Goal.Ge

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს


მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

დღევანდელი დღე რაგბის თითოეული გულშემატკივრისთვის ნამდვილი ზეიმია. სულ 12 დაპირისპირება გაიმართება, რომელთაგან რამდენიმე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, მაგრამ ყველა შეხვედრა ერთის ფონზე იჩრდილება: დღეს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი შეერკინება - ირლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიას უმასპინძლებს და მთელი სარაგბო სამყარო ამ მატჩის მოლოდინშია.

23:00 ირლანდია - ახალი ზელანდია


შემადგენლობები

ეჭვგარეშეა, რომ ეს გუნდები ამ დროისთვის საუკეთესონი არიან, ხოლო დღეს მაყურებელი დაინახავს, თუ რომელია მათ შორის უფრო ძლიერი.

ფავორიტი რასაკვირველია "ოლ ბლექსია" და როდესაც ეს გუნდი ასპარეზობს, სხვაგვარად ფაქტობრივად წარმოუდგენელიცაა, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზე. ისე კი, სარაგბო გამოცემა Rugby Vision ირლანდიელთა გამარჯვების შანსებს 35.3%-ს უტოლებს, ახალ ზელანდიელების მოგებას - 64.7%-ს. ისინი თვლიან, რომ "ოლ ბლექსი" 5 ქულით იმარჯვებს.

შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები ორივე გუნდს აქვს. ირლანდიას ტრავმირებული ჰყავს შუამარბი რობი ჰენშოუ და ქონორ მარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერია და მისი არყოფნა უდიდეს დანაკლისს წარმოადგენს. გამოჯანმრთელება მოასწრეს და ითამაშებენ, ფულბექი რობ ქერნი და შუამარბი გარი რინგროუზი.

"სამყურების" მთავარი მწვრთნელის ჯო შმიდტის არჩევანი ასეთია:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

ტრავმირებულები ჰყავს "ოლ ბლექსსაც". სტივ ჰანსენს დღევანდელი მატჩისთვის არ ეყოლება, შუამარბი სონი ბილ უილიამსი, მარცხენა ბურჯი ჯო მუდი და მესამეხაზელი სემ კეინი. "შავების" გურუმ სონი ბილის ნაცვლად, "ჰარიკეინსის" ბექი ნგანი ლაუმაპე გამოიძახა, რომელმაც 3 ნოემბერს იაპონიის ნაკრები სამჯერ დაალელოვა. მიუხედავად ამისა, ლაუმაპე განაცხადში მაინც ვერ მოხვდა: ძირითადში არიან რაიან კროტი და ჯეკ გუდჰუ, ხოლო მარქაფაში ენტონ ლინერტ-ბრაუნია.

ოლ ბლექსის შემადგენლობა:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

ურთიერთშეხვედრები


ირლანდია მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად ითვლება, თუმცა ახალი ზელანდია 30 ცდიდან ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული. "სამყურებმა" ეს ისტორიული გამარჯვება 2016 წლის 5 ნოემბერს ჩიკაგოში იზეიმეს, როდესაც მეტოქეს 40:29 სძლიეს. ამ გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირება, შორეულ 1973 წელს ფრედ 10:10 დასრულდა. დანარჩენ 28 შემთხვევაში უფრო ძლიერი "ოლ ბლექსი" გამოდგა. მათი ბოლო ჯახი ჩიკაგოს რკენიდან, ორ კვირაში "ავივა სთედიუმზე" შედგა, სადაც უკვე ახალმა ზელანდიამ მოიგო - 9:21.

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

ვიდეო: ირლანდია - ახალი ზელანდია 40:29



გუნდების შედეგები 2018 წელს


ორივე გუნდს ბრწყინვალე სეზონი აქვს და მხოლოდ თითო მარცხი აქვთ, დანარჩენი კი - მოგებები. ირლანდიამ 6 ერი გრანდ სლემით მოიგო, ანუ ყველა მატჩში იმარჯვა, ხოლო ახალმა ზელანდიამ მოგებულ რაგბი ჩემპიონშიპში (4 ერში) საშინაო მატჩი დათმო სამხრეთ აფრიკასთან.

ირლანდია


3 თებერვალი, 6 ერი: საფრანგეთი - ირლანდია 13:15

10 თებერვალი, 6 ერი: ირლანდია - იტალია 56:19

24 თებერვალი, 6 ერი: ირლანდია - უელსი 37:27

10 მარტი, 6 ერი: ირლანდია - შოტლანდია 28:8

17 მარტი, 6 ერი: ინგლისი - ირლანდია 15:24

9 ივნისი, ივნისის ტესტი: ავსტრალია - ირლანდია 18:9

16 ივნისი, ივნისის ტესტი: ავსტრალია - ირლანდია 21:26

23 ივნისი, ივნისის ტესტი: ავსტრალია - ირლანდია 16:20

3 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: ირლანდია - იტალია 54:7

10 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: ირლანდია - არგენტინა 28:17

ახალი ზელანდია


9 ივნისი, ივნისის ტესტი: ახალი ზელანდია - საფრანგეთი 52:11

16 ივნისი, ივნისის ტესტი: ახალი ზელანდია - საფრანგეთი 26:13

23 ივნისი, ივნისის ტესტი: ახალი ზელანდია - საფრანგეთი 49:14

18 აგვისტო, 4 ერი: ავსტრალია - ახალი ზელანდია 13:38

25 აგვისტო, 4 ერი: ახალი ზელანდია - ავსტრალია 40:12

8 სექტემბერი, 4 ერი: ახალი ზელანდია - არგენტინა 46:24

15 სექტემბერი, 4 ერი: ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 34:36

30 სექტემბერი, 4 ერი: არგენტინა - ახალი ზელანდია 17:35

6 ოქტომბერი, 4 ერი: სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 30:32

27 ოქტომბერი, ბლედისლოუს თასი: ახალი ზელანდია - ავსტრალია 37:20 (ნეიტრალურზე)

3 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: იაპონია - ახალი ზელანდია 31:69

10 ნოემბერი, ნოემბრის ტესტი: ინგლისი - ახალი ზელანდია 15:16

საინტერესო ფაქტები


ამ გუნდებს ირლანდიურ მიწაზე 16-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 15-ჯერ "კივებმა" იმარჯვეს, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

ახალ ზელანდიაში გამართული 12 დაპირისპირებიდან, თორმეტივე მასპინძელთა გამარჯვებით მორჩა.

ნეიტრალურ ზონაში კი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და თითო გამარჯვება დარჩათ.

ახალი ზელანდია გასულ შაბათს, ლონდონში ინგლისს ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ნახევარი საათის შემდეგ, 15:0-ს აგებდა, თამაში მაინც შემოაბრუნა და მინიმალური სხვაობით, 15:16 იმარჯვა.

ირლანდიამ გასულ შაბათს "ავივა სთედიუმზე" არგენტინას 28:17 სძლია.

ახალი ზელანდიის რიგებში სამი ცენტურიონია (ანუ 100-კეპიანი მოთამაშე): კაპიტანი ქირან რიდი (116 კეპი), სამუელ უაითლოკი (107) და ოუენ ფრენკსი (105).

ოუენ ფრენკსს, რომელსაც შავი კვართი 105-ჯერ მოურგია, პირველი ცენტურიონია, რომელსაც ლელო არ აქვს დადებული.

ირლანდიელთა ყველაზე გამოცდილი მოთამაშე მათი კაპიტანი, კვაჭი რორი ბესტია, რომელსაც მშობლიური კვართით 112-ჯერ უთამაშია. მის შემდეგ ფულბექი რობ ქერნი მოდის, რომელსაც ზურგს 86 კეპი უმაგრებს.

ირლანდიელთა 23-კაციან განაცხადში "ლენსტერის" 14 მორაგბეა, საიდანაც 8 ძირითადშია. ოთხი მოთამაშე ჰყავს "მანსტერს", მათგან სამი სასტარტოშია. სამი მორაგბეა "ალსტერიდან", რომელთაგაც ორი თხუთმეტეულში იწყებს, ხოლო "კონახტის" ორივე წევრი სასტარტოშია.

ჯონათან სექსტონს ირლანდიელ მოთამაშეთაგან ყველაზე მეტი ქულა გაუტანია ახალი ზელანდიისთვის - 49. ამ მაჩვენბლით მეორე ადგილზეა რონან ო'გარა 38 ქულით.

მეორეხაზელები ბროდი რეტალიკი და სამუელ უაითლოკი ძირითად შემადგენლობაში 50-ედ შეუწყვილდებიან ერთმანეთს, რაც ამ მხრივ "ოლ ბლექსში" სარეკორდო მაჩვენებელია.

შეხვედრას გამოცდილი ინგლისელი უენ ბარნსი განსჯის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია.

სხვა მატჩები


დანარჩენი შეხვედრებიდან უპირველესად უნდა გამოვარჩიოთ შოტლანდიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირება.

შოტლანდიას 2015 წლის შემდგომ, ძალიან დიდი პროგრესი აქვს და ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. სამხრეთ აფრიკას კი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ალისტერ კუციას დათხოვნის და რასი ერასმუსის მოსვლის შემდეგ, "ქურციკები" ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებენ და ახალი ზელანდიის გასვლაზე დამარცხება ამის ნათელი დასტურია. თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საშინაო მატჩში ბოლო ხუთ წუთში გაუშვეს ორი ლელო და ორქულიანი სხვაობით წააგეს, თორემ "ოლ ბლექსს" შინაც უგებდნენ.

შოტლანდიის ნაკრები მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება. მეორეხაზელი რიჩი გრეი დიდი ხანია ტრავმირებულია და მის გარეშე თამაშს შეეჩვივნენ კიდეც, მაგრამ კაპიტნის, ჯონ ბარკლის არყოფნა სერიოზული დანაკლისია.

შოტლანდიის შემადგენლობა ასეთია:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

სამხრეთ აფრიკის უმთავრესი დანაკლისი უძლიერესი ცხრა ნომერი ფაფ დე კლერკია, რომელიც ამ კვირაში საკუთარ კლუბს "სეილ შარქსს" დაუბრუნდა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში უნდა დაეხმაროს. მის ადგილს ემბროსი პაპიე დაიკავებს. ტრავმირებულია წამყვანი მეორეხაზელი ებენ ეთზებეთი.

აფრიკელთა რაზმი

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

2018 წელს შოტლანდიის ნაკრებმა 10 შეხვედრა გაიმართა, საიდანაც 6 მოიგო და 4 წააგო. "ნარშავებმა" საკუთარ მოედანზე სძლიეს საფრანგეთს, ინგლისს და ფიჯის, ხოლო კანადას, იტალიას და არგენტინას გასვლაზე გაუმკლავდნენ. ისინი ორჯერ სტუმრად დამარცხდნენ უელსთან, ხოლო თითოჯერ ირლანდიასთან და აშშ-ის ნაკრებთან წააგეს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდია უკანასკნელი 10 საშინაო მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ ახალ ზელანდიასთან წააგო. იხილეთ ფოტოზე ეს შედეგები.

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

სამხრეთ აფრიკამ კი 12 მატჩი ჩაატარა: 6 მოიგო და 6 წააგო. ოთხი მატჩი მოიგო შინ - ინგლისთან (ორჯერ), ავსტრალიას და არგენტინასთან, ხოლო ორი სტუმრად, ახალ ზელანდიასთან და საფრანგეთთან. ორჯერ დამარცხდა საკუთარ კედლებში, ახალ ზელანდისთან და ინგლისთან, სამჯერ სტუმრად - ინგლისთან, არგენტინასთან და ავსტრალიასთან, ხოლო უელსთან ტესტი ნეიტრალურ მოედანზე დათმო.

ეს გუნდები ერთმანეთს 26-ჯერ შეხვედრიან: 21 შემთხვევაში აფრიკელებმა იმარჯვეს, ხუთჯერ - სქოთებმა. ამ გუნდების ბოლო მატჩი 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, "ქურციკებმა" 34:16 მოიგეს. შოტლანდიამ სამხრეთ აფრიკას უკანასკნელად 2010 წელს ედინბურგში, "მარიფილდზე" 21:17 სძლია.

იტალია, რომელმაც გასულ შაბათს ფლორენციაში საქართველო დაამარცხა, ამჯერად პადოვაში ავსტრალიას დაუხვდება. "აძურის" კვლავ დააკლდება სერჯო პარისე და გუნდს ისევ ლეონარდო გირალდინი უკაპიტნებს. საქართველოსთან მატჩის შემდეგ, ქონორ ოშიმ ერთადერთი ცვლილება განახორციელა: ფულბექის პოზიციაზე ლუკა სპერანდიო ჯეიდენ ჰეივარდით შეცვალა.

"აძურის" შემადგენლობა



ავსტრალიელთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ადამ ეშლი-კუპერის დაბრუნება. 34 წლის ფრთა 2016 წლის შემდეგ "ვოლაბებში" პირველად ითამაშებს. ასევე საინტერესოა 10 ნომერზე მეთ ტუმოას თამაში და ორი დებიუტანტის ხილვა: 18 წლის გარემარბი ჯორდან პეტაია და ცხრა ნომერი ჯეკ გორდონი პირველ კეპს მოიხვეჭენ.

ავსტრალიელთა შემადგენლობა

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

იტალიას და ავსტრალიას ერთმანეთის წინააღმდეგ 17-ჯერ უთამაშიათ და ყველა მატჩი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" არგენტინას დაუხვდება. გასულ შაბათს "ლე ბლემ" ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია, თითქმის მთელი თამაში სამხრეთ აფრიკას უგებდა, მაგრამ გაწითლებულ დროში მბონგი მბონამბი მოლს მოწყდა, ბურთი ლელოში დაამიწა და მთელი "სტად დე ფრანსი" დაადუმა.

ჟაკ ბრუნდელმა ორი ცვლილება მოახდინა და ორივე ხაზში: ფრთაზე დამიან პენო იოან უჟემ ჩაანაცვლა, ხოლო შუამარბის პოზიციაზე ჟოფრი დუმარიუს ნაცვლად გაელ ფიკუ ითამაშებს.

ფრანგების შემადგენლობა:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

არგენტინელებმა "ავივა სთედიუმზე" ბრძოლაში 17:28 წააგეს. "პუმების" სასტარტო თხუთმეტეულში მარიო ლედესმამ ერთადერთი ცვლილება შეიტანა, ცხრა ნომერზე ტომას კუბელი გონსალო ბერტრანუთი გამოცვალა. მარქაფაში კი ერთი უკანახაზელი ხოაკინ დიაზ ბონილა მოაკლო და ინგლისური "გლოსტერის" მეორეხაზელი მარიანო გალარზა დაამატა, რომელიც ამ მომენტისთვის ერთადერთი ლეგიონერია არგენტინაში.

იხილეთ "პუმების" შემადგენლობა:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

ამ გუნდების გზები აქამდე 50-ჯერ გადაკვეთილა. 35-ჯერ საფრანგეთმა იმარჯვა, 14-ჯერ არგენტინა, ხოლო ერთი მატჩი მეგობრული ანგარიშით დასრულდა.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ინგლისის "ტვიკენჰემზე" იაპონიას დაუხვდება. ედი ჯონსმა ახალ ზელანდიასთან ტესტის შემდეგ, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 11 მორაგბე შეცვალა და მომავალი მსოფლიო თასის მასპინძელს ექსპერიმენტული შემადგენლობით ეთამაშება.

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

იაპონიამ ბოლოს 3 ნოემბერს ითამაშა და ახალ ზელანდიას ხუთი ლელო დაუდო, თუმცა საპასუხოდ 10 გაუშვა და 31:69 წააგო. გასულ კვირას "საკურებს" არ უთამაშიათ. დღევანდელი ტესტისთვის კი ჯეიმი ჯოზეფმა ასეთი შემადგენლობა აირჩია:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე უელსი კი, "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ტონგას დაუხვდება.

უორენ გეტლანდის გადაწყვეტილებით, უელსი ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

ტონგას შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მატჩები, რომლებიც რაგბის არცერთმა მოყვარულმა არ უნდა გამოტოვოს

დღევანდელი მატჩების განრიგი:

16:00 რუმინეთი - აშშ

17:00 ფიჯი - ურუგვაი

18:00 საქართველო - სამოა

18:00 იტალია - ავსტრალია

18:30 უელსი - ტონგა

18:45 ესპანეთი - ნამიბია

19:00 ინგლისი - იაპონია

21:20 შოტლანდია - სამხრეთ აფრიკა

23:00 ირლანდია - ახალი ზელანდია

23:45 საფრანგეთი - არგენტინა

00:00 ჩილე - მაორი ოლ ბლექსი

01:00 პარაგვაი - სამხრეთ ამერიკა XV

აქვე გეტყვით, რომ დღეს რუსეთი ნაკრები გასვლაზე პრო 14-ის კლუბს, უელსურ "დრაგონს" შეერკინა და 24:38 დამარცხდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შემდეგი რამოსი იქნება? ვალენსიას მოთამაშე განზრახ მიღებული ყვითელის გამო დაისაჯა

"ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟოფრი კონდოგბია, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:08

მანჩესტერის ლეგენდა: "ვან დეიკი მანჩესტერის მცველებს ვერ ჯობია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ნემანია ვიდიჩმა, ვირჯილ ვან დეიკს "წითელი ეშმაკების" მცველები შეადარა.

გუშინ, 22:55

სოლსკიაერი: "პოგბასნაირი ნახევარმცველი არ არსებობს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პოლ პოგბას თამაში დადებითად შეაფასა.

გუშინ, 22:52

გვარდიოლამ მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი შემტევის სათამაშო პოზიცია განიხილა.

გუშინ, 22:49

ვალვერდე: "საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სევილიასთან" მოახლოვებული თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:44

მაქსი ლოპესი იკარდის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა

ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მილანის "ინტერის" კაპიტნისა და ფორვარდის, მაურო იკარდის, მილანურ კლუბთან კონფლიქტს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:41

მანე - ლივერპულის თვის საუკეთესო მოთამაშე

"ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, გასულ თვეში წარმატებული თამაშისთვის დაჯილდოვდა.

გუშინ, 22:32

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი გამოავლინა

უეფამ დღეს საღამოს მიმდინარე კვირას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გასული გოლებიდან საუკეთესო ამოარჩია.

გუშინ, 22:16

ლაკაზეტი ევროპა ლიგის ორივე 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 22:06

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი: სიმბოლურში არსენალის 3 მოთამაშეა

უეფამ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები შეაჯამა და კვირის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

გუშინ, 21:58

მოურინიომ თავისი "საუკეთესო მტრები" დაასახელა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:23

შკრინიარის წარმომადგენლები მანჩესტერს დაუკავშირდნენ - ყველაფერი გადაწყდა

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, "ინტერის" უკანახაზელმა გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:17

ბენიტესს პრემიერ ლიგის სხვა კლუბი ეპატიჟება

მოგეხსენებათ, ამჟამად რაფაელ ბენიტესი სათავეში "ნიუკასლს" უდგას.

გუშინ, 21:09

18 წლის ტალანტი, რომელმაც ბარსელონას პსვ არჩია

18 წლის ამერიკელი ნახევარმცველი, რიჩარდ ლედესმა ივნისში "პსვ"-ში გადავა.

გუშინ, 21:06

აგენტი ერიქსენის მომავალზე ალაპარაკდა

აქამდე არსებული ცნობით, კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.

გუშინ, 20:57

სარი რომას ჩაიბარებს? - ჩელსის თავკაცმა ყველაფერს ფარდა ახადა

არსებული ცნობით, მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს, თუ "ჩელსიდან" გაათავისუფლებენ.

გუშინ, 20:38

ობლაკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, პირობები ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:32

დატოვებს თუ არა ბეილი რეალს? - მორიგი ინფორმაცია უელსელის მომავალზე

აქამდე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა გარეტ ბეილს შეელიოს.

გუშინ, 20:27

კანტონა: "პოგბას აიძულეს გაეგო, რომ მთავარი ფეხბურთის თამაშია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტანმა, ერიკ კანტონამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:21

კიელინი: "სიმეონე არ გვაინტერესებს"

მოგეხსენებათ, ტურინელები მადრიდელებს 12 მარტს, იტალიაში დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 20:16

რაკიტიჩზე მოთხოვნა იზრდება - ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს.

გუშინ, 20:09

"ტრანსფერს მალე დავადასტურებთ", - გოდინის მომავალი კლუბი ცნობილია

მოგეხსენებათ, დიეგო გოდინს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

გუშინ, 20:03

პსჟ-სა და რაბიოს მორიგი პრობლემა - პარიზული კლუბის მიუღებელი საქციელი

"პსჟ" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთვის ხელფასის ნაწილის დაქვითვას აპირებს.

გუშინ, 19:59

იუვენტუსმა ალეგრის პირობა წაუყენა და მისი შემცვლელი შეარჩია

"იუვენტუსმა" შესაძლოა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლოს.

გუშინ, 19:46

იკარდის შეძენა ოთხ ევროპულ გრანდს სურს

"ინტერის" თავდამსხმელი, მაურო იკარდი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 19:40

გომისმა გოლის აღნიშვნით ბავშვი შეაშინა და შემდეგ მოუბოდიშა [PHOTO]

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ტრადიციული აღნიშვნით ბურთის მომტანი ძალიან შეაშინა.

გუშინ, 18:20

ცხინვალი თურქეთის სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას აპირებს

"ცხინვალის" 5 ფეხბურთელის საქმეზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა.

გუშინ, 18:17

როგორ კარგავს იუვე თავის საფირმო სტილს? ბებერი ქალბატონი ბიზნესვუმენად იქცა

ტურინის "იუვენტუსი" იცვლება და კლუბში არსებული ატმოსფეროც. რის გამო მოიპოვა ახალ ათწლეულში "ბებერმა ქალბატონმა" სიყვარული?

გუშინ, 18:15

სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

"იუვენტუსთან" პირველი გოლის აღნიშვნა "ჩოლოს" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

გუშინ, 18:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები