Goal.Ge

"ბაიერნი" - "ლევერკუზენი", "ემიუ" - "ლივერპული" და უიქენდის 4 ტოპ-მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ



ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ უიქნედის 6 ტოპ-მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. "ბარსელონა" - "ოსასუნა" (კვირას, 20:00 კამპ ნოუ) ესპანეთში ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ სამი კლუბია ჩართული. "რეალი", "ატლეტიკო" და "ბარსელონა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზეც დაამარცხა (2-1) და 1/4 ფინალში საკმაოდ ადვილად გავიდა. მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანამ" ლა ლიგის ბოლო ტურებში ქულები დაკარგა და ლიდერ მადრიდის "რეალს" მნიშვნელოვნად ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში "ბარსელონამ" ქულები "ოსასუნასთან" მატჩშიც დაკარგა (0:0). ტატა მარტინომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მაქსიმალურად უნდა იბრძოლოს ყველა მატჩში, რათა ლა ლიგის ტიტული შეინარჩუნოს. რაც შეეხება "ოსასუნას", მათ პრიმერა დივიზიონში ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგეს, 2 წააგეს ხოლო 1 მატჩი კი ფრედ დაასრულეს. სატურნირო ცხრილში ხავი გარსისა გუნდი მე 15-ე ადგილს იკავებს 29 ქულით. ასეა თუ ისე, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" უპირობო ფავორიტია და გამარჯვების შემთხვევაში "კლასიკომდე" ჩემპიონობის შანსს შეინარჩუნებს. "სპორტინგი" - "პორტო" (კვირას 23:15, ხოსე ალვარდე) პორტუგალიის პრემიერ-ლიგის ცენტრალური მატჩი. ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატურნირო თვალსაზრისით. "პორტუ" მესამე ადგილზე იმყოფება 46 ქულით, ხოლო "სპორტინგი" კი მეორეზეა 48 ქულით. შესაბამისად, "პორტო" გამარჯვების შემთხვევაში გადავა მეორე ადგილზე, ხოლო დამარცხების შემთხვევაში კი "სპორტინგთან" ჩამორჩენას 5 ქულამდე გაზრდის. პორტუგალიის პრემიერ ლიგაში მათ შორის გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან სამი ნულოვანი ფრით დამთავრდა, დანარჩენი ორის მოგება კი "პორტომ" შეძლო. აღსანიშნავია, რომ "სპორტინგმა" "პორტო" ბოლოს 2010 წლის პირველ მარტს დაამარცხა. ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება ყოველთვის სასტიკია. გასულ რვა შეხვედრაში 7 წითელი ბარათია ნაჩვენები. "პსჟ" - "სენტ ეტიენი" (კვირას, 23:55 პარს დე პრანცსი) "პარისენჟერმენი" კვლავ შეუჩერებელია. ფრანგებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში (4:0) იმარჯვეს, რამაც ლორან ბლანს პარიზში გასამართ განმეორებით მატჩში ფეხბურთელების დასვენების უფლება მისცა. "პსჟ" მოედანზე ვერატის, მატუიდისა და მოტას გარეშე გავიდა. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. ახლა კი ისინი ორიენტირებულნი მთლიანად ლიგა 1-ზე არიან. მათი შემდეგი მოწინააღმდეგე საკმაოდ დიდი სახელის მქონე "სენტ ეტიენია". "მწვანეები" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებენ და მესამე ადგილზე მყოფ "ლილს" 4 ქულით ჩამორჩებიან. მიმდინარე სეზონში, გალტიერის გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა, რაც მათთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. - "სენტ ეტიენი" მოედანზე მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად გავა და ბოლომდე იბრძოლებს 3 ქულისთვის" - აცხადებს "სენტ ეტიენის" მთავარი მწვრთნელი. "ბაიერნი" - "ლევერკუზენი" (შაბათს, 21:30 ალიანს არენა) მიუნხენის "ბაიერნში" სკანდალია. კლუბის პრეზიდენტი გადასახადების გადაუხდელობის გამო ციხეში ჩასვეს. ულკი ჰენესმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც არავინ მოელოდა. მიუხედავად ამისა, "რეკორდმეისტერი" გერმანული კლუბების განადგურებას კვლავ განაგრძობს. გასულ ტურში, "ბაიერნი" "ვოლფსბურგთან" (0:1)-ს მარცხდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მიუნხენელებმა მეტოქეს 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს და (6:1) დაამარცხეს. ამის შემდგომ, მათ საკუთარ მოედანზე ლონდონის "არსენალი" მიიღეს. მიუნხენელებს ლონდონში გამართული მატჩი სოლიდური სხვაობით (2-0) ჰქონდათ მოგებული, ამიტომაც მათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აწყობდათ. მატჩი მთლიანად მიუნხენელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მიულერმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. რაც შეეხება "ლევერკუზენს", ამ კლუბში გაცილებით დიდი კრიზისია. "ბაიერმა" ცუდი რეზულტატი არა მხოლოდ ბუნდესლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც აჩვენა. "ლევეკუზენი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პსჟ"-ს წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში (6-1) განადგურდა. სამი ჰიპიას გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 1 მოიგო 3 წააგო და ერთი მატჩიც ფრედ დაასრულა. "ტოტენჰემი" - "არსენალი" (კვირას, 20:00 უაით ქართ ლეინი) "უაით ქართ ლეინზე" ადგილობრივი "ტოტენჰემი" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს. ორივე კლუბის გულშემატკივრები ამ ისტორიულ ლონდონურ დერბის დიდი ხანია ელოდნენ. "ტოტენჰემმა" ევროპა ლიგაზე "ბენფიკასთან" საკუთარ მოედანზე (1:3) წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგა. ლონდონის "არსენალი" კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. არსენ ვენგერის გუნდმა ხოსეპ გუარდიოლას "ბაიერნს" ვერაფერი დააკლო. ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე ლონდონური კლუბი ამიერიდან ორიენტირებულნი მთლიანად პრემიერ-ლიგაზე იქნებიან. "არსენალი" მესამე ადგილზეა და კიდევ იბრძვის ჩემპიონობისთვის. ლონდონის "ტოტენჰემი" კი მეხუთე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრათ იბრძვის. ამ მატჩს ორივე კლუბი გარკევული საკადრო პრობლემებით ხვდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ერიქსენისა და ადებაიორის თამაში. ლონდონის "არსენალის" ლაზარეთი ტრადიციულად გავსებულია: უოლკოტი, უილშირი, რემზი და იოზილი ტრავმირებულნი არიან. ურთიერთშეხვედრებში ბოლო 5 მატჩიდან 4 ლონდონის "არსენალმა" მოიგო, ხოლო 1 მატჩის მოგება კი "ტოტენჰემმა" მოახერხა. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (კვირას, 17:30 ოლდ ტრაფორდი) ინგლისში საფეხბურთო ზეიმია. ისტორიული დაპირისპირება მერსისაიდელებსა და მანჩესტერელებს შორის. ამ მატჩს ორივე კლუბის გულშემატკივრების მხრიდან უდიდესი მოლოდინი აქვს. დავიწყოთ მასპინძლებით. დევიდ მოიესის გუნდი პრემეირ-ლიოგაში რომ ცუდად გამოიყურება ამაზე ორი აზრი არაა, თუმცა ბოლო დროს "მანჩესტერი" საკმაოდ კარგად ათამაშდა. მათ პრემიერ-ლიგაში ზედიზედ ორ მატჩში კარგი თამაში აჩვენეს, ჯერ "კრისტალ პალასი" დაამარცხეს სტუმრად (0:2), ხოლო შემდეგ კი "ვესტ ბრომვიჩი" (0:3). რაც შეეხებათ სტუმრებს, მერსისაიდელებს პრემიერ-ლიგაში ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. კვლავინდებურად შეუჩერებელია დანიელ სტარიჯისა და ლუის სუარესის დუეტი, ორივეს ერთად უკვე პრემეირ-ლიგის ეგიდით 42 გოლი აქვთ გატანილი. ბრენდან როჯერსმა თავისი გუნდის ათამშება ძალიან კარგად შეძლო. "ლივერპული" მეორე ადგილზე იმყოფება 59 ქულით და პრემიერ-ლიგის ტიტულისთვის იბრძვის. მატჩის წინ გავრცელებული იყო ინფორმაციები, რომ მერსისაიდელებს ამ მატჩში სტივენ ჯერარდი არ დაეხმარებოდათ, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დევიდ მოიესის გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში ოთხეულში შესვლაა. ეჭვგარეშეა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ კედლებში "ლივერპულის" წინააღმდეგ მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად გავა, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას სტუმრებზეც. ურთიერთშეხვედრებში ბოლო 6 მატჩიდან 4 "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო, ხოლო 2 კი "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა. ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის ახალი გუნდი ოფიციალურად ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

მანჩესტერული დერბი სანჩოს ხელში ჩაგდებისთვის 2020 წელს დაიწყება

Daily Mail-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯეიდონ სანჩო 2020 წელს გუნდს დატოვებს.

დღეს, 09:18

სანჩესი ლუკაკუს თანაგუნდელი ისევ გახდება?!

Sky Sport Italia-ს ცნობით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 09:11

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

დღეს, 05:23

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

დღეს, 05:08

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

დღეს, 04:53

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

დღეს, 04:40

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

დღეს, 04:24

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

დღეს, 04:09

შოთა არველაძე სნეიდერს დაემშვიდობა

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:45

საბურთალო ერთ–ერთმა ლიდერმა დატოვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 03:40

კაზემირო: "ბეილი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება"

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი ამ სეზონშიც მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

დღეს, 03:37

ბეილის საოცარი სტატისტიკა სელტასთან

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სელტას" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 03:33

სტერლინგმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ქალაქელთა მხრიდან პირველი გოლი ინგლისლმა შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

დღეს, 03:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10