფრიკამ ავსტრალია დამაჯერებლად დაამარცხა

გუშინ, 21:25

მაურიციო სარიმ პოგბას შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პოლ პოგბას პოტენციური ტრანსფერი შეაფასა.

გუშინ, 21:24

ხამეს როდრიგესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - Marca

მადრიდის „რეალი“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ აძლიერებს?

გუშინ, 21:12

"მასზე უკეთესი ვარ და ეს რეალობაა", - კარლოს ველამ ზლატანს უპასუხა

კარლოს ველასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის სიტყვიები დაპირისპირება დაიწყო.

გუშინ, 20:59

ზიდანი: "ბეილი პრობლემა არ არის, მაგრამ მისთვის არაფერი შეცვლილა"

ფრანგმა სპეციალისტმა გარეტ ბეილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:52

ზინედინ ზიდანმა კუბო შეაფასა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალწვეულზე ისაუბრა.

გუშინ, 20:49

კონტე: "ლუკაკუ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან მოუხდებოდა"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გუშინ, 20:44

როგორი იქნება რეალის შემადგენლობა ბაიერნთან მატჩში?

ზინედინ ზიდანი თავის გუნდს წინასასეზონ მომზადების პირველი ამხანაგური მატჩისთვის ამზადებს.

გუშინ, 20:36

პულიშიჩი: "აქ აზარის შესაცვლელად არ მოვსულვარ"

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეულს ედენ აზართან შედარებები არ სურს.

გუშინ, 20:03

ბარსელონა იაპონიაში მესისა და სუარესის გარეშე მიემგზავრება

კოპა ამერიკას მონაწილეები გუნდს აგვისტოში შეუერთდებიან.

გუშინ, 19:42

მანჩესტერ სიტი ამხანაგური ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

„მანჩესტერ სიტი“ წინასასეზონო მომზადებისას ამხანაგური ტურნირის ფინალში დამარცხდა.

გუშინ, 19:07

მანჩესტერ იუნაიტედმა ინტერი დაამარცხა [VIDEO]

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ინტერს" მოუგო.

გუშინ, 17:43

პრაქტიკულად გადაწყდა: პსჟ მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

უახლოეს პერიოდში "პარი სენ ჟერმენი" მორიგ ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 17:34

5 კლუბი, რომლებსაც აგენტმა ნეიმარი შესთავაზა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 17:28

"რეალში სრული თავისუფლება მჭირდება", - რას ითხოვს აზარი?

ედენ აზარმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება "რეალში".

გუშინ, 17:24

სარიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ აპირებს რონალდუს გამოყენებას

"იუვენტუსის" მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალ პოზიციაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10