Goal.Ge

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი


10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, წინ პლეი-ოფია. სანამ ეს მოხდება, გავიხსენოთ ყველაფერი ის, რითაც დაგვამახსოვრდა სანაკრებო დაპირისპირებები აღნიშნულ ტურნირზე.

ინგლისის რევანში ხორვატიაზე

ბრიტანელებმა არამხოლოდ აჯობეს ბალკანელებს, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავეს, ისე, რომ "მოჭადრაკეები" ქვედა დივიზიონში გაუშვეს. პლეი-ოფში გამსვლელი ნაკრების ვინაობა დრამატულად გადაწყდა - ხორვატია 78-ე წუთამდე იგებდა, თუმცა შემდეგ, საქმეში ჩაერთო ჰარი კეინი, რომელმაც დაასრულა მოდრიჩისა და კომპანიის ტკბილი ზღაპარი.

ინგლისი-ხორვატია 2:1



ფინეთი - ჩუმი ლიდერი

დიახ, სკანდინავიელებმა მშვიდად და აუღელვებლად შეასრულეს თავისი საქმე, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე. "ფილინები" ერთი რანგით დაწინაურდნენ, ამის გარდა, ფინეთი შედის იმ ნაკრებთა ათეულში, რომლებმაც ყველაზე მეტი მოგება მოიპოვეს 2018 წელს.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

საქართველოს პროგრესი

ჩვენს ქვეყანაში გამარჯვების სულმა დაისადგურა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს პირველი ადგილი და პლეი-ოფში გასვლა. დღეს, ყაზახეთთან მატჩია, რომელიც უნდა გახდეს ერთგვარი შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც "ჯვაროსნებს" ერთა ლიგაზე გადახვდათ.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

გერმანიის დაღმასვლა გრძელდება

"ბუნდესნაკრებმა" ვერ შეძლო აღნიშნულ ტურნირზე რეაბილიტაცია, მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ. სამწუხაროდ, ეს კვლავ ის გერმანიაა, რომელიც აგებს და ჯგუფიდან გაღწევას ვერ ახერხებს.

დღეს, "არწივები" ეთამაშებიან ჰოლანდიას, თუმცა "ნარინჯისფერთა" დამარცხების შემთხვევაშიც კი, იოაჰიმ ლიოვის შეგირდებისთვის არაფერი შეიცვლება.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ვიკინგების სერიალი დასრულდა

2016 წელს ისლანდიამ სენსაციურად გააღწია ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ამით, ზღაპარი არ დასრულებულა. "ნორმანები" 1/4 ფინალამდე მივიდნენ, ისე, რომ გზად ჩამოშორებული იქნა ინგლისი. ევრო 2016-ზე მიღწეულ წარმატებას "ვიკინგებმა" დაუმატეს მუნდიალზე გასვლა და ისტორიული ფრეც არგენტინასთან.

ერთა ლიგაზე ისლანდია თითქოს თავის ძველ ანალოგს დაუბრუნდა - ჩრდილოეთელებმა 0 ქულით დაასრულეს ტურნირი და ქვედა დივიზიონში გადაინაცვლეს.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

პატარა ნაკრებების წარმატებები

პირველ რიგში, ეს ეხება კოსოვოს, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს თავის ჯგუფს. ხვალ, ექს-იუგოსლავიელები გამართავენ ბოლო მატჩს, რომელშიც საბოლოოდ გადაწყდება პლი-ოფში გამსვლელის ვინაობა. "დარდანელების" მეტოქე, საგზურის კიდევ ერთი პრეტენდენტი - აზერბაიჯანია.

წარმატებასთან ახლოს იყო ლუქსემბურგიც, თუმცა მოგვიანებით, "წითელმა ლომებმა" ბელორუსიას გადაულოცეს ლიდერობა. აგრეთვე გამოსარჩევია გიბრალტარის მოპოვებული ორი გამარჯვება.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ჰოლანდია დაბრუნდა

"მექანიკური ფორთოხალი" ნელ-ნელა ემგვანება თავის სახელოვან წინამორბედს. "ნარინჯისფერებმა" ფეერიულად დაამარცხეს საფრანგეთი და გერმანია. დღეს, რონალდ კუმანის შეგირდებს უწევთ კიდევ ერთი მატჩის ჩატარება "ბუნდესნაკრებთან", რომლის არწაგების შემთხვევაში, ნიდერლანდელები პირველ ადგილზე დამკვიდრდებიან.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

პორტუგალია რონალდუს გარეშეც ტოპშია

პორტუგალიის ნაკრები პირველ რიგში ასოცირდება კრიშტიანუ რონალდუსთან, თუმცა ერთა ლიგაზე "ევროპელი ბრაზილიელები" წარსდგნენ თავიანთი ლიდერის გარეშე. ამის მიუხედავად, ესპანეთის მეზობლებს არ გასჭირვებიათ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იტალიასა და პოლონეთთან.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა

რატომ? გადაავლეთ თვალი ბელგიასთან მატჩს. "წითლები" მე-17 წუთისთვის 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მოგვიანებით, შვეიცარელებმა საათების ნაცვლად ააწყეს გამანადგურებლები, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს მუნდიალის 1/2 ფინალისტების წინააღმდეგ.

ვლადიმირ პეტკოვიჩის არმიამ 5 გოლი გაიტანა ტიბო კურტუას კარში, რითაც ყველასთვის მოულოდნელად, შვეიცარია ჯგუფში გალიდერდა.

შვეიცარია-ბელგია 5:2



უკრაინას ჰყავს თავისი ზიდანი

ანდრეი შევჩენკოს ტაქტიკოსობაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია - "მილანის" ლეგენდა არის ბრწყინვალე ხელმძღვანელი, ლიდერი და მოტივატორი. შევას თავკაცობით, მისმა თანამემამულეებმა მოიგეს 4-დან 3 შეხვედრა, რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ატლეტიკოს დირექტორი: "რონალდუზე არ ვფიქრობთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" დირექტორმა, კლემენტე ვილავერდემ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრაზე ისაუბრა.

დღეს, 16:03

რამოსი: "რეალი რონალდუს გარეშეც ტიტულებისთვის იბრძვის!"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ საკუთარი გუნდი გაამხნევა.

დღეს, 15:58

ტოტი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

"რომას" ლეგენდამ და ამჟამად კლუბის დირექტორმა, ფრანჩესკო ტოტიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

დღეს, 15:53

აზარმა კონკურენტები გააფრთხილა: "ჩელსი დაბრუნდა!"

ლონდონის "ჩელსის" შემტევი, ედენ აზარი, "ბრაიტონთან" მოპოვებული გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 15:49

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა: მერვედფინალური წყვილები ცნობილია

დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

დღეს, 15:18

არსენალმა რემსის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო

მოგეხსენებათ, ზაფხულში აარონ რემსი "არსენალს" ტოვებს.

დღეს, 15:12

ბარსელონა ერთდროულად ორ ტრანსფერს გეგმავს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 15:05

დიდი დაბრუნება?! - მოურინიოს სერიოზული მსურველი ჰყავს

ჟოზე მოურინიომ, არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

დღეს, 14:50

რონალდუ საკუთარ პირველ ავტომობილს ყიდის [ფოტოები]

2000 წლის გამოშვების ავტომობილი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2003 წელს იყიდა.

დღეს, 14:43

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა კრასნოდარი დატოვა

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველმა შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარი" დატოვა.

დღეს, 12:04

"სპორტის სახეობა შეეშალა, ველოსიპედზე მოსინჯოს ძალები" - შაქირის პასუხი კრიტიკოსებს

ზაფხულში "ლივერპულმა" განახორციელა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი. "წითლების" ერთ-ერთი ახალწვეული აღმოჩნდა ჯერდან შაქირი,

დღეს, 04:25

პიკე: "მესი - სუარესის დუეტი მსოფლიოში საუკეთესოა"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე მიიჩნევს, რომ მესი - სუარესის დუეტი საუკეთესოა მსოფლიოში.

დღეს, 03:33

როგორია სუარესის ტრავმის მდგომარეობა? - მწვრთნელის კომენტარი

"ლევანტესთან" გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ვალვერდე: "მესი? მის თამაშზე პასუხს ვერ გაგცემთ"

კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად "ლევანტე" 5:0 დაამარცხა. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

დღეს, 03:26

პელე: "იმისთვის, რომ ნეიმარი დიდებული გახდეს, ერთი რამ სჭირდება"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ "პსჟ"-ს ერთ-ერთ ლიდერზე, ნეიმარზე ისაუბრა.

დღეს, 03:12

მოურინიო: "რატომ არ ვათამაშე პოგბა ლივერპულთან?"

"ლივერპულთან" წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

დღეს, 03:09

დე ბრუინმა საშიშროება იგრძნო: "მათ შეუძლიათ, ტიტულისთვის ბრძოლაში შეგვებრძოლონ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპულმა" "მანჩესტერი" დაამარცხა და პრემიერ ლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

დღეს, 03:03

მანჩესტერის კატასტროფული შედეგი - პირველად 1991 წლის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და "ლივერპულთან" 3:1 დამარცხდა.

დღეს, 02:25

მისია შესრულებულია: კლოპმა უკვე პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დღეს, 02:18

მესის მორიგი რეკორდი: არგენტინელის ბრწყინვალე შედეგი ბარსელონაში

ლა ლიგის გასულ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.

დღეს, 02:13

რომამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "რომასა" და "ჯენოას" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:00

მორიგი შოუ ლეოსგან: მესის ჰეთ-თრიკი და ბარსელონას მარტივი გამარჯვება [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:46

ვარანმა რეალის უსახური თამაშის მიზეზი დაასახელა

რაფაელ ვარანმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც მადრიდული გრანდი უკანასკნელ პერიოდში გამარჯვებებს გაჭირვებით აღწევს.

დღეს, 00:45

რამდენად იკლო დასწრებადობამ ბერნაბეუზე, გასულ სეზონთან შედარებით?

მადრიდის "რეალის" საშინაო სტადიონზე დასწრებადობა აშკარად იკლებს.

დღეს, 00:38

მესი დაფრინავს! არგენტინელის ბრწყინვალე რეიდი და საგოლე პასი სუარესზე [VIDEO]

"ბარსელონა" ვალენსიელებთან შეხვედრაში დაწინაურდა.

დღეს, 00:31

კლოპი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს - ლივერპულმა საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა.

დღეს, 00:24

მოურინიო: "მეორე და მესამე გოლის ეპიზოდში, ლივერპულს უბრალოდ გაუმართლა"

ჟოზე მოურინიოს აზრით, მეორე და მესამე გოლის ეპიზოდებში, "ლივერპულს" უბრალოდ გაუმართლა.

დღეს, 00:17

კლოპი: "ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, გამარჯვების მოპოვება ალისონის გამო გვსურდა"

იურგენ კლოპი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 00:12

ნაპოლიმ კალიარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მე-16 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა.

დღეს, 00:07

ჟოზე: "სეზონს ექვსეულში ნამდვილად დავასრულებთ, თუ გაგვიმართლებს, შესაძლოა, ოთხეულშიც"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "ლივერპულთან" განცდილ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 00:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები