Goal.Ge

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ


ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

"ბოკა ხუნიორსისა" და "რივერ პლეიტის" მეტოქეობის 105-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბუენოს-აირესული კლუბების გულშემატკივრებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისთვის, რომ არგენტინის დედაქალაქის დერბი გამხდარიყო ყველაზე დრამატულ საფეხბურთო დაპირისპირებად მსოფლიოში.

არსებობს რამდენიმე ქალაქი, სადაც ყოველ წელს, მინიმუმ ორჯერ, ისადგურებს საფეხბურთო ინფერნო. მაგალითად: გლაზგო, მილანი, სტამბული, რომი, მანჩესტერი, მადრიდი, ბელგრადი და ა.შ. ყველაზე მასშტაბური მოვლენა კი ბუენოს-აირესში იმართება.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

"დერბის დღეს არგენტინაში ცხოვრება ჩერდება" - "The Observer" (პირველი ადგილი სიაში "50 სპორტული მოვლენა, რომელსაც უნდა დაესწრო სანამ ცოცხალი ხარ").

"ეს მატჩი არის კლასობრივი ომის ყველაზე კარგი მაგალითი" - "Daily Mirror" (პირველი ადგილი სიაში "50 გამორჩეული დერბი").

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

"ტრიბუნებზე შეგიძლია ელოდო ყველაფერს, ქათმის ბუმბულებით დაწყებული და მფრინავი ღორებით დამთავრებული" - "FourFourTwo" (პირველი ადგილი სიაში "50 საუკეთესო დერბი საფეხბურთო სამყაროში").

"ყოველი თამაში არის ენითაუღწერელი ატმოსფერო, ხმაური, აგრესია და სანახაობა" - "The Telegraph" (პირველი ადგილი სიაში "25 ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო დაპირისპირება").

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

რა ხდება არგენტინის დედაქალაქში "ბოკა"-"რივერის" მატჩის დროს? სიცარიელე ქუჩებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუჩინარება, დახურული დაწესებულებები. ვერსად იხილავთ გამორთულ ტელევიზორს, პრეზიდენტის კაბინეტით დაწყებული და სამშობიარო პალატით დამთავრებული.

რა ხდება სტადიონზე? ტრიბუნები ირყევა ხმაურისა და ხალხის მოძრაობისგან, კვამლი, დაკლული ქათმები/ღორები, პიროტექნიკა, შიშველი ლამაზმანები, კუბოები, ბევრი ლურჯი, ყვითელი, თეთრი და წითელი ფერი.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

კლუბების ხელმძღვანელები ამ ყველაფერს იზოლირებული შუშის VIP-ლოჟებიდან ადევნებენ თვალს. (დიახ, ეს არ არის გლამურული "კამპ ნოუ", ან "სანტიაგო "ბერნაბეუ").

"ბოკა" და "რივერი" 246-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 88 მოგება "ლურჯ-ყვითლების" ანგარიშზეა, 81 - "მილიონერების", 77 მატჩი კი ფრედ დასრულდა. შიდა პირველობაზე ლიდერობას ინარჩუნებენ "მონუმენტალის" მკვიდრები, 36 ჩემპიონობა "გენუელთა" 33-ის წინააღმდეგ.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

კონტინენტის მთავარ ტურნირზე, ლიბერტადორესის თასზე კი "ბოკა" დომინირებს - 6 ტიტული, "რივერი" - 3. ვნახოთ, რომელი მათგანის კოლექცია შეივსება ამჯერად. აღსანიშნავია, რომ ბუენოს-აირესელები აქამდე არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს ფინალში, წელს - იწერება ახალი ფურცელი სუპერკლასიკოს ისტორიაში.

2015 წელს მათი გზები 1/8 ფინალში გადაიყარა. "ლურჯ-ყვითლების" გულშემატკივრებმა გაუშვეს ცრემლსადენი გაზი წიწაკის ეფექტით, რითაც "მილიონერები" მოიწამლნენ. მატჩი შეწყდა, "ბოკა" გათამაშებიდან მოხსნეს, "რივერმა" კი მოგვიანებით ფინალამდე გააღწია და ჩემპიონიც გახდა.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

მსგავსი ექსცესები პერიოდულად ხდება არგენტინული დერბის დროს. პირველი ოფიციალური სუპერკლასიკო, რომელიც 1931 წლით თარიღდება, საერთოდ მასობრივი არეულობით დასრულდა. ჩხუბობდნენ აბსოლიტურად ყველა, ქომაგებიც და ფეხბურთელებიც. პოლიციას წყალმფრქვევების გამოყენებაც კი დასჭირდა.

2011 წელს "რივერი" პირველად თავის ისტორიაში უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. "გენუელებისთვის" ეს იყო მიზეზი ერთგვარი სპექტაკლის მოსაწყობად ბუენოს-აირესის ქუჩებში. "ბოკას" გულშემატკივრებმა დედაქალაქში დადგეს თეთრ-წითელი კუბოები და სხვა დამამცირებელი ატრიბუტიკა. ცხადია, ამ ყველაფერს მოჰყვა ჩხუბი, 100-მდე ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

სუპერკლასიკოს მთავარი უბედურება მოხდა 1968 წელს, მას ეძახიან "Tragedia de la Puerta 12" (ტრაგედია მე-12 გასასვლელთან). ჭყლეტვაში დაიღუპა 71 ადამიანი, 150-მა ქომაგმა კი სხეულის მძიმე დაძიანებები მიიღო.

არეულობის ოფიციალური მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, არაოფიციალური ვერსიით, გასასვლელის კარი დროულად არ გაიღო, რის შედეგადაც "მონუმენტალზე" მორიგმა ჯოჯოხეთმა დაისადგურა.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ისმის ლოგიკური კითხვა - რატომ ეზიზღებათ მათ ერთმანეთი? დიახ, სუპერკლასიკო არის მუდმივი ბრძოლა არგენტინის ნომერ პირველი გუნდის გამოსავლენად, თუმცა "ბოკა"-"რივერის" მეტოქეობის ფესვები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბანალური კონკურენცია.

ორივე კლუბი შეიქმნა ბუენოს-აირესის საპორტო რაიონში - ლა ბოკაში. მოგვიანებით, "თეთრ-წითლები" გადავიდნენ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ უბანში სახელად ნუნიესი. სწორედ აქედან მოდის "რივერის" მეტსახელი "მილიონერები".

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

"ბოკა" კი სამუდამოდ დარჩა იტალიიდან ჩამოსულ პორტის მუშაკთა გუნდად (ამიტომ ეძახიან მათ "გენუელებს"). უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის მდიდრებისა და ღარიბების დაპირისპირება. პლებეებისა და სნობების კლასობრივი ომი არგენტინის ცენტრში.

"მონუმენტალის" მკვიდრები "მილიონერები" არიან, თუმცა "თეთრ-ყვითლებს" ურჩევნიათ მეტსახელი "ქათმები", "რივერის" ქომაგები კი მოსისხლე მტრებს "ღორებს" უწოდებენ.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

სუპერკლასიკო ცალკე სუბკულტურაა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის სპორტი. ბუენოს-აირესული დერბი ყოველთვის ითვლებოდა არგენტინული ფეხბურთის აკვანად და ევროპული კლუბების სკაუტთა მთავარ თავშეყრის ადგილად.

უამრავმა ვარსკვლავმა გამოიარა "ბოკა"-"რივერის" ომის ინსტიტუტი. "გენუელთა" მთავარი სიმბოლო დიეგო მარადონაა, რომელიც "ბომბონერაზე" იქცა ნამდვილ საკულტო ფიგურად და "თეთრ-წითელთა" ნომერ პირველ მტრად.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

ფეხბურთის უგვირგვინო მეფისთვის "მილიონერთა" დამწუხრება ოჯახური ღირსების საქმე იყო. დიეგოს მამა, ჩიტორო თავის დროზე სწორედ იმ პორტში მუშაობდა, სადაც დაარსდა "ბოკა".

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

მარადონას პირველი სუპერკლასიკო იმართებოდა საჩემპიონო ბრძოლის ეგიდით. დიახ, არგენტინის პირველობის ტრიუმფატორის ვინაობა სწორედ დერბიში წყდებოდა, წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა სტადიონზე.

მატჩის გადამწყვეტი გოლი შეაგდო სწორედ 21 წლის დიეგომ. ჩემპიონი გახდა "ბოკა", აცრემლებულმა მარადონამ კი გატანილი გოლი თავის მამას მიუძღვნა. ალბათ გასაგებია, თუ რატომ არის ლეგენდარული ათიანი "ბომბონერას" სიმბოლო.

მარადონას საჩემპიონო გოლი რივერის კარში



"რივერის" საკულტო ფიგურა ალფრედო დი სტეფანოა. მადრიდის "რეალის" ყოფილი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კარიერის სტარტზე სწორედ "მონუმენტალზე" ბრწყინავდა. სამწუხაროდ, დი სტეფანოს არ გამოუჩენია თავი სუპერკლასიკოში, მან ნაადრევად დატოვა სამშობლო.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე ორივე კლუბის მაისური მოირგეს, მათგან პირველ რიგში გამოსარჩევია გაბრიელ ბატისტუტა. სერია ა-ს ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა ვერ მოახერხა "რივერში" დამკვიდრება და უნდა ითქვას, რომ თავად "მილიონერებსაც" არ ეიმედებოდათ გაბრიელის.

სწორედ ამიტომ დაუთმეს "თეთრ-წითლებმა" ახალგაზრდა თავდამსხმელი ასე მარტივად მოსისხლე მტრებს. "ბოკაში" ბატისტუტა გაშინაურდა, ის მალევე გახდა თავისიანი, მიზეზი - ორჯერ შესრულებული დუბლი "მილიონერების" კარებში.

ბატისტუტას დუბლი რივერის კარში



"ბომბონერაზე" არავის ახსოვს "ბატიგოლის" "ელიტარული" წარსული, ის ისეთივე ლეგენდაა, როგორც მარადონა. ორივე გუნდში ნათამაშები ფეხბურთელებიდან აგრეთვე გამოსარჩევები არიან ოდიოზური კლაუდიო კანიჯა და გონსალო იგუაინის მამა, ხორხე.

"ბოკასა" და "რივერამდე" უფროს "პიპიტას" ჰქონდა ერთ-სეზონიანი შუალედი ფრანგულ "ბრესტში", სწორედ იქ დაიბადა გონსალო 1987 წელს. დიახ, "მესის საუკეთესო მეგობარს" შეეძლო საფრანგეთის ნაკრების არჩევა.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

რადგან ლეოზე ჩამოვარდა საუბარი, შეუძლებელია იმის დავიწყება, რომ თავის დროზე "რივერმა" არ მიიღო საკუთარ აკადემიაში "ბარსელონას" ლიდერი. "მონუმენტალზე" ჩათვალეს, ლიონელისგან ვერ დადგებოდა ფეხბურთელი, მიზეზი - სიდაბლე და სიგამხდრე. ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ კიდევ "ლა მასიაში" მოხვედრამდე.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არგენტინულ ციებცხელებას არ ჩაუვლია ქართული მცირე კვალის გარეშე. 1994 წელს "ბოკაში" იჯარით გადმოვიდა გიორგი ქინქლაძე. "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამ 3 მატჩი ჩაატარა "გენუელთა" შემადგენლობაში.

ქართველი ფლეიმეიქერი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისთვის ეგზოტიკურ გარემოში, თუმცა მოგვიანებით, "ბომბონერაზე" დაბრუნდა მარადონა კარიერის უკანასკნელი წლების გასატარებლად. შეიძლება ითქვას, რომ "ქინქისთვის" გამზადებული ადგილი დაიკავა მისმა კუმირმა დიეგომ.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

სუპერკლასიკოს ისტორია ისედაც უმდიდრესია, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, არგენტინული დერბი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდებოდა ქინქლაძისა და მოგვიანებით მესის მონაწილეობით.

"ბოკასა" და "რივერის" ლეგენდების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა არ იფარგლება მხოლოდ მარადონათი, დი სტეფანოსა და ბატისტუტათი. არგენტინელი ვარსკვლავების 80%-მა კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩები სწორედ ბუენოს-აირესულ დერბიში ჩაატარა.

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

"გენუელთა" მხრიდან გამოსარჩევია ხუან რომან რიკელმე, რომელსაც დიეგოსა და გაბრიელზე არანაკლებად აღმერთებენ "ბომბონერაზე". რიკელმე წლების მანძილზე უშრობდა სისხლს "მილიონერებს", მისი ასისტების წყალობით კი "რივერის" კარს იღებდნენ პალერმო, პალასიო, ტევესი და ბევრი სხვა.

ცნობისთვის, კარლიტოსი ახლაც "ბოკაშია". რიკელმეზე შეგვიძლია აგრეთვე იმის თქმა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი სუპერკლასიკოს ისტორიაში.

რიკელმეს ულამაზესი ჯარიმა რივერის კარში



რაც შეეხება "რივერის" თანამედროვე ვარსკვლავთა სიას, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ერნან კრესპო, რომელიც 19 წლისაც არ იყო, როდესაც "გენუელებს" ამწუხრებდა. მისი საქმე მოგვიანებით გააგრძელა სალასმა, სავიოლამ, იგუაინმა, ფალკაომ, სანჩესმა, ტრეზეგემ და ა.შ.

არ უნდა დაგვავიწყდეს "მონუმენტალის" პუბლიკის უსაყვარლესი შვილი - პაბლო აიმარი. ხუჭუჭა ფლეიმეიქერი არის რიკელმეს ერთგვარი ანალოგი "რივერში", ან პირიქით - ხუან რომანია აიმარის ანალოგი "ბოკაში".

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

11 ნოემბერს, 00:00 საათზე (ღამე, შაბათიდან კვირაზე) შედგება სუპერკლასიკოს კიდევ ერთი ეპიზოდის პრემიერა, ამჯერად ლიბერტადორესის თასის ფინალის ფარგლებში. ქვემოთ გთავაზობთ გამოჩენილ ფეხბურთელთა სიას, რომელთა კარიერას არ ჩაუვლია "ბოკასა" და "რივერის" გარეშე.

ბოკა ხუნიორსი: ანტონიო ანჯელილო, დიეგო მარადონა, როდოლფო არუაბარენა, კლაუდიო კანიჯა, გაბრიელ ბატისტუტა, გიორგი ქინქლაძე, ხუან სებასტიან ვერონი, ხუან რომან რიკელმე, რობერტო აბონდანსიერი, ოსკარ კორდობა, მარტინ პალერმო, აბელ ბალბო, ვალტერ სამუელი, ნიკოლას ბურდისო, გარი მედელი, კარლოს ტევესი, ფერნანდო გაგო, როდრიგო პალასიო, კრისტიან პავონი, მაურო სარატე, ლაუტარო მარტინესი

რივერ პლეიტი: ალფრედო დი სტეფანო, ომარ სივორი, უბალდო ფილოლი, ალეხანდრო საბელა, დანიელ პასარელა, აბელ ბალბო, მარიო კემპესი, გაბრიელ ბატისტუტა, ენცო ფრანჩესკოლი, კლაუდიო კანიჯა, სერხიო გოიკოჩეა, რობერტო აიალა, არიელ ორტეგა, მარსელო გალიარდო, ერნან კრესპო, მატიას ალმეიდა, ხერმან ბურგოსი, მარსელო სალასი, ხულიო რიკარდო კრუზი, ხუან პაბლო სორინი, სანტიაგო სოლარი, პაბლო აიმარი, ხავიერ სავიოლა, ანდრეს დ'ალესანდრო, ლუჩო გონსალესი, ხავიერ მასკერანო, გონსალო იგუაინი, რადამელ ფალკაო, ალექსის სანჩესი, ერიკ ლამელა, დავიდ ტრეზეგე, ხუან კინტერო

ქინქლაძე, მესი, მარადონა და იგუაინის მამა - ყველაფერი, რაც ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის დაპირისპირებაზე უნდა ვიცოდეთ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ცხინვალის 5 ფეხბურთელი თურქეთში ქურდობისთვის დააკავეს

უკვე რამდენიმე თურქული გამოცემა იტყობინება, რომ თურქეთში საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს.

დღეს, 01:42

საჩუქარი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:38

ქართველი ფეხბურთელები ევროტურნირებზე ასპარეზობას გამოეთიშნენ

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩები გაიმართა.

დღეს, 00:29

პირველად 1996 წლის შემდეგ - აინტრახტის მორიგი მიღწევა

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალურ შეხვედრაში ფრანკფურტის "აინტრახტმა" შინ დონეცკის "შახტარი" 4:1 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში, 6:3, იმარჯვა.

დღეს, 00:20

აინტრახტი ევროპა ლიგის ისტორიაში შევიდა

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალურ შეხვედრაში ფრანკფურტის "აინტრახტმა" შინ დონეცკის "შახტარი" 4:1 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში, 6:3, იმარჯვა.

დღეს, 00:12

ნაპოლიმ ციურიხი ორი მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე "ნაპოლიმ" შვეიცარიული "ციურიხი" საკუთარ მოედანზეც დამაჯერებლად დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

გუშინ, 23:51

არსენალმა ბატე გაანადგურა და 1/8 ფინალში გავიდა [VIDEO]

ბელარუსში სენსაციური მარცხის (0:1) შემდეგ ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე ყველაფერი გამოასწორა და "ბატეს" ბარიერი მშვიდად გადალახა.

გუშინ, 23:48

გვარდიოლამ ლივერპული-ბაიერნის მატჩი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:09

"დე ხეა კარგია, მაგრამ მანჩესტერს უკეთესი მეკარეც ჰყავდა" - ყოფილი მოთამაშე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეი კანჩელსკისმა, "წითელი ეშმაკების" გოლკიპერი დავიდ დე ხეა დაახასიათა.

გუშინ, 23:04

იდეალური დებიუტი - ხვიჩა კვარაცხელიამ ლოკომოტივის პირველივე მატჩში გაიტანა [VIDEO]

დღეს, მოსკოვის "ლოკომოტივმა" მორიგი ამხანაგური მატჩი ნორვეგიულ "ვიკინგთან" გამართა.

გუშინ, 22:57

ატლეტიკოს პრეზიდენტი სიმეონეს ჟესტს გამოეხმაურა

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, ტურინის "იუვენტუსთან" პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში დიეგო სიმეონეს უხამსი მოძრაობა განიხილა.

გუშინ, 22:39

კლოპმა სოლსკიაერი შეაქო

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი გუნდის მომდევნო მეტოქის თავკაცი და კოლეგა შეაქო.

გუშინ, 22:12

ლიონის მცველი: "მბაპე უფრო სახიფათოა, ვიდრე მესი"

ლიონის "ოლიმპიკის" ცენტრალურმა მცველმა, მარსელომ, ერთმანეთს ლიონელ მესი და კილიან მბაპე შეადარა.

გუშინ, 22:08

კეინი და ალი ბრუნდებიან - დორტმუნდში ორივე ითამაშებს

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჰარი კეინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:54

ბონუჩიმ იუვენტუსის გამო რეალზე თქვა უარი

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, აღიარა, რომ "მილანიდან" წამოსვლის შემდეგ მას სხვა ალტერნატივაც ჰქონდა.

გუშინ, 21:44

"მისი სათამაშო სტილი მიყვარდა", - ძანიოლომ თავისი კუმირი დაასახელა

"რომას" ნახევარმცველმა, ნიკოლო ძანიოლომ თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა.

გუშინ, 20:51

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:47

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კლოპი დასაჯა

საფეხბურთო ასოციაციამ (FA) "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი დააჯარიმა.

გუშინ, 20:40

დიდი 10: ბათუმმა გორში იმარჯვა, ლელო სარასენსმა - ქუთაისში

დიდი 10-ის მეთოთხმეტე ტურის პირველი დღის მიმოხილვა

გუშინ, 20:34

დე იონგმა ბარსელონაში გადასვლის მიზეზები დაასახელა

"აიაქსის" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "ბარსელონას" თავისი ოცნების გუნდი უწოდა.

გუშინ, 20:21

ენდი კოულმა მანჩესტერ იუნაიტედს მწვრთნელი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავდამსხმელი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:15

"მას უნდა მივულოცოთ", - კოკე რონალდუს ჟესტს ეხმაურება

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, კოკემ კრიშტიანუ რონალდუს ჟესტზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 20:07

კულიბალი იუვენტუსში? - აგენტმა სენეგალელის მომავალზე ისაუბრა

ბრუნო სატინმა "ნაპოლის" მცველ კალიდუ კულიბალის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:57

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ არ მოუგია"

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 19:50

მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბი France Football-ის ვერსიით

ფრანგულმა ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.

გუშინ, 19:40

ვან დეიკი: "მინდა, რომ ამ კლუბის ლეგენდად დამიმახსოვრონ"

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:33

რეშფორდს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:11

ოფიციალურად: პსჟ-მ რეალის ყოფილ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა

აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გუშინ, 19:02

ლილიან ტიურამის 17 წლის შვილს გრანდები აკვირდებიან

კეფრენ ტიურამ-იულიენი ამჟამად "მონაკოს" 19-წლამდელთა გუნდის წევრია.

გუშინ, 18:37

ბარსელონა ლიგა 1-ში ორ ფეხბურთელს დააკვირდა

"ბარსელონას" სკაუტები საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრას დაესწრნენ.

გუშინ, 18:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები