Goal.Ge

ჩაგდებული პირველი ტაიმი და ბრწყინვალე მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების შესრულებით


ჩაგდებული პირველი ტაიმი და ბრწყინვალე მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების შესრულებით

თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ავჭალის სტადიონზე სამოას დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 27:19 იმარჯვა.

სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველში მეტოქემ აშკარად გვაჯობა და ერთი მომენტი ისე მიმდინარეობდა თამაში, თითქოს უიმედო მდგომარეობა შექმნილიყო და გუნდი დამარცხებისთვის განწირული გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევრის ბოლოდან "ბორჯღალოსნები" გონს მოეგნენ და გამოავლინეს ის ბრძოლისუნარიანობა და ხასიათი, რის გამოც გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ.

სამოელებმა პირველ ტაიმში ძალიან მაღალი ტემპით შემოგვიტიეს, რასთან გამკლავებაც ძალიან გაგვიჭირდა. რამდენჯერმე გაცუდდა ინდივიდუალური ბოჭვები, რასაც ერთი ლელო მოყვა კიდეც. პირველ ნახევარში დამაჯერებელი არ გახლდათ რაქში თამაში, მოლში კი იტალიასთან თამაშთან შედარებით თავიდანვე უკეთ გამოვიყურებოდით. სამაგიეროდ, თავიდან გაგვიჭირდა შერკინებაში და კუნძულელებს ამ მხრივ ვერაფერი დავაკელით. გარდა ამისა, "მანუ სამოამ" რამდენჯერმე მოახერხა ჩვენთვის ბურთის გაჭედვა და ამით სახიფათო შეტევის შანსები წაგვართვა.

მეორე ნახევარი კი სრულიად განსხვავებული გახლდათ. აქ უკვე პირიქით, გაბრაზებულმა და შესვენებაზე მილტონ ჰეიგისგან შეგულიაენებულმა ქართველებმა შეთავაზეს მეტოქეს მაღალი ტემპი, რაც სტუმართათვის მოულოდნელი გახლდათ და საბოლოოდ ჩვენი შეტევების მოგერიება ვერც მოახერხეს. გამოსწორდა რაქში თამაში, ხოლო შერკინებაში ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც ჩვენს ნაკრებს შეეფერება. მეორე ნახევარში მოედანზე ნაკრების ორი დებიუტანტი ბურჯი ბექა გიგაშვილი და გურამ გოგიჩაშვილი გამოჩნდნენ, რომელთაც სამოელ ოპონენტებს ცუდი დღე დამართეს და მცირე დროში რამდენჯერმე დააჯარიმეს. გარდა ამისა, ისინი დინამიკაშიც ძალიან კარგები იყვნენ.

ასევე დებიუტი ჰქონდა 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს თედო აბჟანდაძეს, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ხუთიდან ხუთი დარტყმა (სამი გარდასახვა, ორი ჯარიმა) შეასრულა ზუსტად. ის კარგი იყო დაცვაშიც და შეტევაშიც მშვენივრად წარმართავდა გუნდის თამაშს. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თედო ძალიან დამაჯერებელი გახლდათ 19 წლის დებიუტანტის კვალობაზე.

იტალიასთან მატჩის მსგავსად, ძალიან კარგი იყო ზურაბ ძნელაძე. "ტურბომ" ამ თამაშებში დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს. შეტევაში როგორც საშუალება ეძლეოდა, მეტოქის დაცვას უმალ პრობლემას უქმნიდა და რამდენიმე მეტრის მოგებასაც ახერხებდა, ერთ შემთხვევაში კი მშვენიერი გარღვევა შემოგვთავაზა და რაც მთავარია, ძალზე საიმედო გახლდათ დაცვაში.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი, ქართული რაგბის ოფიციალურმა ლუდმა "აისიმ" შუამარბი თამაზ მჭედლიძე დაასახელა, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია გუნდისთვის, შეასრულა ბევრი ბოჭვა, კარგად მიჰქონდა ბურთი და ახერხებდა მანძილის მოგებას.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში ჯარიმით მალევე გახსნა თედო აბჟანდაძემ და ამით ეროვნულ გუნდში პირველი ქულები მოიხვეჭა. სტუმრებმა ცენტრიდან თამაში განაახლეს თუ არა, უმალ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ოცწუთიან მონაკვეთში სამჯერ დაგვალელოვეს. აქვე გეტყვით, რომ მათმა დამტყმელმა ტუსი პისიმ ორი გარდასახვა შეასრულა ზუსტად, ხოლო ყველაზე იოლი რეალიზაცია ააცილა. ჩვენგან კი, როგორც ვთქვით, აბჟანდაძეს კარში დარტყმა არ გაუცუდებია.

კუნძულელებმა რვაფაზიანი შეტევის შემდეგ, მარჯვენა ფრთაზე ჩაგვითამაშეს ბურთი და ჯეიჯეი ტაულაგიმ ზედ კიდესთან დაგვალელოვა. მე-17 წუთზე სტუმრებმა ძალზე ჭკვიანური ლელო გაგვიტანეს: 12-ფაზიანი იერიშის შემდეგ, ჩვენი ლელოდან დაახლოებით ერთ მეტრში, რაქიდან ფილო პაულომ აიტაცა ბურთი და ზემოდან გადადო. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კარლ დიქსონმა ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა, რომელმაც მას უკარნახა, რომ მეორეხაზელმა ოვალი დაამიწა. 27-ე წუთზე აუსი ტუალამ ძალიან ლამაზი ლელო დაგვიდო, მოედნის ცენტრიდან რეი ლილომ შემოგვიტია, რომელმაც წყვეტილ ხაზთან ოფლოუდით ამოუგდო ტუალას, მის შებოჭვას გიორგი კვესელაძე ცდილობდა, თუმცა ბოჭვა გააფუჭა და ტუალას შეჩერება ვეღარავინ მოახერხა.

"ბორჯღალოსნებს" შესვენებამდე ერთი ლელოს გატანა თამაშში დასაბრუნებლად ძალიან სჭირდებოდათ და ამის გაკეთება მოახერხეს კიდეც: 32-ე წუთზე ჩვენი გუნდის მრავალფაზიანი მიძალება ვასილ ლობჟანიძემ დააბოლოვა, რომელმაც ბურთი შალითას მოიდო. ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 10:19 დასრულდა.

მეორე ნახევარი იმით დაიწყო, რომ ჯაბა ბრეგვაძემ და ჯეიჯეი ტაულაგიმ ერთმანეთში წაიჩხუბეს, რის გამოც ისინი 44-ე წუთზე დიქსონმა გაასინბინა. ამ ათ წუთში საინტერესო ის მოხდა, რომ აუტიდან ბურთის აგდება რვა ნომერ ბექა გორგაძეს მოუწია, რომელმაც ამ მისიას თავი წარმატებით გაართვა.

როგორც ვთქვით, საქართველომ მეორე ნახევარში მეტოქეს მაღალი ტემპით შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც. 57-ე წუთზე მოლით შევუტიეთ და ოთარ გიორგაძე ლელოში შევიდა კიდეც, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ შეძლო და 5-იანთან ჩვენი შერკინება დაინიშნა. პირველ შემთხვევაში მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, ხოლო მეორეჯერ ბურთი გამოვიდა და აიღე და მიეძალე გავაჩაღეთ, რაც იმავე ოთარ გიორგაძის მიძალებით და ლელოთი დასრულდა.

თამაშის განახლებისთანავე კვლავ მძლავრად შევუტიეთ და ხუთიოდე წუთში მეტოქეს მესამე ლელო გავუტანეთ - შალვა სუთიაშვილმა მარჯვენა ფრთისკენ გელა აფრასიძეს მშვენივრად გაუტანა ბურთი და მანაც ბურთი ლელოში გადადო. აფრასიძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი ლელო გაიტანა.

73-ე წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და "ბორჯღალოსნები" უკვე რვა ქულით დაწინაურდნენ. სამოელებმა ბოლოს შემოგვიტიეს და ლელოს გატანას, რომელიც აღარაფერს შეცვლიდა ყველანაირად შეეცადნენ, თუმცა გაწითლებულ დროში ჩვენს ხუთიანთან ბურთი წინ გადაუვარდათ და საბოლოოდ 27:19 მოვიგეთ!

თიბისი რაგბის სერიების უკანასკნელ ტესტ-მატჩს 24 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე" ტონგას წინააღმდეგ გავმართავთ.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერმა სანჩოზე უარი თქვა, მიზეზი ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 21:33

ოფიციალურად: ვალვერდეს მომავალი გადაწყვეტილია

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ყველაფერს ფარდა ახადა.

დღეს, 21:29

სანე ბაიერნში? - მიუნხენელთა პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

აქამდე არსებული ცნობით, "ბაიერნს" "სიტის" ნახევარმცველის, ლეროი სანეს შეძენა სურს.

დღეს, 21:23

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დღეს, 21:15

როდრიზე მოთხოვნა იზრდება - საქმეში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, როდრიმ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 20:58

ლევანდოვსკი და დიბალა მანჩესტერში? - ენდი კოულის საინტერესო განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:53

ვარანი რეალში პოგბასა და აზარის შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:42

რეალი ზაფხულში უზარმაზარ თანხას დახარჯავს - დიდი ტრანსფერების მოლოდინში

მომავალ ზაფხულს "რეალმა" ტრანსფერებში შესაძლოა უზარმაზარი თანხა დახარჯოს.

დღეს, 20:38

ბარსელონა სუარესის შემცვლელს ეძებს - კანდიდატები შერჩეულია

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ბარსელონაში" ლუის სუარესს ალტერნატივა არ ჰყავს.

დღეს, 20:33

რაკიტიჩმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა "ინტერში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:05

ისკოს შეძენა 3 გრანდს უნდა, რეალმა ესპანელს ფასი დაადო

არ არის გამორიცხული, ზაფხულში ისკომ მადრიდის "რეალი" დატოვოს.

დღეს, 19:59

ატლეტიკომ გოდინის შემცვლელი იპოვნა - ტრანსფერი ახლოვდება

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 19:52

პსჟ-ს პრეზიდენტი სერიოზულ სკანდალში გაეხვა!

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის სერიოზული სასჯელი ემუქრება.

დღეს, 19:46

სიტი და იუვენტუსი შეთანხმდნენ?! - დეტალები ცნობილია

"იუვენტუსის" მცველი, ჟოაო კანსელო ინგლისის ჩემპიონატში გადასვლასთანაა ახლოს.

დღეს, 19:32

ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა და კარიერის საუკეთესო რეიტინგზე გადაინაცვლა

ლიონის 250-იანი სერიის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი წარმატებულ სვლას განაგრძობს.

დღეს, 19:26

თანხა, რომელსაც ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში მიიღებს

"ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს.

დღეს, 19:10

ხედირა იუვენტუსს დატოვებს? - გერმანელს რამდენიმე მსურველი ჰყავს

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, სამი ხედირამ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:05

მანჩესტერ იუნაიტედმა მორიგი სამიზნე შეარჩია - Sky Sports

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 19:00

პსჟ-მ ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 18:52

კიმპემბე პრემიერ ლიგაში? - პსჟ-ს მცველის შეძენა ორ გრანდს სურს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, პრესნელ კიმპემბემ ზაფხულში შესაძლოა "პსჟ" დატოვოს.

დღეს, 18:41

გვარდიოლა სიტიში? მანჩესტერელების ოფიციალური განცხადება

"მანჩესტერ სიტის" წარმომადგენელმა ხოსეპ გვარდიოლას "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 17:55

მილანში გატუზოს ინძაგი შეცვლის?

"მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჯენარო გატუზო შესაძლოა სიმონე ინძაგიმ ჩაანაცვლოს.

დღეს, 17:50

ლევანდოვსკი: "სანე? ბაიერნს სატრანსფერო ბაზარზე ჯერ უკანასკნელი სიტყვა არ უთქვამს"

"ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, გუნდის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ტოტენჰემის ლიდერებმა ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლეს

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებას აგრძელებს.

დღეს, 17:40

არსენალის დირექტორმა აღიარა, თუ რატომ არ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი აარონ რემსის

"არსენალის" დირექტორმა, რაულ სანლეჰიმ, აარონ რემსის დაკარგვაზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

ვალდანო: "ზიდანს ძეგლი სანტიაგო ბერნაბეუზე და პერესის ბაღში უნდა დაუდგან"

"რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:33

ვან პერსის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უახლოეს წლებში არსენალს პრემიერ ლიგის მოგება

"არსენალის" ექს-ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა გუნდს უახლოეს წლებში ინგლისის ჩემპიონატის მოგება.

დღეს, 17:29

კონტემ ინტერის ხელმძღვანელობას პირველი სასურველი ტრანსფერი დაუსახელა

სავარაუდოდ, სულ მალე ანტონიო კონტე "ინტერს" ჩაიბარებს.

დღეს, 17:25

"მათ ჩემი იქ გაშვება ნებისმიერ ფასად უნდათ", - ემილიანო სალას კარდიფში გადასვლა არ სურდა

ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მ, ავიაკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელის, ემილიანო სალას ხმოვანი შეტყობინება გამოააშკარავა.

დღეს, 17:22

"ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ტუხელმა მბაპეს ან ნეიმარის წასვლა არ გამორიცხა

"პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდის ლიდერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 17:09

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10