Goal.Ge

საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ


საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს ავჭალის სტადიონზე, ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოა იქნება.

შემადგენლობები


საქართველო

მილტონ ჰეიგმა იტალიასთან წაგებული შეხვედრის შემდგომ, ძირითად შემადგენლობაში ორი მოთამაშე შეცვალა, ხოლო მარქაფაში სამი ახალი სახეა.

დებიუტი ექნება "აიას" და 20-წლამდელთა ნაკრების მგეზავს თედო აბჟანდაძეს, ხოლო ფულბექის პოზიციაზე ლაშა ხმალაძე გადაინაცვლებს, სადაც ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად გაირჯება. მარჯვენა ფრთაზე კი გიორგი კოშაძეს, გიორგი კვესელაძე ჩაანაცვლებს. შერკინებაში სასტარტო რვა მოთამაშე უცვლელია, ხოლო თადარიგში შეცვლილი ბურჯები არიან: ზურაბ ჟვანიას და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, თავის გამოჩენის შანსი ექნებათ დებიუტანტებს, გურამ გოგიჩაშვილს და ბექა გიგაშვილს. გიორგი კოშაძე განაცხადშიც არაა და სათადარიგო უკანახაზელი ანზორ სიჭინავა იქნება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა:

უკანა ხაზი


15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი კვესელაძე, 13. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ზურაბ ძნელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ლომიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა ბიწაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა

სამოა

"მანუ სამოა" გასულ შაბათს, ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში აშშ-ს შეერკინა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით, მინიმალური სხვაობით 29:30 დამარცხდა.

სტივ ჯექსონმა სასტარტოში ორი მოთამაშე შეცვალა: ფაიფილი ლევავი, რომელიც წინა მატჩში რვა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, მარქაფაშია, ხოლო მისი ადგილი ჯოშ ტაირელმა დაიკავა. მან აშშ-სთან მარბიელად იასპარეზა და მის ადგილას პიულა ფა'ასალელე გამოჩნდა, ხოლო ცხრა ნომერზე დუეინ პოლატაივაომ მელანი მატავაო ჩაანაცვლა.

სამოელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი


15. აჰში ტუალა, 14. ედ ფიდოუ, 13. ალაპატი ლეიუა, 12. რეი ლი-ლო, 11. ჯეიჯეი ტაულაგი, 10. ტუსი პისი, 9. დუეინ პოლატაივო;

შერკინება

1. ლოგოვი მულიპოლა, 2. მოტუ/მანუ მატუ’უ/ლეიატუა, 3. პოლ ალო-ემილე, 4. ფილო პაულო, 5. კეინ ლეაუპეპე, 6. პიულა ფა’ასელელე, 7. ჯეკ ლემი (კაპიტანი), 8. ჯოშ ტაირელი;

მარქაფა

16. მანუ/რეი ლეიატაუა/ნიუია, 17. ჯეიმს ლეი, 18. ჯორდან ლეი, 19. მეთ ლუამანუ, 20. ფაიფილი ლევავე, 21. პელე ქოული, 22. დ'ანჯელო ლეუილა, 23. ალოფა ალოფა.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და სამოის ნაკრებების გზები ამ დრომდე ერთმანეთთან ოთხჯერ გადაკვეთილა.

2003 წლის 19 ოქტომბერს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, კუნძულელებმა გამოუცდელ "ბორჯღალოსნებს", რომელთან მსოფლიო პირველობაზე დებიუტი ჰქონდათ, დიდი ანგარიშით 46:12 მოუგეს და ეს მათი პირველი და უკანასკნელი გამარჯვებაა ჩვენს გუნდთან.

ამ გუნდების მომდევნო ჯახი 10 წელიწადში გაიმართა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და 2013 წლის 23 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" ისტორიული გამარჯვება იზეიმა - 16:15. აღსანიშნავია, რომ სამოა 2013 წელს "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მათთვის სარეკორდო, მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა.

2016 წელს მათი გზები სამოის დედაქალაქ აპიაში გადაიყარა და შეხვედრა ფრედ 19:19 დასრულდა, ხოლო 2016 წელს "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ვაკეში 20:16 სძლიეს.

შესაბამისად, ჩვენ ნაკრებს ურთიერთშეხვედრების ბალანსი კუნძულელებთან დადებითი აქვს: 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.

გუნდების შედეგები 2018 წელს


საქართველო

10 თებერვალი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი: საქართველო - ბელგია 47:0

17 თებერვალი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი: გერმანია - საქართველო 0:64

3 მარტი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი: საქართველო - ესპანეთი 23:10

10 მარტი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსეთი - საქართველო 9:29

17 მარტი, რაგბი ევროპის ჩემპიონატი: საქართველო - რუმინეთი 25:16

31 მაისი, ივნისის ტესტი: საქართველო - ფრანგი ბარბაროსები 16:15

9 ივნისი, წყნარი ოკეანის თასი: ტონგა - საქართველო 15:16

16 ივნისი, წყნარი ოკეანის თასი: ფიჯი - საქართველო 37:15

23 ივნისი, ივნისის ტესტი: იაპონია - საქართველო 28:0

10 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: იტალია - საქართველო 28:17

სამოა

30 ივნისი, მსოფლიო თასის შესარჩევი: სამოა - გერმანია 66:15

14 ივლისი, მსოფლიო თასის შესარჩევი: გერმანია - სამოა 28:42

9 ივნისი, წყნარი ოკეანის თასი: ფიჯი - სამოა 24:22

16 ივნისი, წყნარი ოკეანის თასი: ტონგა - სამოა 28:18

17 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: აშშ - სამოა 30:29 (ნეიტრალურზე)

საინტერესო ფაქტები


საქართველოს ნაკრების განაცხადში სამი დებიუტანტია: თედო აბჟანდაძე, ბექა გიგაშვილი და გურამ გოგიჩაშვილი.

საქართველოს ნაკრებს ზედიზედ სამი მარცხი აქვს. ასეთი რამ 2015 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

"ბორჯღალოსნების" რიგებში საიუბილეო 50-ე შეხვედრას ჩაატარებს თამაზ მჭედლიძე.

შალვა მამუკაშვილი მე-60 კეპს მოიხვეჭს, ხოლო გელა აფრასიძე და ანზორ სიჭინავა ბორჯღალიან კვართს მეათედ მოირგებენ.

საქართველო "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მე-14 ადგილზეა, ხოლო სამოა - მე-17 საფეხურს იკავებს. ორივე გუნდი მარცხის გამო, თითო პოზიციით დაქვეითდა.

სამოა "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მე-17 ადგილზე დაბლა არასდროს ყოფილა.

სამოის ნაკრებს პირველი დონის გუნდისთვის 15-შეხვედრა აქვს მოგებული. მათ ოთხჯერ სძლიეს უელსს (1991 წელს, 1994, 1999, 2012), სამჯერ აჯობეს არგენტინას (1991, 1995, 2005), რომელთანაც საერთოდ დადებითი შედეგი აქვს: სამი მოგება და 1 მარცხი. ხუთჯერ მოუგეს იტალიას (1995, 2000, 2001, 2013, 2014), რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს, ხუთი გამარჯვება, ორის წინააღმდეგ. თითოჯერ დაამარცხეს ავსტრალია (2011), ირლანდია (1996) და შოტლანდია (2013). როგორც ვხედავთ, "მანუ სამოას" უმაღლეს დონეზე თამაშის ძალზე დიდი გამოცდილება აქვს.

სამოას რვიდან შვიდ მსოფლიო თასზე უთამაშია და ორჯერ, 1991 და 1995 წლებში მეოთხედფინალში გავიდა.

სამოაში დაიბადნენ, მაგრამ სხვა ქვეყნის ნაკრების კვართი მოირგეს: მანუ ტუილაგიმ (ინგლისი), ტიმოტი ლაფაელემ (იაპონია) და ნეპო ლაულალამ (ახალი ზელანდია). სამოაში დაიბადა ლეგენდარული ჯერი კოლინსი, რომელმაც ახალი ზელანდიის ნაკრებში 48 კეპი მოიხვეჭა. ის 2015 წლის 4 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ტრადიციულ სამოურ საბრძოლო ცეკვას სივა-ტაუ ჰქვია, რომელსაც ყოველი მატჩის დაწყებისას ასრულებენ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ინგლისელი კარლ დიქსონი იქნება.



სად ვუყუროთ შეხვედრას?

შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა რაგბი ტვ-ზე და იმედზე შეგეძლებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აზარმა ჩელსის ულტიმატუმი წაუყენა - როდის უნდა ბელგიელს რეალში გადასვლა?

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, ედენ აზარმა "ჩელსის" ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 15:03

რეალს 90-მილიონიანი ტრანსფერი ჩაეშალა

მადრიდის "რეალს" საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა.

დღეს, 14:59

რა ბედი ელის სანეს? - მანჩესტერ სიტის პოზიცია ცნობილია

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ლეროი სანეს შეძენა "ბაიერნს" სურს.

დღეს, 14:55

რეალი 88 მილიონ ფუნტს იხდის - რამდენს ითხოვს ჩელსი?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 14:51

"მწვრთნელის მომავლის განხილვა ჩემი საქმე არ არის", - პიკე ვალვერდეს მუშაობას აფასებს

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მუშაობა შეაფასა.

დღეს, 14:47

მანჩესტერსა და ბარსელონას რიშარლისონის ფასი შეუთვალეს

"ევერტონის" ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ.

დღეს, 14:15

სარი იუვენტუსში? - ნაპოლის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

აურელიო დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ნეაპოლელთა ექს-თავკაცი "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

დღეს, 14:10

მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-ს ფეხბურთელის ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ს ფეხბურთელის დამატებას ეცდება.

დღეს, 14:02

"ეს არ გააკეთო, ლეროი...", - შალკეს თხოვნა სანეს

"შალკე" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, ლეროი სანეს თხოვნით მიმართავს.

დღეს, 13:53

რონალდუმ ახალი სპორტული ავტომობილი შეიძინა [ფოტოები]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი სპორტული ავტომობილი შეიძინა.

დღეს, 13:50

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

2005 წლის 25 მაისს საფეხბურთო სამყარომ 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და წარმოუდგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იხილა.

დღეს, 13:49

ოფიციალურად: ნაცუ ბაშოს გამარჯვებული გამოვლინდა

ნაცუ ბაშოს მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს.

დღეს, 13:17

ოძეკიიიიიიი! ტოჩიმ საპატიო სტატუსი იოკოძუნას დამარცხებით დაიბრუნა [VIDEO]

მაშინ, როდესაც მსაჯებმა გუშინ გამარჯვება წაართვეს, ქართველი დღეს დოჰიოზე გავიდა და თავისი სიძლიერე ყველას დაანახა.

დღეს, 12:59

რამოსი: "რა მითხრა კასილასმა მას შემდეგ, რაც ატლეტიკოსთან ანგარიში გავათანაბრე?"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, 5 წლის თავზე "ატლეტიკოსთან" მოგებული ფინალი გაიხსენა.

დღეს, 11:46

მარკინიოსი იუვენტუსში? ფეხბურთელმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"პარი სენ-ჟერმენის" მცველს, მარკინიოსს, ბოლო პერიოდში ხშირად "იუვენტუსში" გადასვლას უკავშირებდნენ.

დღეს, 11:39

მესი ბარსელონას პრეზიდენტს საკუთარ სახლში შეხვდა?

"ბარსელონას" ლიდერი საკუთარ სახლში გუნდის პრეზიდენტს შეხვდა.

დღეს, 11:33

რეალი ახალ წინადადებას ამზადებს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერი დროის საკითხია.

დღეს, 11:25

ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორი: "გვეგონა, რომ კოუტინიო ინიესტას შეცვლიდა"

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ფერნანდესმა, ფილიპე კოუტინიოს შეძენის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 11:17

პიკემ ლივერპულთან წაგება რომში ერთი წლის წინ განცდილ მარცხს დააბრალა

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, "ლივერპულთან" წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 11:14

რეალმა იოვიჩის ალტერნატივას მიაგნო

"აინტრახთან" მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი სირთულეების გამო, მადრიდელებმა სხვაგანაც გაიხედეს.

დღეს, 11:11

ბარსელონა ენფილდზე განცდილი კატასტროფის დავიწყებას ზედიზედ მეხუთე თასით შეეცდება

ესპანურ სეზონს ოფიციალურად სამეფო თასის ფინალი დახურავს, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 11:04

"რობერის" ოქროს დუბლით გაცილება თუ ლაიპციგის ისტორიაში პირველი ტიტული?

დღეს, 25 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე", "ბაიერნი" და "ლაიპციგი" გერმანულ სეზონს დაასრულებენ.

დღეს, 10:34

რანგნიკი: "ვერნერი ბაიერნში? არ ვარ დარწმუნებული"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა, ტიმო ვერნერის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:48

ლამპარდი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფრენკ ლამპარდმა, ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:47

ვენგერი ფინალის ბაქოში ჩატარებაზე: "ეს ღამის კოშმარია!"

ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა ევროპა ლიგის ფინალის აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარება შეაფასა.

დღეს, 01:39

ესპანური პრესა: რეალი მომდევნო თვეში ტოტენჰემის მოთამაშის ტრანსფერს დაადასტურებს

ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - მომდევნო თვეში მადრიდის "რეალი" გრანდიოზულ ტრანსფერს ოფიციალურად განახორციელებს.

დღეს, 01:34

ჩელსის ყოფილი მოთამაშე: "ლამპარდი აუცილებლად დაბრუნდება"

ლონდონის "ჩელსისა" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გლენ ჯონსონმა, ფრენკ ლამპარდის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:29

ბრძოლა დასრულებულია: ლეო მესიმ მეექვსე ოქროს ბუცი მოიგო

2018/19 წლების სეზონის შედეგად ოქროს ბუცის მფლობელი კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, გახდა.

დღეს, 01:25

ტოტენჰემის ლეგენდა: "მანჩესტერს პოჩეტინო უფრო მოუხდება, ვიდრე სოლსკიაერი"

ლონდონის "ტოტენჰემის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მაურისიო პოჩეტინოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო წასვლა შეაფასა.

დღეს, 01:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10