» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს


UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

90-იანი წლების შუა პერიოდი - დრო, როდესაც მსოფლიო ბაზარზე შემოიჭრა ახალი თაობის სათამაშო კონსოლები. გაყიდვაში შემოვიდა "Nintendo 64", "Sega 32X"-ი და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა - "PlayStation"-ი.

სწორედ "PS"-მა მოახდინა გადატრიალება კიბერ-სამყაროში, რომლის ვიდეო თამაშები ერთი თავით მაღლა იდგა კონკურენტების პროდუქციაზე. იმ დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ჟანრი ფაითინგი, ანუ ორთაბრძოლები.

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

"PlayStation"-ზე გამოვიდა ლეგენდარული "Mortal Kombat"-ი და "Tekken"-ი. მოგვიანებით, აღნიშნული თამაშების სერიები გახდება ფაითინგის ერთგვარი "რეალი" და "ბარსელონა". რა თქმა უნდა, არსებობდა სხვა ე.წ. "ჩხუბებიც", თუმცა "Midway"-სა და "Namco"-ს პროდუქტებს ვერაფერი შეედრებოდა.

1997 წლის 7 აგვისტოს მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა კიდევ ერთი თამაში ამ ჟანრში - "Fighting Network Rings"-ი. "Naxat Soft"-ის ორთაბრძოლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა იგივე "MK"-ს და რეალურად, ეს იყო საკმაოდ წარუმატებელი პროექტი, თუმცა ერთი საინტერესო დეტალი "FNR"-ში მაინც ფიგურირებდა.

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

სათამაშო პერსონაჟებს შორის იყო ქართველი მოჩხუბარეც - ტარიელ ბიწაძე. შეიძლება ითქვას, რომ ბიწაძე გახდა პირველი ჩვენი სპორტსმენი ვიდეო თამაშების სამყაროში. დიახ, სანამ "FIFA"-სა და "PES"-ში გამოჩნდებოდა კალაძე ან არველაძე, სანამ "NBA"-ში ვიხილავდით ფაჩულიას, "FNR"-ის ვირტუალურ რინგზე ჩხუბობდა ტარიელი.

გაიცანით - ტარიელ ბიწაძე



დავიწყოთ თავიდან - რა არის "Fighting Network Rings"-ი და როგორ აღმოჩნდა მანდ ქართველი? მაშინ, როდესაც UFC-ი ჯერ კიდევ ახალბედა საპრომოუშენო კომპანია იყო და დეინა უაიტი გაურბოდა ბოსტონელ განგსტერს უაიტი ბალჯერს, მსოფლიოს ნომერ პირველ ორგანიზაციად ითვლებოდა იაპონური RINGS-ი.

სწორედ მანდ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მოჩხუბრები MMA-დან. აზიელები თავიდან აქცენტს აკეთებდნენ პურორესუზე (იაპონური რესლინგი), თუმცა მოგვიანებით, ისინი მთლიანად გადაერთვნენ შერეულ ორთაბრძოლებზე.

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

RINGS-ში გამოდიოდა უამრავი ცნობილი ოსტატი, მაგალითად: რენდი კუტიური, დენ ჰენდერსონი, ანტონიუ ნოგეირა, ვოლკ-ხანი, კიოში ტამურა, აკიდა მაედა და რასაკვირველია - ფიოდორ ემელიანენკო. დიახ, "იმპერატორმა" სწორედ აზიაში დაიწყო თავისი ტრიუმფალური გზა.

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

იაპონური ლიგის სრულფასოვანი წევრები ქართველებიც იყვნენ. RINGS-ის ეგიდით ჩხუბოდნენ ზემოთხსენებული ბიწაძე, მისი ძმა ამირანი, ზაზა ტყეშელაშვილი, ლევან ლაგვილავა, ბაკურ გოგიტიძე, თენგიზ თედორაძე, გეგა გეგეშიძე, ვეფხვო ბარდანაშვილი, ილია ტლაშაძე, ლევან ებანოიძე და ზაურ ცხადაძე.

RINGS-ი იმითაც იყო ცნობილი, რომ პრომოუტერები სხვა ქვეყნებშიც მართავდნენ ბრძოლებს, მაგალითად საქართველოშიც - 1999 წლის 8 ოქტომბერს ჩვენთან შედგა ივენთი სახელწოდებით "Rings Georgia". საღამოს ლაინაფი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართველები ეჩხუბებოდნენ RINGS-ის ე.წ. ოლ-სტარის წარმომადგენლებს. 2000 წლის 16 აგვისტოს კი ჩვენიანები დაუპირისპირდნენ რუს მეტოქეებს "Rings: Russia vs. Georgia"-ზე. ივენთი შედგა ქალაქ ტულაში, მისი წამყვანი იყო ქართველი მსახიობი ამირან ამირანაშვილი.

სწორედ მანდ გამართა ემელიანენკომ ერთ-ერთი პირველი ბრძოლა თავის კარიერაში. ფიოდორის მეტოქე იყო ლაგვილავა, რომელიც "იმპერატორმა" მოგუდა. RINGS-ის დაღმასვლა დაიწყო 2002 წლიდან, კომპანია გაკოტრდა, ცნობილმა სახეებმა კი სხვა ორგანიზაციებს მიაშურეს.

ემელიანენკო ლაგვილავას წინააღმდეგ



სანამ ეს მოხდებოდა, ქართველმა მოჩხუბრებმა სამუდამოდ დაამახსოვრეს იაპონელებს თავი. პირველ რიგში გამოსარჩევები არიან ძმები ბიწაძეები, რომლებიც 1995 წლიდან იბრძოდნენ RINGS-ში.

ტარიელი ერთი წლის მანძილზე (1998 წლის 29 მაისი-1999 წლის 22 მაისი) ჩემპიონის ტიტულსაც კი ატარებდა მძიმე წონით კატეგორიაში. ქართველმა ქამარი წაართვა ლეგენდარულ კიოში ტამურას, თუმცა მოგვიანებით, იაპონელმა რევანშის აღება შეძლო.

ტარიელ ბიწაძე კიოში ტამურას წინააღმდეგ - საჩემპიონო ბრძოლა



ბიწაძე-უფროსის კარიერიდან აგრეთვე გამოსარჩევია იოპ კასტელთან მოპოვებული გამარჯვება "Rings Georgia"-ზე და იოშიჰისა იამამოტოს განადგურება. მთლიანობაში ტარიელის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 13 ბრძოლა - 7 მოგება (2 ნოკაუტით) და 6 მარცხი.

სწორედ ბიწაზე იყო ის, პირველი ჩვენიანი "PlayStation"-ში და "Fighting Network Rings"-ის მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟი. რაც შეეხება ამირანს, მისი კარიერა ვერ გამოდგა ისეთი წარმატებული, როგორიც ძმის. ბიწაძე-უმცროსის მონაგარში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა 5 ბრძოლიდან.

ტარიელ ბიწაძე Fighting Network Rings-ში



მოგვიანებით, ამირანი ერთი სამწუხარო ფაქტის გამო გახდა ცნობილი საზოგადოებაში, თუმცა ამის შესახებ შემდეგ ნაწილში მოგიწყვებით.

პირველი ქართველი, რომელმაც RINGS-ის კარები შეაღო იყო ზაზა ტყეშელაშვილი. "გრომი" 1992 წლიდან იბრძოდა იაპონიაში. მის ანგარიშზე 10 მოგება და 5 მარცხი ფიქსირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ზაზას მარადიული დუელი ლეგენდარულ ვოლკ-ხანთან.

ტყეშელაშვილი ვოლკ-ხანის წინააღმდეგ



ტყეშელაშვილი 4-ჯერ შეხვდა დაღესტნელს, ერთხელ საქართველოშიც. მათ შორის ფრე არის - 2:2. პირველი ორი ბრძოლა ზაზამ მოიგო, შემდეგი ორი კი გამზათხანოვმა. ასეთები იყვნენ ქართველი მებრძოლები MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში...ველოდებით საქმის გამგრძელებლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 18:01

ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს

ბილბაოს „ატლეტიკის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ „ერთი კლუბის ადამიანს“ ლოიალურობის გამო დააჯილდოვებს.

დღეს, 17:36

"დარწმუნებული ვარ, ტრანსფერი შედგება", - ბარსელონა ნიჭიერ ბრაზილიელს ყიდულობს [VIDEO]

ბრაზილიური „სან-პაულუს“ შემტევი, გუსტავო მაია, ზაფხულში შესაძლოა „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 17:12

იბრას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მწყობრში დასაბრუნებლად მუშაობას აგრძელებს.

დღეს, 16:34

ვან დეიკი: "გარდაცვალების რისკის გამო, 20 წლის ასაკში ანდერძის დაწერა მომიწია"

„ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის თქმით, ავადმყოფობის გამო, მას 20 წლის ასაკში ანდერძის დატოვება მოუწია.

დღეს, 16:15

იუვენტუსმა და რომამ შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გაცვალონ

იტალიური კლუბები მასიური გაცვლის მოლაპარაკებებს წამოიწყებენ.

დღეს, 15:56

მტკიცე უარი ხელმძღვანელობას - ბარსას ფეხბურთელებმა ხელფასის მეორედ შემცირება არ მოისურვეს

კატალონიური კლუბი დაახლოებით 10 მილიონი ევროს დაზოგვას ვერ მოახერხებს.

დღეს, 15:54

"ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ მომეწონა", - სონი სამხედრო სამსახურით კმაყოფილია

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, სონ ჰინ მინმა, სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურის გავლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:51

რონალდუ თავის სტიქიაშია - კრიშტიანუ ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა

„იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ, ტურინული კლუბის ვარჯიშზე მის დაწყებამდე 4 საათით ადრე გამოცხადდა.

დღეს, 15:41

საულის ახალი კლუბი - ფეხბურთელმა ძმასთან ერთად საფეხბურთო გუნდი დააარსა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, რომელიც სამ დღეში თავისი ახალი გუნდის დასახელებას დაგვპირდა, ეს გააკეთა.

დღეს, 15:38

მანჩესტერ სიტი რობერტოთი დაინტერესდა, ბარსელონას პასუხი ცნობილია

"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" უნივერსალი ნახევარმცველით, სერხი რობერტოთი ინტერესდება.

დღეს, 14:31

MARCA: ლენგლეს მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერს" "ბარსელონას" მცველის, კლემან ლენგლეს შეძენა უნდა.

დღეს, 13:05

რეალმა რამოსის პოტენციურ შემცვლელს პსჟ-ში მიაგნო

"რეალის" ხელმძღვანელობა "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველით ინტერესდება.

დღეს, 13:02

Mundo Deportivo: დემბელემ სასურველი კლუბი შეარჩია

არ არის გამორიცხული, ზაფხულში უსმან დემბელემ კატალონიის "ბარსელონას" რიგები დატოვოს.

დღეს, 12:56

ჩელსი ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს.

დღეს, 12:50

პოჩეტინო: "ჩემმა საუთჰემპტონმა ინგლისური ფეხბურთი შეცვალა"

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:46

"აიაქსში დიდი პროგრესი განიცადა", - ვან გაალმა ზიეჩი დაახასიათა

ჰოლანდიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "აიაქსის" გარემარბ ჰაკიმ ზიეჩზე ისაუბრა.

დღეს, 12:39

AS: სანჩოსთვის ბრძოლაში რეალიც ჩაერთო და გეგმა შეიმუშავა

"რეალი" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაერთო, წერს AS.

დღეს, 12:32

პსჟ-მ ჰოლანდზე უარი თქვა, მთავარი პრეტენდენტი რეალია

"პარი სენ ჟერმენი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

დღეს, 12:22

"მისი მაგალითი ფეხბურთის ფარგლებს სცილდება", - კრესპო მესის აქებს

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ერნან კრესპომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 12:16

აგენტი ვილიანის მომავალზე ღიად ალაპარაკდა

"ჩელსის" გარემარბ ვილიანის აგენტი, კია ჯურაბჩიანი ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 11:59

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე უხეში ფეხბურთელი

FourFourTwo-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე უხეში ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.

დღეს, 11:09

ბარსელონა და ლაუტარო მარტინესი ხელფასზე შეთანხმდნენ

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

დღეს, 10:54

ჰავერცისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ლევერკუზენის" ახალგაზრდა ლიდერს, კაი ჰავერცს ევროპული გრანდები ეპატიჟებიან.

დღეს, 10:47

პოგბას მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ზაფხულში კლუბი დატოვოს.

დღეს, 10:44

ფეხბურთელები, რომლებმაც პრემიერ ლიგა შეცვალეს - სიაში გიორგი ქინქლაძეცაა

ბრიტანული პრესა ასახელებს ფეხბურთელებს, რომლებმაც პრემიერ ლიგაში გარდატეხა შეიტანეს.

დღეს, 03:08

ლუკას მოურამ კეინი შეაქო: "ის უკვე ლეგენდაა"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლუკას მოურამ თავისი თანაგუნდელი, "ტოტენჰემის" ლიდერი ჰარი კეინი შეაქო.

დღეს, 03:00

გალაქსის მწვრთნელი: "იგუაინი მინდა, მაგრამ ვიცი, რა გუნდს აირჩევს ის"

ლოს ანჯელეს "გალაქსის" მთავარი მწვრთნელი გილერმო შელოტო გონსალო იგუაინზე საუბრობს.

დღეს, 02:57

კლოპი: "ხელთათმანებით და პირბადეებით ჩემი ფეხბურთელები დადიან და ხალხს რა სჭირს?"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ხალხს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

დღეს, 02:52

ფიფას პრეზიდენტი ფეხბურთელების ჟესტზე: "ისინი დასჯას კი არა, ტაშს იმსახურებენ"

ბუნდესლიგის გასულ ტურში, სანჩომ და სხვა ფეხბურთელებმა გოლი ამერიკაში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს მიუძღვნეს.

დღეს, 02:47
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10