Goal.Ge

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს



ხორვატიის ნაკრებმა გააღწია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რითაც ნოსტალგიის მოყვარულებს გზა გაუხსნა ფანტაზირებისკენ - რა იქნებოდა, რომ მუნდიალზე ყოფილიყო მთლიანი იუგოსლავია?

თავდასხმაში მანჯუკიჩს ცვლის ჯეკო, ძირითადი მეკარის სტატუსისთვის სუბაშიჩის გარდა, იბრძვიან ჰანდანოვიჩი, ობლაკი და ბეგოვიჩი, შუახაზში კი მოდრიჩთან, რაკიტიჩსა და ბროზოვიჩთან ერთად არიან პიანიჩი, მატიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

ერთი სიტყვით, ეს იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის დრიმ ტიმი. სამწუხაროდ, აღნიშნული გუნდის არსებობა თეორიულადაც კი შეუძლებელია, მიზეზი - ომის შედეგად დაშლილი იუგოსლავია და ბალკანურ ქვეყნებს შორის დღემდე შემორჩენილი კონფლიქტი.

ყოფილი იუგოსლავიის რეგიონს ეძახიან ევროპის დენთის კასრს. ბალკანელებს პატარა მიზეზიც კი ჰყოფნით დაძაბულობის ახალი ტალღის ასაგორებლად. ფეხბურთი უფრო და უფრო ხშირად ხდება ერთმანეთის მიმართ აგრესიის გამოვლინების ერთგვარ პლატფორმად. გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

კოსოვო არის ჯერჯერობით უკანასკნელი რეგიონი, რომელიც გამოეყო სერბეთს. მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ალბანელები შეადგენენ, რომლებსაც ჯერ კიდევ 90-იანებში სურდათ დამოუკიდებლობა. მოგვიანებით, მოვლენები ბანალური სიუჯეტით წარიმართა - ომი და გაუბედურებული უამრავი ადამიანი.

2018 წლის მუნდიალზე სერბეთი დამარცხდა შვეიცარიასთან, ანგარიშით 2:1. "მესაათეების" მხრიდან ბურთები გაიტანეს ალბანური წარმოშობის ფეხბურთელებმა - შაქირიმ და ჯაკამ. ორივე მათგანმა გოლის აღნიშნვის დროს ხელებით გააკეთა ორთავიანი არწივის იმიტაცია - ალბანეთის გერბი.

სერბეთი-შვეიცარია 1:2 (შაქირისა და ჯაკას სკანდალური აღნიშნვა)



ამის გარდა, ჯერდანის ბუცები კოსოვოს სიმბოლიკით იყო დამშვენებული. ფიფამ მეამბოხეები დააჯარიმა, შვეიცარიის ნაკრების ლიდერების ისტორიულ სამშობლოზე კი აღნიშნული ჟესტი მოეწონათ.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

შაქირის საქციელი არც სერბეთში დარჩენილა უყურადღებოდ. "ცრვენა ზვეზდა"-"ლივერპულის" მატჩის წინ, ბელგრადელები "განსაკუთრებულ" დახვედრას შეპირდნენ ჯერდანს. იურგენ კლოპმა ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, შეგირდი სახლში დატოვა.

"ვნახეთ და მოვისმინეთ, თუ რა ელოდებოდა შაქირის, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი განაცხადს მიღმა დატოვება. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ. ჯერდანი კიდევ არაერთხელ გამოვა მოედანზე, მაგრამ არა ამჯერად". "ლივერპულმა" ბელგრადში წააგო, შაქირი კი ვერ დაეხმარა გუნდს რთულ მომენტში.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

იუგოსლავიური განხეთქილების მსხვერპლი აღმოჩნდა სუბაშიჩიც, მიზეზი - დანიელის სერბული წარმომავლობა. განვლილ მუნდიალზე "მონაკოს" მეკარე იყო ხორვატთა სასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემმოქმედი, მისი სეივების დამსახურებით, "მოჭადრაკეებმა" გადალახეს 2 პენალტების სერია, თუმცა ერთ მომენტში, 34 წლის კიპერი გულშემატკივრებმა აითვალწუნეს.

ფიოდორ სმოლოვის 11-მეტრიანის მოგერიების წინ, დანიელმა პირჯვარი გადაიწერა მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ როგორც მართლმადიდებელმა სერბმა და არა მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც კათოლიკე ხორვატმა. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის გამოგდებამდე, ხორვატი გულშემატკივრების თვალში სუბაშიჩი იყო მტერი.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დანიელის ბიოგრაფიიდან - მას ჰყავდა შეყვარებული, რომლის მამამ სასტიკად სცემა თავისი ქალიშვილი იმის გამო, რომ გოგონა ურთიერთობდა წარმოშობით სერბ ბიჭთან. მშობელი სიკვდილითაც კი დაემუქრა შვილს.

იუგოსლავიური ომი ისედაც ტრაგიკული სცენარით ვითარდებოდა, თუმცა ნამდვილი ინფერნო მას შემდეგ დაიწყო, რაც კონფლიქტში ჩაერია NATO. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გავლენისგან ყველაზე მეტად იზარალეს სერბებმა.

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

პრემიერ ლიგაში არსებობს ტრადიცია - პატივის მიგება ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც შეეწირნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებს. აღნიშნულ დღეს ეპლ-ის გუნდების მაისურებზე დატანილია ყაყაჩოს სიმბოლიკა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა უარი თქვა აღნიშნული ჟესტის გამოხატვაზე, მას ნამდვილად აქვს საამისო მიზეზი: "ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე კოშმარული მოგონება. ისინი გაუთავებლად გვბომბავდნენ, ისე რომ არც კი ვიცოდით, რა ხდებოდა. მათ ჩემი სამშობლო გაანადგურეს".

"მას თუ ცოლად გაყვები, მოგკლავ!" - იუგოსლავიის აჩრდილი დღემდე აზარალებს ფეხბურთს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იკარდი ნაპოლიში ცოლის გამო ვერ გადადის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაურო იკარდის ნეაპოლური ვარიანტი აქტუალურობას კარგავს.

დღეს, 17:24

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:12

პსჟ-ს ზღაპრული შემოთავაზება - დიბალას პოზიცია ცნობილია

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" პაულო დიბალას წინადადებით მიმართა.

დღეს, 16:57

რონალდუმ მესი სადილზე დაპატიჟა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:45

მანჯუკიჩს მოულოდნელი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:01

ნავასი წასვლას ითხოვს

Marca-ს ცნობით, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

დღეს, 15:51

რუბინში ქართველებმა სანაძლეო წააგეს და მეკარის მანქანა გარეცხეს [VIDEO]

ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

დღეს, 15:48

მოურინიოს მიმდინარე სეზონში პირველი მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ჟურნალისტის, რობინ ბეინერის ტვიტერს თუ დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიოს მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 15:36

9:0 ლიეტუვასთან - 16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა..

დღეს, 15:35

რივალდომ კოუტინიოს კრახის მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ლეგენდამ რივალდომ ფელიპე კოუტინიოს კატალონიაში კრახის მიზეზებზე ისაუბრა:

დღეს, 15:17

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი სანჩესს წასვლის შემთხვევაში გადაუხდის

Daily Mail-ის ცნობით, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა.

დღეს, 15:02

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" აბარგება - მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა.

დღეს, 14:18

3 ფეხბურთელი + 100 მილიონი - რეალის შეთავაზება პსჟ-ს

Le Parisien-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" "პარი სენ-ჟერმენს" სუპერ-შემოთავაზება მოუმზადა.

დღეს, 13:41

ზიდანი ხამესით კმაყოფილია, მაგრამ...

As-ის ცნობით, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის თაობაზე დამოკიდებულება შეიცვალა.

დღეს, 11:55

სუარესი თავის შემდეგ გუნდზე დაფიქრდა

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის სუარესი "ბარსელონადან" წასვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 11:45

მაკგრეგორი დიასს: "შენ რომ გიყურებ, დაბრუნება მინდება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავის კოლეგასა და მოწინააღმდეგეს, ნეიტ დიასს მიმართა:

დღეს, 11:35

მოურინიომ სიტის წაკბინა

Sky Sports-ის ექსპერტმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში VAR-ის დანერგვის თაობაზე კომენტარი გააკეთა:

დღეს, 11:25

პსჟ მეკარეს ეძებს

RMC Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მეკარეს ეძებს.

დღეს, 11:11

კუბოს ახალი გუნდი ცნობილია

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბოს იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

დღეს, 10:55

მიზეზი, რის გამოც ჯეკომ რომა არ დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ედინ ჯეკო მილანის "ინტერში" არ გადავა და მალე ის "რომასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დღეს, 10:46

ნეიმარი ლიგა 1-ის მესამე ტურში ითამაშებს

UOL-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრები ნეიმარს მოედანზე მინიმუმ ერთხელ კიდევ იხილავენ.

დღეს, 10:37

დიბალა პსჟ-ში? - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალას სახელს "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ.

დღეს, 10:28

იკარდის ახალი გუნდი ცნობილია?!

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, მაურო იკარდის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 10:20

ფაქტები, როცა დინამომ ლიდერის გაშვება ინანა - რატომ იქნება შენგელიას წასვლა წამგებიანი?

დიდია იმის ალბათობა, რომ "დინამო თბილისის" ლიდერმა ლევან შენგელიამ კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 04:22

ლაშა შინდაგორიძე ბელარუსის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში სოლიგორსკის "შახტიორი" "სლუცკის" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:45

სალაჰი VAR-ზე: "ფეხბურთი უფრო საინტერესოა, როცა მსაჯები შეცდომას უშვებენ"

"ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგაში ვიდეო-რეფერის (VAR-ის) დანერგვას გამოეხმაურა.

დღეს, 03:22

შემდეგ ტურში, რეალში დაბრუნებული ხამესის დებიუტი შედგება?

ლა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ვალიადოლიდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:17

ნეიმარის შეურაცხყოფის გამო, პსჟ დასაჯეს

ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება. მის მომავალს "ბარსელონას" და "რეალს" უკავშირებენ.

დღეს, 03:13

ტიერი ანრი: "შემიძლია, წარმატებული მწვრთნელი ვიყო"

გასულ წელს, ცუდი შედეგების გამო, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიერი ანრი გაათავისუფლეს.

დღეს, 03:09

ვან პერსიმ სანჩესი შეაქო: "ის დიდი ფეხბურთელია"

ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელ თავდამსხმელს ალექსის სანჩესს ბევრი აკრიტიკებს.

დღეს, 03:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10