Goal.Ge

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა


ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

რამდენიმე დღის წინ, ევროპულ პრესაში გავრცელდა ჩვენთვის საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია - გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა" დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი შემტევი ევროპული ტოპ-კლუბების რადარზე აღმოჩნდა. გავიხსენოთ ყველა ფაქტი.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

2017 წლის აგვისტო

კლუბები: ბაიერნი, მანჩესტერი, ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი

წყარო: Fußball.com

შეიძლება ითქვას, ჩაკვეტაძეზე ნადირობის სეზონი გახსნა მიუნხენის "ბაიერნმა", რომლის სელექციონერებს ძალიან მოეწონათ გიორგის თამაში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.

"რეკორდმაისტერის" გარდა, ქართველმა ტალანტმა მიიქცია "მანჩესტერის", "ლევერკუზენისა" და "ჰოფენჰაიმის" ყურადღებაც, თუმცა ყველაზე მონდომებულები აღმოჩნდნენ ბავარიელები.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

გერმანული პრესის თანახმად, მიუნხენელები 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ ჩაკვეტაძის იმდროინდელ კლუბს - თბილისის "დინამოს". ქართული ფეხბურთის ფლანგმანს მოუწია "ბაიერნის" უარით გასტუმრება, რადგან დედაქალაქელებს უკვე ჰქონდათ შეთანხმება "გენტთან".

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მალკომის ტრანსფერის მსგავსი სიტუაცია არ მომხდარა, გიორგი ბელგიაში წავიდა სათამაშოდ და არა გერმანიაში.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

2018 წლის იანვარი

კლუბები: ტოტენჰემი, ბაიერნი, ბორნმუთი, შახტარი

წყარო: 90min.com

"გენტში" გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ, ჩაკვეტაძის სახელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც აქტუალური გახდა. ქართველი შემტევი დაუკავშირეს "ტოტენჰემს".

ბრიტანული პრესა აქებდა გიორგის და თვლიდა, რომ მაურისიო პოჩეტინო მისგან ტოპ-კლასის ფეხბურთელს დააყენებდა. "დეზების" გარდა, ფიგურირებდა "ბორნმუთის", "შახტარისა" და კვლავ "ბაიერნის" სახელიც.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

"90min"-ი იმასაც წერდა, რომ ლონდონელები ლიდერობდნენ ჩაკვეტაძისთვის რბოლას, "ტოტენჰემი" 5.5 მილიონ ფუნტსაც იხდიდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, ქართველი "გენტში" დარჩა.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

2018 წლის ნოემბერი

კლუბები: ბარსელონა, დორტმუნდი, ლევერკუზენი, აინტრახტი

წყარო: Sport.es, fussballinfo.net

ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა ცნობები, რომლის თანახმადაც, გიორგით დაინტერესდა რამდენიმე გერმანული კლუბი, კერძოდ: "დორტმუნდი", "აინტრახტი" და "ლევერკუზენი", რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში ლამობდა ქართველის ხელში ჩაგდებას.

რამდენად მართალია აღნიშნული ნიუსი ვერ გეტყვით, რადგან "fussballinfo"-მ ინფორმაცია აიღო "transfermarkt"-ის გერმანული ფორუმიდან. ამავე წყაროს თანახმად, "ბორუსიას" სელექციონერები "გენტი"-"ბორდოს" მატჩსაც კი დაესწრნენ ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

"ბარსელონას" დაინტერესების თაობაზე კი შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ამის შესახებ დაწერა ავტორიტეტულმა "Sport.es"-მა. მოგვიანებით, "ბლაუგრანასა" და ჩაკვეტაძის გარშემო არსებული სიტუაცია ახალი სცენარით განვითარდა - ისევ და ისევ ესპანური წყაროების თანახმად, კატალონიელები ანდორა-საქართველოს მატჩს დაესწრებოდნენ გიორგის საქმეში სანახავად.

აღნიშნული ინფო 100%-ით სიმართლეა, რადგან ეს ფაქტი "გენტის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა: "ის, რომ ანდორასთან შეხვედრაში ჩაკვეტაძეს "ბარსელონას" აგენტები დააკვირდებიან, უკვე კარგად ვიცით".

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

როგორც ვნახეთ, გიორგიმ შეძლო "ფოსტალიონების" კარის აღება და საერთო ჯამში, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მოკლედ, ველოდებით 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას.

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შემდეგი რამოსი იქნება? ვალენსიას მოთამაშე განზრახ მიღებული ყვითელის გამო დაისაჯა

"ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟოფრი კონდოგბია, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:08

მანჩესტერის ლეგენდა: "ვან დეიკი მანჩესტერის მცველებს ვერ ჯობია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ნემანია ვიდიჩმა, ვირჯილ ვან დეიკს "წითელი ეშმაკების" მცველები შეადარა.

გუშინ, 22:55

სოლსკიაერი: "პოგბასნაირი ნახევარმცველი არ არსებობს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პოლ პოგბას თამაში დადებითად შეაფასა.

გუშინ, 22:52

გვარდიოლამ მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი შემტევის სათამაშო პოზიცია განიხილა.

გუშინ, 22:49

ვალვერდე: "საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სევილიასთან" მოახლოვებული თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:44

მაქსი ლოპესი იკარდის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა

ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მილანის "ინტერის" კაპიტნისა და ფორვარდის, მაურო იკარდის, მილანურ კლუბთან კონფლიქტს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:41

მანე - ლივერპულის თვის საუკეთესო მოთამაშე

"ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, გასულ თვეში წარმატებული თამაშისთვის დაჯილდოვდა.

გუშინ, 22:32

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი გამოავლინა

უეფამ დღეს საღამოს მიმდინარე კვირას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გასული გოლებიდან საუკეთესო ამოარჩია.

გუშინ, 22:16

ლაკაზეტი ევროპა ლიგის ორივე 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 22:06

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი: სიმბოლურში არსენალის 3 მოთამაშეა

უეფამ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები შეაჯამა და კვირის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

გუშინ, 21:58

მოურინიომ თავისი "საუკეთესო მტრები" დაასახელა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:23

შკრინიარის წარმომადგენლები მანჩესტერს დაუკავშირდნენ - ყველაფერი გადაწყდა

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, "ინტერის" უკანახაზელმა გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:17

ბენიტესს პრემიერ ლიგის სხვა კლუბი ეპატიჟება

მოგეხსენებათ, ამჟამად რაფაელ ბენიტესი სათავეში "ნიუკასლს" უდგას.

გუშინ, 21:09

18 წლის ტალანტი, რომელმაც ბარსელონას პსვ არჩია

18 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, რიჩარდ ლედესმა ივნისში "პსვ"-ში გადავა.

გუშინ, 21:06

აგენტი ერიქსენის მომავალზე ალაპარაკდა

აქამდე არსებული ცნობით, კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.

გუშინ, 20:57

სარი რომას ჩაიბარებს? - ჩელსის თავკაცმა ყველაფერს ფარდა ახადა

არსებული ცნობით, მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს, თუ "ჩელსიდან" გაათავისუფლებენ.

გუშინ, 20:38

ობლაკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, პირობები ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:32

დატოვებს თუ არა ბეილი რეალს? - მორიგი ინფორმაცია უელსელის მომავალზე

აქამდე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა გარეტ ბეილს შეელიოს.

გუშინ, 20:27

კანტონა: "პოგბას აიძულეს გაეგო, რომ მთავარი ფეხბურთის თამაშია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტანმა, ერიკ კანტონამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:21

კიელინი: "სიმეონე არ გვაინტერესებს"

მოგეხსენებათ, ტურინელები მადრიდელებს 12 მარტს, იტალიაში დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 20:16

რაკიტიჩზე მოთხოვნა იზრდება - ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს.

გუშინ, 20:09

"ტრანსფერს მალე დავადასტურებთ", - გოდინის მომავალი კლუბი ცნობილია

მოგეხსენებათ, დიეგო გოდინს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 20:03

პსჟ-სა და რაბიოს მორიგი პრობლემა - პარიზული კლუბის მიუღებელი საქციელი

"პსჟ" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთვის ხელფასის ნაწილის დაქვითვას აპირებს.

გუშინ, 19:59

იუვენტუსმა ალეგრის პირობა წაუყენა და მისი შემცვლელი შეარჩია

"იუვენტუსმა" შესაძლოა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლოს.

გუშინ, 19:46

იკარდის შეძენა ოთხ ევროპულ გრანდს სურს

"ინტერის" თავდამსხმელი, მაურო იკარდი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 19:40

გომისმა გოლის აღნიშვნით ბავშვი შეაშინა და შემდეგ მოუბოდიშა [PHOTO]

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ტრადიციული აღნიშვნით ბურთის მომტანი ძალიან შეაშინა.

გუშინ, 18:20

ცხინვალი თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას აპირებს

"ცხინვალის" 5 ფეხბურთელის საქმეზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა.

გუშინ, 18:17

როგორ კარგავს იუვე თავის საფირმო სტილს? ბებერი ქალბატონი ბიზნესვუმენად იქცა

ტურინის "იუვენტუსი" იცვლება და კლუბში არსებული ატმოსფეროც. რის გამო მოიპოვა ახალ ათწლეულში "ბებერმა ქალბატონმა" სიყვარული?

გუშინ, 18:15

სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

"იუვენტუსთან" პირველი გოლის აღნიშვნა "ჩოლოს" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

გუშინ, 18:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები