Goal.Ge

"ბარსელონას პრეზიდენტმა დამირეკა", - ვაისი ჩაკვეტაძეზე [სრული პრესკონფერენცია]



უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"გამარჯობა საქართველო, მადლობა ბიჭებს", - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია ქართული მიმართვით დაიწყო.

მადლობა ხელმძღვანელობას
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ისინი ჩვენ გვენდნენ და ნაკრები ჩაგვაბარეს. სლოვაკებმა და ქართველებმა ერთად მოვახერხეთ ამ დიდი საქმის გაკეთება. ჩვენს ჯგუფში და მთლიან D ლიგაში, საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.

პირველი ნაბიჯი გადავდგით. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და სასიხარულოა, როდესაც ამხელა პუბლიკას აბედნიერებ. სამწუხაროდ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა ახლა ყველაფერი გამოსწორდა.

მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი წინ
ცხადია, რომ შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, რადგან მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიქნებით, სადაც გაცილებით ძლიერი ნაკრებები შეგვხვდება. ჩვენ ვეცდებით, რომ აქაც საპატიო ადგილი დავიკავოთ.

ევრო 2020
სასიამოვნოა, რომ 1/2 ფინალურ შეხვედრას ქართველი ხალხი, საქართველოში იხილავს. ევროპის ჩემპიონატამდე 2 ნაბიჯი დარჩა - 1/2 ფინალი და ფინალი.

რამდენი მილიონით გაიზარდა ჩაკვეტაძის ფასი, დღევანდელი გოლის შემდეგ?
ჩვენ ვიცით, რომ ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და მან მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის მანძილზე შესანიშნავად ითამაშა. რეალურად, მისი დიდი დამსახურებაა, რომ ციკლი ასეთი შედეგით დავასრულეთ. ასევე, ვიტყვი, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა და ფინანსურ მხარეებზე ნუ ვისაუბრებთ.

ჩაკვეტაძის კარიერა
ვფიქრობ, რომ მან გასულ წელს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "დინამოდან" ბელგიის ლიგაში გადავიდა. ცხადია, ეს ჩემპიონატი მაღალი დონის არის, რამაც მის განვითარებაში წვლილი შეიტანა. სავარაუდოდ, ის კიდევ უფრო განვითარდება და სამომავლოდ "გენტი" მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

ჯაბა კანკავა
წინა ტურში, ჯაბა კანკავა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა და სამწუხაროდ ის სულისკვეთება არ იყო, როდესაც ჯაბა ნაკრებთან ერთად არის.

ავთო ებრალიძე
დიახ, ვიცით, რომ ის პორტუგალიის ჩემპიონატში თამაშობს და თვალსაც ვადევნებთ. რეალურად, პირადად მე დაახლოებით 40 ფეხბურთელს ვაკვირდები, თუმცა ცხადია, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.

ტრავმა
ანანიძე, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი, ქვილითაია, მჭედლიძე, კიტეიშვილი - ცხადია, რომ ბევრი ტრავმირებულია და მათ ნაცვლად ყოველთვის იმ მოთამაშეებს ვიძახებ, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში საუკეთესოდ გამოიყურებიან.

ანდორასთან მატჩი
ვფიქრობ, რომ ციკლში ყველაზე სუსტი შეხვედრა სწორედ ანდორაში ჩავატარეთ. სამწუხაროდ, სწორი მობილიზაცია არ იყო. მთავარი კი ის არის, რომ შეცდომა გამოსწორდა.

დღევანდელი შეხვედრის შესვენება გასახდელში
ყაზახეთთან მატჩის დროს, შესვენებაზე მოთამაშეებს სხვაგვარად დაველაპარაკე. გვილიას, მერებაშვილს.. ოდნავ ხმას ავუწიე და ვფიქრობ, რომ ამან გაჭრა. როგორც ყველამ ვნახეთ, მე-2 ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ და მერებაშვილმა გოლიც გაიტანა.

კონტრაქტი ნაკრებთან
მოქმედი კონტრაქტი 1.5 წელიწადში იწურება და ევრო 2020-ის ფლეი ოფის დროს იქნებით საქართველოს ნაკრებში? დიახ, კონტრაქტი დაახლოებით 15 თვეში მეწურება, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა ევრო 2020-ის ფლეი ოფი და ტურნირზე მოხვედრაა. რეალურად, ვფიქრობ, რომ სწორედ მე გავუძღვები ნაკრებს ამ დროისთვის.

ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბარსელონაში
მკითხეს თუ არა ბარსელონას წარმომადგენლებმა აზრი ჩაკვეტაძეზე? დიახ, ბარსელონას პრეზიდენტმა დამირეკა (იხუმრა).

გურამ კაშია მატჩის შემდეგ


გიორგი მერებაშვილი მატჩის შემდეგ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კაჭარავა კვიპროსში დაფრინავს: ქართველი ფორვარდის მორიგი გოლი [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" "პაფოსს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:13

კიტეიშვილის გუნდი ფორმაში შევიდა: შტურმი ზედიზედ 6 მატჩია არ აგებს

ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს "შტურმი" და "ადმირა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:07

ვალვერდე: "კოუტინიომ და დემბელემ შესაძლოა ერთად ითამაშონ"

ლა ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და გათამაშების ლიდერი, "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:58

გვარდიოლა: "მანჩესტერი - ლივერპულის მატჩს აუცილებლად უნდა ვუყურო"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება.

დღეს, 02:51

ალეგრი: "ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ჩემი გუნდი კარგ ფიზიკურ კონდინციებშია"

"ტორინოსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

დღეს, 02:47

რონალდუმ ტორინოსთან მოგებული მატჩი შეაფასა

"ტორინოსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ გააკეთა.

დღეს, 02:42

რონალდუ იუვენტუსის ისტორიაში შევიდა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "იუვენტუსმა" "ტორინო" რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დღეს, 02:36

ემერიმ არსენალი გააგვიძა: როდის წააგეს ბოლოს ლონდონელებმა ოფიციალურ მატჩში?

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში გაიმართება საინტერესო შეხვედრა "საუთჰემპტონსა" და "არსენალს" შორის.

დღეს, 02:20

ჟესუსის კატასტროფული სტატსიტიკა დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს ბრაზილიელს გოლი გატანილი?

პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:14

პოჩეტინომ არსენ ვენგერის რეკორდი დაამხო

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გამართული მატჩი "ტოტენჰემსა" და "ბარნლის" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დღეს, 02:07

რეალის ბრწყინვალე შედეგი ლა ლიგაში - პირველად 2015 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასული ტურის მატჩი "რეალსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დღეს, 01:54

მთელი მსოფლიო კრიშტიანოს კრიტიკაშია: რატომ მიიღო რონალდუმ ყვითელი, გოლის გატანის შემდეგ?

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გამართული მატჩი "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დღეს, 01:48

ტურინული დერბი იუვენტუსმა რონალდუს გოლით მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გაიმართა ტურინული დერბი "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის.

დღეს, 01:42

კონტინენტის ფარი: ლოკომოტივმა იტალიური გუნდი დაამარცხა

თბილისის ‘ლოკომოტივმა’, „კონტინენტის ფარის“ ფარგლებში, იტალიური ტურნე წარმატებით დაასრულა და ‘ფიამე ოროს’ შემდეგ სტუმრად ‘კალვიზანოც’ დაამარცხა - 20:13.

დღეს, 01:29

ტრადიცია გრძელდება - პაკოს მორიგი მიღწევა!

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" შინ ბრემენის "ვერდერი" 2:1 დაამარცხა და პაკო ალკასერმა კვლავ გამოიჩინა თავი.

გუშინ, 23:53

ინტერმა მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

მილანის "ინტერმა" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "უდინეზე" მიიღო და 1:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:45

დორტმუნდის ბორუსია ზამთრის ჩემპიონია! [VIDEO]

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდა.

გუშინ, 23:36

რეალმა 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში მადრიდის "რეალმა" შინ "რაიო ვალეკანო" მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

გუშინ, 23:28

გვარდიოლამ ევერტონთან გამარჯვება შეაფასა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ევერტონთან" დღევანდელ თამაშზე ისაუბრა.

გუშინ, 21:31

დავიდ ალაბა - პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში!

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, 21:14

ატლეტიკომ გრიზმანის დუბლით იმარჯვა და ბარსელონას დაეწია [VIDEO]

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ რთული ბრძოლა გამართა, მაგრამ მაინც მოიგო - 3:2.

გუშინ, 21:10

ტოტენჰემის 18 წლის ტალანტმა ბეილის მიღწევა გაიმეორა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" შინ "ბარნლი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

გუშინ, 21:03

ერიკსენმა ტოტენჰემს ბოლო წუთებზე მოაგებინა [VIDEO]

ლონდონის "ტოტენჰემმა" ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში შინ "ბარნლი" მიიღო და დიდი გაჭირვებით, მინიმალური ანგარიშით, დაამარცხა.

გუშინ, 20:57

მორიგი გამარჯვება - ბაიერნმა ჰანოვერი გაანადგურა [VIDEO]

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებათა სერიას აგრძელბს - "რეკორდმაისტერმა" დღეს სტუმრად "ჰანოვერი" 4:0 გაანადგურა.

გუშინ, 20:28

მანჩესტერ სიტიმ ევერტონს დამაჯერებლად მოუგო და პირველი ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "სიტიმ" შინაურ კედლებში "ევერტონი" დაამარცხა - 3:1.

გუშინ, 18:37

პერიშიჩის შეძენა 3 გრანდს სურს, ინტერმა ხორვატს ფასი დაადო

"ინტერის" თავდამსხმელმა, ივან პერიშიჩმა მომავალ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 18:18

ატლეტიკომ ობლაკის შემცვლელი იპოვნა

ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 18:12

სატრანსფერო ბაზარზე რეალსა და ატლეტიკოს შორის ბრძოლა იწყება

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 17:49

მოდრიჩმა რონალდუ და მესი საჯაროდ გააკრიტიკა

"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს საქციელით უკმაყოფილოა.

გუშინ, 17:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები