Goal.Ge

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?


როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

2018 წლის 15 სექტემბერს შედგა მატჩი "უოტფორდსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, რომელშიც რომელუ ლუკაკუმ გაიტანა გოლი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აღნიშნული თამაშის შემდეგ, 85 მილიონად ნაყიდი ფორვარდი 76 დღის მანძილზე ვერ მოახერხებდა ბურთის შეგდებას "ემიუს" მაისურით.

ნავსი გატყდა გუშინ, "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში. ბელგიელის მშრალი სერიის პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა საფეხბურთო სამყაროში. გავიხსენოთ ყველა დეტალი, იმისთვის, რომ უკეთ გავაანალიზოთ, თუ რამდენი ხანი ეძინა ლუკაკუს.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

ინგლისი

რომელუს შვებულებამდე პრემიერ ლიგაში იყო ორხელისუფლებიანობა, ჩემპიონატს ლიდერობდნენ "ჩელსი" და "ლივერპული", "სიტი" კი ორი ქულით ჩამორჩებოდა მათ. დღეს, ეპლ-ს უკვე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს "ქალაქელების" სახით, მდევრების როლში ამჯერად კლოპისა და სარის გუნდები არიან.

ლუკაკუს კრიზისის პერიოდში ლონდონის "არსენალმა" ჩაატარა 15 მატჩი, 0 მარცხით (11 მოგება, 4 ფრე), "ტოტენჰემი" კი ოთხეულში შევიდა. როგორც ვხედავთ, ნისლიან ალბიონზე უკვე გამოვლინდნენ ჩემპიონობისთვისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები, "წითელი ეშმაკები" მათ უკან არიან.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

რაც შეეხება ცალკე აღებულ ფეხბურთელებს, დე ბრუინი გამოჯანმრთელდა და ისევ დაიმტვრა, სტარიჯმა მოახდინა ხმაურიანი ქამბექი და კვლავ დაიკარგა, პოგბა კი მოურინიოს შეურიგდა.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

ესპანეთი

მადრიდის "რეალმა" გამოაცხო ერთ თვიანი მოუგებელი სერია, რის შედეგადაც, "სამეფო კლუბი" სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში დაეშვა. დღეს, "ბლანკოსი" - მეხუთეა. "ბარსელონას" ჩემპიონობაში ეცილებოდნენ "ატლეტიკო", "ალავესი" და "ხეტაფეც" კი. რაც შეეხება "სევილიას", ის საერთოდ გალიდერდა, პირველად, 2001 წლის შემდეგ.

ფლორენტინო პერესმა გაუშვა ხულენ ლოპეტეგი. ესპანელი მწვრთნელის საქმის გამგრძელებლად ფლომ აირჩია სანტიაგო სოლარი. ლიონელ მესიმ მოიტეხა ხელი, არგენტინელმა უკვე დაბრუნებაც მოასწრო, ლუკა მოდრიჩმა კი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

იტალია

ლუკაკუს იმდენი ხანი ეძინა, რომ სერია ა-ში სასკუდეტო ბრძოლა უკვე დასრულდა. ფორმალურად, რა თქმა უნდა რბოლა გრძელდება, თუმცა ფაქტია, ტურინის "იუვენტუსი" 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ნაპოლის".

ბელგიელი ფორვარდის კრიზის პერიოდში, მილანის "ინტერმა" მოიგო ზედიზედ 7 შეხვედრა, რითაც "ნერიაძური" მე-15 ადგილიდან, მესამემდე აღზევდა. კრიშტიანუ რონალდუმ დაამყარა რეკორდი - პორტუგალიელმა ყველაზე სწრაფად შეძლო 10 გოლის გატანა "იუვეს" ისტორიაში.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

გერმანია

დრო, როდესაც მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის სათავაში იდგა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლუკაკუს გოლიდან-გოლამდე, დორტმუნდის "ბორუსია" 9 ქულით გაასწრებდა "რეკორდმაისტერს". გერმანიაში აგრეთვე გამოსარჩევია ფრანკფურტის "აინტრახტი", რომელიც 12 მატჩია, რაც არ აგებს (11 მოგება, 1 ფრე).

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

საფრანგეთი

15 სექტემბრისთვის, "პარი სენ-ჟერმენი" 5 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს, დღეს, ჰანდიკაპი 13-ს შეადგენს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის მეორეადგილოსანი გუნდი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე "პსჟ"-სთან.

"მონაკოს" სათავეში ჩაუდგა ტიერი ანრი, რომელმაც უკვე მოასწრო ზედიზედ 7 მატჩის ვერმოგება.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

ჩემპიონთა ლიგა

12 გუნდმა გაინაღდა პლეი-ოფის საგზური, მათ შორის ლუკაკუს "მანჩესტერმაც", თუმცა რომელუს საგოლე ანგარიში კვლავ 0-ს უდრის. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამსვლელებს შორის არ არის "ლივერპული", რომელსაც სექტემბერში ყველაზე მეტს აქებდნენ.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

სანაკრებო პაუზები

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. უეფას ახალმა ტურნირმა ქართველებს გვაჩუქა უამრავი სასიამოვნო მომენტი - გამარჯვებები, პირველი ადგილი, გიორგი ჩაკვეტაძის ფეერია და ბევრი სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლუკაკუს კრიზისი ბელგიის ნაკრებზე არ ვრცელდებოდა. "იუნაიტედში" ძილის პერიოდში, რომელუმ დუბლის გაფორმება მოახერხა შვეიცარიასთან. აგრეთვე გამოსარჩევია ჰოლანდიის აღზევება და გერმანიის დაღმასვლა. სანაკრებო პაუზის პერიოდში, თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა მაურო იკარდიმ.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

დანარჩენი სამყარო

კოპა ლიბერტადორესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თუმცა ფინალური მატჩი ჯერ არ გამართულა - გულშემატკივართა ომი, მოწამლული ფეხბურთელები და სხვა ქვეყანაში გადატანილი სუპერკლასიკო.

MLS-ში დასრულდა რეგულარული სეზონი და დაიწყო პლეი-ოფები. დავიდ ვილა გადავიდა ინიესტასა და პოდოლსკის "ვისელ კობეში", ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი "მილანში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

ფეხბურთიდან წასულები

დიდიე დროგბას, ჯონ ტერის, რაფაელ ვან დერ ვაარტს, რობი კინს, ჯო კოულსა და ანდრეი არშავინს მობეზრდათ ლუკაკუს გოლის ლოდინი, ისინი წავიდნენ. ლეგენდები ვერ მოესწრნენ რომელუს ბურთს "საუთჰემპტონის" კარში.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს მშრალი სერიის პერიოდში?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი იკარდის მისი მეუღლის გამო არ იმატებს

ცნობილი ესპანური გამოცემა, MARCA წერს, რომ "რეალმა" მაურო იკარდიზე ფიქრი მისი მეუღლის, ვანდა ნარას გამო შეწყვიტა.

დღეს, 04:52

რამდენი პენალტი აქვს მესის ლა ლიგაში გაცუდებული?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ 2 პენალტი შეასრულა - ლეომ 1 გაიტანა, მეორე კი მეკარემ აუღო.

დღეს, 04:48

ჯერარდი: "ტიტულზე ფიქრი დაასრულეთ"

ფეხბურთელის რანგში, სტივენ ჯერარდმა შიდა ჩემპიონატის მოგება (პრემიერ ლიგის) ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა მას ამის განხორციელების შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს.

დღეს, 04:41

ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ბრუნდება

აღნიშნულ ინფორმაციას "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 04:35

ბეილმა ჩელსისა და მანჩესტერს პასუხი შეუთვალა

29 წლის შემტევს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს, 04:33

დისკვალიფიკაციის გამო, რეალს დღეს მოდრიჩი დააკლდება

დღეს 15:00 საათზე, ლა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალი" "ხირონას" მიიღებს.

დღეს, 04:30

ასე გააცილეს ემილიანო სალა უკანასკნელ გზაზე [VIDEO]

გუშინ, ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

დღეს, 04:27

რატომ არქმევენ ურუგვაიში გრიზმანის სახელს ბავშვებს?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ურუგვაის ნაკრებს გოლი გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა, რადგან ეს ქვეყანა უყვარ

დღეს, 04:24

"კარგი რა კრიშტიანუ, გაჩერდი", - რონალდუ ვარჯიშიდან ვერ გაჰყავდათ

პორტუგალიელმა პრესასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "სპორტინგის" სკოლაში" "იუვენტუსის" შემტევთან ერთად გამოდიოდა.

დღეს, 04:19

პიკე: "აქ კარგი მხოლოდ გამარჯვება იყო"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:14

სოლარიმ რამოსის ბარათზე პრესა დაადანაშაულა: "თქვენი მეთოდები გაქვთ"

სანტიაგო სოლარიმ სერხიო რამოსის ყვითელი ბარათის გაზვიადებაში პრესა დაადანაშაულა.

დღეს, 04:11

ვალვერდე: "ყველა თამაშში 7 საგოლე ეპიზოდი არ გვექნება"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:07

მილანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლეადორი!

თუმცა, 23 წლის კრიშტოფ პიონტეკმა დებიუტში მათ ყველას აჯობა.

დღეს, 04:03

მოიხსნება კონტეს 102 ქულიანი რეკორდი სერია A-ში?

სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ისტორიული რეკორდიც დაამყაროს.

დღეს, 03:58

პიონტეკი: "ჩემი თავის მჯეროდა, თუმცა ამას ვერც წარმოვიდგენდი"

სერია A-ს მატჩში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, სადაც კრიშტოფ პიონტეკმა 2 გოლის გატანა შეძლო.

დღეს, 03:54

რაგბი ევროპა: ქართველებმა იმსაჯეს, რუმინელებმა და რუსებმა გაისეირნეს [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დღის მატჩების მიმოხილვა

დღეს, 02:45

ქვილითაია დაბრუნდა! - ქართველმა ფორვარდმა გენტში წლის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბევერენი" და "გენტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:35

ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ზაგლებიესა" და "არკას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:32

პიონტეკმა რეკორდი დაამყარა - პირველად ბალოტელის შემდეგ

იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 02:18

ყველაზე ხნიერი მეგოლე ბუნდესლიგის ისტორიაში

გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ჰერტასა" და "ვერდერს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:15

ლეო მესიმ ვალიადოლიდთან ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დღეს, 02:11

მესის გოლით ბარსელონამ მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ლა ლიგის მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" 24-ე ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:54

პიონტეკის ბენეფისი გრძელდება - მილანმა კვლავ მოიგო! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის.

დღეს, 01:52

სოლარიმ ვინისიუსი შეაქო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ამ გუნდის ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორი შეაქო.

დღეს, 00:58

როდის დაბრუნდებიან ნეიმარი და კავანი? - ტუხელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერთან" მატჩში, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.

დღეს, 00:54

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ატლეტიკოში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 00:50

სოლარი: "რამოსი ამას არ იკადრებს!"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "აიაქსთან" მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათ მიიღო.

დღეს, 00:43

ასოციაციის თასი: მანჩესტერ სიტიმ მარტივად იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ასოციაციის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნიუპორტი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები