ბორდოს ახალი მფლობელი: "პარი სენ-ჟერმენთან კონკურენცია? ჩემს ეზოში ნავთობი არ მოედინება"

"ბორდოს" ახალმა, ამერიკელმა მფლობელმა, ჯოზეფ დაგროსამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი კლუბი განვითარების საკუთარ გეგმას უნდა გაჰყვეს და არა "პარი სენ-ჟერმენს" ებრძოლოს.
"ჩვენ "პარი სენ-ჟერმენთან" პირდაპირ კონკურენციას ვერ მოვახერხებთ. ამის გაკეთება სიგიჟე იქნებოდა. ჩემს ეზოში ნავთი არ მოედინება. "ბორდო" სხვა გზით უნდა წავიდეს, კერძოდ კი - ახალგაზრდა ფეხბურთელების მოწვევით დაინტერესდეს.
"პარიზი" ტოპ-ფეხბურთელებზე ბევრ ფულს ხარჯავს, ჩვენ კი საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა გვსურს. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებებამდე მიგვიყვანს." - ციტირებს დაგროსის სიტყვებს Le Figaro.
ასევე, ამერიკელმა დაამატა, რომ უახლოეს ორ სეზონში "ბორდოში" დაახლოებით 80 მილიონი ევროს ინვესტირებას აპირებს.