Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება


ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კულმინაციას უახლოვდება და დღეს მე-5 ტურის პირველი 8 შეხვედრა გაიმართება.

დიდია იმის ალბათობა, რომ დღეს ერთბაშად რამდენიმე ფლეი-ოფის მონაწილე გაირკვეს და მათ შორის პირველადგილოსნებიც.

G ჯგუფი - რომში პირველი ადგილი გათამაშდება

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

დღის ცენტრალური შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება - მებრძოლი "რომა" საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამგზის გამარჯებულ მადრიდის "რეალს" შეხვდება და ჯგუფის ლიდერები პირველ პოზიციას გაათამაშებენ.

რომა

რომაული კლუბი ახლა არც ისე კარგ ფორმაშია - იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში "მგლებმა" მხოლოდ 1 გამარჯვება (შინ "სამპდორიასთან" 4:1) მოიპოვეს და გასულ უქმეებზე სტუმრად "უდინეზესთან" სენსაციურად დამარცხდნენ (0:1). სერია ა-ში "რომა" უკვე მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა და ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ "მგლებს" ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლიათ რეაბილიტირება.

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მოსკოვში "ცსკა-სთან" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოიპოვა და დღეს ფრის შემთხვევაშიც გაინაღდებს ფლეი-ოფის საგზურს, მაგრამ "მგლებს" საკუთარ მოედანზე მოგება და პირველ ადგილზე გადასვლაც შეუძლიათ.

რეალი

სანტიაგო სოლარიმ შესანიშნავი სტარტი აიღო და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, მათ შორის პლზენში "ვიქტორიასთან" ჩემპიონთა ლიგაზე - 5:0! თუმცა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არგენტინელმა სამარცხვინო მარცხი იწვნია - "სამეფო კლუბი" შაბათს სტუმრად "ეიბართან" 0:3 განადგურდა.

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

"ბლანკოსი" 4 ტურის შემდეგ ჯგუფს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობს და თანაც მადრიდში "რომა" 3:0 ჰყავს დამარცხებული, ამიტომ სოლარის გუნდი მომგებიან სიტუაციაშია და შეუძლია, რომ ქულითაც შეინარჩუნოს პირველი პოზიცია.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა: ოლსენი; სანტონი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი; ფლორენცი, ნზონზი, კრისტანტე; უნდერი, ჯეკო, ელ შაარავი.

მატჩს გამოტოვებენ: კარსდორპი, პელეგრინი, დე როსი, პასტორე.

რეალი: კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; სებალიოსი, კროოსი, მოდრიჩი; ისკო, ბენზემა, ბეილი.

მატჩს გამოტოვებენ: ნავასი, რეგილონი, ოდრიოცოლა, ნაჩო, კაზემირო.

ფაქტები და სტატისტიკა

21-ე საუკუნეში "რომასა" და "რეალის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის კლასიკაა - ეს ამ გუნდების მე-12 ურთიერთშეხვედრაა და ჯერჯერობით უპირატესობა მადრიდელებს აქვთ: 7 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება.

რომში "სამეფო კლუბმა" 5 თამაშიდან 1 წააგო და დანარჩენი 4 მოიგო, აქედან ბოლო 3 ორი ან მეტბურთიანი სხვაობით.

"რომამ" მადრიდში წაგების (0:3) შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. "მგლებმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 გამარჯვება 2009 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ბოლო 15 საშინაო თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე "რომამ" 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

რომაულ კლუბს ესპანური გუნდების წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირს: 11 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოგება.

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 20 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 4 წააგო და 12 მოიგო.

"ბლანკოსს" იტალიაში ბოლო სამი გასვლა აქვს მოგებული, მანამდე კი 8 მატჩიანი მოუგებელი სერია (4 ფრე, 4 წაგება) ჰქონდა.

E ჯგუფი - ნიკო კოვაჩის პოტენციური დასასრული

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

E ჯგუფშიც თითქმის ყველაფერი გარკვეულია - მიუნხენის "ბაიერნმა" და ამსტერდამის "აიაქსმა" უპირატესობა მოიპოვეს, "ბენფიკა" მესამეა, ხოლო "აეკი" - უიმედო აუტსაიდერი.

თუმცა დღევანდელი საღამო "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩისთვის შესაძლოა უკანასკნელი იყოს "ბაიერნის" თავკაცის თანამდებობაზე. გერმანული გრანდი ღრმა კრიზისშია - 12 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" 9 ქულით ჩამორჩა და მხოლოდ მე-5 ადგილზე იმყოფება.

გასულ უქმეებზე მიუნხენელებმა შინ აუტსაიდერი დუისელდორფის "ფორტუნა" ვერ დაამარცხეს (3:3) და ბოლო ინფორმაციით, "ბაიერნი" არსენ ვენგერთან იწყებს მოლაპარაკებებს და დიდია იმის ალბათობა, რომ განუსაზღვრელად შედეგისა, ეს კოვაჩის ბოლო თამაში იყოს.

F ჯგუფი - ლიონში რევანშისთვის!

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

დღევანდელი 4 ჯგუფიდან ყველაზე დაძაბული სიტუაცია F კვარტეტშია, სადაც ჯერ კიდევ ყველა გუნდს აქვს ფლეი-ოფში გასვლის შანსი. მთავარი ინტრიგა კი "მანჩესტერ სიტია", რომელიც ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და საფრანგეთში ლიონის "ოლიმპიკის" დასამარცხებლად, რევანშის ასაღებად ჩავა.

პეპ გვარდიოლას გუნდი შინ სენსაციურად 1:2 დამარცხდა, მაგრამ ამის შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად 14 თამაშიდან 13 მოიგო, 42 გოლი გაიტანა და ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებაც მოახერხა. დღეს "სიტის" რევანშის აღება, წარმატებული სერიის გაგრძელება და პირველი ადგილის განაღდება შეუძლია.

ჯგუფის მეორე მატჩი კი ზინჰაიმში გაიმართება - დებიუტანტი "ჰოფენჰაიმი" დონეცკის "შახტარს" შეხვდება. გერმანული კლუბის ყველა მატჩი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოვიდა, უკრაინულ კლუბს კი უკან დასახევი გზა არ აქვს. თუ "შახტარი" დღეს მოიგებს, 5 ქულას დააგროვებს და "სიტის" გამარჯვების შემთხვევაში ბოლო ტურში ლიონის "ოლიმპიკის" სახლში დამარცხებით ფლეი-ოფში გავა, ამიტომ F ჯგუფში მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

H ჯგუფი - უკანასკნელი შანსი "ვალენსიასთვის"

ჩემპიონთა ლიგა: რომას რეალის დამარცხება სჭირდება

ტურინში სასწაულებრივი ქამბექით (2:1) "მანჩესტერ იუნაიტედმა" სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა. "წითელი ეშმაკები" დღეს შინ "იანგ ბოიზს" მოუგებენ და ფლეი-ოფის საგზურს ინაღდებენ, ხოლო ტურინში პრაქტიკულად უშანსოდ დარჩენილი "ვალენსია" ჩადის.

"ღამურებს" ჯერ არაფერი დაუკარგავთ და თუ დღეს მოიგებენ ჯგუფში სიტუაციას სერიოზულად დაძაბავენ, თანაც ბოლო ტურში "მესტალიაზე" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველაფერი მათ ხელში იქნება, მაგრამ რთული დასაჯარებელია, რომ "ვალენსიამ", რომელმაც სახლში 10 კაციან "იუვესთან" 0:2 წააგო, ტურინში მოახერხოს სამი ქულის მოპოვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"როგორც კი პსჟ ბარსელონას დათანხმდება, რეალი საქმეში 10 წამში ჩაერთვება"

ესპანური ტელეარხ El Chiringuito-ს წამყვანმა, ხოსეპ პედრელოლმა, ექსკლუზივი შემოგვთავაზა.

დღეს, 15:41

რიბერის ახალი გუნდი Sky Sports-ის ავორიტეტულმა ჟურნალისტმაც დაადასტურა

Sky Sports-ის ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ფრენკ რიბერის ახალი გუნდი დაადასტურა.

დღეს, 15:38

ნახევარმცველი, რომელიც მაურიციო სარის გეგმებში არ შედის

სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „იუვენტუსს“ ბლეზ მაუტიდი დატოვებს.

დღეს, 15:34

"დედაჩემი ატირდა", - ბალოტელიმ მშობლიური ქალაქის გუნდში გადასვლაზე ისაუბრა

იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, მშობლიურ „ბრეშიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

იუნაიტედმა პოლ პოგბას თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაიცვა, რომელიც „ვულვზთან“ პენალტის გაცუდების შემდეგ, რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.

დღეს, 15:19

რობენმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-შემტევმა, არიენ რობენმა, ისაუბრა იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა.

დღეს, 15:14

ვაკო გვილია პოლონეთში საუკეთესოთა შორის მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლეგია" "ზაგლემბეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 15:00

სოლსკიაერი: "შევცვლი თუ არა გუნდში პენალტების შემსრულებლებს?"

„ვულვერჰემპტონთან“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში პოლ პოგბას მიერ გაფუჭებულ პენალტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერმაც ისაუბრა.

დღეს, 14:10

ნევილი: "რატომ გააკეთა ეს პოგბამ? ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან"

„მანჩსტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, გარი ნევილმა, პოლ პოგბა გააკრიტიკა.

დღეს, 14:04

აზარი დადგენილზე ადრე დაბრუნდება?

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ედენ აზარის დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორიც თავიდან ჩანდა.

დღეს, 13:50

იუვენტუსის ლეგენდამ ჩინურ გუნდს უარი იმის გამო უთხრა, რომ ისინი ინტერის მფლობელებიც არიან

„იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ, ჩინურ გუნდში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 13:46

პულიშიჩმა იუნაიტედს უარი ჟოზე მოურინიოს გამო უთხრა

ლონდონის „ჩელსის“ ამერიკელ შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

დღეს, 13:40

ბენზემა: "რაულის ადგილს დავიკავებ"

4 სექტემბერს გამოდის დოკუმენტური ფილმი კარიმ ბენზემას შესახებ.

დღეს, 12:02

სუარესი: "ვითამაშებ თუ არა ბეტისთან?"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

დღეს, 11:51

დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული თავდამსხმელი დიდიე დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება.

დღეს, 11:39

კონორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

დღეს, 11:31

ლუკაკუ სანჩესს: "მილანი მანჩესტერზე ლამაზი ქალაქია"

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:22

ობამეიანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება, მაგრამ ერთი პირობით

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

დღეს, 10:56

კიდევ ერთი ჩილელი ინტერს - სანჩესის შემდეგ ვიდალიც?!

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 10:44

სანტოსის ექს-პრეზიდენტი: "ნეიმარი რეალზე გიჟდებოდა"

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:34

მაკგრეგორი: "მინდა ვიყო მსოფლიო ჩემპიონი ვისკის წარმოებაში"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავის ბიზნესზე ისაუბრა:

დღეს, 10:26

მუსტაფის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, შკოდრან მუსტაფი ლონდონის "არსენალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 10:17

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10