Goal.Ge

ვაისი: ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს [სრული პრესკონფერენცია]


ვაისი: ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს [სრული პრესკონფერენცია]

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

ვაისი მეტოქეზე

„ანდორის მხრიდან ბრძოლას ველოდებით, რადგან კარგად ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელიც გუნდს ტაქტიკურად ყოველთვის შესანიშნავად ამზადებს. ანდორას ორი ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია ჯგუფში ლიდერის პოზიციაზე ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს."

ფორვარდის პრობლება

რაც შეეხება წინა ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულადაა აწყობილი. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია ტაქტიკაც შესაბამისია.

არაბული ნაკრებში

გუნდში ამ ეტაპზე გამოძახებულია არაბულია, რადგან ის ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ შესაძლოა ხვალ არაბულმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მომავალზე, იცით, რომ ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა პოზიციაზე.

ვაისი ჭანტურიშვილზე

ჭანტურიშვილი ევროთასებზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ნაკრებში. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და შესაძლოა, ხვალ ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.

სასტარტო შემადგენლობა

ჩვენ ფაქტიურად ყოველთვის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ცოტათი განსხვავებული სათამაშო სქემით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს.

ანდორასთან შანსებზე

კარგი რეზულტატის ჩვენება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. იმიტომ, რომ ვიცი მარტივი თამაში არ გველის, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ტაქტიკურ დავალებას და როგორ იმუშავებენ ბურთის გარეშე. ანდორა აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, ევროპაში მარტივი თამაშები აღარ არსებობს და ჩვენ სწორედ ამისთვის მოვემზადეთ.“

GOAL.GE ანდორადან


ასევე იხილეთ:

ანდორას მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებში 2 ფეხბურთელს გამოვარჩევდი"

როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ანდორასთან მატჩში?

კაშია: "ნაკრებში დიდი კონკურენციაა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შემდეგი რამოსი იქნება? ვალენსიას მოთამაშე განზრახ მიღებული ყვითელის გამო დაისაჯა

"ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟოფრი კონდოგბია, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:08

მანჩესტერის ლეგენდა: "ვან დეიკი მანჩესტერის მცველებს ვერ ჯობია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ნემანია ვიდიჩმა, ვირჯილ ვან დეიკს "წითელი ეშმაკების" მცველები შეადარა.

გუშინ, 22:55

სოლსკიაერი: "პოგბასნაირი ნახევარმცველი არ არსებობს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პოლ პოგბას თამაში დადებითად შეაფასა.

გუშინ, 22:52

გვარდიოლამ მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი შემტევის სათამაშო პოზიცია განიხილა.

გუშინ, 22:49

ვალვერდე: "საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სევილიასთან" მოახლოვებული თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:44

მაქსი ლოპესი იკარდის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა

ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მილანის "ინტერის" კაპიტნისა და ფორვარდის, მაურო იკარდის, მილანურ კლუბთან კონფლიქტს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:41

მანე - ლივერპულის თვის საუკეთესო მოთამაშე

"ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, გასულ თვეში წარმატებული თამაშისთვის დაჯილდოვდა.

გუშინ, 22:32

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი გამოავლინა

უეფამ დღეს საღამოს მიმდინარე კვირას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გასული გოლებიდან საუკეთესო ამოარჩია.

გუშინ, 22:16

ლაკაზეტი ევროპა ლიგის ორივე 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 22:06

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი: სიმბოლურში არსენალის 3 მოთამაშეა

უეფამ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები შეაჯამა და კვირის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

გუშინ, 21:58

მოურინიომ თავისი "საუკეთესო მტრები" დაასახელა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:23

შკრინიარის წარმომადგენლები მანჩესტერს დაუკავშირდნენ - ყველაფერი გადაწყდა

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, "ინტერის" უკანახაზელმა გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:17

ბენიტესს პრემიერ ლიგის სხვა კლუბი ეპატიჟება

მოგეხსენებათ, ამჟამად რაფაელ ბენიტესი სათავეში "ნიუკასლს" უდგას.

გუშინ, 21:09

18 წლის ტალანტი, რომელმაც ბარსელონას პსვ არჩია

18 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, რიჩარდ ლედესმა ივნისში "პსვ"-ში გადავა.

გუშინ, 21:06

აგენტი ერიქსენის მომავალზე ალაპარაკდა

აქამდე არსებული ცნობით, კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.

გუშინ, 20:57

სარი რომას ჩაიბარებს? - ჩელსის თავკაცმა ყველაფერს ფარდა ახადა

არსებული ცნობით, მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს, თუ "ჩელსიდან" გაათავისუფლებენ.

გუშინ, 20:38

ობლაკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, პირობები ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:32

დატოვებს თუ არა ბეილი რეალს? - მორიგი ინფორმაცია უელსელის მომავალზე

აქამდე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა გარეტ ბეილს შეელიოს.

გუშინ, 20:27

კანტონა: "პოგბას აიძულეს გაეგო, რომ მთავარი ფეხბურთის თამაშია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტანმა, ერიკ კანტონამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:21

კიელინი: "სიმეონე არ გვაინტერესებს"

მოგეხსენებათ, ტურინელები მადრიდელებს 12 მარტს, იტალიაში დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 20:16

რაკიტიჩზე მოთხოვნა იზრდება - ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს.

გუშინ, 20:09

"ტრანსფერს მალე დავადასტურებთ", - გოდინის მომავალი კლუბი ცნობილია

მოგეხსენებათ, დიეგო გოდინს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 20:03

პსჟ-სა და რაბიოს მორიგი პრობლემა - პარიზული კლუბის მიუღებელი საქციელი

"პსჟ" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთვის ხელფასის ნაწილის დაქვითვას აპირებს.

გუშინ, 19:59

იუვენტუსმა ალეგრის პირობა წაუყენა და მისი შემცვლელი შეარჩია

"იუვენტუსმა" შესაძლოა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლოს.

გუშინ, 19:46

იკარდის შეძენა ოთხ ევროპულ გრანდს სურს

"ინტერის" თავდამსხმელი, მაურო იკარდი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 19:40

გომისმა გოლის აღნიშვნით ბავშვი შეაშინა და შემდეგ მოუბოდიშა [PHOTO]

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ტრადიციული აღნიშვნით ბურთის მომტანი ძალიან შეაშინა.

გუშინ, 18:20

ცხინვალი თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას აპირებს

"ცხინვალის" 5 ფეხბურთელის საქმეზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა.

გუშინ, 18:17

როგორ კარგავს იუვე თავის საფირმო სტილს? ბებერი ქალბატონი ბიზნესვუმენად იქცა

ტურინის "იუვენტუსი" იცვლება და კლუბში არსებული ატმოსფეროც. რის გამო მოიპოვა ახალ ათწლეულში "ბებერმა ქალბატონმა" სიყვარული?

გუშინ, 18:15

სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

"იუვენტუსთან" პირველი გოლის აღნიშვნა "ჩოლოს" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

გუშინ, 18:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები