Goal.Ge

საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ: როგორი შემადგენლობით და რა პრობლემებით ვსტუმრობთ იტალიას?


საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ: როგორი შემადგენლობით და რა პრობლემებით ვსტუმრობთ იტალიას?

კარს მოგვადგა საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი იტალიასთან. "აძურისთან" რკენამდე ერთი დღეღაა დარჩენილი და ამ შეხვედრას უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდება, ფლორენციაში კი სულაც რამდენიმე ათასეულ ქართველ ქომაგს ელიან.

საქართველოს ნაკრები 26 ოქტომბრიდან მოყოლებული, 33-კაციანი შემადგენლობით საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გადიოდა შეკრებას. სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განაცხადიდან ამოვარდნენ: სანდრო თოდუა, გიორგი აფციაური, ანზორ სიჭინავა, გრიგორ ქერდიყოშვილი და საბა შუბითიძე.

რამდენიმე საათის წინ კი, მილტონ ჰეიგმა იმ 23 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც „არტემიო ფრანკიზე“ გავლენ სათამაშოდ. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა გაფართოებული შემადგენლობიდან გიორგი ბეგაძე, თედო აბჟანდაძე, ბადრი ალხაზაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი ამოშალა.

სტატიაში განვიხილავთ თითოეულ პოზიციაზე შექმნილ ვითარებას.

ბურჯები

ყველა პოზიციაზე ასე რომ გვქონდეს საქმე, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდა. ბურჯის ორივე მხარეს საქმე მშვენივრად გვაქვს და გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი ექვსივე მოთამაშე კარგ ფორმაში იმყოფება. მარცხენა ბურჯის ამპლუაზე მილტონ ჰეიგს მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე"), ზურაბ ჟვანია ("უოსპსი") და გურამ გოგიჩაშვილი ("რასინგ 92") ჰყავს გამოძახებული.

ნარიაშვილი 2017 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბეა, რაც ყველაფერზე მეტყველებს. ის ნაკრებს შეუცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. მიხეილი მიწოლაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო, ან შეიძლება სულაც საუკეთესოა, რაც საქართველოს ნაკრების სტილისთვის უმთავრესია. მან ზაფხულში ოპერაცია გაიკეთა, თუმცა დაახლოებით ორი თვეა მოედანს დაუბრუნდა და ფორმაში შესვლაც მოახერხა.

დიდებულ ფორმაშია ზურაბ ჟვანია, რომელიც სეზონის დაწყების წინ საფრანგეთიდან ინგლისში გადაბარგდა და "უოსპსს" შეუერთდა, სადაც ქართველი მორაგბეებისთვის სასიამოვნო გამონაკლისად, მშვენივრად მოახერხა თავის დამკვიდრება და ჩემპიონთა თასის ბოლო მატჩში ლელოს გატანაც მოახერხა.

საერთოდ საოცრებებს ჩადის 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც სულ რაღაც 6 თვის წინ თბილისის "ლოკომოტივის" ძირითად მოთამაშედაც არ ითვლებოდა, ხოლო დაახლოებით ორი თვეა უკვე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრანგული კლუბის, ჩემპიონთა თასის ფინალისტის "რასინგ 92"-ის რიგებში გამოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადის მოთამაშედ იქცა.

რაც შეეხება მარჯვენა ბურჯის პოზიციას, აქაც ყველაფერი კარგადაა. ჰეიგმა არჩევანი დავით ქუბრიაშვილზე, ბექა გიგაშვილზე ("გრენობლი") და ლევან ჩილაჩავაზე ("მონპელიე") შეაჩერა. ლევანს ტრავმა ჰქონდა და დაბრუნება რამდენიმე კვირაა რაც მოახერხა, "გრენობლის" პირველხაზელები კი მშვენიერ ფორმაში არიან და მიმდინარე ტოპ 14-ში უკვე ორ-ორჯერ მოხვდნენ სიმბოლურში. ბოლო ტურში ქუბრიაშვილმა ტრავმა მიიღო, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული არ გამოდგა. მის ნაცვლად შესულმა გიგაშვილმა კი ლელო დადო. ბექა ნაკრების ერთ-ერთი ახალწვეულია და პირველ ხაზში ყველგან შეუძლია თამაში, რაც ნამდვილად დიდი პლუსია.

ჰეიგს და შერკინების მწვრთნელს, გრემ როუნთრის საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად ნამდვილად ბევრი ფიქრი მოუწევდათ, თუმცა მათი გადაწყვეტიელება საბოლოოდ ასეთია: ძირითადში მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი დაიწყებენ, ხოლო მეორე ნახევარში ზურაბ ჟვანიას და ლევან ჩილაჩავას ვიხილავთ.

ნარიაშვილის შემთხვევაში ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, რადგან დიდი ხანია თავის ამპლუაზე უკონკურენტოა. მისი შემცვლელიც ლოგიკურია, რომ ჟვანიაა. ერთი რომ, ზუზუ დიდებულ ფორმაში იმყოფება და მეორეც, გოგიჩაშვილს ნაკრებში აქამდე არ უთამაშია და პირდაპირ ასეთ თამაშში დებიუტი მისთვის ძალზე დიდი წნეხი იქნებოდა.

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დიდი ხანია, რაც ლევან ჩილაჩავა მოიაზრებოდა სასტარტო ბურჯად, თუმცა ამჯერად მწვრთნელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და არჩევანი დუდუზე გააკეთეს, რომელსაც ნაკრებში ტრავმების გამო 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია. ის ძალიან ძლიერია სტატიკაში და იტალიელებს შერკინებაში, წესით საკმაოდ გაუჭირდებათ. ალბათ იგივე ითქმის გიგაშვილზეც, რაც გოგიჩაშვილზე ვახსენეთ. როდესაც ასეთი გამოცდილი მოთამაშეები გყავს, ასეთი დონის მატჩში დებიუტანტზე ნდობა ნამდვილად ძალიან რთულია.

კვაჭები

პირველი ხაზის ეს პოზიცია გაცილებით პრობლემატურია. „თიბისი სერიებისთვის“ გამოძახებულნი არიან ჯაბა ბრეგვაძე ("სანვულვზი"), შალვა მამუკაშვილი ("ენისეი") და ბადრი ალხაზაშვილი ("ტულონი").

სამივე მოთამაშის მთავარი პრობლემა სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. ჯაბა ბრეგვაძე მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ლიგაში თამაშობს და სათამაშო დრო არ აკლია, მაგრამ ერთი პრობლემაა: სუპერ რაგბი თებერვალ-აგვისტოში მიმდინარეობს და შესაბამისად, ჯაბას ოფიციალურ მატჩში 4 თვეა არ უთამაშია. ბადრი ალხაზაშვილი კი 2016 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა "ტულონის" ძირითად გუნდში და თამაში ესპუარებში უწევს. ამ მხრივ ყველაზე ნაკლები პრობლემა შალვა მამუკაშვილს აქვს. მან სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო და საწყის სამ ტურში ითამაშა, სექტემბრის ბოლოს კი საქართველო დატოვა და რუსულ "ენისეის" შეუერთდა, რომლის რიგებშიც 19 ოქტომბერს ჩელენჯ ქაფზე "ლა როშელის" წინააღმდეგ ითამაშა.

ამ შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურადა: ბრეგვაძე სასტარტოშია, მამუკაშვილი მარქაფაში, ალხაზაშვილი - ტრიბუნაზე.

მეორე ხაზი

ყველაზე მეტი პრობლემა საქართველოს ნაკრებს მეორე ხაზში აქვს, რადგან დამტვრეულები არიან ძირითადის მოთამაშეები: გიორგი ნემსაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე. ჰეიგმა განაცხადიდან ამოშალა "ლელო სარასენსის" მხტომელი გრიგორ ქერდიყოშვილი, ხოლო ლაშა ლომიძე, ნოდარ ჭეიშვილი და შალვა სუთიაშვილი ფლორენციაში იახლა. პირველი ორი მოთამაშე ძირითადში იქნება, ხოლო სუთიაშვილი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდება.

მესამე ხაზი

პრობლემები ბლომადაა მესამე ხაზშიც. ტრავმირებულნი არიან გიორგი თხილაიშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, რომლებიც ძირითად ფლანკერებად მოიაზრებიან. გაფართოებული განაცხადიდან ამოვარდა საბა შუბითიძე და ჰეიგის განკარგულებაში ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე და ბექა გორგაძე დარჩნენ. მილტონის გადაწყვეტილებით, ფლანკერებად ცუცქირიძე და გიორგაძე გაირჯებიან, ხოლო რვა ნომრად - ბექა გორგაძე, ბექა ბიწაძე კი თადარიგშია.

ჰავბექი

9 ნომრის პოზიციაზე მთავარი სანერვიულო ის გახლავთ, რომ გელა აფრასიძე და ვასილ ლობჟანიძეს სასურველი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ხოლო იტალიურ "კალვიზანოსთან" მატჩმა დაგვანახა, რომ გიორგი ბეგაძე კარგ ფორმაში არ იმყოფება, რაც ჰეიგმა გაითვალისწინა და 23-კაციან შემადგენლობაში სწორედ ბეგაძე ვერ მოხვდა.

აფრასიძეს თამაში "მონპელიეს" ესპუარებში უწევს, ხოლო ლობჟანიძემ მიმდინარე პრო დ2-ში "ბრივის" რიგებში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა (სულ 146 წუთი). როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაშიც ისე მოხდა: ლობჟანიძე ძირითადშია, აფრასიძე - მარქაფაში.

მგეზავი
10 ნომერზე გაფართოებულ შემადგენლობაში ორი მოთამაშე გახლდათ გამოძახებული: "ბათუმის" გამოცდილი მგეზავი ლაშა ხმალაძე და ქუთაისის "აიას" უნიჭიერესი მორაგბე თედო აბჟანდაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ნაკრებში შესანიშნავი თამაშით ყველა კარგად იცნობს.

ჰეიგმა აქაც პრაგმატული და მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: გამოცდილ ხმალაძეს ენდო, ხოლო თედოს ადგილი ამჯერად განაცხადში ვერ გამოინახა. მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც მგეზავად თამაში შეუძლია და თუ საჭირო გახდა, ხმალაძეს სწორედ ის შეცვლის.

შუამარბები

აქაც ბევრი პრობლემაა და პირველ რიგში ეს ცენტურიონის (100 მატჩს +) დავით კაჭარავას არყოფნაა, რომელიც ტრავმის გამო 2018 წელს ვეღარ ითამაშებს.

გარდა ამისა, თითქმის ერთი წელია არ უთამაშია კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და მისი დაბრუნება პირდაპირ იტალიის ნაკრებთან მოხდება. "აჟენში" მწირი სათამაშო დრო აქვს თამაზ მჭედლიძეს და აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად კარგ ფორმაში იმყოფება.

ძირითადში სწორედ მჭედლიძე და შარიქაძე იმყოფებიან, ხოლო მარქაფაში ლაშა მალაღურაძე და გიორგი კვესელაძე არიან.

გარემარბები

ჰეიგმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და 33 კაცში მყოფი სამი ნომინალური ფრთა, გიორგი აფციაური, ანზორ სიჭინავა და სანდრო თოდუა განაცხადიდან ამოშალა.

შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ ფლანგებზე ამპლუით შუამარბები დადგებოდნენ, რომელთაც ფრთაზე თამაშიც შეუძლიათ. ერთადერთი ახალბედა მოთამაშე, რომელსაც მილტონ ჰეიგი ენდო თბილისის „ლოკომოტივის“ უკანახაზელი ზურაბ ძნელაძეა. მას თამაში შუამარბის, ფრთის და ფულბექის პოზიციებზე შეუძლია, რაც მილტონს განსაკუთრებით მოწონს. „ტურბოს“ ნაკრებში ერთადერთხელ, 2013 წელს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრები წინააღმდეგ უთამაშია. ის ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, რაც მილტონ ჰეიგს არ გამორჩენია და ამ უპრინციპულეს მატჩში ენდო კიდეც.

მარცხენა ფრთაზე კი რუსთავის „ხარების“ მორაგბე გიორგი კოშაძე ითამაშებს, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა. ის მოედანს დიდი 10-ის მეექვსე ტურში, 7 ოქტომბერს დაუბრუნდა. თადარიგშია გიორგი კვესელაძე, რომელსაც ფრთაზე თამაში შეუძლია.

ფულბექი

ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოსო მათიაშვილი ფულბექის პოზიციაზე უალტერნატივო გახლდათ. მისი უმთავრესი კონკურენტი, ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი ტრავმირებულია, ისევე როგორც მირიან მოდებაძე და სანდრო სვანიძე.

რაგბის კავშირის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"იოზილს სიყვარული და ყურადღება სჭირდება", - მოურინიოს რჩევა ემერის

პორტუგალიელმა მწვრთნელმა უნაი ემერის რჩევა მისცა, თუ როგორ უნდა აიძულოს მესუთ იოზილი, რომ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს.

დღეს, 13:38

შუსტერი: "პერესთან საუბარში ეს მწვრთნელი ვახსენე და ის ძალიან გაკვირვებული დარჩა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა, რომ გუნდი, მომავალში, შესაძლოა, იოაჰიმ ლიოვმა ჩაიბაროს.

დღეს, 13:18

მორიგი იმედგაცრუება - ავსტრალიის ღია პირველობას მეოთხე ჩოგანიც გამოაკლდა

წლის პირველი გრენდ სლემის მორიგი იმედგაცრუება.

დღეს, 13:06

ციციპასთან შეხვედრაში, ფედერერმა კარიერის ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

ლეგენდარული შვეიცარიელის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

დღეს, 12:54

კრიშტიანუმ მარსელოზე ზეწოლა გააძლიერა - AS

პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინში საუკეთესო მეგობრის გადაბირებას ცდილობს.

დღეს, 12:51

ბოლივიაში საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ხრამში გადავარდა - 13 ადამიანი გარდაიცვალა

ევროპული პრესის ინფორმაციით, ბოლივიის სამხრეთით საფეხბურთო გუნდის ავტობუსი ხრამში გადავარდა.

დღეს, 12:47

"ამას მეტი არ დაუსხათ", "ჯერ ჰალსტუხი დაღეჭე", - რუსებმა კვერკველიას დასცინეს

რუსულ პრესასთან ჩაწერილმა ინტერვიუმ ადგილობრივ ქომაგებში განსხვავებული ემოციები გამოიწვია.

დღეს, 12:40

კვერკველია: "ქართველებს ლოკომოტივისთვის იღბალი მოაქვთ - მინიმუმ ევროპის ლიგას მოვიგებთ"

საქართველოს ნაკრების და "ლოკომოტივის" მცველმა გუნდის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ილია გერკუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 12:32

იკარდი ინტერს ულტიმატუმს უყენებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მაურო იკარდიმ თავის კლუბს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართა.

დღეს, 12:26

მარსელოს სკამზე დასმის მიზეზი ცნობილია

ესპანურმა პრესამ "რეალის" ვიცე-კაპიტნის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის მიზეზი გაამხილა.

დღეს, 12:05

კვერველია: "როდესაც ლოკომოტივი მარცხდება, მთელი ღამე ვერ ვიძინებ"

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა, სოლომონ კვერკველიამ, "ზენიტთან" განცდილი მარცხი (3:5) გაიხსენა.

დღეს, 12:01

ნეიმარი: "რეალი? ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია"

ბრაზილიელმა ფორვარდმა მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 11:57

ვალვერდე: "სუფთა გოლი იყო, სუარესი მეკარეს არ შეხებია"

"ბარსელონასა" და "ლეგანესის" დაპირისპირებაში მორიგი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

დღეს, 11:55

ნეიმარი: "პელეს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები"

"პსჟ-ს" ბრაზილიელმა შემტევმა ლეგენდარულ თანამემამულეს უპასუხა.

დღეს, 11:51

სუარესის ისტორიული მიღწევა - ურუგვაელი ბარსას ისტორიაში მეხუთეა

ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ბარსელონას" ისტორიაში საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა.

დღეს, 11:47

ჩელენჯ ქაფი: პლეი-ოფს მხოლოდ სამი ქართველი შემორჩა [VIDEO]

"კლერმონი" მეოთხედფინალში გავიდა

დღეს, 06:12

შერმადინის 6 ქულა და მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]

ქართველი ცენტრის "უნიკახა" დამარცხდა

დღეს, 05:46

ზეედორფი რონალდოს ცოლთან იწვა, რის გამოც ინტერიდან გააგდეს - დეტალური ისტორია

ზღაპრული ცხოვრება, ძვირადღირებული მანქანები, მეგობარი გოგონების ხელთათმანებივით ცვლა - ყველაფერი ეს, ფეხბურთის ვარსკვლავის განუყოფელი ნაწილია.

დღეს, 05:45

დემბელემ ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" შემტევმა, უსმან დემბელემ კვლავ ტრავმა მიიღო.

დღეს, 05:44

მესის პასუხი პელეს - გოლი მარჯვენა ფეხით

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ლეგანესი" 3:1 დაამარცხა, სადაც მესი სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

დღეს, 05:23

"ბარსელონას მე-2 გოლი არ უნდა ჩათვლილიყო", - MARCA-ს არბიტრი

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ლეგანესი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღეს, 05:20

ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში მხოლოდ ორმა ქართველმა გააღწია [VIDEO]

ქართველთა კლუბებიდან მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ "რასინგ 92" აღმოჩნდა

დღეს, 05:12

ბურჯანაძის 10 ქულამ გიპუზკოას ვერ უშველა [VIDEO]

ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ

დღეს, 04:36

საქართველოს ნაკრების განაცხადი პარიზის გრანდ სლემისთვის

საქართველოს ნაკრები პარიზში 14 კაცით წარსდება

დღეს, 03:51

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მინსკის ტურნირი წარმატებით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო მინსკის საერთაშორისო ტურნირი. პირველ მატჩში ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა 3:0 დაამარცხეს ისლანდია და ჯგუფში გალიდერდნენ.

დღეს, 02:14

ფედერერი: "ციციპასი შექებას იმსახურებს"

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ როჯერ ფედერერმა კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:09

"ჩემი კუმირი დავამარცხე", - ციციპასი ფედერერთან მატჩის შემდეგ

შეხვედრის შემდეგ 20 წლის ბერძენმა ისაუბრა.

დღეს, 02:03

ფედერერი 1/4 ფინალში ბოლო 16 წელში მხოლოდ მეორედ ვერ გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში სტეფანოს ციციპასმა 5 სეტში 6-7 (11-13) 7-6 (7-3) 7-5 7-6 (7-5) დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.

დღეს, 01:59

შოკი პოჩეტინოს - დელე ალიმაც ტრავმა მიიღო

პრემიერ ლიგის მატჩში, "ტოტენჰემი" "ფულჰემს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დღეს, 01:55

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები