ავტორიზაცია

"შავი ვაგინა არ მითქვამს, მხოლოდ ვაგინა ვთქვი", - ჩელსის ფანმა სამსახურიც დაკარგა

"შავი ვაგინა არ მითქვამს, მხოლოდ ვაგინა ვთქვი", - ჩელსის ფანმა სამსახურიც დაკარგა
თარიღი 12 Dec 2018, 01:05
"ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩის დროს, ლონდონელმა ქომაგმა რაჰიმ სტერლინგს რასიზმის ნიადაგაზე შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს ქომაგი 60 წლის კოლინ უინგსია, რომელსაც "ჩელსიმ" სეზონური ბილეთი შეუწყვიტა და "სტემფორდ ბრიჯზე" შესვლა აუკრძალა.

ამავდროულად, ის რასიზმის გამო სამსახურიდანაც დაითხოვეს.

"უკვე 50 წელია "ჩელსის" თამაშებზე დავდივარ და სწორედ ამის გამო მქონდა დამსახურება და ყოველთვის წინა ადგილები მხვდებოდა.

მსურს, რომ სტერლინგს ბოდიში მოვუხადო და იმედი მაქვს, რომ ის ჩემზე კარგი პიროვნება აღმოჩნდება.

ეპიზოდის დროს კონტროლი დავკარგე, რის გამოც გუნდმა სეზონური ბილეთი შემიწყვიტა და სამსახურიდანაც დამითხოვეს.

რეალურად, მას შეურაცხყოფა მივაყენე, თუმცა რასიზმის გამომჟღავნება არ იყო. პუბლიკა ამბობს, რომ მე სტერლინგს შავი ვაგინა ვუწოდე, თუმცა მას მხოლოდ ვაგინა ვუწოდე", - განაცხადა ფანმა.

ასევე იხილეთ:

ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელთა ფასიც საგრძნობლად გაიზარდა

"მას პატივს ვცემ, მაგრამ რეალის წარსულს ჩაბარდა", - რონალდუს რეალის ფეხბურთელმაც უპასუხა

სარიმ მორატას შემცვლელი იპოვნა - შედგება ხმაურიანი ბარტერი?